ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამარიტელი
ჟანრი: პოეზია
25 თებერვალი, 2020


სათებერვლო

ისეთი ქარია, თავს დაკაგარგვინებს,
ვნებებს წამოგიშლის, დარდს დაგამარხინებს,
მტვრით თვალებს დაგივსებს, სულს ააფოფინებს,
გულს სადღაც, შორეთში, ფიქრებთან წაიღებს.
ზაფხულის ცხელ დღეებს რომ განატრებინებს,
ნაზამთრალ სიყვარულს არ დაგაჩაგვრინებს,
ჭრელ-ჭრულა ყვავილებს რომ დაგალოდინებს,
გრძნობებზე პასუხებს წვიმა რომ ამდიდრებს.
მლაშე კვერებით ყელს დაგადაღინებს,
სიზმრებად მოიყვანს ჯერთ უცნობ რაინდებს,
გვიანა ნარცისებს კელაპტრად დაგინთებს,
ღიღილოჩაწნულებს დაგადგამს გვირგვინებს.
ნოტიო ღამეში გატეხავ ტკბილ სიზმრებს,
დაუდარაჯებ ოცნებებს ნაწვიმრებს,
ხელებს შემოჰხვევ, ვერსად ვერ გაუშვებ,
მზის სხივებს ვერ ანდობ შენს ჩუმ ჩანაფიქრებს.
მინდორზე გაუშლი ფოჩიან თეთრ სუფრებს,
სტუმრებად მოიწვევ ნაცნობებს, უცნობებს,
ადგილს შეუნახავ მეფურად შესაფერს
და ვერცხლის სურიდან ტკბილ ღვინოს შეასმევ.
ლალის და ფირუზის მოუქსოვ ფარდაგებს,
კალთაში სიყვარულს ჩუმად ჩაუსვენებ,
ისეთი გულწრფელი გრძნობებით იცხოვრებ,
სხვაც დანატრულობდეს და შენც არ გჯეროდეს.
ქარები დაცხრება, ვნებები დარჩება,
გული ანგელოზებს ზეცაში გაჰყვება,
სახელი არა აქვს გრძნობებს ქარიანებს,
პატარა, ბეღურა ჩიტივით მოფრთხიალეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები