130-ე სონეტი
ჩემს სატრფოს თვალნი მზის სინათლეს სულ არ მიუგავს;
არც ბაგეთ ფერი არ მაგონებს მე ფერს მარჯნისას;
გულმკერდი მისი თოვლს კი არა დამჭკნარ ფოთლებს ჰგავს;
მისი თმები კი გრეხილებს ჰგავს, შავს, მავთულისას.
მინახავს ბევრჯერ ბაღი ვარდთა - წითელის, თეთრის,
ღაწვებს მისას კი აღარ შერჩათ ელფერი ვარდის,
მომწონს სურნელი ინანთრისა, ზეთის თუ ეთრის,
სატრფოს სუნთქვისას არ-საშური სუნი თუ ასდის.
მიყვარს ბაასი მასთან ერთად, თუმცა კი, ვიცი
ჰანგები ჩანგის სულ სხვაგვარად, საამოდ ჟღერენ;
ჩემი სატრფო სულ სადღაც დადის ნელი ბარბაცით,
როცა ქალღმეთნი ღრუბლბივით ცაში დაფრენენ.
და მაინც, ვფიცავ ტრფობა ჩემი არის სხვაგვარი...
სიტურფე მისი - არაფრის და არვის სადარი.
Sonnet 130
William Shakespeare
(1564-1616)
My mistress’ eyes are nothing like the sun;
Coral is far more red than her lips’ red;
If snow be white, why then her breasts are dun;
If hairs be wires, black wires grow on her head.
I have seen roses damasked, red and white,
But no such roses see I in her cheeks;
And in some perfumes is there more delight
Than in the breath that from my mistress reeks.
I love to hear her speak, yet well I know
That music hath a far more pleasing sound;
I grant I never saw a goddess go;
My mistress when she walks treads on the ground.
And yet, by heaven, I think my love as rare
As any she belied with false compare.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. აი ეს: „მინახავს ბევრჯერ ბაღი ვარდთა - წითელის, თეთრის,“, რომ შეცვალოთ ამით. მინახავს ბევრჯერ ბაღი ვარდთა – წითლის და თეთრის ... და ეს: „მომწონს სურნელი ინანთრისა, ზეთის თუ ეთრის,“ ამით: მომწონს სურნელი ინანთრისა, ზეთის, ეთერის, კარგი იქნება. მაგრამ ეს მხოლოდ რჩევაა.
აი ეს: „მინახავს ბევრჯერ ბაღი ვარდთა - წითელის, თეთრის,“, რომ შეცვალოთ ამით. მინახავს ბევრჯერ ბაღი ვარდთა – წითლის და თეთრის ... და ეს: „მომწონს სურნელი ინანთრისა, ზეთის თუ ეთრის,“ ამით: მომწონს სურნელი ინანთრისა, ზეთის, ეთერის, კარგი იქნება. მაგრამ ეს მხოლოდ რჩევაა.
2. სტუდენტობისას თრგმნილი მაქვს. თაბუკაშვილის თარგმანს ვერც კი შევადარებ, მაგრამ მაინც მიყვარს, ამითი დავიწყე და მაგიტომ
სტუდენტობისას თრგმნილი მაქვს. თაბუკაშვილის თარგმანს ვერც კი შევადარებ, მაგრამ მაინც მიყვარს, ამითი დავიწყე და მაგიტომ
1. თაბუკაშვილსი აქვს კარგი თარგმანი ამ სონიტის :)
ესეც მშვენიერი თარგმანია :) თაბუკაშვილსი აქვს კარგი თარგმანი ამ სონიტის :)
ესეც მშვენიერი თარგმანია :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|