 | ავტორი: აბრრაგი. ჟანრი: პოეზია 14 მარტი, 2020 |
ფშავის ხევს შავი ღრუბელი ისევ შავფერად ჰბურავდა დავჯექი ლექსი ამოვთქვი კაცურად,პოეტურადა, გმირისა ხელაშვილისა ტყით გავარნილის მგლურადა ჩოლოყაშვილის საძმოსთან შეფიცულს ნამყოფს ძმურადა ჭირშიაც ერთად მყოფელთა ერთად დამსხართა პურადა მაგათმან დავითფერულმან ბევრს თავის ქალა ურანდა.. არ შეეუშინდა სიკვდილსა ჯიქურად გაუქურანდა.. წყალნი ტყეთ, ტყენი მდინარეთ ხევი ფშავის მთას მონებსა ქვეყანა ნახავს ამ ლექსსა მეც ვინმე მომიგონებსა სიკვდილისაკენ გამქცევსა კარგ ყმას რა დაამონებსა.. ლექს გიწერ უკან ფშაველო სული პირს მჩრია მანამა ნადირითან ბილიკს შეაჭრა ფშაველმან დიაკვანამა ვერ აიტანა,მოქცევა და დამცირება უბირთა აყრილი თოფ-იარაღი ჯოყოლასავით უკვირდა.. იარა მარტო ხელამა ყველა გზა, ყველა იამა მგლის კვალზე მარტოხელამა ფშაველმან თუთაშხიამა დაცხრილა მაღაროს კარი თოფითა , მაუზერითა შევარდა ჩაფრებს მიუხტა მისრიაშვილის ცხენითა ამოითოვლა ქედები ბევრი ტკივილის თმენითა ლექსებად შეეხარხარა სიკვდილის ხარსა რქენითა.. კაცურად წასვლა გვასწავლა და გვითხრა ასე ჰქენითა.. დედა მოუკლეს ჩაფრებმა ტყით გასულ გაამწარესა იფიქრეს ვეღარ გაჩნდება ხელა ამ დღესა მწარესა მახეს იქითავ უგებენ საითაც გასწევს მხარესა ვერ ნახავს დედას საფლავსა მიწა ვერ მაიბარებსა გაიგებს იტყვის ხელაი და ამბავს დაიაბარებსა დედის დაკრძალვას ვესწრები მოვდგები ფშავის კარებსა მესროლონ გინდა ზურგიდან ვინც ამით გაიხარებსა ჯოგს მოვყრი ზედაც დავაკლავ საფლავზე ლაბა ხარებსა დავჯდები ერთსაც ვიტირებ დედისა ცივ სამარესა ბოლოჯერ ვნახავ დახუჭულ ჩემ დარდით ღია თვალებსა. დაკრძალვის დღესა გამოჩნდა კბილები უჩანს ძლივსაო გულზედ ასხმული თოფები ჰგავს მარგალიტის მძივსაო მუხლებმოყრილი მიუჯდა დედის სამარეს ცივსაო მგელივით ამოიყმუვლა ააჰმე შენსა შვილსაო. ხევები ხევებს არ ჰგავდნენ მთები არ ჰგავდნენ დევებსა უხევდნენ ლექსებს ჰკარგავდნენ ღამებს სისხლით მთევებსა გაიგო ხელაშვილამა ჯილდოდ დაუდავთ ღორებსა ვინა ჩემ სიკვდილს იკადრებს დამკრავსა გამაგორებსა იმისიარის ის ფული თვითონ ეტყოდა სწორებსა თქვენმე მომკალით ბიჭებო სხვას დაჰყრით მერე ჭორებსა არწივი მტაცებელია ამით ჰგავს განა ქორებსა... მთა არი იგი მაღალი ვერ იტყვი მთაზე გორებსა.. უთქვამს ჩემ ტყვიით მომკალით ვისაც გულში გაქვთ ღალატი სხვამ არ ჩაიცვათ იცოდეთ თქვენი სირცხვილის ხალათი დაათვრეს შემოიტყუეს მარცვალამ გარსევანამა რა გიკვირთ გან არ უქნია, ქართველს ასეთი მანამა ერმა ილიას მომკვლელმა ყელამდე ცოდვიანამა მძინარეს უნდა ესროლოს ცხოველმა კაცისთანამა.. იქ შექეიფდა ხელაი სადაც ეგონა ძმებია მშიერი მალე დამთვრალა სასმელი მოჰკიდებია შებინდა გონი არაყმა აღარ ესმოდა ხმებია სიზმარი რამე უნახავს სურათი მოლანდებია უვლია თეთრსა არაგვსა შავ არაგვს შეერთებია ერთია მათი სავალი.. ორივ სიკვდილის გზებია და ასე ხელაშვილასა ქაქუცა დასიზმრებია.. მისულა ტყისა ნაძმობი ქოჩორზე მოჰფერებია უგრძვნია იმას ღალატი ვაჟკაცი დანანებია.. რა იცის აბა მიხამა ვინ არის მთვარე მზე ვინა ბევრი თუ ფულმა იხამა ბევრს ტყვია დაალევინა ვერ მოერია შიშმა და უკან ვერ დაახევინა ბევრჯერა თოფის ლულასა ცეცხლები გააყრევინა და ცხენიც ისე აჭენა ნალები დააყრევინა.. ისე სტენიან თოფებსა კაცს გეგონება ომია მძინარეს ხელაშვილასა თავზდავ წამასდგომიან სიბნელე იყო ცრემლები ჩამოუგორდა თვალებთან იტირა მარცვალაშვილმა ხელები უკანკალებდა დაუმიზნია ლუკასა თან გახედავდა კარებსა ვეღარცა უქნავ იმასა ჰგვანდნენ დიაცებს, ქალებსა იციან ასეთ გასროლა სიცოცხლეს გააწვალებსა ვეღარც სად იამაყებენ სიკვდილი მათაც დალევსა, ვახტანგმა გადაუტენა დაუშვა ტყვია თავშია, მზე ჩადის მაღაროსკარში რა დღე თენდება ფშავშია. მიანათებენ , ხედავენ თავში სჭირს ტყვია ხელასა ახლოს მისვლას ვერ ბედავენ ისიც არ ითხოვს შველასა ძირს დავარდნილი მიხაი დაჭრრილსა ჰგავდა მგელასა დაიხრიალა უთხარით თქვენი კაცობა შვილებსა იქნება ჩემ გზით იარონ სირცხვილი აცოდვილებსა, მივდივარ იქავ ავღნიშნავ ამ ჩემსა იუბილესა... დუშეთის მილიციასა მკვლელები ერთად ეტყვიან ჩვენგან გასროლილ ტყვიასა ხელაი დაუსეტყვია, ორ კვირას მარხილს ესვენა გაციებული ცხედარი სამაგალითოდ დასჯილი წმინდა გივორგის მხედარი ნუ გგონავ იმისი მკვლელი საფლავში აასე მხნედარი.. როცა ამ ქვეყნის ცას თავზე შავი სუდარა ჰფარავდა ქალი გამოჩნდა მალვითა ძმის ცხედარს მოიპარავდა სალომე ერქვა სახელი მაღალი ღმერთი ჰფარავდა სამარე თვითონ გაუჭრა მიწას თვითონვე ჰბარავდა დაჰბანა ცრემლით მოკლული იდარდა,გაჭაღარავდა.. გამოიტანენ ფშავლები ერთ სამკვდრო ტაბლას ჯამებით დაიტირებენ ხელასა მოკლულსა ასე წამებით ვაჰ, რა რთულია ბიჭობა.. ბედმა მრავალი გვიცემა დავკივლე ლექსი ამოვთქვი მე მგზავრმა ჯაბახიძემა ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინნდება მოჰკლავენ ზვიადაურსა ქვეყანა გაირინდება შეებრალება ვაჟკაცი აღაზას აქვითინდება კაცი ისარი სივდილს რომ არაფრით შეუშინდება მომკლან წამებით თუ ასე ჩემსავ ქვეყანას სჭირდება ეგარის ნაღდი სიცოცხლე ბალღებ რო შენ ლექსს მღერიან ბინდისფერია სოფელი სოფელი ბინდისფერია..
სამება – ქრისტიანული ღვთისმეტყველების უმთავრესი დოგმატი, რომლის მიხედვით, ღმერთი ერთი თავისი არსებით, მაგრამ „სამგვამოვანია“ (სამპიროვანი, სამბუნებოვანია); მამა ღმერთი, ძე ღმერთი (ლოგოსი — „სიტყვა“ ) და სულიწმინდა; სამების წევრნი თანასწორნი და თანაარსებულნი არიან.
ფშაურ პოეზიის სამება.. მამა ღმერთი - ვაჟა ფშაველა ძე ღმერთი- გაბრიელ ჯაბუშანური სულიწმინდა-მიხა ხელაშვილი..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ძალიან მომეწონა, ძალიან მიყვარს ფშაური პოეზია. ძალიან მომეწონა, ძალიან მიყვარს ფშაური პოეზია.
5. კარგად კი ამოგითქომს, მგზავრო ჯაბახიძევ - კაცურადაც, პოეტურადაც!
25 წლის მიხა ხელაშვილი -ფშაველი თუთაშხია ....
კარგად კი ამოგითქომს, მგზავრო ჯაბახიძევ - კაცურადაც, პოეტურადაც!
25 წლის მიხა ხელაშვილი -ფშაველი თუთაშხია ....
4. ვისარგებლებ მაშინ ))))))))))) DDD
ვისარგებლებ მაშინ ))))))))))) DDD
3. მგონი, თქვენ სასარგებლოდ დავწერე და ...:))) მკითხველი რომ არ შეფერხდეს და რიტმიდან არ ამოვარდეს, ერთი გადაკითხვით ჩაასწორებდით. დანარჩენი თქვენი ნებაა.
მგონი, თქვენ სასარგებლოდ დავწერე და ...:))) მკითხველი რომ არ შეფერხდეს და რიტმიდან არ ამოვარდეს, ერთი გადაკითხვით ჩაასწორებდით. დანარჩენი თქვენი ნებაა.
2. კაი ტოოო, მეტი ვერაფერი ნახეთ შესამჩნევი? :D DDD მაგას ჩავსვამ და გადავსვამ მერე...
კაი ტოოო, მეტი ვერაფერი ნახეთ შესამჩნევი? :D DDD მაგას ჩავსვამ და გადავსვამ მერე...
1. 5 ფშაური პოეზიის „სამება“, ბრჭყალებში ჩასვით. სიტყვებია ჩასასწორებელი /მექანიკური შეცდომები/
5 ფშაური პოეზიის „სამება“, ბრჭყალებში ჩასვით. სიტყვებია ჩასასწორებელი /მექანიკური შეცდომები/
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|