ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წერტილი.
ჟანრი: პოეზია
5 თებერვალი, 2020


პროტესტი - თვითუარყოფაა.

პროტესტი - ყოველთვის საკუთარი თავისგან გასვლაა
პროტესტი - საკუთარი თავის ღალატია - თვითუარყოფაა.

ის , ვინც არ გეთანხმება -
არც უარგყოფს , არც გებრძვის.

პროტესტი - დათანხმებაა - ხელშეწყობაა იმის - რასაც ეწინააღმდეგები.

რასაც უარყოფ - ეგ ხდები.
რასაც ებრძვი - იმად იქცევი.

ის ,ვინც საკუთარი თავის ერთგულია - არასდროს ცდილობს სამყაროს შეცვლას,
ის - უბრალოდ - თვითგამოხატავს - და სამყაროც თავისთავად - მისი არსებობითაც კი ივსება.

თუკი იქნები - ის რაც ხარ - და არ დამალავ ამას არცერთ ასპექტში -
შენი არსებობა საკმარისი იქნება - რაღაცის დასამარცხებლად.

უბრალოდ - უფრო მეტად იყავი, ის რაც ხარ, არ გამოხვიდე შენი თავისგან.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები