ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მერიენ
ჟანრი: პოეზია
16 მარტი, 2020


ზღვისპირა

ზღვისპირა ქალაქში ვიყავით,
მესიზმრა საჰარას უდაბნო,
მწყურვალი კაცი ვარ, მითხარი,
შენ წყურვილს მომიკლავ მუდამო.
გაწვიმდა და მლაშე ღრუბლებმა
დაუშვეს შავი ზღვის სიზმრები,
დაფარა ტალღები ულევმა
ლაქებმა, ყურებით იგზნები.
თან მოაქვს თოლიას ნაპირი
ფრთების ქვეშ იკეცავს ხომალდებს,
უნიჩბოდ მცურავი ნავი ვარ,
მითხარი და თითით მოხაზე
ჩემს ხელზე ახალი ნიჩბები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები