 | ავტორი: წერტილი. ჟანრი: პოეზია 8 მარტი, 2020 |
მე ის ცოდვილი ვარ, რომელიც ინანიებს - საკუთარ უცოდველობას.
ნეტავ ამ წამს ვინ ვის პარავს სიყვარულს?
ძილიც მოიპარეს. არ მეძინება.
საკუთარმა თავმა ისე ამომავსო, სამყარო მასთან შედარებით წერტილივით დაპატარავდა.
ამ გაზრდით რეალურად დავპატარავდი. შემრცხვა.
კი მეუბნებოდა დედაჩემი შუბლის ძარღვი გაწყვეტილი გაქვსო, მაგრამ მაშინ სისხლი ტვინში რატომ მასხავს სირცხვილისგან? .
ცოდვებს ვერ დავარქმევ ქმედებებს რომლებსაც ვიცი ისევ გავიმეორებ, მაგრამ ისევ სინანულის ცრემლები მახრჩობს.
რა ვთქვა ? მაპატიეთქო? როგორ გთხოვო იმის პატიება რასაც მე თვითონ არასოდეს გაპატიებდი.
ან ის სიმშვიდე როგორ მოვითხოვო რაღაც უაზრო იდეებით შებყრობილმა საკუთარი ხელით რომ მოვისროლე სანაგვეზე?
.. ან ის როგორ მოგიყვე საკუთარ თავსაც რომ დავუმალე. ..
ზოგჯერ ისე მენატრება მარტოობა ავდგები ხოლმე და ხელოვნურად ვუჩინარდები თავს ვატყუებ რომ გაქცევა, ან დამალვა შემიძლია, ვაუქმებ სოციალურ ქსელებს საკუთარი ხელით ვამტვრევ ნომერს , ზოგჯერ ტელეფონს ვისვრი მტკვარში. რა მტკვარში, აგერ ჩემს უბანში დავახეთქე ერთხელ , ერთ უადგილოდ ამოშვერილ ქვაზე ჰო, ერთხელ კედელზე, როცა ვისთანაც ვსაუბრობდი იმდენად მიყვარს, რომ მისგან მაგ ყლე ტონით ლაპარაკს არ ავიტანდი და ტელეფონი მივადუმე, იყვიროს ახლა გათიშული ტელეფონის იქითთქო.
ჰოდა რო ვქრები ხოლმე ერთი ორს მშვიდად ამოვისუნთქავ საკუთარ თავში და მერე ისევ სასაცილოდ არ მყოფნის ჩემი ეპატაჟური გარდაცვალება და ისევ იგივე .
კარმა ბიჩ კიარა, ახლა კარმა მოვიგონეთ საკუთარი ცოდვები რომ შევაწმინდოთ.
რამდენიც გინდა იფილოსოფოსე თუნდაც ისევ თავი მოიტყუო კარტები გაშალო და თქვა მე პას მე არ ვითამაშებ ცხოვრება მაინც ამ თამაშის ნაწილად გაქცევს, შენ კი პოეტური სისულელით თავს გაიბრიყვებ რომ შენ ამ ყველაფრის გარეთ ხარ რომ შენ ისევ მიძინებულ ადამიანობას - ღმერთს აჯანჯღარებ შენში და მის გამოღვიძებას ცდილობ, მაინც მოთამაშე ხართქო დებილო თანაც ყველაზე ცუდი, რომელსაც ისე დაატყნავენ თავზე საკუთარ სამშობლოს საკუთარ ოჯახს საკუთარ შეყვარებულს მეგობრებს ღმერთსაც კი, სიყვარულსა და ადამიანობაზე ხო ნუღარ მკითხავ, ეგენი დღეს - ყველაზე მოთხოვნადი ბოზები არიან, ჰოდა ისე დაატყნავენთქო , რომ შენ ამ დროს აზრზეც ვერ მოხვალ, რადგან წერაში, ლოცვაში , ან ხატვაში იქნები გართული.
ისინი კი, უკანასკნელი ლუკმის მოსაპოვებლად, ისევ სულის უკანაკსნელ ნაწილაკებს გაყიდიან. ( შენ კიდევ უკიჟინე, ნაწილები შევინახოთ, სანაგვიდან ამოვიღოთ ღირებულებებიო, ე ბიჭო, შე გამოსირებულო მართლა მოდი ადექი მაშინ - გამოკვებე ეგ ხალხი, შიმშილობისგან თავის დასახსნელად იმ სულის ნაგლეჯის გაყიდვა რომ არ მოუწიოთ, შენ რომ ნატვრის თვალივით დაფოფინობ თავზე და ეალერსები).
ზოგჯერ ყველაზე გაყიდვად ყველაზე შენთვის ცარიელ და სხვებისთვის ექშენ - ფილმებში რომ არიან მსუქანი შავ სამოსიანი მდიდარი ნაბიჭავრი ბიზნესმენები, თვალისდაუხამხამებლად კიარა ძილშიც ადამიანებს რომ ხოცავენ და ტუჩებს ილოკავენ სისხლის სიყვარულით, გინდა ეგეთი მოთამაშე გახდე - მთელი მსოფლიოს ფული მოხვეტო ამ ფულის მოხვეტაში ბლომად ვინმე მიახვრიტო კიდეც, არც იკითხო ვის ატირებული ცოლი დაელოდება სახლში, ვის ჩავარდნილი მამა, ან ჩაბჟირებული ბავშვი და მერე მთელი ეს ფული დემონსტრაციულად სახეში მიაყარო ყველა - დამშეულს, ყველა ხამს, ყველა გამძღარს და გაუმაძღარს და მერე ბოლო ხმაზე იტირო, ან იცინო ამ სანახაობით ცხოველებივით რომ ეძგერებიან თავისივე ნებით კვარცხლბრეკზე შემოსკუპებულ ქაღალდის ღმერთს.
მერე კი მაგ ფულიდან რამოდენიმეს ტვალეტში შეიყოლებ- ტრაკისგამოსაწმენდად.
თუნდაც ისევ თვალები ცრემლებით აგევსოს როცა ჩემს ერთადერთ მეგობარს, რომელსაც ჩემთვის ჯერ არ უღალატია (არა გატყუებთ - მიღალატა, უბრალოდ ლექსს ასე უხდება ჯიგარო, მეც ხო უნდა მყავდეს ერთი მეგობარი , რომელსაც ფრთებს გამოვასხამ, თვალებს დავიბრმავებ და მის ადამიანობაზე მარტო მე კიარა, ჩემს მკითხველსაც გვარიანად ავაღნავლებ - ისე ვის ატყუებთ? აგერ ვხედავთ - ჩვენს დასანახადაც გღალატობენ და ჩვენს დაუნახვებლად ალბათ თქვენს წმინდან ცოლებსაც გაჟიმავდნენ დიდი სიამოვნებით ) - ჰოდა მეგობარს, რომელმაც ზუსტად იმიტომ მიყვარს რომ ყველაზე ბევრჯერ მიღალატა, მაგრამ ჩვენ თავს მაინც არ ვიტყუებთ ქრისტესკომპლექსიანო არიფებო და მარტო სახარებაში კიარ ვკითხულობთ, მართლა ცოდვილები გვიყვარდება და არა წმინდანი გვირილებიან პეპლებიანი ცოლებად , ან ქმრებად დაბადებული მშიშარა ლაწირაკები, და მართლა ვპატიობთ ჰო . (ჩვენ იმ დანებს, ზურგიდან რომ ჩასცემთ ხოლმე ერთმანეთს - ცხვირწინ ვუტრიალებთ , მერე კი ან სიცილით ვკვდებით, ან ტირილით, ან უბრალოდ მკვდარი სიჩუმით) ჰოდა ამ ჩემს მეგობარს თვალცრემლიანი ვეტყვი, რომ ღადაობ? მართლა აი ამ სასაცილო - ქაღალდის გამო გვტყნავს დღემდე ყველა, ვისაც საიდან მოუნდება , როგორც მოუნდება და რამდენჯერაც მოუნდებამეთქი? - ხელს ცეცხლისკენ გავიქნევ მანამდე მის სახეზე პასუხს ველი, რომ ამოვიკითხო. მომატყუეთქო როგორ შევეხვეწო როცა ღამეები გვითევია ერთმანეთის ცოდვიანი ჭრილობების ლოკვით, და გულწრფელობა ღმერთად წამოვასკუპეთ აგერ ფანჯარასთან, ჰოდა სევდიანად გამიღიმებს ისიც - ჰოვო ამ ღიმილით, მე კი ამ ჩვენს უკანასკნელ ოც ლარიანს, რომლითაც ისევ რაიმე ახალ ფსიქოლოგიურ წიგნს ვიყიდიდით ალბათ, იქნებ კიდევ ერთ კვირიანი გასაქაჩი სქილი აგვათვისებინოს , რომ არ გავგიჟდეთო, ცეცხლში შევაგდებ.... ოპააა ! დაიჯერე ? არაა, მე არ ვარ ნატალია ფილიპოვნა და მიუხედავად იმისა რომ ბევრჯერ მომაწებეს ეგ იარლიყი, უარი ვთქვი თამაშზეთქო გენაცვა - ჰოდა არა უბრალოდ ვიხუმრეთ, ჰო მანაც იცოდა რომ არ შევაგდებდი და ნატალიას და მის ამფსონებს დავცინეთ, ოო რა დრამაა რა ემოციააა- ო და მერე სიამოვნებით რომ შეუკვეთავენ ბიგ თეისთებს, სანამ სანამ - ეჰ მაგ მშიერ ბავშვებზე უკვე ხელები გადაიტყავეს წერით და მათხოვრებზე წერით ფულებიც იშოვეს ო ლა ლა. ჰოდა გულიმერევა. უფრო ამფსონებს დავცინებთ. ნატალიამ რა დააშავა. არსებობდეს მაინც. მშიერ სულებზე დავწერდი, სულის ხსენებაზე უკვე გული რო არ მერეოდეს, ჩემი უნიათობისგან.
დღეს ვეუბნებოდი მეგობარს კიდევ, მე ხომ ამ ჩემს მეგობარს, ყურებს ვუჭედავ ლაპარაკით როცა დუმილის დღეებს ვაცხადებ ხოლმე - იი სოციოპათ, - იცი? ( ან რაა ეს 'იცი?' ეს იმიტომ რომ ისედაც ვიცით რომ რაც არ უნდა ვთქვა ისედაც იცის, პროსტა ვეღარ ვიტევთ ) , 'იციი?!, ილუზიების ქონას არაუშავს, თუკი აცნობიერებ და აღიარებ , რომ ახლა - გასაძლებად - ეგ ილუზია გჭირდება რომ ყლაპოთქო'.
ზოგჯერ მართლა ჭკვიანიც ვარ ხოლმე ხოიცი შენ. არა ისე, რომ გონიათ ჭკვიანი ვარ და ამ დროს ყველაზე დიდ სისულელეს რომ ვბჟუტურობ ხოლმე, თან ისეთი პათოსით საკუთარი დედაც ვერ შემატყობს რომ ვიტყუები.
ტყუილები. ვიტყუებით. დღეს პირველი მარტია - ვიტყუებით რომ გადავრჩეთ, ან სხვა გადავარჩინოთ.
ხედავ? ცოდვები შემოვასკუპე ღირებულებებად და ღირებულებები ცოდვებად გავასაღე. შენ ისევ გეცინება იმის წარმოდგენაზე რას მიზავდნენ ერეტიკოსები უცაბედად რამოდენიმე საუკუნით ადრე რომ დავბადებულიყავი.
ხედავ რაღაცაში მაინც გაგიმართლაო - ისე დამცინი, თითქოს მეც იმიტომ არ მეცინებოდეს შენზეც რომ ვრცელდება ეგ ხუმრობა.
ვიცინოთ, სხვა რა დაგვრჩენია. თქვენ რა ყველაფერზე გეცინებათ გიჟები ხოარ ხართქო, ეჰ ბიძიკო, სამყარომ ჩვენთვის სიგიჟეც ვერ გამოიმეტა ვაყალბებთქო და კიდევ გადავბჟირდებით სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
იცინე ! - იცინე და შეეშვი მაგ შენი ჰალუცინაციისთვის ხელის ქნევასთქო.
კითხვა შენ გეზარება გრძელია და რით ვერ დავმთავრდი კი არა მე მეზარება უკვე ჩემი თავი.
ჰოდა მაპატიეთ.
ჩახუტებაზეც ვეღარაფერს გეტყვით რადგან - ეგ გამაყუჩებელიც ვეღარ მაყუჩებს.
რა თითები, თითები წერისგან ტოტებივით დამელეწა, გაიღუნა, დაიკვარჩხა.
სინატიფე? ყველა სინატიფის დედასშევეცი - აქ ცოდვილები გვიყვარსმეთქი, რადგან ისინი - უარესები ვეღარ გახდებიან. . . ..... . ! ?...)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. საინტერესო და კარგი იყო)) 5 საინტერესო და კარგი იყო)) 5
1. ძალიან გავხარ ერთ ნამდვილ ადამიანს, მე რომ მიყვარს. ძალიან გავხარ ერთ ნამდვილ ადამიანს, მე რომ მიყვარს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|