 | ავტორი: მერიენ ჟანრი: პოეზია 22 მარტი, 2020 |
ონკანი მოშვებული დავტოვე, დაე, სიზმრებმა პირდაპირ შავი ზღვისკენ იდინონ. რატომ არ ვუყვები ხმამაღლა კოშმარებს წვიმას?! როცა ისინი ღრუბლებს დაუბრუნდებიან, კვლავ ჩემს თავზე გაწვიმდება ორნახადი სიზმრები, უფრო მძიმე და უფრო მათრობელა. აი, თურმე რატომ მაკარგვინებს გონებას, ზღვის სიმღერის მოსმენა, ანდა, რატომ ეხეთქება ნაპირს აქაფებული ტალღები. ცოფიანი და დუჟმორეული სიზმრები, უკან ბრუნდებიან და რამდენჯერაც გადავდე მათი ხმამაღლა მოყოლა, იმდენჯერ ადიდდა ზღვა, იმდენჯერ მეტი წვიმა წამოვიდა ციდან, წარღვნად იქცა და გამიყოლა. სად გამომრიყა ამ სიზმრებმა, ცხადია. მოშვებული ონკანიდან გადმოსულმა წყალმა, მთელი სახლი დატბორა და სიზმრები ოთახებში ტივტივებენ, ხმამაღლა ვსაუბრობთ და არავის ესმის, ვის უფრო მეტი სათქმელი აქვს, მე თუ მათ. სიზმრების მოყოლა მავნე ჩვევაა, სჯობს ერთი ღერი სიგარეტი და ორი ყლუპი ორნახადი, მთელი ცოფის დასავიწყებლად.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. კომპასი არ მაქვს ;) კომპასი არ მაქვს ;)
8. გამეცინა – კოშმარს კომპასს :)))
გამეცინა – კოშმარს კომპასს :)))
7. ონკანი მოშვებული დავტოვე, დაე, სიზმრებმა პირდაპირ შავი ზღვისკენ იდინონ. რატომ არ ვუყვები ხმამაღლა კოშმარებს კომპასს???
ასე სჯობდა. მეტი ბურუსი და გაურკვევლობა...და სიგარეტს კი შეეშვით. ნიკოტინი ტვინს კლავს :)
ონკანი მოშვებული დავტოვე, დაე, სიზმრებმა პირდაპირ შავი ზღვისკენ იდინონ. რატომ არ ვუყვები ხმამაღლა კოშმარებს კომპასს???
ასე სჯობდა. მეტი ბურუსი და გაურკვევლობა...და სიგარეტს კი შეეშვით. ნიკოტინი ტვინს კლავს :)
6. ონკანი მოშვებული დავტოვე, დაე, სიზმრებმა პირდაპირ შავი ზღვისკენ იდინონ. რატომ არ ვუყვები ხმამაღლა კოშმარებს კომპასს???
ასე სჯობდა. მეტი ბურუსი და გაურკვევლობა...და სიგარეტს კი შეეშვით. ნიკოტინი ტვინს კლავს :)
ონკანი მოშვებული დავტოვე, დაე, სიზმრებმა პირდაპირ შავი ზღვისკენ იდინონ. რატომ არ ვუყვები ხმამაღლა კოშმარებს კომპასს???
ასე სჯობდა. მეტი ბურუსი და გაურკვევლობა...და სიგარეტს კი შეეშვით. ნიკოტინი ტვინს კლავს :)
5. ორნახადი სიზმრები კარგი იყო
ისეც ორნახადი სიზმრები კარგი იყო
ისეც
3. pdf ვერ ვიპოვე და სურათები ავტვირთე ილუსტრაციებში, სულ 5 პატარა გვერდია, არ გაგიჭირდებათ წაკითხვა ალბათ. pdf ვერ ვიპოვე და სურათები ავტვირთე ილუსტრაციებში, სულ 5 პატარა გვერდია, არ გაგიჭირდებათ წაკითხვა ალბათ.
2. დავინტერესდი, რით ვგავართ მე და მარკესი ერთმანეთს, თუ ვიპოვე, ეგ მოთხრობა, წავიკითხავ აუცილებლად. დავინტერესდი, რით ვგავართ მე და მარკესი ერთმანეთს, თუ ვიპოვე, ეგ მოთხრობა, წავიკითხავ აუცილებლად.
1. ვაახ, მარკესის მოთხრობა გამახსენდა სათაური არ მახსოვს, 12 მოხეტიალე მოთხრობიდანაა, ბავშვები სინათლეს რომ აგუბენდნენ სახლში და ნავით ცურავდნენ, ბოლოს დაიწვნენ, თქვენ ალბათ დახჩობა გელოდებათ... მარკესს ვაღმერთებ... გამიხარდა რომ. გამახსენდა ვაახ, მარკესის მოთხრობა გამახსენდა სათაური არ მახსოვს, 12 მოხეტიალე მოთხრობიდანაა, ბავშვები სინათლეს რომ აგუბენდნენ სახლში და ნავით ცურავდნენ, ბოლოს დაიწვნენ, თქვენ ალბათ დახჩობა გელოდებათ... მარკესს ვაღმერთებ... გამიხარდა რომ. გამახსენდა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|