ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
21 თებერვალი, 2020


ფიქრია მხოლოდ

ფიქრია მხოლოდ

  სამი საათის დამდგარია დეკემბრის ათი,
ჩემი ფიქრები ლივლივებენ საწყისის ფსკერზე,
რაღაც მადარდებს რაღაც მიხარია მათი-
ვისთან ერთადაც ცურვა მომიწია გემზე

ვეძებ იმ აგურს რასაც ჰქვია ჩვენთან მისია,
ვიპოვე თითქოს , ქვეცნობიერს ღრღნის მაინც ეჭვვი-
არ მინდა რამე მივითვისო იქნებ სხვისია,
და ყოველღამე ამ ფიქრებიღ ჩემ თავსვე ვებრძვი

კი ნაწრთობია განსაცდელით ჩემი ხედვები, უკიდეგანო სიყვარულში მივცურავ დღესაც,
კი ნაპოვნი მაქ საქართველო ჩემი ფესვები,
ყველა წამისთვის დიდ მადლობას უგზავნი ღმერთსაც,

აბა რა მინდა? შუა ღამეს რა არ მაძინებს?
თუ ეგ იფიქრეთ სიმართლეა მაგ ფიქრშიც გეტყვით,
პირში სიცილით ყველა ყველას დედას აგინებს
ახალი სტილით შეჯიბრება რას ნიშნავს მეტყვით?

რაღაც დამჩემდა ამ ბოლო დროს მორალის კითხვა,
ასაკით უმცროს კონკრეტულს კი არ ვაძლევ რჩევას,
ზოგადზე ვყბედობ არ ვჩერდები ლექსადა მე ვიბრძვი

წაიკითხავენ მომწონთ რავი ასე ამბობენ,
რამდენჯერმეო წავიკითხე ასე გამკობენ,
შემდეგ ხატავენ მსგავსს წინა დღის კოპიას დღესაც
და ისევ ისე იქცევიან ნაბიჯს არ თმობენ

აი ესაა შუა ღამე რომ არ მაძინებს ,
მოჭარბებული მლიქვნელობის დამეწყო ხედვა?
არ მაძინებს თქო აღარ ვამბობ უკვე მაშინებს
რა წერტილამდე შეიძლება ამ გზებით მისვლა

ხოდა აგურის დადებასაც ჭირდება ცოდნა
მერე დადებულ აგურს უნდა ფერება მოვლა,
რაც მთავარია ეს აგურიც არ არის ბოლო მანდაც ვიღაცამ უნდა დადოს ხვალ ბოლო-ბოლო

არა არ ვცდილობ არ ვაშენებ მითიურ კედლებს
მაგით დავიწყე აგური თქო ჩვენი მისია
არც იმისთვის ვწერ დამკიდებენ ოდესღაც მედლებს
ჩვენი ჩვენია ალბათ საქმე სხვისი სხვისია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები