ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მერიენ
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2020


ატმის კვირტები

ატმის კიმონოს კრეფს მარტის ქარი
და ცაზე ნარღვევს კერავს კვირტებით.
დროა, თალხ მიწას მძიმე სტიქარი
გამოვუცვალო! თუ მაკვირდები?!
კლდისპირზე ვდგავარ და მზე ფრთებს მაჭრის
ან რას გავხდები მე მის ეშვებთან?!
ჰა, შენი ნეკნი - ჩემი თმის სარჭი!
ვიხსნი და მკლავი კლდისკენ ეშვება.
კაფავენ ხმისგან დაშრეტილ სისხამს
ლურჯი ყვავები. ვკრთი და მანტიას
უცბად შემცივნულ სხეულზე ვისხამ.
თუ ცის ნაპრალში მზერას გავიტან,
იქნებ იქ გნახო?! სიზმრად გაცრეცილ
ღამის პერანგში ან დაყვავებით,
გითხრა, რომ შიში უკვე გავცერი,
მგონი მზის ეშვით; ანდა ყვავებით,
რომლებიც სხედან ატმის კერტების
საქანელებზე და ამ ალაგებს
აღარ ტოვებენ. მეც ვიკეტები
და მიწის სტიქრებს სკივრში ვალაგებ.
2019

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები