ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პროზა
31 იანვარი, 2020


ალტერნატიული რეალობა

სტივ ვანდერის რომელიღაც მელოდია ნიშნავს რომ გათენდა, გათენება ბევრი ნიკოტინს და კოფეინის მოფერებას ორგანიზმზე, ამ რიტუალის დროს იხაზება დღის დაახლოებითი ნახაზი,ეს ნახაზი რომელშიც უამრავი ტყუილით,კამათით, მსჯელობით, სხვისი სვლების წინასარ განჭვრეტით, სიყალბით, თვალთმაქცობით, ლაქუცით, და საკუთარი სვლების ათასნაირი კუთხით შეხედვით და კომბინაციებით მართლაც ჯოჯოხეთურ რიტუალს ემსგავსება. ეს რიტუალი როგორც მიხვდით ფულის შოვნას ემსახურება.


მარვინ გეის რომელიღაც მელოდია ნიშნავს რომ გათენდა. გათენება ჩემი საყვარელი ადამიანის ტუჩებით იწყება. საყვარელი ადამიანის ტუჩების გემო ის სტიმულია რომელიც ვაკის პარკში ძუნძულით რამდენიმე წრეს მარტყმევინებს და თავში დღის გეგმებს მალაგებინებს. სტიმული მიჩენს იმ მადლიერების შეგრძნებას სამყაროსადმი რაც დღის გეგმის დალაგებაში ბატონობს იმ ვალის დაბრუნების სურვილს რომელიც სამყაროსადმი დაბადებიდან მოგვდევს ეს სიკეთის კეთება და სამართლიანობისთვის ყოველდღიური ბროძოლაა.


ეხლა ალბათ გაინტერესებთ რაში მჭირდება ფული, ფული იმ ძალაუფლებისთვის მჭირდება რასაც სხვაზე ბატონობა მოაქვს,სხვაზე ბატონობა კი იმ სრულფასოვნების შესაგრძნობად რასაც ის ეიფორია მოაქვს რომელსაც ვერც ერთი განცდა შეედრება. იცი რომ ამ ფულს და ძალაუფლებას ნებისმიერი ადამიანის შეცდენა შეუძლია და ამ შეცდენით იკვებები, იკვებები მაგრამ ვერასდროს ნაყრდები ბოლომდე სანამ იცი რომ არსებობს ვიღაც ვინც შენზე ძლიერია. აი ეს დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება გმატებს იმ აზარტს რომლის მოგების წყურვილი ღამეებს გათენებინებს ახალ ახალი მზაკვრული კომბინაციების ხლართვაში.


ეხლა ალბათ გაინტერესებთ რატომ მაქვს სურვილი სიკეთის კეთების ან რომელი სამართლიანობის მხარეს მებრძოლად მივიჩნევ თავს, როგორც მოგახსენეთ საყვარელი ადამიანის ტუჩების გემო იმ სიკეთისკენ მიბიძგებს რომელსაც ბუმერანგის ეფექტი ქვია მინდა ვაკეთო ის საქმე რომელ საქმეზე ამოსული ხის ნაყოფიც ჩემს შვილიშვილს კბილს არ მოჭრის და რომლის ჭამაც შეერგება კაცობრიობას, არა შიში არაფერ შუაშია თუ ეს იფიქრეთ სიყვარულის განცდა მაკეთებინებს ამას სიყვარულის განცდა რომელიც უსასრულობას მოიცავს, რაც შეეხება სამართლიანობას მე იმ სიმართლისკენ ვარ რომელიც იმ კუნთებს და მჭერმეტყველ საუბარს უპირისპირდება რომელსაც ფორას ვეძახით და მჩაგვრელობითი ხასიათი აქვს
 
ხლართავ ინტრიგებს, აგებ მახეებს, ცდილობ დაცემულს წიხლი დააჭირო რომ ერთი კონკურენტით ნაკლები დაგრჩეს, ყველა იმ არმიის რიგითად აქციო რომლის სარდალიც ბრმაა და მხოლოდ შენს ხმაზე რეაგირებს ხოლო შენი ხმა უფსკრულისკენ მიუთითებს სიარულს მწყობრი ნაბიჯით, რაც მეტი გადაიჩეცება უფრო თვითდაჯერებული ხდები და უფრო ნაკლები კონკურენტი გრჩება , ჭორების დაყრა აი შენი პირველი იარაღი რომლითაც ბატონობ დაბრალება და ხალხის ერთმანეთზე გადაკიდება ამით იმ ანარქიას ქმნი რომელიც ფორას გაძლევს სანამ სხვები ერთმანეთს ჭამენ შენ ფულს შოულობ და ძალაუფლება გემატება,ანარქიაში ხედავ იმ კიბეს რომელსაც ძალაუფლების მწვერვალისკენ ყველაზე ჩქარა მიყავხარ ესაა შენი მიზანი მორჩა და გათავდა


კი სულ ის ხმა ჩამესმის სიკეთე სინანულით აკეთეო, არანაირი ანგარება არანაირი საჭადრაკო დაფა უბრალოდ დაუდექი გვერდში ყველას ვისაც ჭირდება როცა მისი ნაბიჟები კეთილ საქმეს ემსახურება. სინანულით აკეთე რადაგან თუ ვინმეს შენს თვალსაწიერში დახმარება ჭირდება შენი გულგრრულობის და შენი თვალების ძალით დაბრმავების ბრალია რადგან ხედავდი ამას და არ შველოდი თუ ვერ ხედავდი ეგ უარესი რადგან ადამიანის გაჭირვების დანახვის შნო არ გაგაჩნია და შენი ხედვა ძალიან მწირია იმისთვის რომ ადამიანი გერქვას აი ის სინანული რომლითაც უნდა აკეთო სიკეთე უფრო სწორედ საკეთებელი, კი სირთულეებით და ფათერაკებით სავალი გზაა მაგრამ ეს შენი არჩევანია არ მიცე გასაქანი იმ მჩაგვრელთა სექტას რომელსაც სუსტის დამონება უნდა არ იყო გულგრილი სხვისი უბედურების მიმართ და საკუთარი პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება ხმამაღლა შეგეძლოს ესაა შენი მიზანი მორჩა და გათავდა


სიკეთის უარყოფა ბოროტება ესაა შენი საკეთებელი, ბოროტება ძლიერი და ყოვლის შემძლეა სანამ რწმენის ნაცვლად შიშია გამეფებული რომელსაც შენ თესავ, ამპარტავნებას თავმდაბლობის ნაცვლად შიში რწმენის ნაცვლად აი რას ქადაგებ შენ, შენში ის ძალაა რომელიც ადამიანს ყალბი ოცნებისეული სამყაროსკენ იტაცებს და ამით აკარგვინებ რეალობის აღქმას და აშორებ სინათლეზე გასვლის გზას, მოჩვენებითი სიკეთე აი შენი ერთერთი ის იარაღი რომლითაც თანამოაზრეებს აგროვებ, გულგრილობა ცინიზმი და სარკაზმი ეს ის სამი გამოხატულებაა რომელსაც ერთად აქცევ და კარგათ შეფუთული მიგაქვს საჩუქრად შენით მოჯადოებული ხალხის ქვეცნობიერში, რომელიც იცი სადღაც ამოხეთქავს და იმ წისქვილზე დაასხავს წყალს რომელიც შენია და ამ წისქვილში დაფქვილ შხამს პურად ასაღებ რადგან პურია ის საკვები რომელიც უნდა მოწამლო ეს გინდა მორჩა და გათავდა


კი ეს სიკეთე და ეს ბრძოლა მაბედნიერებს. ბედნიერება ალბათ ინდოვიდუალური მცნებაა ვიდრე ზოგადი და ყველაზე დიდი ნიჭი იმის გამოცნობაა თუ რა არის შენთვის ბედნიწრება მხოლოდ ამის მერე ხედავ მკაფიოდ შენს საკეთებელს საქმეს და გიყვარდება ის. გიყვარდება რადგან შენი ნაპოვნია გიყვარდება რადგან სწორია და იმ ჭეშმარიტებასთან გაახლოვებს რომლისაც გწამს. ეს უკვე დასახული მიზანია რის შემდეგაც გჭირდება ამ მიზნის სისრულეში მოსაყვანად გეგმის განხორციელებისთვის საჭირო კომპონენტების თანმიმდევრული და მიზანშედეგობრივი სტრატეგია,

Tavi 2
თუ გიყვარს თუ უყვარხარ, ხარ ფიზიკურად ჯანმრთელი,შენთვის პიორიტეტულ საკითხებში ხარ წარმატებული და გაქვს უკეთესი მომავლის იმედი ესაა ფორმულაა ბედნიერების და რაც მთავარია მადლიერების გრძნობა დიდი მადლობა ღმერთო ყოველი წამისთვის აი მთავარი კომპონენტი ბედნიერების შეგრძნების.
1-გყავს ოჯახი ნიშნავს უკვე  რომ გიყვარს და უყვარხართ
2-სულიერი ჯანმრთელობა ფიზიკური ჯანმრთელობაა უსაფრთხოების და უზრუნველყოფის შეგრძნება ანუ ოჯახი აგრესიის გარეშე
3- ფიზიკური ჯანმრთელობის ხელშემწყობია სპორტი,რომელიც აგრესიის დონეს აქვეითებს და სტიმულს აძლევს ადამიანს თავისი შესაძლებლობების სრულად გამოყენებისთვის ანუ სპორტი ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც ემსახურება.
4-სწორი აღმსარებლობა მადლობა ღმერთს რომ მართმადიდებლები ვართ ყველა აღმსარებლობის ადამიანს აქვს შანსი ცხონდეს უბრალოდ მართმადიდებლობა ის გასაღებია რომელის სამოთხის კარს ყველაზე ადვილად აღებს.
5-პრიორიტეტული საკიტხებს რაც შეეხება ეს ძალიან დიდი თემაა და წინასწარ მიხვედრაც შეუძლებელი, ეგ ინდივიდუალური არჩევანია ჩვენ მე ვიცი მხოლოდ რომ განათლება ველა შემთხვევაში გეხმარება, მაგრამ განათლება სიკეთის ცოდნის გარეშე არაფერია.
6-უკეთესი მომავლის იმედი ანუ ადამიანმა უნდა იცოდეს რომ ყველა სიტუაციიდან არის გამოსავალი და ნებისმიერი ცუდი სიტუაციიდან შეიძლება იმხელასასარგებლო  მაგალითის აღება რაც მომავალში აუცილებლად დაგეხმარება.
დღესაც როგორც ყოველთვის ვზივარ და ვფიქრობ. თვითონ ფიქრზე ვფიქრობ ხოდა მინდა ეს ფიქრი გადმოგცეთ.
ფიქრი ის სასამართლოა სადაც ყველაზე საზარელ ცოდვებში ამხელ საკუთარ თავს, შენი ყველაზე პატარა და უმნიშვნელო დანაშაულიც სრულყოპილად გახსოვს ვერც მის მიზანს მალავ და ვერც იმას თუ რას ემსახურებოდა ის, მაგრამ ყველაზე ცუდი ეგ არააფიქრმა ისიც იცის თუ რა გიფიქრია აი ეგ კი ნამდვილი საშინელებაა რადგან ნაფიქრალის განხორციელებას სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ასრულებ, აბა დავფიქრდეთ და გავიხსენოთ ჩვენი ყველა ნაფიქრალირომ გაცხადდეს და ყველამ ყველას ნაფიქრალი რომ სულ რაღაც ერთი დღითაც რომ დაინახოს რა გულის ამრევი, ცხოველური, და გარყვნილი რეალობის წინაშე დავდგებოდით, ამიტომ ყველა ნაფიქრალს სინდისის მორალის, შიშის ფილტრებს ვატარებთ და გარეთ ბოლომდე გაფილტრული და ლამაზად გამოძერწილი გამოგვაქ. რა რჩება შიგნით? ქატო, შხამი,ჩირქი რამაც გარეთ ვერ გამოაღწია და შიგნიდან არ გასვენებს აი ეს არის ჩემი სუბიეტური აზრი. ვცდილობთ შევნიღბოტფიქრები, ვცდილობთ რაც შეიძლება მეტ ფილტრში გავატაროთ ნაფიქრალი მაგრამ საკუთარ თავთან დარჩენის კი გვეშინია. იქაც ვეჭიდავებით საკუთარ ტავს და ვცდილობთ სხვადასხვა გამართლება მოუძებნოთ ამა თუ იმ იქრს უმეტეს შემთხვევაში ამას ეშმაკის ჩაგდებულ ნაპერწკალს ვეძახით და ამით ვიმართლებთ ტავს საკუთარ თავთან, ანდაც ყოველგვარიაკრძალვისკენ სწრაფვა ადამიანის კოდშიაო და ამას ვერაფერს უშველითო ვამბობთ მაგრამ სიმართლე ყველამ კარგად ვიცით და არასდროს გავანდობთ სხვას.იქამდე მისვლა გვჭირდება რომ საკუთარ ნაფირალს გვერდიდან დაუწყოთ ყურება აი ნამდვილი გამოსავალი ოღონდ ძალიან რთულად მისაჭწევი საკუთარ თავზე მუშაობა აი ყველაფრის გასაღები და სიტყვა ზომიერება.

ახლა დაუბრუნდეთ ბედნიერებას- ყველა წარმატება, ყველა მიღწევაგამარჯვება, ცოდნის მიღების მცდელობა საკუთარ ნებისყოფაზე მუშაობა თუსულიერებაზე ზრუნვა ბედნიერებისკენ სწრაფვას ემსახურება ხოლო ბედნიერება თავის მხრივ მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს სიყვარულს სიხარულს და იმედს გავშალოთ:
სიყვარულითავის მხრივ დგას სიკეტეზეთანასწორობაზე და მორალზე
სიხარული შენს იმ მიღწევებზე რამაც სამყარო უფრო  ჯანმრთელი თავისუფალი ამ სიტყვის სწორი გაგებით რა თქმა უნდა სა სულიერი გახადა
იმედი ეს ყველაფერია
უდიდეს როლს ცხოვრების სწორ გზაზე სიარულისას თამაშობს გარე ფაქთტორთა პერიოდული დარტყმები, რომლებსაც ამ არჩეული გზის შეცვლა შეუძლაით ეს შეიძლება იყოს როგორც შემთხვევითობა ასევე საკუთარი ჩვევებიდან წამოსული ტალღები რომლეთა ტალღაც ცუნამად გადაიქცევა ხოლმე.
1-შემთხვევიტობა ეს ის ბალანსია რომელიც აზარტს მატებს შენსეგრეთ წოდებულ ,, თამაშს,, რომელიც ისეთ სიახლეებს გპირდება რომელსაც ვერასდრს წარმოიდგენდი ან ოფტა საზოგადოება იყოფა ორ ჯგუფადგანსაზღვრავდი
2-ჩვევები ეს განსაკუთრებული საკითხია რომელსაც მომავალში მოგზაურობა შეუძლია და წინ იმის მიხედვით გხვდება თუ როგორია ის. არის ჯანმრთელობასთან, სიზარმაცესთან გარემოსთან მორალთან ან რელიგიასთან მიმართებაში დოგმატური ჩვევები, რომელიც ღრმა წარსულიდან იღებს სათავეს, აწმყოს მის კლანჭებში აქცევს და მომავალს დახუწობანას ეთამაშება ანუ გარდაუვლად დაგხვდება წინ მაგრამ არ იცი დრო და ფორმა.
3- გარშემომყოფთა გავლენა გარშემომყოფთა საზოგადოება იყოფა ორ ჯგუფად  ა- ისინი ვინც გინდა თუ არა შენი ცხოვრების თანამგზავრნი არიან მაგალითად ოჯახი და ბ- რომლებსაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე იძენ მეგობრები მეუღლე თანამშრომლები ან სხვა... ჩვენ ჩვევებს თუ დავუმატებთ გარშემომყოფთა გავლენას და შემთხვევითობას მივიღებთ საკუთარ იღბალს.

ჩვენ ყველას გაანალიზებული გვაქ და საკუთარ თავზე გამოცდილი სიკეთის და ბოროტების ბუმერანგის ეფექტი, ვიცით რომ სიკეთე სიკეთით გვიბრუნდება სიბოროტე ათჯერ მეტი სიბოროტით, ესეიგი ჩვენს ქვეცნობიერში ყალიბდება წინასწარი შედეგი იმის თუ რაც ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მოყვება. აი მაგალითად- რელიგიურობა თავის თავში მოიცავს ადამინთა მოდგმის იმ დოზით სიყვარულს რისი გაანალიზებაც კი უკან სიკეთით დაგვიბრუნდება, ხოლო ადამიანთა ურთიერთობების გაფრთხილება და მათთან გატარებული თითეული წამით ტკბობა გამომდინარეობს შემთხვევითობის იმ განუსაზღვრელი პირობებით რომელსაც ის გვიყენებს და რასაც კაცობრიობა იღბალს ვეძახით
ეხლა სიყვარულზე ვილაპარაკოთ-ორი ადამიანის სამუდამო კავშირი რომელიც მშვენიერებისკენ და უკვდავებისკენ მიისწრაფის  აი ესაა სიყვარული, სიყვარული არის გრძნობა რომლითაც თბება სისხლი გამთბარი სისხლი სხეულის ველა უჯრედს მიეწოდება, სულს გულს და გონს ერთ მთლიანობაში აქცევს და მიზიდულობის ისეთ ენერგიას წარმოშობს რომელიც არც დროს და არც სივრცეს არ ემორჩილება პოეზიის და მუსიკის უდაბნოში ის ოაზისია სადაც ბედნიერების ჩანჩქერი ცისარტყელის ფერებად თავზე გეღვრება, თავისუფლების და ფილოსოფიის გზაჯვარედინზე აყვავებული ნუშის ხეა და ნიკოტინის კვამლში დანახული მომავალია რომელიც ლურჯ ფერში წარმოგვიდგება.
პრობლემა ჩვენშია და არა სოციუმში''
პრობლემა ჩვენი ფიქრებია, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ცალკეული აზრები რომლებიც ძალიან სწრაფად მოძრაობენ შევიდეთ მათში და გაგავაანალიზოთ ჩვენს გონებაში მიმდინარე პროცესების არსი. აზრთა უწყვეტი ნაკადი ქმნის ქაოსის ილუზიას . ქაოსზე დასკვნების გამოტანა ადვილია როდესაც ვლაპარაკობთ ქაოსზე როგორც ერთ მთლიანზე, მაგრამ აზრთა ქაოსი სულ სხვა ფენომენია_ ეს ერთი მეორეზე გადაჯაჭვული შენი შემდგომი ნაბიჯების ანალიზია და ამ ანალიზის გაკეთება სწორი დიაგნოზის დასმა და გააზრებული ნაბიჯის გადადგმა ეს უკვე ხელოვნებაა.
ამ აზრთა ნაკადს შეზლებისდაგვარად ნუ გავიუცხოებთ და მივიღოთ როგორ უბრალოდ ნაცნობი რომელთანაც გამარჯობის მეტი არაფერი გვაკავშირებს, მათი დიალოგების უბრალოდ დამსწრე თუ გავხდებითვისწავლით ბატონობას საკუთარ ფიქრზე, აზრები კი უბრალოდ შენს ფიქრთაქაოსური იმპერიის მრჩევლები გახდებიან, მაგრამ ეს თუ შემთხვევით დაგავიწყდა ან გამოგრჩა და რომელიმე აზრმა მოასწრო გაბატონება ეს სასოწარკვეთის ნაპერწკალია რადგან ხდები საკუთარი შინაგანი სამყაროს არა მეფე არამედ მხოლოდ სტუმარი , სასოწარკვეთის შედეგებზე კი ყველას მოგვეხსენება.
მათ მხოლოდ უნდა უსმინოთ მაგრამ არასდროს დავაყენოთ იმ სიმაღლეზე რასაც აზრში ჩაციკვლა ანუ აზრის მეფობა ქვია. ერთადერთი ვისაც ვითვალისწინებთ შეძლებისდაგვარად ეს სინდისის ხმაა რომელსაც ჩვენდა სასიკეთოდ ადვილად გამოვარჩევთ სხვა ამპარტავნობით ან სიფიცხით სავსე ხმებისგან.
რაც შეეხება ბავშვებს ბავშვის გონება ცემის აზრით უფრო აღქმადი და მგძნობიარეა ზრდასრულთან შედარებით, ყველაზე დიდი მისია რაც გვაკისრია ეს ბავშვის აღზრდაა, ბავშვებში ადამიანური თვისებების განვითარება ცოდნი შეზენა უნდა წარიმართოს კომუნიკაციის ჰარმონიული ჭრილით .
ბავშვობაში ეყრება საფუძველი ცხოვრებისათვის აუცილებელ ძირითად თვისებებს_ პიროვნულ ხასიათს, ადამიანურ უნარჩვევწბს და აზროვნების კალაპოტს და ჩარჩოს ეს შემდგომში დიდ გავლენას იქონიებს მის მთელ ცხოვრებაზე როგორც სპორტი კვება და ჰიგიენა აისახება მის მომავალ ჯანმრთელობაზე.
პირველ რიგში ბავშს უნდა ვასწავლოთ მოსმენა, გაჭირვებულის დახმარება და გულში წყენის არ ჩადების უნარი.
ბავშვობა უამრავ კითხვაზე პასუხის გაგების რეჟიმია, რაც სამყაროს შეცნობას ემსახურება და რაც მეტია დასაბუთებული ამომწურავი და სწორად გადაცემული პასუხი მით მეტი ხდება ბავშვის თავდაჯერებულობა რისი ფასიც ცხოვრებაში ყველას კარგად მოგვეხსენება, თუ შევძლებთ იმას რომ ბავშს თავდაჯერებულებასთან ერთად ბავშვობიდანვე გავუჩინოთ მიზანშედწგობრივობის კავშირის სისტემის ინტერესი და მისწრაფება სტრიქონებს და წინადადებებს შორის აზრის ამოკითხვის ბავშვის აღზრდის 30 პროცენტი შესრულებულია. თუ ბავშვი თავდაჯერებულია ანუ იცის ის რაც მის ასაკში მოეთხოვება და აქვს ის ხედვა რა ნაბიჯს რა შეიძლება მოყვეს აქვს კულტურა გაარჩიოს უფროს უმცროსი და აქვს უნარი მოსმენის ეს უკვე პირველ ეტაპზე გამარჯვებაა. ასაკთან ერთად ღრმავდება ცოდნა წარმოიქმნება იდეალები მიზანშედეგობრიობის არეალი ფართოვდება და კალაპოტიც სულ უფრო დასანახი ხდება. რაც შეეხება ყველაზე ფაქიზ სულიერების თემას კი ნამდვილახ ყველაზე ფაქიზად და ეტაპობრივად მისაწოდებელი თემაა რადგან უკუ ეფწქტი არ გამოიწვიოს რისი მომსწრენიც ბევჯერ გავმხდარვართ. ყველაზე ადვილად ასახსნელი და ბავშვის აზროვნებიდან გამომდინარე ადვილად მისატანი ჩემის აზრით არის ასეთი ახსნა რომ როდესაც რამეს აშავებს და იცის რომ აშავებს რაც ჩვენი გამოცდილებით ვიცით ჩაესმის ხმა რომ ეს ცუდია და საპირისპიროსკენ უბიძგებს წარმოშობს მასში სინანულის და სიმორცხვის განცდას დაუჯეროს მაგ ხმას მთელი ცხოვრება და დანარჩენს წლებთან ერთად შეიძენს და სწორ არჩევანსაც გააკეთებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები