ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აიობ
ჟანრი: პოეზია
9 მარტი, 2020


MADNESS

ჩემს ფანჯარაში დამწყვდეულია მზე მარტოობის.
კედელზე უტრილოს გაცრეცილი რეპროდუქცია                 
თითქოს სარკეა და ჩემს ზურგს ვუმზერ,                                     
ჩემი სახე კი უმზერს სარკმლიდან შემოჭრილ სხივებს.       
ეს ლექსი მთელ ჩემს სიგიჟეებს გაამჟღავნებდა,                 
რომ არა ტანზე მოტმასნილი კანაფის თოკი.                       
ამ კალმის წვერო ვეღარ სწვდება ფურცლის ქვედატანს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები