ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აბრრაგი.
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2020


ამასაც ვიტყვი

ამასაც ვიტყვი სანამდის
ახალგაზრდობას ვიფერებ
თუ მომიწია ყოფნა და
თუ მოვასწარი სიბერე..

ისევ იმ გზებზე ვივლი და
ვიქნები ჭკუადმყოფელი
დავთვრები გამახსენდება
მომენატრება სოფელი.

მაგ დროს კი გული აიშვებს
ამირანივით დაბმული.
თუ გინდა ტყიდან ისმოდეს
მგლების ყმუილი გაბმული

დიდხანს არც მაშინ ვიფიქრებ
საჩქაროდ გავეშურები,
თუნდ ღამე იყოს გვიანი
გზაზე სჩხაოდნენ ტურები,

შევაგდებ ლურჯას ბედაურს
წყნეთის სამაწვნო გზაზედა
გამახსენდება ამ გზაზე
რამდენჯერ ვიდარბაზე და,

რამდენი მქონდა საერთო,
აღმაშენებლის ომებთან,
ცხენს პანტის ძირში დავაბამ
კიკეთის მისადგომებთან.

შევდგები ლოდზე, შევხედავ,
სოფელი რომ არ ხმაურობს,
ვიფიქრებ: ფხიზლად დამრჩალხარ
თორნიკე აფციარო..

გავყვები პანტიანისკენ
მალვე რიჟრაჟის ჩვენებას,
და წვერის წმინდა გიორგი
რა შორი მომეჩვენება..

შედრკება, ალბათ შედგება
ჩემი რწმენა და შეგნება,
სახეზე ხშირი წვერი და
ღრმა სინანული მექნება..

რა ვიცი, ვიდრე ეს მოხდეს,
გზად კიდე ვინმე "დაკაცდეს",
და ამტაეპის მაგივრად
დამიხვდეს - დამიძმაკაცდეს..

მანამდე ისევ ვაგრძელებ
გზას-მიზანს ვუახლოვდები,
დიდგორთან როგორც დავითი
უუკანგზაოდ ვზოვდები.

გამახსენდება მრავალი
სიკეთეცა და სიავე,
მოხისთან გადამავალი
ქარი მკერდს გამინიავებს.

გავხედავ ,გამიხარდება
რომ ახლოს არი სოფელი
მკერდს გული ამიჩქარდება
არავის ჭკუადმყოფელი

მე თუ დამცალდა სიბერე
თუ ღმერთმა ასე ინება,
ჩავალ ნაძვებთან მივწვები
ბალღივით მიმეძინება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები