ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურულა
ჟანრი: პროზა
11 მარტი, 2020


პელაგია

  ბებიაჩემი პელაგია,მკერავი ქალი იყო,როდესაც მე მისი ნაბოლარა შვილიშვილი დავიბადე ის 82 წელს იყო მიღწეული,საკერავ მანქანასთან გატარებულმა მრავალმა წელმა თვალისჩინი შეულახა ამიტომ ჩემი ბიძაშვილებისგან განსხავებით ჩემთვის არასოდეს არაფერი შეუკერია,16 წლისა ვიყავი,როცა პელაგია გარდაიცვლა,სევდიანი ქალი იყო,მე მის სახეზე ღიმილი არასოდეს შემიმჩვნევია,მიუხედავდ ღრმად მოხუცებულობისა ოჯახში კერძებს სიკვდილის ბოლო დღემდე თავად აკეთებდა,უცნაური ჩვევა ჰქონდა დღეში მხოლოდ ერთხელ მიირთმევდა საკვებს,მერე ხელით გადაწმენდა მაგიდას და საჭმლის ნამცეცებს ხელის გულზე მოიქცევდა და ჭამდა,მიკვირდა,ჩვენ ყოველთვის კარგა გვარიანად ბლომად გვქონდა საკვები,ვერასოდეს ვბედავდი მეკითხა ესე რატომ იქცეოდა?!ცივი ქალი იყო,დიდათ არ იცოდა ჩემი მოფერება,არადა მე ძალიან მიყვრადა მის დამჭკნარ და დანაოჭებულ ხელბზე კოცნა,თვალებით სიკვდლის მოგაგონებდათ ის  დალაქავებული გამხმარი ხელები,მაგრამ ყოველთვის საუცხო სურნელი და მოტკბო მარწყვის გემო ჰქონდათ,ამიტომაც ღრმა ბავშობიდანვე ნების დაურთველად ვუკოცნიდი ხოლმე მათ,გაბრაზება არ იცოდა,მაგრამ ცდილობდა ხელები ჩემგან როგორმე დაემალა და როცა დამინახავდა ჯიბეებისაკენ აპარებდა მათ.ერთხელ ივლისის წვიამიან მაგრამ თბილ დღეს დამიძახა მაშინ 14 წლის ვიყავი,მის საწოლზე იყო წამომჯდარი ,მთხოვა გვერდით მოვთავსებულიყავი და თავი მის მუხლებზე დამედო,გამიკვირდა მსგავსი სითბო მანამდე არ გამოეხატა,თმაზე ხელები გადამისვა და მის ბავშობაზე დაიწყო საუბარი.

  პელაგია ამბორსის ასული ურუშაძე 1918 წლის 11 ნოემბერს დაიბადა,იმ დღეს ეს ურუშაძეების ოჯახის მეორე სასიხარულო ამბავი იყო,დილით სოფელი ერთმა გადაძახილმა გააღვიძა „ომი დამთავრდა“  ამბროსი ურუშაძე კავკასიის ფრონტიდან უფროსი ვაჟის მალაქიას დაბრუნების და ქალიშვილსი დაბადების სიხარულმა ერთდროულად ააფორიაქა,ბებიას დედის ნაამბობიდან ახსვოს,მთელ სოფელს ურუშაძეების ეზოში მოეყარათ თავი და მისი დაბადება 25 ფუტიანია ჭურის ძირამდე გამოცლით აღუნიშნავთ.პელაგიას მამაზე მხოლოდ ერთადერთი ბუნდოვანი მოგონება ახსოვს,ხუთი წლის იყო როცა მის თვალწინ ჟამისწირვის დროს მღვდელი ამბროსი წითლებმა საკურთხევლიდან წვერზე ხელჩაკიდებული გამოათრის და იქვე ეკლესის გალავანთან დახვრიტეს,პელაგია კი ძმასთან და დედასთან ერთად მეორე დღესვე მატარებლის ვაგონში დაამწყვრიეს ,ციმბირისკენ გზას გაუყენეს,მალაქიას გზაში პნევმონია დაემართა და გადასახლებამდე ვერ ჩაახწია,არ უნახავს თუმცა მოგვიანებით გაიგო პელაგიამ,რომ მისი ძმის ჯერკიდევ თბილი სხეული გაქანებული მატარებლის ვაგონიდან გადაუგდიათ,გადასახლებაში 11 წელი გატარა სწორდ იქ გაიცნო ბაბუაჩემიც,მშიერ მწურვალე ტყვეებს რა ესიყვარულებოდათ ვერ გეტყვით თუმცა პელეგიას დიმიტრი სიცოცხლის ბოლო წამამდე უყვარდა,სიკვდილამდე რამდენი წუთით ადრე სწორედ მას ეძახდა,მე ბაბუა არ მახსოვს ის ჯერ კიდევ ჩემ დაბადებადე  10 წლით ადრე ჭლექისაგან გარდაიცვალა,ეს სენი  14 წლისას ნახშირის მაღაროებში მუშაობისას შეყრია.ბებიამ დედა გადასხლებაში დატოვა,ერთი დღით ადრე განთავისუფელბამდე ის მაღალი სიცხისაგან გარდაცვლილა,ბაბუჩამეთან ერთად 1934 წელს საქართველოში დაბრუნდა,ამბობდა მართალია მე და ბაბუაშენი ერთ სახლში ვცხოვრობდით მაგრამ ბავშვები ვიყავით სანამ  20 წელი არ შემისრულდა ახლოს არ მივიკარევო,ქორწინებიდან მალევე ბაბუა ფრონტზე წავიდა,ბებიას ჩემი უფროსი ბიძა დარჩა გასაზრდელი,მაგრამ ერთი წლისა შიმშილსაგან გარდაეცვალა.ვიწექი ბებიას საწოლზე მის მუხლებში და სწორედ უცნობი ბიძიის სიკვდილზე ვისმენდი ამბავს,იმ დღეს მისი დაბადების დღე ყოფილა,სახელი არ დაურქმევია, ამისათვის ბაბუაჩემის ფრონტიდან დაბრუნებას ელოდა,უსახელო ბიძაჩემი უკვალად წავიდა ამცხოვრებიდან ის მხოლოდ ბებიასღა ყავდა გულში ახლა ბებიაც აღარაა და იმ ერთი წლის ბიჭზე უკანასკნელი მოგონებები  მხოლოდ მე შემომრჩა.
-გიგა-იცით,როგორ ლამაზად წარმოთქვამდა ჩემ სახელს,ესე სწორედ  ვერავინ  მეძახის სახელს.
-ყოველთვის მიყურებ ხოლმე როცა ნამცეცებს ხელის გულზე ვიყრი და ვჭმა,ვიცი გიკვირს ეს,იცი შენ ბიძა გყავდა,არა გიაზე და გოჩაზე არ ვამბობ,მაგათ გარდა კიდევ გყავდა ერთი ბიძა,იმას სახელი არ ერქვა,ვერ მოვასწარით დაგვერქა,ბაბუაშენი დიმიტრი როცა ფრონტზე წავიდა ორი თვის ორსული ვიყავი,მინდოდა ერთად დაგვერქვა,მაგრამ იმ წლებში ძალიან ჭირდა,რძე არ მქონდა,საკვები არ იყო ამიტომაც,სოფელში კი მხოლდო ქვრივები და მოხუცები იყო,მეძუძური ქალი რომც ყოფილიყო ისიც ჩემ დღეში იქნებოდა,შიმშილისაგან მომიკვდა-ამ სიტყვებზე ცრმლები წამომივიდა და ღაწვები სულ დამიფარა.ხელი მომისვა.
-ბებო ნუ ტირი,მე დიდიხანია უკვე რაც გამოვიტირე ჩემი შვილი,შენნაირი ქერა და ცისფერ თვალა ბიჭი იყო ისიც,მას ძალიან ეყვარებოდი,შენი გულისა,რომ ვიცი შენც გეყვარებოდა.ბებო აი ის პაწუკა ნამცეცები ცოტათი მეტი,რომ მქონოდა მაშინ იქნებ ბიძაშენი არც მომკვდარიყო,ნუ გადაყრი მათ,როცა მე აღარ ვიქნები,შენ თუ არ დაგჭირდება ფანჯარა გამაოღე და  ჩიტებს აჭამე.

როცა ბებია კვდებოდა,ბაბუას ეძახდა და კიდევ ვიღაცას,უსახელოს, სხვებისთვის უცნობს,ჩემ მშობლებს ეგონათ მოლანდებები დაეწყო მოხუცსო,ვხედავდი როგორ უნდოდა ბიძაჩემისთვის დაეძახა,მაგრამ მას სახელი არ ქონდა,ბებომ არ იცოდა როგორ უნდა მიემართა. შემომხედა-გიგა ჩიტები ჰომ გახსოვს?!-კი ბებო,ვეღარ გავუძელი და ოთახიდან გამოვედი,ბებიამც ვეღარ გაუძლო და წავიდა.

ახლა როცა მაგიდაზე დაყრილ ნამცეცებს ხელის გულზე მოვიქცევ და ფანჯარასთან მომლოდინე ჩიტებს ვუყრი ვამბობ - ჭამეთ ჟღურტულებო და თქვენი სიმღერით ბებოს უგალობეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები