ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დარემო
ჟანრი: პროზა
9 მარტი, 2020


ერთი მესამედი ჯინი

‘’ორივე ქალაქი დავკარგეთ, ახლა ან ვაგრძელებთ წაგებულ ომს ან დამარცხებას ვეგუებით, შეგიძლიათ აქვე მომკვეთოთ თავი მეფეო, მაგრამ სხვანაირად ვერ ვიტყვი სიმართლეს.“
მზის სინათლე სატახტო დარაზში ტაათით იღვრებოდა ზაფხულის ხვატი შემოჰქონდა, მაგრამ უზარმაზარი ცივი ქვით ნაგები სვეტები უკან ახევინებდა ზაფხულს და აკლდამისებურ სიმყუროვეს სძენდა ტახტრევანს.
დარბაზის კარები დარაჯების გარეშე მჭირდოდ იყო დაკეტილი, ექვსი ადამიანი მეფის გარშემო გახევებუელბი ელოდნენ მის გადაწყვეტილებას. როგორი სიმართლეც არ უნდა ყოფილიყო, გენერლის სიტყვები მაინც მკრეხელობა იყოს მეფის წინაშე. ელეგიის სამეფო  ბოლო ეპოქის განმავლობაში არც ერთხელ არ დამარცხებულა.
მეფემ პირი გააღო რარაცის სათქმელად, მაგრამ იმავე წამს ორფრთიან კარებზე მოუთმენელი კაკუნის ხმა გაისმა. კიდევ ერთი თავხედობა, სამეფო თათბირის დროს შეწუება. დარბაზში ატმოსფერო შეიცვალა, მეფემ წარბი შეიკრა და ყველამ იგრძნო დისკომფორტის შეგრძენბა, თითქოს თვითონ იყვნენ დამნაშავენი.
„გაიგეთ რა ხდება.“ ბრძანა მეფემ.
ორი ადამიანი ერთდროულად  დაიძრა კარისკენ, მათი ნაბიჯები მყარი და მკაცრი იყო, უნდოდათ, რომ მეფის მრისხანება გამოეხატათ. მიუხედავად ამისა, კარის გაღების და ორიოდე წინადადების გაცვლის შემდეგ, ორივე სისწრაფით დაბრუნდა მეფესთან.
„მეფეო იპოვეს, ტიემოს ზარდახშა იპოვეს.“
როგორც უცებ შეიცვალა ატმსოფერო, ისევე უცებ დათბა. მეფის თვალებში იმედმა დაისადგურა, მაგრამ იმავე წამს ჟინმა ჩაანაცვლა. ხელის აქნევით მოიხმო კარებში მდგომი მომლოდინეები და სავარძელში გაიმართა.
დარბაზში ოთხი ახოვანი კაცი და ერთი ქალი შემოვიდა. კაცებს ხელით პატარა კვარცხლბეკი მოვქონდათ, რომელიც ტახტის წინ, რამოდენიმე ემტრის მოშორებით დააბრძანეს, შემდეგ ყველამ სათითაოდ დაუკრა თავი მეფეს და ქალი ალაპარაკდა.
„ვიპოვეთ მეფეო, ერთ პატარა სოფელში აქედან რვა მთვარის სავალზე“
„ზუსტად დაბრუნდით, ამისთვის თქვენ დაჯილდოვდებით.“ მეფის ხმა მძიმე და ბლანტი იყო, მაგრამ მის ხმას შეჩვეული ნებისმიერი ადამიანი დაიჭერდა ამ ტონში მოუთმენლობას.
„მლეწავები და მეენენი მოიყვანეთ.“
მეფის ბრძანება რამოდენიმე წუთში ასრულდა, ნიღაბაფარებული მლეწავები და მუდამ მდუმარე მეენენი ზარდახშის გარშემო განლაგდნენ და საქმეს შეუდგნენ.  სამსართულიანი შელოცვა, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით ააგეს, შეუიარაღებელი თვალისთვის უჩინარი იყო, მაგრამ დარბაზში მყოფი ყველა ადამიანი გაწაფული იყო ზეხედვაში.
მეფის თავის დაქნევის შემდეგ ქალი ზარხაშას მიახლოვდა და ახადა. ეს უბრალოდ სახურავის მოხსნა არ იყო, შელოცვებს მთელი კასკადი აელვარდა, ასეთი რამ ბევრისთვის უცხო იყო, დაირღვა სამყაროს კანონები და ის რაც ცოტა ხნის წინ არ არსებობდა მათ წინაშე გაჩნდა. ეს ტიემო იყო, ზარდახშის ბატონ-პატრონი.
დარბაზი ელვარე მწვანი შუქით აივსო, ყველა ჩრდილი გაქრა, ყველა ნაპრალი განათდა და  ტიემო ჰაერში განსხეულდა. ეთი შეხედვით, ჩია, მოხუცი მამაკცის შეხედუელბა ჰქონდა, თ არ ჩავთვლით იმას, რომ ჰაერში იყო გამოკიდებული და უძრავად მისჩერებოდა დარბაზის აღმსოავლეთ კედელს. სხეული მთლიანად დაფარული ჰქონდა, ზანზალაკებგამობმული, მუქი მწვანე, დათბილული კომბინიზონით, პატარა წაღები და სქელი ხელთათმანები. მხოლოდ სახე ჰქონდა მთლიანად მოშიშვლებული. ჩაცვენილი, მიბნედილი თვალები და დაღარულ ნაომარი კანი.
მოულოდნელად გამოერკვა და  ტუჩები ღიმილით გაეპო. ჩამქრალი თვალები აენთო და მეფეს შეხედა.
„მაშ ასე, მოგესალმებით ყველას, მე ტიემო ვარ, არ ვიცი და დიდად არც მაინტერესებს რანაირად, მაგრამ თქვენ ჩემი ზარდახშა იპოვეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ერთი სურვილი, მთავარია რამე ღირებული და ძვირფასი გაიღოთ სანაცვლოდ, ასევე გახსოვდეთ, რომ...“
უცებ ხმა ჩაუწყდა და თვალები მრისხანებით მოწკურა. ახლახანს შეამჩნია მსი გარშემო მლეწავები და მეენები. შემდეგ შელოცვას შეავლო თვალი და კუჩის კუთხე დამცინავად აეპრიხა.
„როგორც გინდათ“. შემდეგ ჭერს ახედა, თუმცა აშკარა იყო, რომ კედლებს არ უყურებდა.
„ხვალ დილით, როდესაც მეექვსედ გაიღვიძებს, მეც ამოვალ და  მივიღებ მსხვერპლს, მთელი ღამე გაქვთ, კარგად დაფიქრდით.“ ამის თქმა იყო და ყოველგვარი გრანდიოზულობის გარეშე ჩაბრუნდა ზარდახშაში.
ზაფხულისდა მიუხედავად, ასეთი გრძელი რამე ურსუს მესამეს არასდროს ჰქონია. მას შემდეგ რაც გამეფდა, ბევრი რთლი გადაწყვეტიელბის მიღება მოუწია, თუმცა ასეთი არასდროს. ყველაზე მაღალი კოშკის სახურავზე იდგა და ასობით მოტივტივე ქალაქს აჰყურებდა ცაზე, რომლებიც როგორც პატარა თეთრი წერტილები ისე ციმციმედნენ სადღაც შორს.
ურსუსმა ღრმად ამოიოხრა და კიბეს ჩაუყვა, მრჩევლები უკვე ესაუბრნენ, მაგრამ როგორც კი ტიემო გაუჩინარდა, მაშინვე იცოდა პასუხი. თავიდან თითქოს შეეშინდა საკუთარი თავის, მაგრამ რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო ხვდებოა საკუთარი აზრის შეჭმარიტებას.
ყველაზე მაღალი კოშკიდან, საგვარეულო აკლდამაში გადაინაცვლა მიწისქვეშ. ციხესიმაგრეს ეძინა. მხოლოდ გუშაგებს და მოუსვენარ ცხოველებს არ ეკარებოდათ ძილი თავლაში. ჩირაღდნების ნაწილი ჩაიწვა და ჩრდიელბი სასახლეში უფრო დაგრძელდა.
ამასობაში ელეთის სამი საათი დასრულდა და დიდმა კედლის საათმა გაიღვიძა. მისი ხმა ექოსავით გავრცელდა ციხესიამგრეში და ყველა ვისაც ეღვიძა იგრძნო, რომ ღამის სამი საათი იყო. ცაც მოიწმინდა თითქოს და ასობით მოტივტივე ქალაქს, კიდევ ასობით წვრილი დასახლების სინათლე მიემატა. სამყარომ თითქოს ამოისუნთქა, მაგრამ მეფე მაინც ჩაფიქრებული ჩადიოდა აკლდამაში.
მიწისქვეშ, არაერთი სართულით ქვემოთ, ძალიან ციოდა. სხვა ნებისმიერ დროს ალბათ შესცივდებოდა, მაგრამ ახლა თითქოს არ იყო ამის დრო, არ აძლევდა სხეულს უფლებას, რომ სიცივე ეგრძნო. სინამდვიელში ისიც არ იცოდა, თუ რატომ ჩადიოდა ქვემოთ.
აკლდამის შესასლელი უზარმაზარი კარიბჭე დალუქული იყო, თუმცა მეფემ უბრალოდ ხელის შეხებით გააღო. შიგნით გამეფებული უკუნი ჩირაღდანს, რომელიც ემფემ შესასვლეთან აიღო, თავს ესხმოდა. აქ ჩრდილი არ არსებობდა, უბრალდო ყველაფერი შთაინთქმებოდა, არამარტო სინათლე არამედ ჩირაღდნის და ფეხის ხმა.
ცამეტი თაობა ესვენა აქ, მარცხნივ მეფეები, მარჯვნივ დედოფლები. ყველა სარკოფაგი სხვადასხვა ფორმის და ზომის იყო, ასობით ბარელიეფით და წარწერებით. არავის ჰქონდა ისინი ნანახი გარდა დიდგვაროვნებისა, ხოლო ის ვინც სარკოფაგს ამზადებდა, თავა დ ხდებოდა დამცავი შელოცვის ნაწილი და მსხვერპლად ეწირებოდა.
ურსუსმა ყველა სარკოფაგს შეავლო ხელი და თითოსთან ხუთი წუთი მაინც ჩერდებოდა. თითქოს პასუხს ელოდა რომელიმესგან. ბოლოს საკუთარი ცოლის სარკოფაგთან მივიდა და გაჩერდა.
სხვებისგან თითქმის არ გამოირჩეოდა, ისეთივე უნიკალური იყო, როგორც ყველა სხვა, მაგრამ მეფემ ყველა ბარელიეფი ზეპირად იცოდა, ყველა მოხაზულობა, ყველა კუთხე. გარდაცვლილი დედოფლის სარკოფაგი დუმდა, ის პასუხს არ სცემდა, მაგრამ ურსუსმა მაინც სთხოვა პატიება.
ორი საათის შემდეგ მეფემ აკლდამა დატოვა, კარიბჭესთან შვილი და მისი ახლადშეძენილი მეუღლე დახვდა. ახალგაზრდა წყვილი შეშფოთებული დახვდა მეფეს, ორივე მხარეს უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ არც ერთს ხმა არ ამოუღია.
მეფე ისევ კოშკის თავზე ავიდა და გათენეამდე დაჰყო იქ დრო. ცაზე ქალაქები მიინავლა და უკვე ვინც იცის მერამდენედ მესამე ცას მოევლინა სასწაული მზედ. სინათლე ეფინებოდა მის მიწას. მეფე, რომელმაც ომი წააგო, პირველად მის საგვარეულოში.
ზარდახშა დათქმულ დროზე გაიხსნა და ისევ მოიცვა მთლიანი დარბაზი. ახლა მხოლოდ ხუთი ადამიანი იდგა მეფის და ზარდახშის გარშემო.
„კარგი ჩემო ბატონო, გისმენთ, რა მოიფიქრეთ.’ ტიემო ისევ უძრავად ეკიდა ჰაერში და ხელებგადაჯვარედიენბული ელოდა მოვლენების განვითარებას.
მეფისდა გასაკვირად, მისი ვაჟი, პირველი პრინცი წარსგა ურსუსი წინ და დაიჩოქა.
„ვიცი განრისხდები, მაგრამ ის ასე ისურვებდა, მე ამის მჯერა.“
პრინცმა მიწაზე ურნა დადო, მის უკან მომავალი დედოფალი გაშეშებული სახით იდგა და ემოციას არ ავლენდა.
ძნელია სიტყვით გადმოცემა თუ რა მოხდა შემდეგ. კაშკაშა წითელმა მრისხანებამ მოიცვა ოთახი,მაგიური ენერგია მეფის გარშემო იმდენად ძლიერი იყო, რომ წამიერად ზარდახშის მწვანეც კი განდევნა.
ლაწირაკი, რომლის არსებობისთვის ლაილას სიცოცხლის დათმობა გახდა საჭირო, ბედავდა, ასეთ რამეს.
ყველამ უკან დაიხია, მაგრამ პრინცი არ გატოკებულა, ის მამას თვალებში უყურებდა და სიმტკიცეს ასხივებდა. მრისხანება დაცხრა, ურსუსი წამოდგა და ურნა აიღო, გვერდით გადადგა და შვილს გადაეხვია.
„მაპატიე ყველაფრისთვის, მაგრამ ეს არა, ამაზე ძვირფასი რამაც არსებობს.“ თქვა ურსუსვა და ტიემოს ჯიქურ შეხედა. ამ უკანასკნელმა გაიღიმა.
„როგორც გინდა, ჩემთვის სულერთია, ჯერ შესაწირი, შემდეგ სურვილი.“
„არა მამა, შენ გვჭირდები, სამეფოს სჭირდები. ეს გენერლები მე არ გამომყვებიან, ეს ომი რომც მოვიგოთ ამ სურვილით, შენ მაინც შეუცვლელი ხარ. მე არ ვარ მზად.“
„ვიცი რომ არ ხარ.“
პრინცის გაოგნებული სახეს, ტიემოს ხარხარი დაემატა.
„გეგონა, რომ საკუთარ თავს სწირავდა ხო?“ ხარხარი არ წყდებოდა.
პირველი პრინცის მეორე ანხევარი მიხვდა, თუ რაც ხდებოდა. ის მაშინვე ადგილს მოსწყდა, თუმცა მეფის ერთი გახედვით დაიჩოქა, აქ მას ვერავინ შეეწინააღმდეგებოდა. პრინცის სახეზე ჯერ შიშმა, შემდეგ ტკივილმა, ბოლოს კი სევდამ გადაირბინა. მისმა სხეულმა დაშლა დაიწყო და რამოდენიმე წამში ზარდახშაში გაუჩინდარდა.
„მე მინდა, რომ ცხრა ვარსკვლავის არმია ერთიანად ამოიხოცოს საშინელი, მტკივნეული დაავადებით, რომელიც გვამებსაც კი არ დატოვებს.“
„მიღებულია, მიღებულია, როგორც მსხვერპლი ასევე თხოვნაც, პირადად შენგან მეფევ ბატონო.“
ტიემო გაიბადრა და პრინცესის ქვითინის პარალელურად თქვა:
„ასრუელბულია, მტრის არმიას საშინელი თავის ტკივილი აქვს, რომელიც ორმოცი წამის შემდეგ მორჩება.“
ქვითინიც კი შეწყდა, ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა. ტიემომ ისევ გადაიხარხარა.
„სიამოვნებით გავქრებოდი ამ წამს, მაგრ....“ სიტყვა დასრუელბული არ ჰქონდა, რომ მეფემ მის გარშემო შელოცვა გააქტიურა, მაგრამ ტიემომ ხელის აქნევით დაამსხვრია სამსართულიანი წყევლა.
„აი სწორედ ამ სისულელის გამო გავაკეთე ეს და მაინც ვერ ხვდები. ესაა შენი მოდგმის პრობლემა, უკვე სამი ეპოქა გამოვიარე. ეს მაგია, რომელიც ჩემს გარშემო ააწყე, ამ ეპოქაში დაიწერა, იმდენად უძლურია ეს ყველაფერი, რომ ხელის აქნევაც უბრალდო ჩვევა იყო ვიდრე საჭიროება. წუხელ ეს ყველაფერი, რომა რ გექნა, მე ასევე დავამატებდი, რომ მთავარია მთხოვნელი რას მიიჩნევს მნიშნველოვნად. შენ ვერ იტანდი შენს შვილს, ყოველთვის დედამისი გახსენდებოდა, ქალი, რომელიც გიყვარდა და რომელმაც სიცოცხლე დათმო მისი არსებობისთვის, მაგრამ ამას ვერ მეორიე, ამიტომაც შენი პატარა უფლისწული, სულ რაღაც ორმოც წამიანი თავის ტკივილია და მეტი არაფერი. წარმატებებს გისურვებ. რაც არ უნდა იყოს, ეს ერთი იცოდე, მოსაწყენად დროს არ მიტოვებთ.“
ამ სიტყვებზე ზარდახშა ჩაიფერფლა და ვინ იცის სად გაჩნდა, შემდეგი მსხვერპლისთვის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები