| ავტორი: კობე ჟანრი: პოეზია 26 თებერვალი, 2020 |
ის მხედავს, დამყურებს, ცრემლებით მაპურებს. შორს ისმის გალობა და თითქოს მზაობა წირვისთვის იწყება და მაინც ეწყობა ეს ცერემონია, როცა შენამდე უაზროდ შორია. უძირო ღამეში მცოცავი ზმანების და თავნება სულის ბრძოლები მზადდება. წარსულთან ჭიდილი, მანძილის სიდიდე, სიცილი, ტკივილი, ტირილი - უფალო, მითხარი, დღეს ვისთან მივიდე? ჯერ ხომ მიწა ვარ მზის სხივის სადგური, მაინც ნესტით და სიცივით ნაჯერი. უარით გამსრისეს, ქუსლებით, წიხლებით, ლამაზი ფეხებით და დიდი გრძნობებით. ამ უსასრულობას ავუნთე სანთელი და ვიცი, უკვე აწმყოა სარკმელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. თავიდან ქარტული რეპის ტექსტი მეგონა და ბოლოშიც მასე მეგონა :/ არ მომეწონა. :/ თავიდან ქარტული რეპის ტექსტი მეგონა და ბოლოშიც მასე მეგონა :/ არ მომეწონა. :/
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|