ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2020


წერილი

ახლა სადა ხარ ჩემო გვირილავ ?!
ვინმეს მუშტარი თვალები ხომ არ
გიყურებს. გაწყდეს წერის სინსილა
და გამოცხადდეს ამ გულში გლოვა,
შენ თუ ის ბოლო კარი მიხურე,
სადაც მთავრდება ეს ლაბირინთი,
ფარდის სანგრიდან მაინც მიყურე,
ნახე ამ ჩემი სულის ჯირითი.
ის მინდა შენი ცრემლი არ ვნახო.
არ ღირს ცხოვრება ქალის ტირილად.
ჩემთან არ ხარ და მაინც მკარნახობ,
როგორ გადავრჩე, ჩემო გვირილავ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები