ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პროზა
1 მარტი, 2020


სრული დეპრესიული აბსურდი

    როცა სხეული დაშლილა სევდის უჯრედებად, თვალით კუპრისფერი ენერგია გიღეღავს გულმკერდს. კედელს შეეფაკლო გინდა მწვანე სისხლად, ჩამოაკაწრო შენი სახე შპალერად გაყინული. გიღიტინებენ იქიდან, ზევიდან. ის უსხეულო გითამაშებს თოკებით ტვინის უჯრებს. შეინჯღრევი არაფრისაგან, ალბათ დედამიწა შეირყა ბრუნვისას. ამთქნარებ საცალფეხო გიტარას, სიმებს კბილებით აჟღერებ ღრენით. თმას რწყავ და თვალებიდან გასდის სიწითლე შენს გახვრეტილ ქოთანს. თვალის ჩინს ფახუნით უცვდება ფრთები. ხელები ჯიბისკენ გაგირბის. სირაქლემასავით იმალები. რაც მეტად ცდილობ დამალვას, მით მეტად ჩანხარ. გიცნობენ შავად და მალავ თეთრს, რადგან შავთან ურთიერთობა ეადვილებათ. ფიქრობ ერთს, ამბობ მეორეს და აკეთებ არც ერთს. ებრძვი გაყვითლებულ მეს. ფოსფორის გამწვანებას ცდილობ. ხანდახან როცა მარტო ხარ, ტერფებთან ერთად სულიც გიმწვანდება, გულის გლეჯას გრძნობ და შუბლის ძარღვი გითამაშებს.
      ოთახს გიფერადებს დრესაც ნაძვის ხე, თუმც მისი გამწვანება თვითონ გიწევს. მწვანე დილას, როცა ხასხასებს ხასიათი ოთახის შუქჩრდილებად, მისი მდორე, ნაცრისფერი უხასიათობა გაბუნდოვანებს, კვამლით ბურავს შენს ხალისის დისკოს. მერე ჟ-ს წერა რატომღაც გავიწყდება იმ დაკარგულ ვიღაცასავით, ახლა "რაღაცა სულელად" რომ გეჩვენება. ორივე ხელით ხევ მანამდე ილუზიებად მასთან ნაძალადევად შეკოწიწებულ მუყაოს კოლოფს, შენი მოთმინებით რომ დააწებე.
      გარიყული ხარ უსამყაროებაში, რასაც ბევრი არ გიმჩნევს. მაშინ გაჩერებენ, როცა რაღაც მისტიკურს წყვეტენ თავიანთ ცხოვრებაში. არაფრით დათანხმდე გაღიარონ, რაც პირფერობა იქნება მხოლოდ მათი მხრიდან. სიტყვა ყველაზე სუსტი იარაღია ადამიანური სინამდვილის გამოსახატავად. მხოლოდ მაშინ ხარ მშვიდად, როცა შენს უცნაურობას ატარებენ. გითვლიან თმის ყოველ ღერს, როცა თითთქოსდა არაფერი გაქვს უჩვეულო, მაგრამ მაინც ყველაფერი სასწაულად გალამაზებს.
    როგორც არ უნდა ცუდად იყო, მზის სხივების ჭვრეტა გივსებს გაყინული მეობის სიმბოლოებს. ყველაფერს სიმბოლოებით აღიქვამ. სიმბოლოს სიმბოლო ნეტავ რა იქნებოდა?!..რა მნიშვნელობა აქვს, მზე მაინც მზედ დარჩებოდა თუნდაც ჯამი დაგერქმია. გიკაკუნონ თავში ცარცი და გაგიტარონ ყურებში სანიშნი-ასეთივე სისულელეა შენი გამოცნობა.. სულ ფიქრობ და ფიქრობ, შორიდან აკვირდები საკუთარ ლანდს, პროფილში აკვირდები. "აკვირდები" კარგად ჟღერს, თუნდაც ეს "ჩხრეკ",- როცა ურევ ხის კოვზით შენს ტვინს ამ სიტყვების მიუხედავად-ტოლმის მორევა ვის გაუგონიაო?!-ახლაც მაგიტომაა დომხალი,, ყველაფერი ძაფივით აიბურდა, მხოლოდ თვალების ტვინთან შემაერთებელ ნერვის ორ ბოლოს პოულობ. გულის ძარღვები კი მით უფრო იბურდება, რაც უფრო აცალკევებ ერთმანეთისგან.-ეს მაშინ როცა სხვა ხარ.. ახლა ლაგდება ყველაფერი შენი ტვინის მუყაოს ყუთში. სანამ წერას დაიწყებდი კი, ზემოდან, იქიდან ვიღაც თოკით ჩამოშვებულ უროს გირტყამდა, ეს წერის რეფლექსიც მან გამოიწვია, თორემ საიდან შენ ესეთი რაღაცეები?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები