ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირიან მერცხალაძე
ჟანრი: პოეზია
20 თებერვალი, 2020


ცვენა

ფოტოების
დასკანერებული სახეების
უტრაკო ფოშების
წამტვრეულ მინების
გულმჭრელი მზერების
ალმოდებული პატარა ქვების
კანგამომშრალი ქანდაკებების
ტარაკნების, ზურგით პატარა
შაქარყინულებს რომ მიათრევენ
სულმშრალი ფოსტალიონების
ვადაგასული კონსერვების
ჩარხებთან მდგარი ხელოსნების,
წვიმის გუბეებში ჩაწებებული თითოეული წვეთის,
ნაგავსაყრელზე დატოვებული ლოყაწითელა ჩვილების
ფერგადასული მყვირალა გრამოფონის
ხმაჩახლეჩილი ფოფოდიების
თითებ წაყინული ტყისმჭრელების
დარდ დაგუბებული პოეტების
სუპერმარკეტში მდგარი, ნახევრად
მშიერი სტუდენტების
დანგრეულ შენობებში
დაყრილი პოლიეთილენის პარკების
კოსმიურ სივრცეებში მაძებარი
ზოდიაქოს მცოდნეების
შეშუპებული ტკივილების
ტერფებდამსხვრეული მორბენალების,
თავგადაპარსული ტრანსის მიმდევრების
ხელებდაკოჟრილი, მონანიებაში ჩავარდნილი მოხუცების
ცირკში, ალბათობაზე სიცოცხლე მიგდებული ექსტრემალების
ბავშვების სათამაშო სკვერებში მამების მიერ დაყრილი სისხლგარეული ნემსების
ცარიელ იმედებზე დარჩენილი კარტის მოთამაშეების
ღვინის სარდაფებში დარჩენილი უცნობი ტილოების

ლენტგადაჭრილი საცერემონიო დარბაზების კი არა:


გაუსაძლისი ტკივილების,
გაშეშებული სახეების,
ჯიბეში კაკლით სავსე სოფლელი ბავშვების
წვიმისგან გაწუწული შეყვარებული
ყმაწვილების
პირზე დუჟმორეული ახალგაზრდა
ორატორების
დენთის სუნიანი ღამეების,
ჩამქრალი ლამპიონების,
ხმელი წვიმების
რძით სავსე მზეების

პოეტი ვარ მე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები