ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგივარამაშვილი
ჟანრი: პროზა
12 მარტი, 2020


ოქროს ხბო

ოქროს ხბო
                                                                                    1
          ანა თინიკაშვილი თბილისში სწავლობდა. ის  51-ე სკოლის მეშვიდე კლასის ერთ-ერთი ფრიადოსანი მოსწავლე იყო.  ყოველ წლიურად წარჩინებულ მოსწავლეებს შორის ეკიდა და ამით ამაყობდა ძალიან.  იმ კლასში ანას გარდა კიდევ ორი ბავშვი იყვნენ ფრიადოსნები. ორივე გოგო. ამ ბავშვების მასწავლებლები  მამრობითი სქესის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც მართალია ნელ-ნელა ასაკში შედიოდნენ, მაგრამ ახალგაზრდული გული შენარჩუნებული ჰქონდათ, ყოველ შემთხვევაში ასე ეგონათ. დაწყებითებში ბავშვებს ორი მასწავლებელი ასწავლიდა - დამრიგებელი  ქალბატონი ნინო ჩხარტიშვილი და მესამე კლასიდან მიემატა მეორე - რუსულის მასწავლებელი ქალბატონი იულია დავიდოვა. ისინი ხშირად დაფასთან გადიოდნენ, გაკვეთილებს ყვებოდნენ, მასწავლებლები საშინაო დავალებებს უმოწმებდნენ და დამსახურებულ ფრიადს ამ ყველაფრის კარგად ჩაბარების შემდეგ წერდნენ. მეხუთე კლასიდან  ქალი დამრიგებელი შეიცვალა კაცით, ყველა საგანში სხვადასხვა პედაგოგი გამოჩნდა. გოგოები დაფასთან ისევ ხშირად  გადიოდნენ, მაგრამ ახლა მასწავლებლები გაკვეთილის მოყოლის დამთავრებას არ აცლიდნენ და ისე უწერდნენ ნიშანს. ამავე კლასის მეორე ნახევარში  ეს კიდევ უკეთესობისკენ შეიცვალა, ყოველშემთხვევაში ბავშვებს ასე ეგონათ, რომ გაუმჯობესდა- სამივეს მასწავლებლები დავალებებს ზერელედ უმოწმებდნენ თუ მოსაყოლი იყო, არ აყოლინებდნენ, ერთ კითხვას დაუსმევდნენ და უმაღლეს ნიშანს ჟურნალში სვამდნენ. ეს პრიოტიტეტი მხოლოდ ამათ ეხებოდათ და სხვები ჩამჭრელი კითხვების, ავადმყოფობის,  გაკვეთილების გაცდენის და წესიერად ვერ მომზადების გამო შედარებით დაბალ ნიშნებს იღებდნენ. ეს ამბავი ჯერ მშობლებთან მივიდა. მათ დირექტორთან იჩივლეს. დირექტორმა მეშვიდე ბ კლასის დამრიგებელს და მასწავლებლებს უსაყვედურა, რამაც გამოიწვია დროებით ყველა მოსწავლის გათანაბრება, დროებით იმიტომ რომ მასწავლებლები თითქოს ისე იყვნენ მონუსხულნი ამ ბავშვებით რომ ასე გააგრძელება ბოლომდე მათთვის შეუძლებელი იყო. ამით თითქოს  მათ რაღაც ცუდს უკეთებდნენ და ამით საკუთარ თავს აზიანებდნენ. რაც მთავარია ატეხილი ერთი ამბავი დაწყნარებულიყო და მერე გააგრძელდებოდა ყველაფერი ისე, როგორც ყველაფერი გახლდათ, მანამ ერთ მშვენიერ დღეს მშობლები დირექტორის კაბინეტთან იყვნენ.
          ყოველწლიურად სხვადასხვა სკოლიდან  თითეულ ფრიადოსან მოსწავლეს ტელევიზიაში იწვევდნენ, უსმევდნენ სამ შეკითხვას, როდესაც პასუხს  გასცემდა, აძლევდნენ  პრიზს, როგორც ჭკვიან და გონება გახსნილ ბავშვს. ამასობაში რათქმაუნდა ეს ყველაფერი ჩაიწერებოდა და ტელევიზორში აჩვენებდნენ. წელს რატომღაც გადაცემის წამყვანებმა 51-ე სკოლა აირჩიეს და როდესაც კითხეს ისტორიის მასწავლებელს ლაშა შავრაზადაშვილს  7 კლასიდან ზემოთ ვინ შეიძლება მივიწვიოთო, მან ანა თინიკაშვილი დაასახელა, რადგან  ის მის სადამრიგებლო კლასში დადიოდა და სხვა გოგოებში თავის იერით ყველაზე ლამაზ და მომნუსხველად თვლიდა.
          ტელევიზიაში მისვლისას  ანა  ძალიან ნერვიულობდა,  რადგან  მართალია  გუშინ რომ დარეკა ქალმა თავაზიანი ხმა ჰქონდა, მაგრამ ეს მაინც სხვა ადგილია ვიდრე სკოლა, სახლი და მეგობრების წრე არის. ანას მეგობრები  ბევრი არ ჰყავდა, ჯერ ერთი ბიჭის და გოგოს მეგობრობის არ სწამდა, შესაბამისად არ ეძმაკაცებოდა, გოგოებიდან კიდევ მხოლოდ ორ ფრიადოსანთან იყო ახლოს, დანარჩენები დაბალი ნიშნები რომ ჰქონდათ და რომ ხედავდნენ მასწავლებლები მას მათ მაღლა აყენებდნენ, არ ემეგობრებოდნენ, არც ეს იკლავდა თავს მათთან დაახლოებით. ანა ნახევარი საათით ადრე მივიდა დანიშნულების ადგილას.და თხოვეს სანამ დრო მოვიდოდა მოსაცდელში დამჯდარიყო. ისიც დათანხმდა. გოგონას პირდაპირ კედელზე საათი ეკიდა. ციფერბლატზე ისრების ტრიალთან ერთად, ანას ნერვიულობა ნელ-ნელა იზრდებოდა. როდესაც დაწყებამდე ორი წუთი დარჩა, იგი გრძნობდა აღელვებას პიკს მიეღწია და ნელ-ნელა სურვილი ეპარებოდა, რომ აქედან გაპარულიყო მანამ სანამ უბედურება მოხდებოდა.
        გავიდა ორი წუთი, კარები გაიღო და იქიდან ერთი ცისფერთვალება ქერათმიანი, მოკაზმული გოგონა გამოვიდა.
      -ანა თინიკაშვილი თქვენ ბრძანდებით?
      -დიახ
      -მობრძანდით, გადაცემის ჩაწერა იწყება.
      გოგონა მივიდა ლამაზ ოთახში რბილ დივანზე დაჯდა. მის უკან კედელი მოხატული იყო, დივნის წინ სამი კამერა იდგა, სადაც უნდა ჩაწერილიყო გადაცემა. ანას გვერდზე მეორე ახალგაზრდა გოგონა იჯდა, რომელსაც მომზადებული ჰქონდა კითხვები. მართალია ირგვლივ სილამაზე იყო, მაგრამ ეს გოგონას არ ამშვიდებდა, შინაგანი მღელვარების ტალღა იზრდებოდა, რის არ შემჩნევასაც იგი მის წინ მაგიდაზე ბოთლით წყლის დალევით ცდილობდა. როდესაც გოგონამ მეორე ჭიქა გამოცალა, უცბად წამყვანმა საუბარი დაიწყო, რაც იმას ნიშნავდა ყველა ტექნიკური პრობლემა მოგვარებული იყო და პირდაპირ ეთერში იყვნენ:
    -მოგესალმებით მაყურებლებო, დღეს 51-ე სკოლის მე-7 ბ კლასის  ფრიადოსანი მოსწავლე ანა თინიკაშვილი გვყავს სტუმრად, მე მას სამ შეკითხვას დავუსმევ, ის გამცემს პასუხს და საჩუქრად გადაეცემა ჩვენი გადაცემიდან სიგელი ყველაზე ჭკვიანი და გამჭრიახი ბავშვისთვის. 
                                    1) რომელ წელს მოხდა დიდგორის ბრძოლა?
                                  2)ვინ არის ვეფხისტყაოსნის ავტორი?
                                  3) რამდენია 3,24 გამრავლებული 5ზე
   
      -მადლობა მოწვევისთვის!  მოსაფიქრებლად ხომ მაქვს დრო?
      -რათქმაუნდა!
      ანა  თინიკაშვილმა პასუხი არ იცოდა, მესხიერება დაძაბა უნდოდა ეპოვნა მეხსიერების ლაბირინთებში სამივე კითხვაზე პასუხი,რაღაც აზრები მოსდიოდა თავში, მაგრამ დარწმუნებული არ იყო, სწორი იყო თუ არა, როდესაც ყველა იმედი გადაეწურა პასუხის პოვნის, რაც  შემდეგ უნდა ეთქვა, გულში ნელნელა მზარდმა ემოციამ პიკს მიაღწია და გოგონა ტირილ- ტირილ გარეთ გავარდა. მას  მშობლები უკან გაეკიდნენ. მის აღმზრდელებს  არ სურდათ რომ მისი შვილი სკოლაში დასაცინი და თითით საჩვენებელი გამხდარიყო და საბუთები სხვა სასწავლებელში გადაიტანეს, რომელიც ანას სახლიდან ძალიან შორს მდებარეობდა.
                                                                                  2
        69-ე საჯარო სკოლა წინა სასწავლებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ აქ ლამაზი თვალების გამო ნიშნებს არავის არავისზე წინ არ აყენებდნენ, სახელმძღვანელოების მეტმა კითხვამ ანამ  სკოლის ბიბლიოთეკაში სიარული დააწყებინა. იქ თითქმის ყველაფერი იყო, რაც სოციალურ ქსელებში განხილვის საგანი იყო, თუ რამეს ვერ მოიძიებდა, მშობლებს ფულს ართმევდა და ყიდულობდა.
        27 აპრილი ჩვეულებრივ დაიწყო, როგორც სხვა დღეები. ცხოვრებისეული რუტინით შეწუხებულმა ანამ ჩაალაგა წიგნები ჩანთაში და სკოლის გზას გაუდგა. მაშინ როდესაც გაჩერებიდან სულ რაღაც ორ ნაბიჯში იყო, დაინახა რომ ავტობუსი დაიძრა.
      -ფუჰ! გამასწრო. თავისთვის გულში წყრომა გამოხატა გოგონამ.
      ახლა ანა უნდა დალოდებოდა მეორეს, ან ალტერნატიულ სამარშუტო ტაქს გაჰყოლოდა, მაგრამ ეს არ უნდოდა, რადგან ამ შემთხვევაში საჭმლის ფულიდან მერე ოთხმოცი თეთრი აკლდებოდა.  მის სახლიდან სამი გაჩერებით წინ იძვროდა ავტობუსი, თითო გაჩერებაზე დგებოდა ერთი წუთით და მიდიოდა. ამ გოგოსნაირ მოგვიანებს ის  არ უცდიდა. ანას ასეთი რაღაცა იშვიათად მოსდიოდა, ეს შეცდომა იმის ბრალი იყო, რომ წარსულში როდესაც  სკოლა ახლოს ჰქონდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით იშვიათად დადიოდა, ახლა კიდევ არც ისე დიდიხანია შორს მანძილზე მყოფ სკოლისკენ მიდის და ამისგამო საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობს. 
        გოგონამ ტაბლოს ახედა, იქ  ეწერა რომ შემდეგი თხუთმეტ წუთში მოვიდოდა.
      -ფუჰ! დამაგვიანდა სკოლაში.
      ზუსტად თხუთმეტ წუთში ავტობუსი გაჩერებაზე  გააჩერდა. გოგონა ტრანსპორტში ავიდა. პირველი მისი ყურადღება, რამაც მიიქცია, ის იყო რომ ავტობუსში ბევრი ხალხი არ იყო, როგორც წინა დღეებში მაგალითად. ამან ის ძალიან გაახარა.
      -სწავლა ახლა დაიწყო, ბევრი „ჩამოსული“, ალბათ მშობლიურ მიწაწყლიდან და დაუბრუნდებიან დედაქალაქს. შემდეგ ისევ აივსება ტრანსპორტი და მე შევწუხდები ფიქრობდა თავისთვის ანა.
        გოგონას ბევრი ადამიანი ზოგადად არ უყვარდა. ანა  თავში ფანჯარასთან დაჯდა. სამი გაჩერების მერე უკან მიიხედა, აინტერესებდა ავტობუსი გადაივსო, თუ არა. აღმოჩნდა რომ ორ მოხუც ქალთან ერთად ორი ბიჭი ამოსულიყო. ორივე სხვადასხვა ადგილას დამჯდარიყო. ერთი რომელსაც ქერა თმიანი, დაბალი და მსუქანი იყო, შუაში დაჯდა, მეორე რომელიც გამხდარი შავთმიანი და მაღალი იყო, ბოლოში  დაჯდა.გოგონამ თავიდან იფიქრა ბოლო მჯდომისთვის სურათი გადაეღო, „მეტროს ქრაშებში“ დაედო, მაგრამ მალევე გადაიფიქრა, რადგან ანა თინიკაშვილი რამდენიმე წელიწადია, ანუ იმ პერიოდიდან როდესაც პირველი გატაცებები უჩნდებათ ბავშვებს, ცნობილი იყო როგორც ყინულის  დედოფალი, რადგან ძალიან ბევრი „ პაკლონიკი“ ჰყავდა, მაგრამ არავინ არ მოსწონდა. ნაწილს თმის ფერს უწუნებდა, წონას, ან კიდევ თუ ჩათვლიდა სიმპატიური იყო, იცოდა მას სხვა გოგოები „ ქრაშავდნენ“ და მათთან შეტაკება ნაღდად არ უნდოდა. ბიჭები ჩუქნიდნენ ყვავილებს, შოკოლადს (რაც ძალიან უყვარდა და მისი ერთ-ერთი სისუსტეა), სახლში აცილებდნენ, მაგრამ გრძნობაში რომ უტყდებოდნენ, ყველას უარს ეუბნებოდა.  მას სულ არ აინტერესებდა რას დაუძახებდნენ მეტსახელად, რადგან შედეგით კმაყოფილი იყო, პირველ შემთხვევაში საკუთარ ეგოს ვინც არ ეკადრებოდა, იყენებდა და შემდეგ იშორებდა თავიდან, მეორე შემთხვევაში საკუთარი ბედნიერებისთვის „ძლიერნი ამა სოფლისანებს თავზე არ გაადავლებინებდა“. მართალია  თანასკოლელებს ნერვიულობა ემართებოდათ, რომ იგებდნენ მათმა ქრაშმა ანა სახლში გააცილა, მაგრამ დასკვნით ნაწილს - უარს რომ იგებდნენ, მშვიდდებოდნენ. ნერვები მწყობრში ჰქონდათ და  ასეთი წვრილმანების გამო „ შენ ეი ხო არ მოგეწონა ? კითხვით შემოიფარგლებოდნენ ხოლმე ყოველთვის. ახლა მის გულში თითქოს რაღაც გრძნობა გაჩნდა,რაც აქამდე მისთვის უცნობი იყო, თითქოს ყინული გალღვა, გულის სიღრმეში არსებული სიცარიელე სიხარულით აივსო,  ეს იმიტომ მოხდა რომ ვინც დაინახა თავის გარეგნობით, ვისაც კი იცნობდა  ყველასგან გამორჩეული იყო, რადგან სახის ნაკვთებით თითქოს უცხოელს ჰგავდა ( შიგნით შეცვენილი თვალები, მოკლე ცხვირი ქართველებს თუ აქვთ, აუცილებლად  წინაპრებში უცხოელი ჰყავდათ, ან იშვიათი გამონაკლისი დაუშვა უფალმა რომ ქართველად გააჩინა), თან მეორე არ იცოდა, ვინმეს ქრაში თუ იყო, ან თუ კი ძლიერნი ამა სოფლისანიდან  ვინმე თუ  იქნებოდა, ქალაქ თბილისის ერთ-ერთ უბანში ატყდებოდა ჩხუბი, დავიდარაბა ისეთი რომ, ალბათ მანამდე ისტორიაში არ ყოფილა, რადგან ეს ბიჭი ანას ისე მოსწონდა, არაფრის დიდებით არ დათმობდა................  სოციალურ ქსელში დაპოსტვა იმიტომ არ უნდოდა რომ, იმ ჯგუფში ძალიან ბევრი მისი ნაცნობი იყო. დაიწყებოდა კითხვები: სად ნახე? არ ეძებ? ან მილოცვები, რომ გაყინული გული გაულღვა  ( ვინც ესიმპატიურებოდა, იმათზე საჯაროდ თავის სიმპატიას არ გამოხატავდა, თანასკოლელი გოგოების მხრიდან აგრესია რომ არ წამოსულიყო) მას კიდევ ეს არ უნდოდა. თუ უფალს სურდა მათი ერთად ყოფნა, ფეისბუკზე მკითხაობის გარეშეც იქნებოდნენ ერთად. გოგონა სკოლის გაჩერებაზე ჩავიდა, მაგრამ ბიჭი ისევ იჯდა ავტობუსში. ის სხვაგან აპირებდა ჩასვლას. 
      -ნეტავ სად? ეკითხებოდა სკოლის კიბეებზე ამავალი ანა.
      გავიდა რამდენიმე დღე,  გოგონა ჩვეულებრივ დადიოდა ტრანსპორტით სკოლაში, მაგრამ ბიჭი არ ჩანდა.
      -ნეტავ დამეპოსტა, ეს ბიჭი მიწისაგან პირისა გაქრა  , ახლა ერთად თუ არა, მინიმუმ ფეისბუკზე მაინც მივწერდი ფიქრობდა თავისთვის გოგონა. 
        გავიდა ორი კვირა და  ერთ სამშაბათ დღეს როდესაც გოგონა სკოლაში მიდიოდა და ჩვეულებრივ ავიდა ავტობუსში, ის ბიჭი დაინახა. ის მარტო არ იყო, გვერდზე ეჯდა ასევე ულამაზესი გოგონა და ბიჭს უკნიდან ზურგზე ხელი გადახვეული ჰქონდა.
      -შეყვარებული ჰყოლია, მაგრამ ეს  ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს.
      ანა თინიკაშვილი გაბრაზებული დაჯდა წყვილის უკან, რათა მოესმინა, თუ ისინი რას ამბობდნენ.
      -გუშინ სალომემ მომწერა
      -რა უნდოდა?
    -ეგ ბიჭი მომწონსო და თავი დანებე, ნუ ხვდები, თუ არ გინდა სერიოზული პრობლემები შეგექმნასო.
    -ტვინი წაიღო მაგ გოგომ, ყოველდღე მწერდა, ხან სად მეპატიჟებოდა, ხან სად. მერე დავბლოკე, მაგრამ მაინც არ მოისვენა, ვიღაცისგან გაუგია ჩემი ნომერი, ახლა დგას და მირეკავს. ნომერს გამოვცვლი, მერე ნამდვილად მოისვენებს.
    -ფეიკ ფეისბუკით რომ მოგწეროს?
    -ამ სოციალურ ქსელს გავაუქმებ და ეგ იქნება,  რამდენი ეგეთი მივარდება დამატებით იცი? სად მცალია მასეთებისთვის. სალომე და სხვა დანარჩენი ადამიანის მსგავსი პრიმატის დონის არსებები თუ შეგაწუხებენ, დაბლოკე!
    -კარგი.
      გოგონას ეს ყველაფერი  ესმოდა,  საკუთარ თავზე და იმ ბიჭზე ბრაზობდა. იგი ძალიან ცუდად იყო. თავის ფიქრებში საკუთარ თავს ლანძღავდა, როგორ მიუშვა გრძნობა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც თავის თაყვანისმცემლებს „ ადამიანის მსგავს პრიმატის დონის არსებებად მოიხსენიებს“. ეს ხომ მანდილოსნების ძალიან დიდი შეურაწყოფა? ასეთ ქრაშს ურჩევნია, საერთოდ არავინ გვერდით არ ჰყავდეს! იყოს მარტო! ცხოვრობდეს სადმე მიყრუებულ სოფელში!  უვლიდეს შინაურ ცხოველებს, თუ ფრინველებს და იკვებოს მხოლოდ რძე, მაწონი, ყველი და ბოსტანში, რასაც მოიყვანს მხოლოდ! არანაირი ქალაქი და  აქ  ქიმიკატებით სავსე საკვები! მაგრამ არა ჯერ ასე არ დაცემულა, უბრალოდ იმ გრძნობის მაგვარს, რაც ამ ადამიანის მიმართ გააჩნდა, ჩაკლავს!
      ასეც მოხდა. დაახლოებით ერთ თვეში  ანა თინიკაშვილს უკვე ის ბიჭი აღარ ახსოვდა. წარსულის მოგონებებში სამუდამოდ ჩაძირული იყო, რამდენჯერმე ნახა ავტობუსში და ზიზღის მეტი არაფერი უგრძვნია, ეს გრძნობა არ შეიძლებოდა, ნებისმიერ ადგილას, რადგან ყოველი მისი ჰორიზონტზე გამოჩენა, მხოლოდ ნეგატიურ ემოციას იწვევდა. ამის შესახებ არავინ იცოდა და ვერავინ ვერაფერს ეტყოდა,  ავტობუსში რომ ვეღარ ხედავდა, ბედნიერი იყო, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში აინტერესებდა: რატომ? ინტერესი ზიზღის და ნეიტრალური დამოკიდებულების საბურველით  შემოსილი იყო  და შესაბამისად  მას პასუხით დაკმაყოფილება არ ეწერა. სადღაც კუთხეში მიკუნჭული უნდა ყოფილიყო.
    ერთ დღეს ფეისბუკის თვალიერების დროს შემთხვევით  რომელიღაცა მწერლის პროფილს წააწყდა, იმ ადამიანს ეტყობოდა რომ ძალიან ინტელექტუალი იყო, რადგან ფოტოებში  მართალია გარეგნობით დიდი არაფერი, მაგრამ ისეთ ხალხთან იდგა, დიდი ალბათობით ნაღები საზოგადოების წევრი იყო. სახელად ჯონი ერქვა.
    -აი ამას არ შევხვდები, შეიძლება მხოლოდ ვემეგობრო გაიფიქრა ანამ და ჯონის ფოტო მოიწონა.უცბად მოუვიდა მეგობრობის მოთხოვნა, რასაც დაეთანხმა. არ უნდა, მაგრამ დიპლომატია უარის თქმას არ აძლევდა. თითქმის ყოველდღე ერთმანეთს წერდნენ. ერთი კვირის მერე ბიჭმა გოგონას შეხვედრა თხოვა.
    -აუ ძალიან განათლებულია, თან გარეგნობით არა ისე როგორიც მე მომწონს, ეს უკანასკნელი რომ უვარგოდეს, მისი ჩრდილი უნდა ვიყო, ამიტომ ამ ადამიანთან ურთიერთობას არ გავაბამ, მაგრამ ერთხელ თუ ვნახე რა მოხდება? მერე მოვატყუებ შეყვარებული მყავს, ვიღაც მომწონს, ან არავინ მჭირდება, ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვიქნებით, მეტი არ შემიძლია, აქ მომწერე აღარ გნახავ და ამ ყველაფრის შემდეგ  მეგობრად დარჩება, ან კიდევ ასე მარტივად თავიდან მოვიცილებ. რომ გავაგრძელო შეხვედრები, გამოვა რომ მასთან ურთიერთობას ვაწყობ, ეს უკანასკნელი კიდევ არ მსურს. ფიქრობდა გოგონა, ამ ფიქრს მეორე განტოტება გაუჩნდა: აზრების გაჩენა:  პასუხად რა გაეცა.
  -კარგი. ერთი სიტყვით შემოიფარგლა ანა თინიკაშვილი. მას ერთი სიტყვა ერჩივნა გაშლილ, დამღლელ, დროის ფუჭად დამკარგავ ტექსტებს.
  თავისუფლებაზე მეტროსთან შეხვდნენ, და იქიდან ორ ნაბიჯში  ლიკ ნიკ კაფეში შევიდნენ, ბიჭმა არაფერი აიღო, გოგონამ მარტო ყავა შეუკვეთა. იქ ისაუბრეს ცოტახანი. შეკვეთაზე თანხა ბიჭმა გადაიხადა.
-მაპატიეთ სახლში მეჩქარება, მერე გნახავთ ბატონო
  -კარგი.
  ერთად ჩავიდნენ მეტროში, ბიჭმა გოგონას  სახლამდე გაცილება შესთავაზა. გოგონამ უარი უთხრა, ჩაჯდა მარტო ვაგონში და მატარებელი დაიძრა. ბიჭი საპირიპირო მიმართულებით მოძრავ მატარებელში უნდა დამჯდარიყო.
  მატარებელში ბევრი ხალხი იყო, რაც ანას,  ძალიან არ მოეწონა მაგრამ რა ექნა? საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო, მერიაში განცხადება შეეტანა, მატარებლით ცოტა ხალხს ემგზავრა? ხო დასცინებდა კალაძე. ისევ ჯობია თავისთვის წყნარად და ჩუმად იყოს. უცბად ვაგონში კარებთან ორი ქალი დაინახა, ერთი ძალიან ჰგავდა ბიჭს, რომელთანაც ფლირტი ძალიან უნდოდა. შესაძლოა ის ქალი ამ ბიჭის დედა იყო,.
  -ძალიან ჰგავს, აშკარად დედამისია, ისეა თითქოს ქალის სახე ბიჭზე გადაკოპირეს ფიქრობდა თავისთვის გოგონა.
  ქალების პირდაპირ  დასაჯდომი ცარიელი იყო. გოგონა გადაჯდა იქ, რათა გაეგო ეს ქალები რაზე ლაპარაკობდნენ, იქნება ამ ბიჭზე რამე გაეგო, თუნდაც მაგალითად რატომ აღარ ჩანს ჰორიზონტზე? ან რა ჰქვია?
    -ვანომ მანქანა იყიდა. ახლა საერთოდ აღარ მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და  თავის ბარათიც მე მომცა. ახლა ორი მეტრომანი მაქვს.
    -მართლა?
    -ხო
    -ერთი თუ დაგეკარგება, მეორეს გამოიყენებ.
    -რა თქმა უნდა!
    ანი შურით აივსო. მართალია ჯერ ეგრეთწოდებული „პრავის“ ასაღებად ასაკი არ უწყობდა ხელს, მაგრამ მასაც სურდა ჰყოლოდა მანქანა და აღარ ევლო ჯართ ხალხით გადავსებულ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. აქ მატარებელი ავტობუსი და მარშუტკა სამივე იგულისხმებოდა ( ძალიან უკიდურეს შემთხვევებში ხმარობდა ხოლმე), მანქანაში ზიხარ მარტო შენთვის, არავინ გაწუხებს, თუ ვინმე ნაცნობი აგიწევს ხელს გამიყოლეო, შენს ნებაზეა ჩაისვამ თუ არა, უმეტეს შემთხვევაში მანქანას არ გააჩერებდა. ტაქსით შეეძლო ემოძრავა, მაგრამ ძვირია, განსაკუთრებით ძალიან დიდ თანხის დახარჯვასთან ასოცირდებოდა გოგონასთვის ახლად გადაღებილი თეთრი ტაქსები. მეტროდან ამოსვლის მერე სამარშუტო ტაქსს უნდა გაყოლოდა. ორი მანქანა იდგა ერთი წინა სავსე, მეორე ცარიელი. ანა თინიკაშვილი რათქმაუნდა მეორეში ავიდა. მარშუტკა მალევე დაიძრა და ღამე, ისე განსრულდა, როგორც ხდება ხოლმე.
      რამდენიმე დღის შემდეგ ჯონიმ ანას მიწერა:
    -გამარჯობა
    -გაგიმარჯოს
    -როგორ ხარ?
    -კარგად შენ?
    -კარგად, არ გინდა შევხვდეთ? კინოში  გეპატიჟები
    -ჯონი მისმინე. აღარ მინდა შენი ნახვა, მე მსურს რომ მეგობრები ვიყოთ მხოლოდ, რისთვისაც ფეისბუკ სივრცე სრულიად საკმარისია, შეყვარებული მყავს და რომ გნახო, ეწყინება. კარგი, გთხოვ გამიგე!
      საპასუხო მესიჯი აგვიანებდა, ამ დროს ბიჭი ცოტა დასევდიანდა, რადგან ეგონა ანა არ მიეკუთვნებოდა იმ გოგოების კატეგორიას, რომელთანაც წარსულში ჰქონდა შეხება, სხვებიც  ერთხელ ხვდებოდნენ და მერე ეუბნებოდნენ მე ურთიერთობა არ მინდა, ვიმეგობროთო, ან შეყვარებული მყავსო. ამიტომ ეს მესიჯიც არ იყო რამე გასაოცარი და შოკის მომგვრელი, უბრალოდ ეს მონაწერი კიდევ ერთი იმედგაცრუება იყო და ბიჭის შიგნით გამოიწვია უარყოფითი ემოცია. კიდევ კაი ზოგიერთივით შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე არ უთხრა:  სხვა მიყვარს,  დამიკიდა, მე ვერ ვივიწყებ, ან იმასაც ვუყვარვარ, მაგრამ ჩვენ შორის კედელია აღმართული, თორემ უარესად დასევდიანდებოდა, რადგან ასეთი დრამები მის გულს ცუდად ხვდება . იგი მარტო ერთ რამეს ვერ ხვდებოდა: ამ გოგოებს თუ არ მოსწონდათ ( ჯერ ერთი ნახვით მოწონება, ან არ მოწონება რა ბედენა იყო ბიჭს ვერ გაეგო)  და მხოლოდ მეგობრობა უნდოდათ, შეყვარებული ჰყავდათ, ან წარსულ სიყვარულს მისტიროდნენ, რატომ იმატებდნენ სრულიად უცნობ ადამიანს? ან რატომ თანხმდებოდნენ შემდეგ შეხვედრაზე? ბიჭისთვის, გოგოს მხრიდან იმის იმედი რომ ფეისბუკიდან გაცნობილთან კაი მეგობრობა ერთი შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში ექნებოდა, გულუბრყვილობა იყო. რამდენი ასეთი კონტაქტი წაუშლია, მხოლოდ ღმერთმა უწყის - კაცითა მოდგმას ამის დათვლა ძალიან გაუჭირდებოდა. კიდევ კაი უფრო გულუბრყვილოები არ ხვდებოდნენ, რომლებიც მზად იყვნენ  ამ ადამიანს  სამუდამოდ კაი მეგობრობის იმედით ბევრჯერ  შეხვედროდნენ.
    -კაი
    -თან მე კარგ უნივერსიტეტში მინდა ჩაბარება და სწავლაში ვხარჯავ ძალიან ბევრ დროს, ამიტომ ბოდიში ჯონი, არ გეწყინოს გთხოვ!
    -ბოდიში მიღებულია.
    ამ მესიჯებში ერთადერთი სიმართლე ერია, რომ იგი ბევრს სწავლობდა, რათა თავის მონდომებით ვინმე სიმპატიური ბიჭი მიეზიდა ( ზოგთან მარტო თვალების ჟუჟუნი არ შველოდა საქმეს) ან კარგ უნივერსიტეტში ჩაებარებინა, რომ მერე ხალხს ელაპარაკა აი ჩვენი ანი  რა გოგოა!  მან თავის მონდომებით და მიზანდასახულობით მიაღწია! ეს ნათქვამი უნდა მისულიყო მამრებთან და მომავალში ბედნიერი ცხოვრება ექნებოდა, თუ სულ არაფერი სტუდენტობის პერიოდში კლუბში წავიდოდა, იქ მამაკაცს ააგდებდა პირველ რიგში თავის ნაზი ნატიფი საუბრით და მანერებით ( ანას თუ ჭირდებოდა, თამაშის ოსტატი იყო.) შემდეგ  თავის სკოლის ნიშნებით და უნივერსიტეტით იმარიაჟებდა თვალების ჟუჟუნის პარალელურად, ამ ყველაფერს შედეგი მოყვებოდა- რომ საპირისპირო სქესის  ადამიანის ხელში ჩაგდება.ასე ეგონა გოგონას, რადგან მასზე 6-7 წლით უფროსმა მანდილოსნებმა უთხრეს ეს, რომლებიც მის მეზობლად ცხოვრობდნენ და კაი დამოკიდებულება ჰქონდათ. მართალია არ იყვნენ მეგობრები, რადგან დედას არ მოსწონდა ( არ სურდა თავისი შვილები 6-7 პატარა ბავშვებთან ყოფილიყო) ანა, მაგრამ სასარგებლო რჩევებს და საინტერესო რაღაცეებს ეუბნებოდნენ. აბიტურიენტობის დროს საჯარო ბიბლიოთეკაში დაიწყო სიარული, მომზადებისთვის დამატებით რაღაცეები უნდა წაეკითხა, რაც სახელმძღვანელოში არ იყო, თან იქ იმდენ ხალხში სიმპატიურ მარტო მჯდარ ბიჭს  ეძებდა , მაგრამ მისდა საუბედუროდ როცა მიდიოდა, ასაკოვანი ხალხი, ჩვეულებრივი და უშნო ბიჭები ხვდებოდნენ, ან თუ ყველაფერი რაც სურდა ადგილზე იყო, ერთი გაუთვალისწინებელი რაღაც ხდებოდა, სასურველი ბიჭი პასუხს არ სცემდა. წიგნში ჰქონდა თავი ჩარგული და მის იქით მათთვის სხვა  არაფერი არ არსებობდა.ბიბლიოთეკას ცეცხლი რომ წაკიდებოდა ალბათ, ისინი ასე იჯდებოდნენ გაუნძრევლად. მანამ სანამ მეხანძრე არ დაადგებოდა თავს ერთ ნაბიჯს არ გაადადგამდნენ, ან ყველაზე უარეს შემთხვევაში დაიწვებოდნენ. ამ შემთხვევაში ის წიგნის კითხვას შეწირული ადამიანები იქნებოდნენ. ანა თინიკაშვილმა  დაამთავრა თორმეტი კლასი და თავის ცოდნით, რომელიც ეროვნულ გამოცდებში გამოავლინა, მოხვდა ტექნიკურ უნივერსიტეტში,კერძოდ იურიდიულ ფაკულტეტზე. ჯონის ის უკვე წაეშალა თავის კონტაქტებიდან და არავინ სხვა მსგავსი არ აწუხებდა მიმოწერით თუ შეხვედრების მოთხოვნით. ამ პერიოდში გოგონას გემოვნებაში გარდატეხა მოხდა, მას მოლაზღანდარე, ღადავისტი, აგრესიული ხალხი ჰყავდა ნანახი უბანში და მოეწონა, უკვე აღარ აინტერესებდა ხალხი. რომელიც სერიოზული იყო, მშვიდები იყვნენ, არ იგინებოდნენ და ხშირად წიგნებში ჰქონდათ თავი ჩარგული.

                                                                              3
    ანა თინიკაშვილით პირველი კურსის ბოლოდან იხიბლებოდნენ ბიჭები, მაგრამ სასურველი გარეგნობის და ჭკუის არცერთი არ იყო. მისი გემოვნების ეგონა ირგვლივ უამრავი იყო, სამწუხაროდ იგი არცერთს არ იცნობდა.
    გავიდა ხუთი თვე. ამ პერიოდის განმავლობაში სურათი არ იცვლებოდა: ან ერთიდაიგივე ზნის ხალხი ხვდებოდა, ან ზნე უვარგოდათ და გარეგნობა არ ჰქონდათ მოსაწონი. იყო თავის ფაკულტეტზე ბიჭები ვისაც შეიძლებოდა დაკავშირებოდა, შემდეგ ეს სურათი შეიცვლებოდა, მაგრამ აქ გემოვნებიდან ერთი პუნქტი შესაძლო იყო დარღვეულიყო: „ინტელექტუალ ხალხთან საქმის არ დაჭერა“.უნივერსიტეტში ხალხი ტყუილად არ დადიოდნენ, მათ საკუთარი ცოდნით მინიმუმ საქმის ჰქონა და მაქსიმუმ წარმატების მიღწევა სურდათ. ანა თინიკაშვილს უნივერსიტეტის დამთავრების მერე დიასახლისობა სურდა და მისი ქმარი წარმატებული და ცნობილი იურისტი რომ გამხდარიყო, მერე ხო იტყოდნენ ამის და ამის ცოლიო?! ეს კიდევ ქმრის ჩრდილში ყოფნას ნიშნავდა, რაც სასტიკად არ უნდოდა. ამიტომ იყო რომ თავის მეორე ნახევარს ინჟინრებთან ეძებდა, ან მშენებლებთან. ახლა ამ ორი საქმით წარმატებული და ცნობილი ნაკლები შანსია და შესაბამისად თუ განგება დაუშვებდა ეპოვნა თავის მეორე ნახევარი, ჩრდილი ნაკლებად მიადგებოდა. ერთ  დღეს დაქალმა დაურეკა:
    -ალო.
    ანი მე ვარ მარი, მოდი კლუბში წავიდეთ რა, ვინც კი გავიცანი ან ძალიან მშვიდი და დარბაისელი იყო, ან გარეგნობა არ უწყობდა ხელს: დაბალ და მელოტებთან რა საქმე მაქვს?ვიცი შენც ეძებ მეორე ნახევარს, ხოდა იქნება ვინმე გავიცნოთ ვინმე და გვეშველოს.
    -კარგი.
    -ნინისაც ვეტყვი წამოვა.
    -დაიცა მაგი ერთ ზედა კურსელს არ ქრაშავდა?, ორი კვირის წინ მგონი იმ ბიჭმა სადღაც კაფეში დაპატიჟა.
    -მართალია, მაგრამ არ გამოდგა ის ვისაც ელოდა.
    -რას გულისხმობ?
    -ისეთ რაღაცეებზე ელაპარაკებოდა, რაც პირველად  გაეგონა. მაგალითად უხსნიდა რა მოსწონს რომანში „ ქალი კამელიებით“ რომ იყო ალექსანდრე დიუმას შვილის და რომ ისინი მამაშვილი არიან დიუმები. ბოლოს ეთქვა მაინც როგორც მამა-შვილი ბაღაშვილითქო, კიდევ დაფიქრდებოდა კაცი.
    -თავის ინტელექტს აფრქვევდა გოგოს წინაშე?
    -ხომ, რომ ელაზღადარავა, დღეს ნინი მის გვერდზე იქნებოდა, მაგრამ არა! ხომ  მიიღო იმ ბიჭმა შედეგი-აღარასოდეს შეხვდებიან, ღირსია!
      -კი მაგრამ, სანამ დაქრაშვას დაიწყებდა და ბოლოს პაემანზე დათანხმდებოდა, არ იცოდა ვის ხვდებოდა?
      -საიდან უნდა ცოდნოდა?
      -რავიცი ურთიერთკონტაქტით, ჩემთვის გარეგნობა მარტო არ კმარა. ინტელექტს, სერიოზული  ხასიათს და სიდარბაისლეს თუ გამოაჩენს, ვიკიდებ. იმიტომაც არ მყავს არავინ.
      -მეც ეგრე ვარ, მაგრამ ნინი სხვა არის. სადმე თუ ნახავს გარეგნობით მის მოსაწონ ბიჭს, ქრაშავს. იმედია ახლა მაინც ისწავლა ჭკუა, თუ არადა მსგავსი რაღაცეების ღირსი იქნება. ვუთხრა წამოვიდეს, თუ დამოუკიდებლად ეძებოს ისევ თავისთვის?
      -უთხარი, სამნი ვიქნებით, შესაბამისად უფრო უკეთესად გავერთობით. თან ჩვენი დაქალია, სიყვარულში არ გაუმართლა. იქნებ იმანაც ნახოს კლუბში ვინმე.
      -მემგონი ის უფრო იპოვნის, ვიდრე ჩვენ
      -ისე ეგ სადღაც სიმართლესთან ახლოა, ვნახოთ! კლუბში როდის წავიდეთ?
      -რავიცი ხვალ  ცხრა საათიდან დიჯეი მასრა უკრავს კლუბ ანდერველში, სერიოზული თავყრილობა იქნება. ხვალ წავიდეთ.რვა საათზე მიმთავრდება სამსახური და პირდაპირ წამოვალ.
      -კარგი.
      მარი, ნინი და ანა საუკეთესო დაქალები იყვნენ. ისინი ერთ ჯგუფში იყვნენ. სამუშაო დღეებში, ანუ როდესაც უნივერსიტეტში უნდა ყოფილიყვნენ,  არ აცდენდნენ ლექციებს და სემინარებს, მათ სწავლა ნაკლებად აინტერესებდათ, უფრო ერთმანეთის ნახვა  და გათხოვება უნდოდათ, რასაც მოჰყვებოდა დიასახლისობა, ბავშვების აღზრდა, მაგრამ რამდენად რთული შესასრულებელი იყო წინასწარ არ იცოდნენ, რადგან საკუთარ ტყავზე არ ჰქონდათ გამოცდილი და მომავალზე ნაკლებად ფიქრობდნენ. სამივე დღევანდელი დღით ცხოვრობდა. ხშირად დასვენების დღეებშიც ერთად იყვნენ, ყოფილა შემთხვევა როდესაც ანი ნინისთან დარჩენილა და პირიქით. ან მარი და ნინი გადასულა თავის დაქალთან და ღამე გაუთენებიათ სიამოვნებაში. სამივე ერთმანეთთან მშვენივრად იყვნენ, არაფერი ჰქონდათ გასაყოფი და შესაბამისად სამტრო და ძირგამომთხრელი მიზეზი არ ჰქონდათ.ამიტომ იყო, რომ ერთმანეთს არც პირადად ნახვისას და არც ტელეფონით, თუ სოციალური ქსელით დაკავშირებისას ერთმანეთს „გამარჯობა“ და „როგორ ხარ?“ არ ეუბნებოდნენ. 
    უნივერსიტეტში ვისაც იცნობდნენ იმათგან ნაწილს ჰყავდა უკვე ვიღაც, არ ფიქრობდა ჯერ სიყვარულზე, ამ სამს კიდევ ცხოვრებაში სიყვარულის მხრივ არ უმართლებდათ. ნუ ნინის ჰქონია გამართლებები, მაგრამ უმეტესობა მოკლეს, ან ციხეში ჩასვეს, მხოლოდ ერთი-ორი შემთხვევა იყო, როდესაც ძალიან მშვიდი და ინტელექტუალი იყო, ან გარეგნულად არ მოსწონდა.
    გათენდა მეორე დღე.  შუადღის სამ საათზე ანას ტელეფონი ისევ აწკრიალდა. მარი იყო:
    -ალო
    -ალო
    -ანი ნინის ფეისბუკზე ვიღაც გოგა უპოვნია, ეხლა წერს, პირველი ორი მონაწერით და სურათებით თუ ვიმსჯელებ, მგონი შევხვდებიო და არ მოდის. მარტო მე და შენ მოგვიწევს წასვლა.
    -კარგი. მე ტაქსით მოვალ იქ.
    -მეც.
 
                                              .............................................................
      ღამის ათის ნახევარი იყო, რომ ანა თინიკაშვილის ტელეფონი აწკრიალდა:
    -გოგო სად ხარ?
    -კლუბში, შენ?
      -ეხლა მოვდივარ, მენეჯერმა არ გამომიშვა. ტაქსმა კლუბთან  კი არ მომიყვანა, პარკის შესასვლელთან ჩამომსვა და მაგის გამო საათობით ვეძებდი ბორბალს. მემგონი მოვაგენი გზა კლუბამდე და ათ წუთში მაქ ვარ.  შენ რას შვრები?
      -რავიცი ჯინ ტონიკს ვსვამ.  მოდი და შენც შეუკვეთე,
      -კარგი
      მართლაც ათ წუთში მივიდა მარი. დაინახა დახლთან ახლოს მაგიდასთან მჯდარი ანა და ორი ბიჭი.
      -იცნობდეთ ეს ჩემი დაქალი მარია.
    -გამარჯობათ. ეს ვანოა, ეს ზურა.
      მარი ზურას გვერდზე დაჯდა. თავისთვისაც ჯინ- ტონიკი შეუკვეთა.
    -მარი შენმა დაქალმა გვითხრა, რომ გეპეიში სწავლობთ, მოგწონთ იქაურობა?
    -ოჰ ძალიან, ვგიჟდები ნაძალადევი ღიმილით თქვა გოგონამ.
    -შენ ანი?
      -მეც.
      -ბიჭებო ხო არ გეწყინებათ ცოტახნით გვერდზე რომ გავიდეთ? რაღაც უნდა ვუთხრა ანის და ძალიან მალე დავბრუნდებით.
      -არ არის პრობლემა. ისაუბრეთ რამდენიც გინდათ.
      მარიმ მოკიდა დაქალს ხელი და გვერდზე გაიყვანა. მომსახურე პერსონალისგან გაიგეს, თუ სად იყო ტუალეტი და საპირფარეშოში შევიდნენ.
      -რა გინდა?
    -მე რა მინდა?
    -ხო შენ რა გინდა?
    -ვიღაც ტიპები ააგდე და ეუბნები გეპეიში ვსწავლობთ? სულ გაგიჟდი გოგო?
      -ხო არ მოვიტყუე, რა მოხდა?
    -ვერ ხვდები რა მოხდა?
    -ვერ?
    -გეპეი ერთ-ერთ უნივერსიტეტად ითვლება, სადაც ჩარიცხვა, ადვილია, სწავლა არც ისე კარგია
      -ცდები, გეპეი ერთერთი საუკეთესო უნივერსიტეტია.
    -ვცდები?
    -კი
    -კარგი, ამ დღის მერე ჩვენი ნახვა თუ აღარ ენდომებათ, შენი ბრალი იქნებოდა იცოდე და ამ ცოდვას არასდროს გაპატიებ. არის მომენტები, როდესაც უნდა მოიტყუო ადამიანმა! ეს შენ კარგად იცი, მაგრამ ახლა რა მოგივიდა, რამ გაგხადა ალალ-მართალი ვერ ვხვდები! ილია ან ჯავახიშვილი გეთქვა, სანერვიულო არ მექნებოდა.
    - დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება.
    -იმედი მაქვს. თუ არადა ვაი შენ ტყავს!
    გოგოები გავიდნენ, შემდეგ ბევრი ისაუბრეს ბიჭებთან ერთად და სიცილ-კისკისში გაატარეს დრო.
  -ჩვენ წინ შეხედეთ ხალხი ცეკვავს, მოდი შევუერთდეთ თქვა ზურამ.
    ამაზე ყველანი დათანმხდნენ.
    ცეკვით რომ გული იჯერეს, დაუბრუნდნენ თავიანთ ადგილს. უცბად ვანოს ტელეფონი აწკრიალდა:
  -ალო
    ......................
    -კლუბში ვარ, შენ რას შვრები?
    ........................................
    -კარგით, გელოდებით! კლუბში ვართ.
    -ვინ იყო? იკითხა ზურამ
    -ლანა და შორენა
    -მალე მოვლენ?
    -წუთი წუთზე აქ არიან.
    უცბად გოგოებს რაღაც უცნაური და გამოუთქმელი გრძნობა დაეუფლათ, რაც აქამდე არ ჰქონიათ. თითქოს იმედგაცრუება ეუფლებოდათ, მარის დამატებით კიდევ გაბრაზება ემატებოდა დაქალის გამო, ყველაფერს მას აბრალებდა, მერე ცოტა რომ დაფიქრდა, ჯერ იფიქრა, იქნება არაფერი ხდება, წინასწარ რას ვნერვიულობო? თან მიხვდა, თუ რამე უნდა მოხდეს უახლოეს რამდენიმე წუთში, მისი დაქალის გარეშეც მოხდება. იმ სიტყვებს არაფერი ცვლილება არ მოუტანია. ანის იმედგაცრუებასთან ერთად რაღაც გრძნობდა ჰქონდა, იცოდა კიდევაც რაც იყო, მაგრამ არ იმჩნევდა. ცდილობდა ჩაეკლა შიგნით თავის სხეულში, მაგრამ რამდენჯერაც ამბობდა არას, იმდენჯერ ფენიქსივით აღდგებოდა. რამდენიმე  წუთში ორი გოგო მოვიდა. ერთი ვანოს ჩაეხუტა, მეორე ზურას.
    -გოგოებო იცნობდეთ, ეს ჩვენი მეგობრები არიან, ანა და მარი. გოგოებო ესენი ჩვენი შეყვარებულები არიან: ლანა და შორენა. სხვათაშორის ისინიც აქ გავიცანით რამდენიმე თვის წინ.
    -დაგვასწრეს ჩუმად ჩაილაპარაკა მარიმ.
    -რაო მარი? უცბად ყურები ცქვიტა ზურამ.
    -არაფერი! ჩავფიქრდი უბრალოდ.
  -ჩვენ წავალთ, აღარ შეგაწუხებთ! თქვა ანიმ
  -არა, რა შეწუხება?! შეგიძლიათ ჩვენთან ერთად გაერთოთ. დილას კი ერთად წავალთ სახლებში.
  -არა! მადლობა! სხვა დროს იყოს!
  -კარგი, თუ არ გინდათ, ვერ დაგაძალებთ თქვა ვანომ.
  -გოგოებმა ტაქსი გააჩერეს და უცბად შეხტნენ შიგნით
  -ეს რატომ დაგვემართა? სიმწრისგან ამოიკნავლა მარიმ.
    -არ ვიცი რით გაგახარო! მშვიდად თქვა ანიმ,ისიც იმედგაცრუებული იყო, მაგრამ ეს იმედგაცრუება იმიტომ კი არ იყო, რაც წარმოედგინა, ის არ მოხდა, არამედ პირიქით. თავის ოცნებაში ის კლუბში გაცნობილ მამრთან სეირნობდა ჯერ კიდევ გუშინდელი საღამოდან, მაგრამ უცბად გულის სიღრმეში რაღაც არსება აიღებდა ფუნჯს და ამ საქმეში ფიასკოს დახატავდა, რომელიც წინანდელ ტკბილ ოცნებას ფარავდა.სწორედ ამიტომ იყო, რომ შიგნით ეს ამბავი  მაინცდამაინც არ იზიდავდა, წინასწარ გრძნობდა, მაგრამ ოცნებაში დახატული სიტკბოება ეჭვს აჩენდა რომ ეს ასე დამთავრდებოდა. მან ეს  გარეთ არ გამოიტანა,უბრალოდ  დაძინების წინ ებრძოდა შიგნით არსებულ ეჭვს, რომელიც არადა არა არ ეცლებოდა სიტკბოებას, გოგონას ეს ყველაფერი დაქალისთვის, ან ნებისმიერი სხვა ადამიანებისთვის რომ მოეყოლა სანამ რეალობად იქცეოდა, ალბათ გიჟად ჩათვლიდნენ, ამიტომ ლამპარში ჩამწყვდეული ჯინივით ჰყავდა და გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევდა.
    -კლუბში ჩემდათავად მიმსვლელის რა!
    -არც მე აღარ შევდგამ იქ ფეხს!
    -სისულელეა გოგო ამდენი ხალხი დგას და ელექტრონული მუსიკის ფონზე ცეკვავს. მერე დათვრება ვიღაც , ბოთლს ჩაარტყამს მეორეს, ესეც არ დაუთმობს. ადამიანების დაშავების შემთხვევები ყოფილა, ერთი საერთოდ სამუდამოდ დაინვალიდდა.
  -ნებსით, თუ უნებლიეთ  თუ მოუკლიათ ვინმე?
  -წარსულში იყო ერთი ფაქტი, ეხლა აღარ გამიგია, რა იყო?
  -არაფერი!
  -ყველაფერს თავი დავანებოთ, ერთი სავსე ბოთლი ჯინ ტონიკი 50ლარი ღირდა , რა სიძვირეა! 38ლარად  ვიყიდი  მაღაზიაში და ერთ დავლიოთ.
    -კარგი
    ანა თინიკაშვილი სახლში რომ დაბრუნდა, დაწვა დასაძინებლად. უცბად მისი ტელეფონი აწკრიალდა. ნინი იყო.
    -ამას რაღა უნდა?!
    ტელეფონს უპასუხა.
    -ალო
    -გოგო, საშინელება მომივიდა, კლუბში ხართ? ახლავე მოვდივარ, უნდა მოგიყვეთ ჩემი ამბავი.
    -არა,სახლში ვარ. ახლა დავწექი ლოგინში და მეძინება. ხვალ ვისაუბროთ რა!
    -რა მოხდა? მეგონა თქვენ მაინც არაფერი შეგემთხვეოდათ ცუდი და დილას წამოხვიდოდით.
    -ხვალ ვისაუბროთ, ძილინებისა.
  -ძილინებისა.
  გათენდა შაბათი დღე, დაადგა შუადღე და გოგოებმა გაიღვიძეს. ისადილეს და ფეისბუკით საღამოხანს შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
  დაღამდა.
  მარი და ნინი ანის სახლში მივიდნენ. მშობლები რამდენიმე დღით სოფელში წასულიყვნენ.     
ისინი სახლში მარტო იყვნენ, ანუ თავისუფლად შეეძლოთ ნებისმიერ თემაზე ესაუბრათ. ოჯახის წევრები რომ ყოფილიყვნენ იქვე, მოერიდებოდათ და ასე თავისუფლად ვერ იქნებოდნენ.
    -გოგოებო რა მოხდა კლუბში გუშინ?
    -ჯერ შენ მოყევი რა შეგემთხვა თქვა ანიმ.
    -გუშინ ხო ველაპარაკებოდი, ხოდა ნომერი მთხოვა. მეც მივეცი რათქმაუნდა. დამირეკა. ისეთი ხმა ჰქონდა აშკარად ნასვამი იყო, ან მოწეულში. თურმე პლანს ეწევა და ბევრს სვამს კიდევაც. ასეთთან არანაირი ურთიერთობა არ მინდა, რაც არ უნდა ლამაზი იყოს. თქვენ რა შეგემთხვათ?
      -არაფერი, უბრალოდ სიამოვნების ზენიტში რომ ვიყავით, ორი გოგონა მოვიდა ლანა და შორენა. შეყვარებულები ყოფილან. რა თქმა უნდა იმწამვსე გამოვიქეცით იქიდან.
    -სწორედ მოქცეულხართ.
    -ახლა როგორ უნდა მოვიქცეთ?
    -უნდა მოვიცადოთ და პირველივე ნორმალური როგორც კი გამოჩნდება არ უნდა გავუშვათ თქვა მარიმ.
  -მართალია. მოდი ყავა დავლიოთ გოგოებო. ახლავე მოგიდუღებთ.
    ასეც მოიქცნენ. ის საღამო დაქალებმა საუბარში გაატარეს. ისინი საუბრობდნენ ყველაფერზე გარდა სიყვარულისა. ამ თემაზე რომ არ საუბრობდნენ, ხალისობდნენ და ჭმუნვა და დარდი ავიწყდებოდათ თითქოს, მაგრამ ეს არ იყო ძველი ამბავი და სიცილ-კისკის დროს შიგნით მაინც  დასევდიანებულნი იყვნენ, რასაც არ იმჩნევდნენ. სხვა შემთხვევაში უსაშველოთ მოუწევდათ ერთიდაიგივე თემაზე ლაპარაკი და მომაბეზრებელი იქნებოდა თუ არა, უფრო მეტად დასევდიანებაც მოყვებოდა, რაც არ უნდოდათ.
    დრო გადიოდა გოგოები უნივერსიტეტში დადიოდნენ. მათთვის ყველა დღე თითქმის მსგავსი იყო, თუ არ ჩავთვლით  რომელიმე ნათესავის მოულოდნელ სტუმრობას. ან დაბადებისდღეებს, როდესაც მეგობრებისგან იღებდნენ იმ საჩუქრებს, რასაც ვერც კი წარმოიდგენდნენ. ანის სკოლის მეგობრებთან კონტაქტი აღარ ჰქონდა, ეს უკვე მისთვის წარსული იყო, უნივერსიტეტში კი მარის და ნინის გარდა, რამდენიმე გოგოს უგებდა, დანარჩენები ინტელექტუალურ მიზანსწრაფულ ბიჭებისგან დიდად არ განსხვავდებოდნენ, შესაბამისად აბა მათთან რა საქმე ჰქონდა? მას ეგონა, რომ მიზან სწრაფულ ხალხთან დაახლოების შემთხვევაში, ოდესმე ეს კონტაქტი გაწყდებოდა. რატომ? დიასახლისს  ხშირად ენდომებოდა მეგობრებთან შინ თუ გარეთ ყოფნა. მიზანსწრაფულს ამდენი დრო საიდან ექნებოდა? ხოდა იქნებოდა წუწუნი, ბრაზი,და ფინალური  აქტი დაშორება. მის ირგვლივ ზოგადად ყველაფერი ვარაუდებზე იყო აწყობილი, მაგალითად: მას იმიტომ მოსწონდა მაღალი, შავთმიანი, გამხდარი ბიჭები, სხვა გოგოები ასეთ ბიჭებზე გიჟდებოდნენ, მათ შორის ნინი და მარი იყვნენ. ბოლო რამდენიმე დღეა ეს ვარაუდი შეირყა ცოტათი, მომხდარი მოვლენების შემდეგ, იგი დაღლილი იყო ამდენი ფიასკოთი, იმას ფიქრობდა, ნაკლებად სიმპატიურ ქერა და დაბალ ბიჭს გაყოლოდა ცოლად, თუ გამოჩნდებოდა მსგავსი ვარიანტი, მაგრამ არა! ჯერ იმედი ჰქონდა დარჩენილი, რომ ეს სურათი შეიცვლებოდა. ამ რამდენიმე კრახის მერე მისთვის ქვეყანა ჯერ კიდევ არ იყო დაქცეული.
    უნივერსიტეტის დამთავრებამდე რამდენიმე დღით ადრე როდესაც ანა თინიკაშვილი მეტროთი მგზავრობდა, მეტრო სადგურ  წერეთელზე ერთი ბიჭი ამოვიდა.გოგონა თავის დაქალთან მაიასთან მიდიოდა სტუმრად მეტრო ვაჟა-ფშაველაზე, ეს ახალი შეძენილი დაქალი იყო, რომელსაც უნდა მოეყოლა მისთვის თავის ცხოვრებისეული წარმატებების შესახებ და ათასი ჭორები. ანას ძალიან მოეწონა ბიჭი გარეგნულად, ის იყო ისეთი ვიზუალით როგორიც ოცნებობდა. მატარებელში ბევრი ხალხი არ იყო, მეტრო სამედიცინოზე პატარა ბიჭი ამოვიდა ხელი ჰქონდა გაშვერილი და მათხოვრობდა. მან ვაგონის ბოლომდე და უკან ერთი წრე დაარტყა, მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა მისცა ხურდა. ამ შემთხვევაში ბიჭს როგორც ჩვეოდა ყველაზე ახლო მჯდომს ჩაეხუტა, რომ ფული მიეცა. ეს იყო, ვინც ანას ძალიან მოეწონა. ბიჭმა უხეშად მოიშორა, მაგრამ კიდევ მიადგა, ამჯერად ერთი შეუკურთხა: შენი დდშვციო და ისევ ძალით მოიშორა. ბიჭს ისე ჰქონდა ბრაზისგან სახე დაღრეჯილი, რომ ბავშვი მიხვდა, უნდა გაშორებოდა, თუ არა კაი დღე არ დაადგებოდა. ანა სააბოლოდ დარწმუნდა რომ ის ის იყო. გვერდზე დაჯდომა ვერ გაბედა, მაგრამ შემდეგ როგორც გაირკვა ერთ სადგურზე ჩადიოდნენ, ეს დიდი სასწაული იყო. თურმე ღმერთს არ გაუწირია ანა შინაბერობისთვის. გოგონა მივიდა ბიჭთან დასალაპარაკებლად.
    -გამარჯობა
    -გამარჯობა
    -მე ანი მქვია, თქვენი სახელი?
    -მალხაზი
    - სასიამოვნოა
    -ჩემთვისაც.
    აქედან დაიწყო ყველაფერი. რამდენიმე თვეში გოგო და ბიჭი შეყვარებულები გახდნენ. ურთიერთობის დროს გოგონა დარწმუნდა ეს ბიჭი მართლაც  ის იყო, რადგან ძალიან უხეში იყო, ინტელექტუალებს არ მიეკუთვნებოდა მაინცდამაინც- ფოსტაში მუშაობდა ფოსტალიონად და ეს უკანასკნელი ჯერჯერობით საკმარისი იყო მისთვის, მაგრამ რამდენს გასტანდა არ იცოდა, ალბათ სამუდამოდ, სანამ პენსიაში გავიდოდა. ყველაფერს რომ თაცვი დავანებოთ ბიჭს ჰქონდა ერთი თვისება, რაც გოგონას ბიჭზე აგიჟებდა, კერძოდ: ვისთან მიდიოდა, ვის წერდა, ვინ ურეკავდა, რატომ ურეკავდა ყველაფერს აკონტროლებდა, თან ის აკეთებდა ამას უხეში ფორმით, ეს უკანასკნელი კი გოგონას ძალიან აგიჟებდა.
      შეხვედრიდან ხუთ თვეში მალხაზიმ და ანიმ იქორწინეს, ამ დღიდან ის თინიკაშვილი აღარ იყო გვარად, არამედ ჭუმბურიძე. უნივერსიტეტი დამთავრებული ჰქონდა, ქმარი სამსახურში არ უშვებდა, სახლში იჯდა იქაურობას ალაგებდა, სარეცხს რეცხავდა, ფენდა, აუთავებდა საჭმელს ამზადებდა. თავშესაქცევად დრო ნაკლებად რჩებოდა უკვე. ქმარს მალხაზს ძალიან უყვარდა თავის ცოლი, რომელიც მშვენივრად ართმევდა დიასახლისობას და ცოლსაც უყვარდა თავის გამრჯე ქმარი, რომელიც კვირის გარდა ნებისმიერ დღეს დილიდან საღამომდე მუშაობდა და მარტო კვირა იყო ხოლმე მთელი დღე სახლში. დასვენების დღეს ის ძალიან იშვიათად გადიოდა ძმაკაცების სანახავად და მაშინაც გვიან ღამე ბრუნდებოდა სახლში.
                                                                            4
      დაოჯახების შემდეგ  უკვე ანა ჭუმბურიძის მეგობრები მთლიანად გაქრა და ისინი ჩაანაცვლა ახლებმა- მალხაზის ძმაკაცებმა. დაქალებს შეეშურდათ მისი გათხოვების ამბავი, მათთვის წარმოუდგენელი იყო გაუთხოვარი გოგოებს ემეგობრათ დაოჯახებულ ადამიანთან. სახლში რომ ესტუმრებოდნენ, შეიძლება ქმარიც ყოფილიყო და ეს ამათთვის კომფორტული სიტუაცია არ იქნებოდა. ჯერ ერთი იმიტომ მათ ხანდახან ისეთი სასაუბრო თემები ჰქონდათ, რაც ქალების საქმე იყო და მამრობითი სქესის წარმომადგენელს არ უნდა გაეგო. თან წყვილის დანახვისას, გაახსენდებოდათ საკუთარი უბედობა და იმის მაგივრად მხიარულებაში გაეტარებინათ დრო, დაღრეჯილები იქნებოდნენ. გოგონას მალხაზის ძმაკაცები ნაკლებად მოსწონდა: ლოთები იყვნენ, როდესაც სახლში მათთან მიდიოდნენ , სულ ნაშებზე ლაპარაკობდნენ, ხითხითის, ღადაობის და გინების მეტს არაფერს აკეთებდნენ, მაგრამ ქმარს ხათრს ვერ უტეხავდა და ისე იქცეოდა თითქოს მათი დანახვა სიამოვნებდა. ოჯახის შექმნიდან მალევე ანამ ერთი ლოზუნგი აიკიდა: ოჯახის შენარჩუნებისთვის ხელოვნურობა საჭიროა. ადრე ის ამას ბიჭის დაკერვისთვის აუცილებელ პირობად თვლიდა, მაგრამ მის  ცხოვრებაში ადამიანი ისე გამოჩნდა ეს არ გამოუყენებია, სამაგიეროდ ახლა დაჭირდა და მშვენივრად ასრულებს თავის როლს.
      ანას არ უყვარდა ტელევიზორის ყურება. იქ მისი აზრით ცუდი ამბების და უაზრო თოქშოუების მეტი არაფერი იყო. ერთხელ მაღაზიიდან სახლში, (ახალ ბინაში გადასულივნენ ოჯახი საბურთალოზე, მანამდე ორივე გარეუბანში - ერთი სამგორში, მეორე ვარკეთილში ცხოვრობდა) რომ დაბრუნდა , არ იცოდა რა ეკეთებინა. ჯერ წიგნი წაიკითხა, მერე ქმარს დაურეკა, მალხაზიმ უთხრა ცოტა შემაგვიანდებაო, ბოლო საქმე საჭმლის მომზადება რომ მოათავა, სხვა დანარჩენი, დიასახლისს რაც ევალებოდა თითქმის ყველაფერი მოთავებული ჰქონდა. ჩამოჯდა სკამზე უსაქმოდ და არ იცოდა რა ეკეთებინა.
    -წავალ, დავიძინებ მოიფიქრა ანამ.
    დაწვა, მაგრამ ძილი არ მიეკარა. აი ამ წუთას მოიფიქრა ტელვიზორის ჩართვა. ერთ არხზე გადართო, უბედურება, მეორეზე უბედურება. იმედზე რაღაც სერიალი დაიწყო, ანის მოეწონა გასართობი ეჩვენა,
    -ტელევიზორში ამას ვნახავ ხოლმე თქვა მან თავისთვის და გადაწყვიტა არცერთი სერია არ გამოეტოვებინა.
      თავისი განზრახვა სისრულეში ბოლომდე ვერ მოიყვანა, რადგან ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ქმარმა სახლში მოსვლა დააგვიანა, სხვა დროს ის ტელევიზორში ძმაკაცებთან ერთად ფეხბურთს უყურებდა, რომელიმე ფილმს, ან მარტო საინფორმაციოს. დიდად არ აინტერესებდა, მაგრამ დაღლილ დაქანცულზე კითხვა და ნებისმიერი სხვა ქმედება ეზარებოდა ტელევიზორის ყურების გარდა. აბა სასიყვარულო მელოდრამებში, შემეცნებით გადაცემებში ხო არ დაკარგავდა დროს? ცოლს უყვარდა თავის ქმარი და უგებდა, ჩართავდა თავის ლეპტოპს და  როდესაც ქმარი სამსახურში იყო, მაშინ უყურებდა.ტელევიზორის ყურებას სრული დუმილი ჭირდებოდა, ყოველშემთხვევაში მალხაზს ასე ეგონა. პატარა გაფაჩუნება მისთვის ასატანი იყო, მაგრამ ისეთი ხმა როგორიც კომპიუტერის დინამიკებს ჰქონდა, მალხაზ  ჭუმბურიძისთვის ყოველგვარ ზღვარს ცდებოდა.  შემდეგ მოხდა ყველაფრის ფერიცვალება, ყოველდღიურად აგვიანებდა ქმარი მოსვლას, მაგრამ ძალიან ადრე თუ დაგვიანებულზე ყოველთვის მთვრალი მოდიოდა, ახლა ესე არ იყო, თან უფრო დაკვირვებული იყო რა ჩაეცვა, სუფთა იყო თუ არა.  ყველაზე ცუდი ის იყო რომ ყოველ კვირას გადიოდა გარეთ, ცოლი ეხვერწებოდა: ერთი დღე დარჩი სახლშიო, მაგრამ უსმენდა ვინმე რამეს? ანა ჭუმბურიძეს ახალი რეალობასთან მოუწია შეგუება, რომელსაც დროის დიდი ნაწილი ქმრის გარეშე ერქვა. ამას მოყვა ის რომ ანა კიდევ ერთხელ დარეგისტრირდა ფეისბუკზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ ქმრის გამო გაუქმებული ჰქონდა. სხვადასხვა ჯგუფებში გაწევრიანდა. ფილმებზე და წიგნებზე იღებდა რჩევებს. საინტერესო ხალხთან ჰქონდა კონტაქტი და ასე ატარებდა დროს. ეს იყო მისთვის მარტოობის შემავსებელი, ის რაც ჭმუნვასა და დარდს ავიწყებდა. ამის შესახებ მალხაზს არ უნდა გაეგო, თორემ კიდევ ერთხელ გაუქმებინებდა ანგარიშს. ფარულად მან ბევრი საინტერესო და შემეცნებითი რამ გაიგო, რაც მთავარია თავის საყვარელი სერიალის ყურებას იგი ტელევიზორში ყოველგვარი გადართვის და ფეხბურთს უნდა ვუყურო გარეშე ახერხებდა.
        ერთხელ ანის ერთმა ფეისბუკ მეგობარმა ლევან ჯმუხაძემ შეხვედრა თხოვა. ისინი დიდიხანია ფეისბუკზე მეგობრობდნენ. ანი ლევანის ჭკვიან ბიჭად თვლიდა, ძალიან ბევრი რამე იცოდა, რაც მთავარია ბიჭს ესმოდა რომ გათხოვილთან მეგობრობის მეტი სხვა ურთიერთობა არ შეიძლებოდა და არც უარს ამბობდა.  პასუხი უარი არ მოსულა, მაგრამ ანიმ უთხრა ყოველშემთხვევისთვის ქმარს დავეკითხები ნებართვას და მოგწერ პასუხსო. როდესაც მალხაზი დაბრუნდა სახლში, სანამ დაიძინებდა, ანიმ გადაწყვიტა დალაპარაკებოდა. ის ამ დროს ფხიზელი გახლდათ და ფხიზელთან საუბარი უფრო იოლი იყო.
      -მალხაზ
      -რა გინდა?
      -ერთ თემაზე მინდა გესაუბრო.
      -რა თემაზე? რაღა დაგვრჩა ჩვენ სასაუბრო?
    -იცი ფეისბუკი აღვადგინე......
    -რომ გაგაუქმებინე, თითქმის მთელი დღით არ იცი რა აკეთო და აღადგინე ხო? უცბად შეაწყვეტინა ცოლს ქმარმა საუბარი.
    -კი მაგრამ ეგ არ არის მთავარი.
    -აბა რას მიმალავ კიდევ?
    -ერთი ბიჭი გავიცანი ლევანი ჯმუხაძე, ძალიან ჭკვიანია,  განათლებული, კარგად მესაუბრება და მინდა შეხვდე. შეიძლება ვნახო?
    -არა, შენ ფეისბუკიდან გაცნობილ არცერთ ბიჭს არ შეხვდები. არ არის საჭირო! მე შენი დაქალებიც არ მომწონდა, კიდევ კაი გათხოვების მერე თავისით ჩამოგშორდნენ და ჩარევა არ დამჭირდა, ამას იმიტომ ვამბობ, რომ არც გოგოებს არ უნდა შეხვდე! არ ვარ დარწმუნებული კიდევ ისეთი გოგოები არ იქნებიან, როგორიც მარი და ნინი არიან. მარტო ჩემს ძმაკაცებთან გექნება კონტაქტი!
    -კარგი ანუ შეხვედრაზე უარს ვეტყვი.
    -მარტო უარი არა, დაბლოკავ კიდევაც. ამის მერე დაიმახსოვრე, თუ ვინმე მოგწერს, ან შეხვედრას გთხოვს, დაბლოკავ! გასაგებია?
    -კი
    ანი ჭუმბურიძეს არ უნდოდა ლევანისთვის უარი ეთქვა, ან კონტაქტი გაეწყვიტა, მაგრამ ქმარმა მოითხოვა და უარს როგორ ეტყოდა? ის იყო მისთვის ადამიანი, რომელსაც ყველაფერში უგებდა, ყოველ მის სიტყვას ასრულებდა. ის იყო მისთვის ღვთაება,  კერპი, რომელსაც  ერთი კონკრეტული სახე და სახელი არ ექნებოდა. ის შეიძლება ყოფილიყო ორსახა იანუსი, ბიბლიური ოქროს ხბო, ხალხმა რომ შექმნა მოსეს მთაზე ყოფნისას, შივა ან ნებისმიერი სხვა, რომელიც რელიგიურ წიგნებში მოხსენიებული იყო, ხატის სახით სხვადასხვა ქვეყანაში წარმოდგენილი იყო, ან უბრალოდ რომელიმე სამლოცველოში, თუ სადმე ღია ადგილას სკულპტურის სახით არსებობდა. ადამიანს რომელსაც თვალებში შესციცინებდა სურდა ასე და ასეც უნდა ყოფილიყო. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობდა. ვიღაცის გამო თავის სიყვარულთან ურთიერთობას არ დაძაბავდა. წყენა ბრაზი,  ცუდი სიტყვები, სახლიდან წასვლის მოთხოვნა და მარტო დატოვება თვითმკვლელობამდე მიიყვანდა ანას, ეს კიდევ მას არ უნდოდა. იგი ვალდებული იყო თავის სიყვარულისთვის გაეღო მსხვერპლი, რომელიც ამ სიტუაციაში უკვე  უმნიშვნელო გამხდარიყო. პატარა რაღაცის დაკარგვა ერჩივნა იმას, რაც მის ცხოვრებას წარმოადგენდა.
    როდესაც გათენდა მეორე დღე, ანიმ ლევანის ფეისბუკზე მიწერა, აუცილებელი, მაგრამ ასევე ძალიან მტკივნეული ტექსტი:
  „ გამარჯობა ლევან! როგორ ხარ? ლევან სამწუხაროდ ვერ გნახავ. ჩემ ქმარს არ მოსწონს ეს ამბავი და არ მინდა ვაწყენინო, ხო გესმის ჩემი? სიმართლე გითხრა საერთოდ ამიკრძალა შენთან ურთიერთობა, ამიტომ მაპატიე, მაგრამ უნდა დაგბლოკო“.
    გოგონა არ დალოდებია პასუხს, ადგა და შავ სიაში ჩააგდო მოხმარებელი. გულიდან თითქოს ლოდი მოეშვა, რომელიც ქმრის წინაშე არსებულ ვალდებულის შესრულებას წარმოადგენდა.


                                                              ..........................................................
    28მაისი ანი ჭუმბურიძის დაბადებისდღე  იყო. ის 27 წლის გახდა. ამ დღეს წესით ცოლ-ქმარს ერთად უნდა გაეტარებინათ, რადგან კვირა დღე იყო და მალხაზის არცერთ ძმაკაცს მისთვის არ ეცალა.  ამ დღისთვის მალხაზიმ იყიდა ტორტი და შამპანური, ანამ გამოაცხო შოკოლადის ნამცხვარი. როცა სუფრა გაშალეს, რომ დრო ერთად ტკბილად გაეტარებინათ, უცბად აწკრიალდა ბიჭის ტელეფონი.
  -ბოდიში ძვირფასო, უნდა გავიდე.
    -სად მიდიხარ? აკი დრო ერთად უნდა გაგვეტარებინა?
    -რაღაც საქმე გამომიჩნდა, მალე დავბრუნდები საყვარელო! მე მალე დავბრუნდები.
    მალხაზი ხუთ საათში მივიდა სახლში საღამოს ცხრა საათზე.
  -ამდენი ხანი სად იყავი? მალე უნდა მოსულიყავი და ეს არის მალე?
  -საქმე მქონდა, ნუ მსაყვედურობ! შენ ხო არ იცი სად ვიყავი და რა გავაკეთე?
  -კარგი ხო!
  -გაგვიმარჯოს!
  ანის არ უნდოდა სიტუაციის გამწვავება, თან თუ გავითვალისწინებთ იმას რომ მისი ქმარი ძალიან დაკავებული იყო, მის დაბადებისდღეზე ამდენ ხნიანი დაკარგვა შესაძლებლად დაუშვა.
  -გაგვიმარჯოს!
  ის ღამე ცოლ-ქმარმა მხიარულებაში გაატარა. სრულიად მარტო იყვნენ. არავინ არ აწუხებდათ. ის ამ წუთას არანაირ ცუდზე არ ფიქრობდა ვერც კი წარმოედგინა ვერაფერი, ეგონა ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც უწინ, მაგრამ თურმე განგებას სხვანაირად სდომებია, ხანდახან ბედის ჩარხი ერთ მხარეს რომ გადატრიალდება, უცბად მდებარეობას იცვლის ხოლმე. მომავლის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია,მოსახერხებელი რომ ყოფილიყო უფლის გეგმების დანახვა, ანი მაინც ამაზე არ იფიქრებდა, რადგან ძალიან ბედნიერი იყო. თითქოს ამ წუთას, ამ დროს, ის მიმდინარეობდა, რაზეც ოცნებობდა და არ სურდა დასრულება, მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული.
7ივლისი თითქოს ჩვეულებრივი დღე უნდა ყოფილო ანა ჭუმბურიძის ცხოვრებაში. ქმარი სამსახურში გააცილა, მერე დღე ჩვეულებრივ რუტინას როგორც შეეფერებოდა, ისე გააგრძელდა. ღამის თერმეტის ნახევარზე მალხაზი სახლში რომ არ იყო, დაურეკა. ქმარს ტელეფონი ჰქონდა გათიშული.
  -ასეთი რამე არ ახასიათებს ნეტავ რა ჭირს? ანერვიულდა ანი
  გოგონა სამზარეულოში მაგიდასთან იჯდა და მალხაზს ელოდებოდა . ის კიდევ არ ჩანდა. 1 საათზე ძილი მოერია, ზედ მაგიდაზე დაადო თავი და თვალი დახუჭა. დილის ცხრა სააათზე გამოეღვიძა. ქმარი სახლში არ იყო მოსული.
  -ნეტავ რა მოუვიდა?! უფრო ანერვიულდა ანი. კიდევ დარეკა, ამჯერად ზარი გავიდა, მაგრამ არავინ უპასუხა, კიდევ ერთი ზარი, ისევ არაფერი, იმედ გადაწურულმა ქმარს მესიჯი გაუგზავნა:
    მალხაზი სად ხარ? სად დაიკარგე? შენზე ვნერიულობ! შენ გამო სამზარეულოში მეძინა. გთხოვ გამეცი პასუხი!
    ანერვიულებულ გოგოს ბოლო იმედიღა ჰქონდა დარჩენილი, რომ ქმარი საპასუხო მესიჯს მიწერდა. გავიდა ორი საათი, მართლაც გაისმა შეტყობინების ხმა, გოგონა გულის ფანცქალით მივიდა ტელეფონთან. ბრიჯსტოუნი ოცდახუთ პროცენტიან ფასდაკლებას 7 აგვისტომდე საბურავებზე აცხადებდა. გავიდა კიდევ ერთი საათი. ამ დროს ანას გული ისე იყო თითქოს შიგნიდან ამოვარდნას ლამობდა, ისე მუშაობდა განზრახვის შესრულებას ბევრი არაფერი უკლდა, ყოველ წუთზე ბაგა-ბუგი გაჰქონდა. გავიდა ორი საათი და კიდევ ერთი შეტყობინებოდა მოვიდა:
      ძვირფასო ცოლო მაპატიე, მაგრამ ერთად ვეღარ ვიქნებით, მე სხვა შემიყვარდა და იმასთან უნდა გადავცხოვრდე. გთხოვ გამიგე და მაპატიე! შენთან ყოფნისას ნაშებთან ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ეს სხვა შემთხვევა, მიყვარს და არ მივატოვებ. ნივთების წამოსაღებად რამდენიმე დღეში მოვალ და განქორწინებაზე ვისაუბროთ.ეს ის არის რაც აუცილებლად გვჭირდება მე და შენ, შენ თუ არა მე მაინც, ორ ქალთან ერთად ვერ ვიქნები. იმედია  გამიგებ, როგორც ყოველთვის იყო და არ გამიბრაზდები!ვაფასებ შენ მსხვერპლს რაც ჩემთვის გაწიე, მაგრამ ნუ ასე მოხდა, რას ვიზამთ. ყველაფერი ისე არ არის, როგორც გვინდა! წარმატებები შენ პირად ცხოვრებაში და იმედია კარგი მეგობრებად დავრჩებით. შენი ერთგული ქმარი მალხაზ ჭუმბურიძე.
      ანა ამ წერილზე თითქოს დამშვიდდა, რადგან გაიგო ქმარი კარგად იყო, მაგრამ სევდამ შეიპყრო, თავის მეუღლეს შორდებოდა, რომელსაც ეთაყვანებოდა და ყველა „ პრიკაზს“ თუ „ხუშტურს“ უსრულებდა, მოსწონდა, თუ არ მოსწონდა მის ყველა გამოხტომებს იტანდა. ახლა რა გამოვიდა? ისევ მარტო უნდა დარჩეს? დაე იყოს ასე! თავის ძვირფასს ადამიანს ვერასდროს უღალატებს, ის ხომ მისთვის ყველაფერი არამიწიერი დიდებული რამ არის. ახალი ფურცლიდან რომ დაიწყოს ცხოვრება, ეს იმას ნიშნავს  მოკლას სიყვარული მალხაზ ჭუმბურიძის მიმართ, ანუ დაივიწყოს ადამიანი, რომელთანაც უამრავი სასიამოვნო დრო გაუტარებია. საკუთარ გონებაში კედლიდან ხატი ჩამოგლიჯოს, საეკლესიო წიგნები დაწვას, ან კერპები, თუნდაც ოქროს ხბოსი დაამსხვრიოს. არა ! ის ამას არ იზამს. ურჩევნია შინაბერა გავიდეს მარილზე და ისე წარდგეს უფლის სამსჯავროზე, ვიდრე ეს გააკეთოს.
    სევდაში წარმოქმნილი ფიქრი დაშორების მერე  ანა თინიკაშვილს თავში ბევრჯერ უტივტივდებოდა და რამდენჯერაც მთხოვნელი მიადგა ყველანი უარით გაისტუმრა. 
  გოგონამ აი ასე იცოცხლა, და ასაკში შესულმა გარდაიცვალა, რომელიც ძველ დროს ოჯახზე ოცნებობდა და რას არ აკეთებდა, თავის ოცნება რეალობად რომ ექცია.. 

   
   


   
 
 
       
     
 
 
 





 



 

 

   




 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები