ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
29 იანვარი, 2020


ექვთიმე თაყაიშვილი დამნაშავე იყო ნებისმიერ შემთხვევაში, თუ გაიტაცა, რაღას აბრუნებდა და თუ დაბრუნებას აპირებდა, მაშინ რაღას იტაცებდა?

ექვთიმე თაყაიშვილი დამნაშავე იყო ნებისმიერ შემთხვევაში, თუ გაიტაცა, რაღას აბრუნებდა და თუ დაბრუნებას აპირებდა, მაშინ რაღას იტაცებდა? გაიტაცა 247 ყუთი ოქრო-ვერცხლი-ბრილიანტები, და დააბრუნა 39 ყუთი  დოკუმენტები? დანაკლისი 208 ყუთი ოქრო-ვერცხლი-ბრილიანტები სად არის?


ექვთიმე თაყაიშვილი დამნაშავე იყო ნებისმიერ შემთხვევაში, ან 1 )  ეროვნული განძის  გატაცებაში, ან 2) ეროვნული განძის უკან ვითომ „დაბრუნებაში“  („ვითომ“ იმიტომ, რომ ექვთიმე თაყაიშვილს ეროვნული განძი არ დაუბრუნებია, 1945 წელს ექვთიმე თაყაიშვილს ეროვნული განძის დაბრუნება ფიზიკურად არ შეეძლო, 1945 წელს ექვთიმე თაყაიშვილს ეროვნული განძის დაბრუნების უფლება კი არა, ეროვნული განძისთვის შეხედვის უფლებაც კი არ ჰქონდა, 1945 წელს ეროვნული განძი საფრანგეთის ბანკის საკუთრება იყო,  1945 წელს ეროვნული განძი  იოსებ სტალინმა დააბრუნა), თუ  ექვთიმე თაყაიშვილმა  1945 წელს ეროვნული  განძი ვითომ „დააბრუნა“, მაშინ  გამოდის, რომ ექვთიმე თაყაიშვილი მენშევიკი ჟორდანია-ზურაბიშვილების მოღალატე ყოფილა.

წინასწარ ვამბობ, ალბათ, როგორც ამბობენ (ამბობენ ძირითათად მენშევიკების შთამომავლები, და მათი ფანები,  - ეროვნული განძის დაბრუნებაში იოსებ სტალინის ღვაწლის წასაშლელად), ექვთიმე თაყაიშვილის აქვს  რაღაც ღვაწლი ეროვნული განძის რაღაც ნაწილის, ძირითადად დოკუმენტების,  შენარჩუნებაში, ჟორდანია-ზურაბიშვილბის და კომპანიის მიერ ოქრო-ვერცხლი-ბრილიანტების შეხრამუნების შემდეგ, და შემდეგ 1945 წელს საქართველოს სსრ-ში უკან დაბრუნენის პროცეში, თან ახლდა, განძის გადარჩენილ ნაწილს, თანმხლებ პირად, - ალბათ, ეს, თანმხლებ პირად ყოფნა,  შეიძლება ღვაწლად ჩავთვალოდ. სიტყვაზე, თანმხლებ პირებად პილოტებიც  შეიძლება ჩავთვალოთ,  იქვე იყვნენ, თვითმფრინავს მართავდნენ.


მაგრამ უკეთესი იქნებოდა, რომ ექვთიმეს 1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან ეროვნული განძის გატაცებაში არ მიეღო მონაწილეობა. მერე კითხვები რომ არ გაჩენილიყო: თუ გაიტაცა, რაღას აბრუნებდია და თუ დაბრუნებას აპირებდა, მაშინ რაღას იტაცებდიო? გაიტაცა 247 ყუთი ოქრო-ვერცხლი-ბრილიანტები, და დააბრუნა 39 ყუთი  დოკუმენტები? დანაკლისი 208 ყუთი ოქრო-ვერცხლი-ბრილიანტები სად არის?

სპეციალური აღნიშვნის ღირსია, რომ 1921 წელს საქართველოდან გატაცემული 247 მძიმე ყუთი ოქრო-ვერცხლი-ბრილიანტები წაიღეს გემით, გემამდე მატარებლის ვაგონებით მიიტანეს, ხოლო 1945 წელს საფრანგეთიდან დაბრუნდა 39 მსუბუქი ყუთი  დოკუმენტები დაბრუნდა 1 რეისი თვითმფრინავით.

მარტო ის ფაქტი, რომ განძის გადარჩენილი ნაწილი დაეტია 1 რეისი თვითმფრინავის ტვირთში,  უკვე თავისთავად იმის მტკიცებულებაა, რომ განძის უდიდესი ნაწილი მენშევიკების მიერ მითვისებული-გაფლანგული იყო. ეროვნული განძის ყუთების რაოდენობით რომ არც ვიანგარიშოთ, ელემენტარული ლოგიკა გვეუბნება, რომ ის, რაც 1921 წელს მატარებლის ვაგონებით და გემით  გაზიდეს, 1945 წელს, დანაკლისი რომ არ ყოფილიყო, თვითმფრინავის 1 რეისში ვეღარ ჩაეტეოდა.


ექვთიმე თაყაიშვილის როლი 1945 წელს საქართველოს სსრ-ში დაბრუნებაში სადავოა, მაგრამ უდავოა მისი მონაწილეობა, სხვებთან ერთად,  საქართველოდან ეროვნული განძის 247 ყუთის გატაცებაში.

ფაქტია,რომ აფერისტი ნოე ჟორდანიას დავალებით ექვთიმე თაყაიშვილმა ეკლესიებში განთავსებული ქართული საგანძურის აღწერა მოახდინა, ეპისკოპოსის კვერთხიც ვერ გადაურჩა საგანძურის ჩამონათვალს.

გამწარებულმა ეპისკოპოსმა საშვილიშვილოდ დასწყევლა განძის გამტაცებლები.


1921 წელს საქართველოდან გაქცეული პარაზიტების მიერ შეჭმისგან განძის გადარჩენილი ეროვნული განძის ნაწილი, 247 ყუთიდან 39 ყუთი, 1945 წელს  უკვე საფრანგეთის ბანკის საკუთრება იყო. სადაც ინახებოდა,  ვინადან შენახვის ხარჯები იყო გადასახდელი,  რომლის ღირებულებაც ბევრად აღემატებოდა დარჩენილი განძის ფასს. საქმე ის არის, რომ განძის ბოლო დარჩენილი ნაწილი 39 ყუთი  მენშევიკებმა კრედიტში ჩადეს, ვერ დაიხსნეს და ფაქტიურად დაკარგული იყო. დაფიქრდით, დღეს, ახლა,  21-ე საუკუნებში,  როგორ აბრიყვებენ ხალხს ბანკები და წარმოიდგინეთ საქართველოდან 1920-იან წლებში ჩასულებს როგორ დააგოიმებდნენ.

1945 წელს განძი დააბრუნა იოსებ სტალინმა.

შედარებისთვის, საქართველოში დარჩენილი ეროვნულ განძს ბოლშევიკების ხელში რა დღე დაადგა, ვიცით. შენარჩუნებული იყო მთლიანად. მეტიც, გაიზარდა. 1939 წელს ქართული განძი რუსეთიდან სტალინის ბრძანებით სრულად დაუბრუნდა საქართველოს.


მენშევიკების, ეროვნულ-დემოკრატების, და სხვა "ეროვნული" აფერისტების ხელში, რა დღე დაადგა საქართველოდან მათ მიერ 1921 წელს გატაცებულ ეროვნულ განძს, ისიც ვიცით. დაიკარგა, თითქმის მთლიანად.

საოცარია, დღეის, 2020 წელს, მოიძებნებიან არაჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ამართლებენ „ეროვნული“ აფერისტების მენშევიკების მიერ საქართველოს ეროვნული განძის გატაცებას და ფუქსავატურად გაფლანგვას, და იგივე ადამიანები  იოსებ სტალინს აგინებენ და სწყევლიან ეროვნული განძის დაბრუნების გამო.

აფერისტი ნოე ჟორდანიას ხალხი უძველესი ხატებიდან ძვირფას თვალებს არიდებდნენ და ჰყიდიდნენ. ხაზინის და საგანძურის დიდი ნაწილი პარიზის საბარდელოებში და რესტორნებში გაიფლანგა. ამ ბარბაროსობის გამართლების მცდელობა ანომალიური ისტორიული სიბინძურის გათეთრებაა.

ამ აფერისტებმა ჩალის ფასად მიჰყიდეს ევროპელებს ეროვნული საგანძური და, წმინდანებად შერაცხდნენ ექვთიმეს და მის დამქაშებს ევროპელები, აბა, რა იქნებოდა?

გაქცეულმა  „ეროვნულმა“ აფერისტებმა 247  ყუთიდან ოქრო-ვერცხლი-ბრილიანტები შეახრამუნეს, ხოლო დარჩენილ 39 ყუთში ძირითადად ხელნაწერები იყო, მათი გაგებით, მაკულატურა. „ეროვნული“ აფერისტების აზრის,  ოქრო-ვერცხლი-ბრილიანტების  შედეგ, უგემური იყო, და არ შეახრამუნეს. 

იოსებ სტალინს რომ არ დაებრუნებინა ეროვნული განძის ეს გადარჩენილი მცირე ნაწილი, მასაც მიითვისებდნენ ევროპელები და გამოაბურძგულებდნენ “წმინდან ექვთიმეს” საქართველოში.

მხოლოდ გონებასუსტებს არ შეუძლიათ ამის გაგება.

გონებასუსტების საყურადღებოდ,

უპასუხეთ მარტივ კითხვას:

„1921 წელს რომ წაიღეს, მენშევიკებმა, და განძის დიდი ნაწილი შეჭამეს, კი მაგრამ,1945 წელს რაღას ვითომ "აბრუნებდა" განძის გადარჩენილ მცირე ნაწილს, ექვთიმე თაყაიშვილი?  რა, 1945 წელს იგივე კომუნისტები არ იყვნენ ხელისუფლებაში? თუ სწორად წაიღო 1921 წელს, 1945 წელს რაღას ვითომ "აბრუნებდა"? (სინამდვილეში, არ "დაუბრუნებია", ეროვნული განძის იოსებ სტალინმა დაიბრუნა). თუ ვინიცობაა, ეროვნული განძი მართლმა ექვთიმე თაყაიშვილმა  "დააბრუნა", მაშინ რატომ აბრუნებდა?  სად არის ლოგიკა?  ჟორდანია-ზურაბაშვილის უკუღმართი ლოგიკით, ექვთიმე მათი მოღალატური საქმის მოღალატე არ გამოდის? მათ მიერ კომუნისტებიდან ვითომ "გადარჩენილი" განძის ნაწილი 1945 წელს კომუნისტებს "დაუბრუნა"?  სად არის ლოგიკა?“


ვპასუხობთ კითხვას:


„ლოგიკა ის არის, რომ 247 ყუთიდან ოქრო-ვერცხლი-ბრილიანტები შეახრამუნეს, ხოლო დარჩენილ 39 ყუთში ძირითადად ხელნაწერები იყო, მათი გაგებით, მაკულატურა“.

აი, დააკვირდით, მენშევიკი ჟორდანია-ზურაბიშვილები, ჟიუტად "ვერ ხვდებიან" ამ ელემენტარულ კითხვის შინაარს, 1921 წელს რომ ეროვნული განძი გაიტაცეს კომუნისტებიდან, 1945 წელს იგივე კომუნისტებს ექვთიმემ რატომ "დაუბრუნა"? აა? თუ მენშევიკი ჟორდანია-ზურაბიშვილების მოღალატე არ გახდა?

თუმცა, რა არის აქ მიუხვედრელი? ექვთიმე თაყაიშვილი ეროვნული  განძის ან  გატაცებაში  იყო  დამნაშავე, ან ვითომ „დაბრუნებაში“ („ვითომ“ იმიტომ, რომ ექვთიმე თაყაიშვილი ეროვნული განძის დამბრუნებელი არ იყო, ეროვნული განძი იოსებ სტალინმა დააბრუნა).

ცნობისთვის, სანამ ნოე ჟორდანია იყო ცოცხალი, ექვთიმე თაყაიშვიული  იქ არაფერს არ წარმოადგენდა. ექვთიმე თაყაიშვილს არაფერს არ ეკითხებოდენ,  ნოე ჟორდანიამ კი როგორც უნდოდა,  ისე ფლანგა ეროვნული განძი. ექვთიმე თაყაიშვილი თვითონ  ვერ გაბედავდა განძის გაყიდვას.  ნოე ჟორდანია იყო არაქართველი , მისი წინაპრები იყვნენ იტალიიდან ჩამოსული არაქართველები, სავარაუდოდ, ებრაელები.  ნოე ჟორდანია იყო  უპრეცედენტო ყაჩაღი,  რომლის მსგავსი არ ახსოვს საქართველოს.

დააკვირდით, რა ჩვენება მისცა ექვთიმემ 1952 წელს:

ციტატის დასაწყისი:

"იყო დრო, როცა ისინი გაემიჯნენ და ხელი დაიბანეს, დაწერეს ოფიციალურად, რომ მათ არაფერი იცოდნენ განძის თაობაზე და მთელი პასუხისმგებლობა მე დამაკისრეს, როგორც საქართველოს მუზეუმების წარმომადგენელს, უფლებამოსილს დამეცვა განძი. ამ საკითხთან დაკავშირებით 1935 წელს მოწვეულ იქნა მენშევიკების უცხოეთის ბიუროს სპეციალური სხდომა, რომელზეც გამოიტანეს დადგენილება, რომ მე ვიყავი ერთადერთი წარმომადგენელი საქარველოს მუზეუმებისა და მეკისრება მოვალეობა განძის დაცვისა. ამ სხდომას ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, გეგეჭკორი, ზურაბიშვილი, ჩხენკელი, კანდელაკი. ეს დოკუმენტი მე მაქვს და შემიძლია, ასლი წარმოგიდგინოთ".

ციტატის დასასრული.


ანუ, როცა ყაჩაღმა აფერისტმა ნოე ჟორდანიამ ამფსონებითურთ 247 ყუთიდან ოქრო-ვერცხლი-ბრილიანტები შეახრამუნა, ხოლო დარჩენილ 39 ყუთში ძირითადად ხელნაწერები დარჩა, მისი გაგებით, მაკულატურა, - მაშინ ეს მაკულატურა  აფერისტმა ნოე ჟორდანიამ 1935 წელს ექვთიმეს „შეატენა“.

ნოე ჟორდანია, მისი აზრით, ასე გაექცა პასუხისმგებლობას.

და ბოლოს, ყველაზე მთავარი. დავსვათ მარტივი კითხვა:

„თუ მენშევიკებს, ექვთიმე თაყაიშვილს  და ქაქუცა ჩოლოყაშვილს, რუსები ეზარებოდა, მაშინ რატომ ემსახურებოდნენ ერთგულად ნიკოლოზ მეორეს, მაგრამ რატომ ებრძოდნენ იგივე რუს, ან ქართველ ბოლშევიკებს? ეროვნული განძი რატომ გაიტაცეს?“

ვპასუხობთ კითხვას:

„იმიტომ რომ ეროვნული განძის გატაცების იდეოლოგიური საფუძველი, გარდა სხვის ხარჯზე საკუთარის თავის გამდიდრების ღორული სურვილისა,  იყო მენშევიკების, მათი დიდი ნაწილი არაქართველი იყო, არა ეროვნული დაპირისპირება რუს, ან ქართველ კომუნისტებთან, არამედ მენშევიკების ღრმა კლასობრივი სიძულვილი ქართველი ხალხის უმრავლესობის მიმართ. იმიტომ რომ მენშევიკები, ამფსონებითურთ,  იყვნენ ანტი-ეროვნული, ანტი-ქართული ძალა, ეროვნული ძალა სამშობლოს კუთვნილ განძს არ გაიტაცებდაა საზღვარგარეთ, და რომც გაეტაცა, - არ შეჭამდა. შეინახავდა, სამშობლოში ხელისუფლების შეცვლამდე. მენშევიკებმა არ შეინახეს. რატომ უნდა შეენახათ? მათ ქართველი ხალხის უმრავლესობა ღრმა კლასობრივი სიძულვილით სძულდათ. მტკიცებულება გინდათ? დააკვირდით, კომუნისტები 1990 წლიდან დაწყებული  უკვე აღარ არიან ხელისუფლებაში. მაგრამ მენშევიკების შთამომავლობას აზრადაც  არ მოსდით მათი წინაპრების მიერ ქართველი ხალხისთვის მოპარული ქონების საქართველოს სახელმწიფოსთვის, ქართველი ხალხისთვის, უკან დაბრუნება“.




კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
29.01.2020

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები