ამ ქალაქს მიღმა ველებია, ვებერთელები, მაგ ველებს იქით მიამბობდნენ, არაფერია. ღამე უბადრუკ სარეცელზე მივესვენები გავამზეურებ სულს ფანჯრიდან, ასე მტვერიანს.
თენდება, ზუსტად, როგორც გუშინ, როგორც წლების წინ, ხო, შენთან ალბათ მზე სრულიად სხვა გზით ამოდის, როგორც მთა-ბარმა მოითხოვა ახლა დეფისი ასე ვითხოვდი შენს პასუხებს, ასე ვწვალობდი.
ყველა კედელი ვიზეპირე ამ ყრუ ქალაქში, უმისოდ დამთვრალს მიჭირს ხოლმე სახლის მიგნება, და თუკი სათქმელს ერთხელ მაინც გადავამლაშებ, ნუ გეწყინება.
ნუ გეწყინება, რადგან უკვე აზრიც დაკარგა, მოგონებებზე რომანტიზმის უფრთო არიამ, ადრე პეპლებიც დაფრინავდნენ, მშვიდად, რა კარგად, ახლა არ ვიცი ყველა ასე რამ გადარია.
თუმცა, ხომ მითქვამს დროა ჩვენზე უფრო მაღალი. ბოროტიცაა, სარკასტულიც, ბნელი, პირშავი. წარმოიდგინე, ჩვენმა ბუნტმა როგორ დაღალა. აგერ, ქალაქსაც დატყობია დროის ნიშანი.
შავი სახლებით, მკვდარი ოცნების ხეივნებით, ბალახმოცული უსახელო ტროტუარებით. უფერულ მკერდებს რაღაცა ძალით შეივსებენ სალამს გეტყვიან ყოველ დილით უცხო ქალები.
ან მე უფრო ვარ მათთვის უცხო,ასეც იქნება. წლებია მათ რიტმს ფეხი ისევ ვეღარ ავუწყვე, ვისწავლე, როგორ არ ვეცადო იმის მიგნება თუ რატომ მორჩა ზუსტად ისე, როგორც დავიწყეთ.
და კიდევ ბევრი, უფრო ბევრი რამე მასწავლე, საკუთარ თავს კი მერამდენედ ვუწყობ დაკითხვას, თუმცა რა ვუყო ყოველ ღამე ფიქრში გასალევ ძილის მოსვლამდე უსასრულო წუთებს, არ გითქვამს.
ქალაქში ახლა გოდებაა, ანუ მზის ჩასვლა, და ისღა დაგრჩა გადაყარო ყველა ტაეპი, ვზივარ და ვფიქრობ მოთმინებით სანამდე გასტანს, ჰორიზონტს იქით მწვერვალების უხმო ვაება
რომ ვერ უძლებენ დაუთოვლელ ზაფხულის სიცხეს. მივდივარ, თუმცა ჩემს ფანჯრებზე მრჩება ხელები. ვეძებ სივრცეებს, ოკეანეს და როგორც მითხრეს ამ ქალაქს მიღმა ველებია, ვებერთელები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. რაღაცნაირი მელოდია ახლავს , არაფერ შუაშია, მაგრამ "ბოშური" მელოდია ჩამესმა თითოს ლექსის კითხვისას. მე ძალიან მომწონს++
რაღაცნაირი მელოდია ახლავს , არაფერ შუაშია, მაგრამ "ბოშური" მელოდია ჩამესმა თითოს ლექსის კითხვისას. მე ძალიან მომწონს++
10. დიდი პატივი იქნება ჩემთვის, თუ თქვენს ბიბლიოთეკას ჩემი კრებული შეემატება. კრებულს კი, ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში გამოვცემ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი პატივი იქნება ჩემთვის, თუ თქვენს ბიბლიოთეკას ჩემი კრებული შეემატება. კრებულს კი, ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში გამოვცემ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.
9. იქნებ იფიქროთ მართლა კრებულის გამოცემაზე, ნუ ამომაკრეფინებთ და ამომაბეჭდინებთ ცალკ-ცალკე. :) ჩემ ბიბლიოთეკაში, მხოლოდ რჩეული წიგნებია სხვათაშორის. :)
იქნებ იფიქროთ მართლა კრებულის გამოცემაზე, ნუ ამომაკრეფინებთ და ამომაბეჭდინებთ ცალკ-ცალკე. :) ჩემ ბიბლიოთეკაში, მხოლოდ რჩეული წიგნებია სხვათაშორის. :)
8. დიდი მადლობა, ნეფერტარ, ასეთი კომპლიმენტისთვის. ძალიან სასიამოვნოა თქვენგან ასეთი სიტყვების მოსმენა. დიდი მადლობა, ნეფერტარ, ასეთი კომპლიმენტისთვის. ძალიან სასიამოვნოა თქვენგან ასეთი სიტყვების მოსმენა.
7. ამ ავტორის ლექსების კრებულს სიამოვნებით ვიქონიებდი წიგნის თაროზე.
ამ ავტორის ლექსების კრებულს სიამოვნებით ვიქონიებდი წიგნის თაროზე.
6. მეექვსე სტროფზე ამოვარდებოდით რიტმიდან, ალბათ. ოდნავი გადახვევაა, ყველაზე მეტად ეგ მომწონს ამ ლექსში :დ მადლობები მეექვსე სტროფზე ამოვარდებოდით რიტმიდან, ალბათ. ოდნავი გადახვევაა, ყველაზე მეტად ეგ მომწონს ამ ლექსში :დ მადლობები
5. ცოტა ბევრი მომეჩვენა, არადა მუსიკალურია იმის მიუხედავადაც, რომ ერთგან ამოვვარდი რიტმიდან. კარგია.
ცოტა ბევრი მომეჩვენა, არადა მუსიკალურია იმის მიუხედავადაც, რომ ერთგან ამოვვარდი რიტმიდან. კარგია.
2. მადლობა, ჯონათან ! მადლობა, ჯონათან !
1. სავსე ლექსია- შინაარსითაც, მხატვრული ხერხებითაც, ემოციურადაც...
სავსე ლექსია- შინაარსითაც, მხატვრული ხერხებითაც, ემოციურადაც...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|