ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: პროზა
3 მარტი, 2020


1948 წელი, პატარა ალიოშა და ბიძია ომერი

1948 წელი, პატარა ალიოშა და ბიძია ომერი



ეს შემთხვევა 1948 წელს მოხდა. ალიოშა მაშინ 8 წლის იყო. პატარა ალიოშა დედას ხშირად დაყავდა სტუმრად ბიძამისთან, თავის ძმასთან, ომერ ლაბაძესთან. ბიძია ომერი ცხოვრობდა ბათუმის რაიონის სოფელ ახალშენში. ავტობუსები მაშინ სოფლებში საერთოდ არ დადიოდა, ქალაქიდან სოფელში 15 კილომეტრს ფეხით მიდიოდნენ, ან, თუ გაუმართლებდათ, სოფელში მიმავალი კოლმეურნეობის ავტომობილით.  ამიტომ იმ დროს სტუმრად მიდიოდნენ ღამის გათევით, 2-3 დღით.

ვინაიდან იმ დროს სოფლებში არ არსებობდა არც ტელევიზია და არც რადიო, ადამიანები ხშირად, თითქმის ყოველდღიურად, ერთმანეთთან სტუმრად დადიოდნენ. გვიან ღამემდე რჩენოდნენ. ერთმანეთს უზიარებდნენ ახალ ამბებს, რომლებიც ვინმემ სადღაც ვიღაცისგან გაიგო. ახალ ამბებს სწორედ ამ საშუალებით გებულობდნენ, ერთმანეთის საშუალებით.

ერთხელ, როცა ალიოშა სტუმრად იყო ბიძასთან, მასთან, ჩვეულებისამებრ, მეზობლები შეიკრიბნენ. ძალიან დიდხანს საუბრობდნენ. დრო შუაღამეს გადასცილდა  და საუბრები კვლავ გრძელდებოდა. საუბრობდნენ, ხუმრობდნენ, იცინოდნენ კეროსინის ლამპის შუქზე. მაშინ სოფლებში ჯერ კიდევ არ იყო ელექტროგაყვანილობა,  შესაბამისად, არ იყო ელექტროგანათებაც. ბიძია სოფელში ავტორიტეტული ადამიანი იყო, მასთან ხშირად მიდიოდნენ რჩევის სათხოვად, დავების გადასაწყვეტად, მხარეთა მოსარიგებლად, და სხვა მსგავსი თხოვნებით. ბიძია სოფელში იყო თითქმის როგორც მომრიგებელი მოსამართლე.

ამ ღამით პატარა ალიოშას დაამახსოვრდა ბიძიას სიტყვები, რომლებიც მან თანამოსაუბრეებს უთხრა:

- „აი, გადაწყვეტ დავას მხარეებს შორის, ან გადაწყვეტ სხვა საკითხს, მხარეები ამბობენ, რომ მე არაფერი არ გავაკეთე, მათ თვითონ გადაწყვიტეს თავისი საკითხი. არ გამოვა მორიგება, ან დავის გადაწყვეტა, გამოდის, რომ მე ვარ დამნაშავე. აი, ასე გამოდის,რომ  თითქოს კარგს უკეთებ ადამიანებს, მაგრამ ამას ვერავინ ვერ ამჩნევს“.

ეს სიტყვები ალიოშას გამორჩეულად ნათლად ახსოვს დღევანდელ დღემდე.

***

რატომ? ახლა უკვე 2020 წელია. პატარა ალიოშა გაიზარდა, დიდი ადამიანი გახდა. მუშაობდა გამომძიებლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილედ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასადო სამსახურის იურიდიული სამსახურის უფროსად, ახლა ადვოკატად მუშაობს, და ყოველ ჯერზე, ცხოვრება თავის საკუთარ მაგალითზე უმტკიცებს ალიოშას, რამდენად მართალი იყო ბიძია ომერი შორეულ 1948 წელს.


კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
03.03.2020


////////////////////////


1948 год, маленький Алёша и дядя Омер



Этот случай  произошёл в 1948 году. Алёше было тогда около 8 лет.  Маленького Алёшу мама часто водила в гости к дяде, к своему брату, Омеру Лабадзе, который проживал в селе Ахалшени  Батумского района. Тогда автобусы в сёлах батумского района вообще не ходили, и они шли пешком километров 15 от города до села. Поэтому в те времена в гости ходили с ночёвкой, на 2-3 дня.

Поскольку в те времена в деревне не было ни телевидения, ни радио, люди часто, почти ежедневно, ходили к друг другу в гости. Сидели до поздней ночи. Рассказывали друг другу новости, которые кто-то где-то от кого-то услышал. Новости узнавали именно таким способом, от лица к лицу. 

Однажды, когда Алёша был в гостях у дяди, вечером  к нему, как обычно,  собрались соседи. Очень долго разговаривали.  Разговори зашли за полночь. Они разговаривали, шутили, смеялись  при свете керосиновой  лампы. Тогда электрического света в сёлах еще не было. Дядя был авторитетным человеком, к нему часто ходили за советом, разрешением спором, примирением сторон, и т.д. Он в селе был как-бы Мировой судья.

В эту ночь маленькому Алёше запомнились слова дяди, которые он  сказал собеседникам:

- «Вот разрешишь спор между сторонами, или решишь какой-нибудь вопрос, стороны говорят, я ничего не сделал, они сами решили свои вопрос. Не получится с примирением, или решением спора, получиться, что я во всём я виноват. Вот так и получается, вроде делаешь хорошо людям, но этого никто не замечает».

Эти слова  Алёша особенно ярко помнит до сегодняшнего дня.

***

Почему? Сейчас уже 2020-ый год.  маленький Алёша вырос, стал Большим Человеком. Работал и следователем, и замначальника районного отдела Министерства Внутренних Дел,  и заместителем министра Внутренних Дел, и начальником юридического управления налоговой службы Аджарской Автономной Республики, сейчас работает адвокатом,  и каждый раз, жизнь уже на собственном опыте убеждала  Алёшу, насколько прав был  дядя Омер в далёком уже в 1948-ом году.


Кахабер Родинадзе
адвокат
Батуми, Аджария
03.03.2020




მოთხრობის რუსულენოვანი ტექსტი გამოქვეყნებულია 2020 წლის 29 თებერვალს ვებ გვერდზე
https://www.proza.ru/cgi-bin/login/page.pl

© Copyright: Кахабер Родинадзе Адвокат Батуми, 2020
Свидетельство о публикации №220022900989



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები