ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მათემარიტა
ჟანრი: პროზა
1 თებერვალი, 2020


თებერვალი

თებერვალი მოდის ის ცივი თებერვალი რომელმაც შენი თავი წამართვა და ახლა უფრო მეტად მცივა ვიდრე ოდესმე ... თითქოს ამ თვეში მზე იმალება და ყოველ წელს მეც თავიდან გგლოვობ.
სულში კედლები მებზარება და ფეხქვეშ ყველაფერი მეცლება.
  როდესაც ვწერ მგონია რომ ჩემს გვერდით ხარ და თუ უფრო კარგად მოვისმენ სიჩუმეს , კიდევ უფრო გიახლოვდები.
მეცამეტე თებერვალი დადგა , მეცამეტე სიბნელე და სიცივე .
შენ კი ამ სიბნელეში ანგელოზივით მინათებ გზას .
ვიცი რომ აქ ხარ ძალიან ახლოს ... სადღაც გულის კუთხეში ,იქ სადაც შემიძლია დაგმალო , შენ ყოველთვის ცოცხლობ , ოღონდ ჩემს გონებაში. მეუბენბოდი მთვარია ადამიანი არ დაგავიწყდეს და ის არასდროს გარდაიცვლებაო , მე კი ვცდილობ ყოველ დღე გათენებისთანავე გაგაცოცხლო .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები