| ავტორი: ბელა-ჩელა ჟანრი: პოეზია 14 თებერვალი, 2009 |
ვინ ხარ.. იდუმალი ტკივილების თავსასთუმალი თუ მოტრფიალე, ღმერთო, რამდენი წელიწადი გიფრთხილდი, მაინც ვერ მოგიარე. ვცდილობდი სხვის ჯიბრზე არ გვეცხოვრა, შეძლებისდაგვარად აგარიდე შიში, შური, ზიზღი, უზნეობა და ვატყობ, მაინც ვერ დაგინდე. ხარ ტკივილიანი და მომღიმარე, თბილი,მგრძნობიარე და კეთილი, მაინც ათასჯერ ჩაგვიტარეს დაუნდობლობის გაკვეთილი. ახლა ვატყობ,შენც რომ მიღალატე, მკერდქვეშ ხშირ-ხშირად ფორიაქობ, სიცოცხლის ბოლო სიმთან მიყვანამდე ნუ მივლი გან-გან და შორიახლო ფიქრებად,რომელთა მსგავსებაშიც - ტკივილები მძაფრად ახლდებიან, მზერაში, სულსა და არსებაში წამის გაუცდენლად სახლდებიან. ვატყობ, ეს ტკივილი არსად წავა, (წლები მიქრიან და...თუნდ იარონ!) აღარც სურვილი მაქვს, აღარც ძალა გეფერო, გიფრთხილდე, მოგიარო... უკვე სააქაოს ინტერესი თანისთანადობით მეკარგება, შორი ცა - უმშვენიერესი, სამოთხის ფერებად მექარგება. (მინდა, მოთმინება შენც გყოფნიდეს,) არ ვარ ძველებურად ფეთიანი, რას იზამ, უეცრად რომ მომინდეს ცათა ბილიკებზე ხეტიალი?!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. რას იზამ,უეცრად რომ მომინდეს ცათა ბილიკებზე ხეტიალი?! რას იზამ,უეცრად რომ მომინდეს ცათა ბილიკებზე ხეტიალი?!
17. კარგია :) გულიანი კარგია :) გულიანი
16. მაინც ათასჯერ ჩაგვიტარეს დაუნდობლობის გაკვეთილი.
უხ! ძალიან მომეწონა... მაინც ათასჯერ ჩაგვიტარეს დაუნდობლობის გაკვეთილი.
უხ! ძალიან მომეწონა...
15. არ ვარ ძველებურად ფეთიანი, რას იზამ, უეცრად რომ მომინდეს ცათა ბილიკებზე ხეტიალი?!
:)
არ ვარ ძველებურად ფეთიანი, რას იზამ, უეცრად რომ მომინდეს ცათა ბილიკებზე ხეტიალი?!
:)
14. სულ იმზიანე სულ იმზიანე
12. კარგი ლექსია! ლუბას ლექსების მუსიკა გამახსენა:) კარგი ლექსია! ლუბას ლექსების მუსიკა გამახსენა:)
11. იკითხეთ და დატკბით ხალხნო იკითხეთ და დატკბით ხალხნო
10. კარგია აღარც სურვილი მაქვს, აღარც ძალა გეფერო, გიფრთხილდე, მოგიარო... :( კარგია აღარც სურვილი მაქვს, აღარც ძალა გეფერო, გიფრთხილდე, მოგიარო... :(
8. ნიჭი ჩანს და კარგი ლექსიკა.აი რითმები კი ამ ნიჭისთვის შეუფერებლად სუსტი :) ნიჭი ჩანს და კარგი ლექსიკა.აი რითმები კი ამ ნიჭისთვის შეუფერებლად სუსტი :)
7. ,,ვერ ვიკაიფეს" ვწერ ხოლმე ასეთ ლექსებზე. ,,ვერ ვიკაიფეს" ვწერ ხოლმე ასეთ ლექსებზე.
6. კარგი გოგო ხარ, მომეწონა...5 (აშკარად გოგო ხარ, არ მეშლება) კარგი გოგო ხარ, მომეწონა...5 (აშკარად გოგო ხარ, არ მეშლება)
5. ბრწყინვალე ლექსია :)5 ბრწყინვალე ლექსია :)5
4. რას იზამ, უეცრად რომ მომინდეს ცათა ბილიკებზე ხეტიალი?!
რას იზამ, უეცრად რომ მომინდეს ცათა ბილიკებზე ხეტიალი?!
3. ვატყობ, ეს ტკივილი არსად წავა, (წლები მიქრიან და...თუნდ იარონ!) აღარც სურვილი მაქვს, აღარც ძალა გეფერო, გიფრთხილდე, მოგიარო...
მშვენიერი... ვატყობ, ეს ტკივილი არსად წავა, (წლები მიქრიან და...თუნდ იარონ!) აღარც სურვილი მაქვს, აღარც ძალა გეფერო, გიფრთხილდე, მოგიარო...
მშვენიერი...
1. არაჩვეულებრივია! არაჩვეულებრივია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|