ის კი ყვავილებს კრეფდა, მიუხედავად მისა, რომ ბიჭი დედისერთა, უთვალთვალებდა ქისას,
დიდედისაგან რთმეულს, დაკიდულს მკერდის შუა, სავსეს გიშრით და კმეულს. (სადმე ცრურწმენა თუა)
იცოდა გოგომ ფასი, ქისის და უფრო, მაინც ის მკერდისშუა ფასი, რაც აძვირებდა კაცის
გულის და სულის ზრახვას ფასს უმატებდა ერთობ, მიუყვებოდა აღმართს, თვალსაწიერის ფერდობს.
თვალსაწიერის ბიჭის, რომლისგან დაცვა მაშინ, აღარ შეეძლო გიშრის გალეულ მარცვლებს, კაცის
თვალისგან დაცვა, ჰოდა უუანგირო მხედარს, ელოდებოდა ოდა და გოგოს გაუბედავს,
ელოდა უცხო კერა და დედამთილის თალხი, ბანიდან თოფის სროლა, ცრემლი პირველი ბალღის.
და გამარჯობის ნაცვლად, (როცა ყვავილებს კრეფდა) ბიჭის გატეხილ ხმაზე, ქისაზე დაიხედა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. სევდიანი ბალადაა, მოქნეულად და მოხდენილად მოტანილი.
აქ, სხვანაირი ხარ, გიო.
მომნატრებიხარ.:)) სევდიანი ბალადაა, მოქნეულად და მოხდენილად მოტანილი.
აქ, სხვანაირი ხარ, გიო.
მომნატრებიხარ.:))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|