უშიშარი 1 ლევანი საჩხერეში ცხოვრობდა. იგი სკოლაში სწავლის გარდა ჭიდაობით იყო დაკავებული.ასევე, დილაობით ვარჯიშობდა . იგი ფართომხარბეჭიანი და დაკუნთული იყო. ამის გამო ლევანს მთელ საჩხერეში გაუვარდა ძლიერი და უშიშარი ბიჭის სახელი. ყველა ვინც იცნობდა მას , პატივს სცემდა, ან უბრალოდ ცდილობდნენ სატრაბახოდ მის გვერდით ყოფილიყვნენ . „ლევან არ გინდა დავლიოთ?“, „ლევან ხვალ ჩემი დაბადებისდღეა, გადმოდი“ , “ლევან ხვალ ვალენტინობა, შეყვარებულს რა ვაჩუქო ვერ ავარჩიე და ხომ ვერ დამეხმარები არჩევაში“ ყოველდღიური ტრადიციული მესიჯები ტელეფონში თუ სოციალურ ქსელში. მის ფოტოებზე მოწონებებისა და დაგულვების გარდა, ყოველთვის შეგხვდებოდათ კომენტარები,სადაც ბიჭები მას ძმობას ეფიცებოდნენ, გოგოები კიდევ თბილ სიტყვებს და სმაილებს არ იშურებდნენ. ლევანს, საკმარისი იყო, პოსტად დაედო თუნდაც ასო ა, რომ იმ პოსტზე აუცილებლად იქნებოდა უამრავი მოწონება,გული თუ კომენტარი. მას თავიდან სიამოვნებდა ხალხისგან ასეთი ყურადღება,მაგრამ შემდეგ შემაწუხებელი გახდა ეს ყველაფერი, რადგან ლევანს ჰქონდა სასწავლი სკოლის საგნები, ამასთან, ჭიდაობას თავისუფალი დროის რაღაც ნაწილი ეწირებოდა, შესაბამისად, იგი თავს ვალდებულად თვლიდა, ზოგიერთ ინიციატივაზე უარი ეთქვა. ამას მოჰყვა საყვედურები ხალხის გარკვეული ნაწილისგან. ლევანი უხსნიდა უკმაყოფილო ხალხს, რომ იგი ყოველთვის თავისუფალი არ იყო , თუ გააგებინებდა, იმ დღეს ბედნიერი იყო, მაგრამ ვერავის ვერაფერს აგებინებდა, სამწუხაროდ,რის გამოც ჩუმდებოდა და მშვიდად იტანდა საყვედურებს. ლევანის გვერდზე ერთი მოხუცი ქალი ცხოვრობდა. მისი ვაშლის ხის ტოტები მეორე მხარეს გადმოდიოდა. ეს ვაშლები წითელი ფერის იყო და როდესაც ლევანი მათ უყურებდა, ასე ეგონა, ისინი ადამიანის ხმაზე ეუბნებოდნენ: მოდი დამკრიფეო,მაგრამ ლევანი ყურადღებას არ აქცევდა მათ და აგრძელებდა თავის გზას. - სახლში უამრავი ვაშლი მაქვს რად მინდა - თავს იტყუებდა ლევანი. არადა,ლევანს ძალიან უნდოდა ვაშლების მოკრეფა,მაგრამ როდესაც გარეთ გამოდიოდა სავარჯიშოდ,მაინცდამაინც მაშინ ტრიალებდა მოხუცი ეზოში, სკოლაში წასვლის დროს მართალია, მოხუცი ხანდახან გარეთ არ იყო,მაგრამ ამ დროს, ჯერ ერთი, არაფრის განწყობა არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ სკოლაში მისულიყო და მასწავლებლისთვის ესმინა, მეორეც,ლევანი ძალიან პუნქტუალური ბიჭი იყო, გზიდან რომ გადაეხვია, ან რაღაცით დაკავებულიყო, სკოლაში დააგვიანებდა. სკოლა ლევანის სახლიდან შორს იყო, იგი მიდიოდა ფეხით გაჩერებაზედა ავტობუსს მიჰყვებოდა. ლევანს წინასწარ ჰქონდა გათვლილი, რა დროს მოანდობებდა სახლიდან გაჩერებამდე და გაჩერებიდან სკოლამდე მისვლას, ამიტომ იგი არასდროს აგვიანებდა, ხანდახან ადრეც კი მიდიოდა . ბევრ ბავშვს არ მოსწონდა ავტობუსით მგზავრობა,რადგან მგზავრობა, მოგეხსენებათ, ფასიანია,მაგრამ ვერ აპროტესტებდნენ მშობლებთან და უმეტესობა ამის გამო სკოლაში ზუსტად ასე დადიოდა ( მშობლებს სკოლის დაწყებამდე ერთი საათი ადრე უწევდათ სამსახურში წასვლა და ერთი საათით ადრე ხომ არ მივიდოდნენ სკოლაში?!) , თან გზაში მძღოლი თუ ჩაარტყავდა ორმოში, აახტუნებდა და აღვიძებდა ,ნახევარმძინარე ბავშვებს. ლევანს ძალიან უყვარდა ავტობუსი, იმიტომ, რომ იქ ხვდებოდა იმ ხალხს ყოველდილით ან დღეგამოშვებით,(თუ ბავშვი ძილის მოყვარული იყო და ყოველთვის ვერ ახერხებდა საწოლიდან წამოდგომას) ვინც საყვედურობდა,ამიტომ ყოველ საყვედურზე ყოველთვის ჰქონდა პასუხი: ავტობუსში ხომ ვხვდებით, იმედია, სხვაგანაც შევხვდებით.მომჩივანი ამაზე ჩუმდებოდა . ლევანი ფიქრობდა, მომჩივანს პასუხით დააკმაყოფილებდა,მაგრამ ეს ასე არ იყო. ბოლოს იმ დონემდე მიიყვანეს, რომ სკოლიდან გამოსვლასა და ჭიდაობისთვის თავი დანებებაზე დაიწყო ფიქრი, რათა სრულიად თავისუფალი ყოფილიყო და მომჩივანები დაეკმაყოფილებინა, მაგრამ იგი თავის სურვილს გულში ხომ ვერ დაიტოვებდა, უნდა ეცნობებინა თავისი ამხანაგებისთვის, რომ საყვედურის ნაცვლად ყველას ტაში დაეკრა. თავიდან იფიქრა, რომ არაფერი ეთქვა ბავშვებისთვის, უბრალოდ შეესრულებინა თავისიჩანაფიქრი,მაგრამ იცოდა, შემდეგ „აფეთქებოდა“ მისი ტელეფონი და ფეისბუკი კითხვებით,პასუხის გაცემის შემდეგ წამოვიდოდა საყვედურები,“ეგ რომ გადაწყვიტე,რატომ წინასწარ არ გაგვაფრთხილეო“, ამიტომ გადაწყვიტა ჯერ ეცნობებინა ბავშვებისთვის თავის სურვილის შესახებ და შემდეგ გაეკეთებინა თავის გასაკეთებელი. მის საამხანაგო წრეში მარტო მისი კლასელები არ მოიაზრებოდნენ , იქ იყვნენ ასევე თავისი სკოლელები. ამდენი ბავშვის ერთად შეკრება დასვენებაზე ცოტა რთული იყო, ვინც ვერ მივიდოდა შეკრების ადგილზე , ის აუცილებლად კითხვებს და საყვედურებს დააყრიდამას. ერთადერთი გამოსავალი სოციალურ ქსელში სტატუსის დაწერა იყო, აი ამას კი ყველა ნახავდა, მისი ქმედების აზრს,ალბათ, ყველა მიხვდებოდა, თუ ვინმე ვერ მიხვდებოდა, კითხვებით არ აფეთქებოდა მისი საკონტაქტო საშუალებები, თუ ეს მოხდებოდა კიდევ , ცხადზე უცხადესი იყო, რომ იგი საყვედურებს არ მიიღებდა. რა კარგია, როცა საყვედურებს არ ისმენ ადამიანი. როდესაც ლევანმა სტატუსი დაწერა ფეისბუკში და ყველასთვის გასაგები გახდა, თუ რატომ აპირებდა იგი ამას,მისი ამხანაგების ის ნაწილი, რომელიც მასზე იყო ნაწყენი, მიხვდა, თუ რა გამოიწვია მათმა საყვედურებმა და ლევანს მოსთხოვეს არ გაეკეთებინა ეს.ისინი თითქოსბედს დაემორჩილნენ, რომ ლევანს მხოლოდ ავტობუსში შეხვდებოდნენ. ლევანმაც ხელი აიღო თავის გადაწყვეტილებაზე და მისი დღის რეჟიმი არ შეცვლილა. როდესაც ყველაფერი დალაგდა თავის ადგილას, მაგრამ მაინც იყო რაღაც,რაც ლევანს ძალიან აწუხებდა. ეს რაღაც მოხუცის ვაშლები გახლდათ. ისინი ყოველდღიურად ენას იდგამდნენდა ადამიანის ხმით ეუბნებოდნენ მას: მოდი დაგვკრიფეო. ერთ კვირა დღეს, როდესაც მოხუცი შვილიშვილების სანახავად თბილისში რამდენიმე დღით წავიდა, გარეთ გამოსულმა ლევანმა ტრადიციულად, ისევ მიიღო შეთავაზება ღობის იქითა მხრიდან.ახლა კი რთული იყო უარის თქმა. მოხუცი სახლში არ იყო, ის ვერაფერს გაიგებდა. ლევანი სახლში შევიდა, იქიდან გამოიტანა ერთი მწვანე სათლი, რათა რაც შეიძლება მეტი ვაშლი დაეკრიფა. ჯერ ღობის აქეთა მხრიდან კრეფდა ფრთხილად, (ვაიდა თბილისის მარშუტკა გაფუჭებულიყო და მოხუცი მობრუნებულიყო), ღობის იქითა მხრიდანრომ დაეწყო, უფრო ცუდად გამოჩნდებოდა. დროის გასვლასთან ერთად,ლევანმა ვაშლის კრეფას მოუმატა და ისე გაერთო საქმეში,რომ ყველაფერი გაადავიწყდა.მარშუტკა მართლაც გაფუჭდა და მოხუცს მართლაც მოუწია უკან დაბრუნება. ლევანი თავის საქმიანობაში ისე იყო გართული... მან აჰა, დაამთავრა ნახევარი ხის დაკრეფა, რომ უცბად მოხუცი წაადგა თავს. -რას აკეთებ შე მამაძაღლო ?! .................................................. -რას გაჩუმებულხარ, ხმა ამოიღე! ..................................................... -მუნჯი ხარ თუ ენა ჩაგივარდა შიშისგან და ვეღარ ლაპარაკობ?! -მ ე... მ ე მ ე მ ე... -ისარგებლე ჩემი სახლში არ ყოფნით და ვაშლს მპარავდი ხო?! -რაც დავკრიფე, აიღეთ, არ მინდა -შეშინებული და სევდიანი თვალებით თქვა ლევანმა. - ამ ერთხელ გაპატიებ, შენი მშობლების ხათრით,მაგრამ მეორეჯერ იცოდე, ამ ხესთან აღარ დაგინახო, თორემ მერე ხათრი აღარ გიშველის და დაგსჯი სასტიკად. ეგ ვაშლი არ მინდა, სახლში წაიღე, მიირთვით - თქვა მოხუცმა ალერსიანი და ასევე მკაცრი ხმით, რომ დაემშვიდებინა შეშინებული ლევანი. -კარგი, მადლობა .
ამ ამბიდან ერთ კვირაში მოხუცი გარდაიცვალა. მისი შვილები და შვილიშვილები თბილისში ცხოვრობდნენ. პანაშვიდის,დასაფლავების და ქელეხის შემდეგ შვილებმა მოინდომეს, სახლი გაეყიდათ. განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის მერე ერთი ოჯახი დაინტერესდა. ფასზე შეთანხმების და სახლის ნახვის შემდეგ,მათ იყიდეს სახლი . 2 სანამ სახლი გაიყიდებოდა, ხალხში გავრცელდაჭორი, რომ სახლი კი არ იყიდებოდა,არამედ მოხუცის ნათესავები გადმოვიდნენ საცხოვრებლად. ამჭორმალევანის ყურამდეც მიაქცია. ერთხელ, როდესაც ლევანი თავისი სახლის წინ იდგა,რათა მისკენ მომავალი მეგობარს სახლში შეძღოლოდა, უცბად დაინახა გოგონა თავისი გვერდითა სახლის ჭიშკრიდან. -შენ ამ სახლში მცხოვრები მოხუცის ნათესავი ხარ ? იკითხა მან. სალმით საუბრის დაწყება არ ისურვა, რადგან, მისი აზრით ეს ბანალური იყო. -გამარჯობა. -გაგიმარჯოს, აქ რომ მოხუცი ცხოვრობდა იმის ნათესავი ხარ? - ვინ მოხუცი? მოხუცზე რომ მეკითხები თავიდანვე, ჯერ სახელი მკითხე ? - იკითხა გაბრაზებულმა გოგონამ. -უკაცრავად, მომერიდა უბრალოდ , რა გქვია? - არ გეტყვი ! რაც შეეხება მოხუცს, აქ არანაირ ჩემს ნათესავს არ უცხოვრია ადრე. ახლახანს შეიძინეს ეს სახლი ჩემმა მშობლებმა - თქვა გოგონამ და დახურა ჭიშკარი. იმ ღამეს ლევანს რაღაც უცნაური გრძნობა გაუჩნდა. სულ გვერდზე მცხოვრებ გოგონაზე ფიქრობდა. ღამე ვერ დაიძინა,რადგან ის გოგონა ესიზმრებოდა. სამი დღის მერე, როდესაც ლევანი ავიდა სკოლაში მესამე სართულზე და უნდა აჰყოლოდა კიბეებს, ბოლო სართულისკენ ამსვლელს,დაინახა გოგონა, რომელიც მის გვერდზე ცხოვრობდა. „ის არის?!იქნება მეჩვენება?!ან იმ კლასში ვიღაც ძალიან ჰგავს მაგას. უნდა გავარკვიო სიმართლე, მივალ, მივესალმები,თუ თვალი ამარიდა,ან სალამს რამე დააყოლა, ესეიგი ის არის!“ -გამარჯობა - თქვა ბიჭმა. -გამარჯობა,გისწავლია საუბრის დასაწყისი! -რომელ კლასში სწავლობ? -არ გეტყვი! რა საჭიროა, იცოდე? -ბოდიში. -ბოდიში მიღებულია. ასე აწვალა გოგონამ ბიჭისამი თვე. იგი ხან რას ეკითხებოდა,ხან რას. გოგონა არცერთ კითხვაზე არ სცემდა პასუხს. ამ სამი თვის განმავლობაში ლევანმა გაიგო სხვა ბავშვებისგან, რომ ის გოგონა მასზე ერთი კლასით უმცროსი, ანუ მეცხრე კლასელი იყო. მან ისიც გაიგო, რომ ამ კლასის დამრიგებელი ნატა ცეცხლაძე იყო,რაც იმას ნიშნავდა, რომ იგი მეცხრე ბ კლასში სწავლობდა. ამ კლასში ლევანი თითქმის არავის იცნობდა, გარდა ერთი ორი ბიჭისა. მან სწორად იაზრა, რომ თუ სურდა მისი გაცნობა , ამისთვის საკმარისი იყო მიეტანა ყვავილი და ის რაც გოგონას ძალიან უყვარდა, მაგრამ თუ სურდა გაცნობა და დაახლოება, გარდა მასთან საუბრისა და საჩუქრებისა,უნდა დაახლოებოდა ასევე მის კლასელებს. ლევანმა იცოდა, რა უყვარდა მარიანას. ამას იგი თავისით მიხვდა, როდესაც ერთხელ შემთხვევით დაინახა გოგონა შოკოლადიან ხელებს როგორ ილოკავდა. მეორე დღეს ლევანი გოგონას ყვავილებით და შოკოლადით ხელში სახლთან ახლოს შეხვდა, ვითომ შემთხვევით ,მაგრამ ბიჭმა წინასწარ იცოდა, გოგონა ამადა ამ დროს აქ რომ გამოივლიდა და დაელოდა. -ეს შენ ჩემგან - თქვა ლევანმა და გოგონას საჩუქარი გადასცა. -მადლობა!რა იყო, აქ მელოდებოდი საჩუქრის მოსაცემად? ღობიდან ვერ მომაწვდიდი? -ახლა შევიძინე და რომ დაგინახე, გავჩერდი,თორემ ღობიდან ვაპირებდი მოცემას - იცრუა ლევანმა. -კაი რაც იყო, იყო!მადლობა კიდევ ერთხელ საჩუქრისთვის! -რა გქვია? -მარიანა,მაგრამ მოფერებით მარის მეძახიან,შენ რა გქვია? -მე ლევანი,მაგრამ მოფერებით ლეო შეგიძლია დამიძახო. -კარგი, სასიამოვნოა შენი გაცნობა - თქვა მარიანამ და შევიდა ჭიშკარში. -ჩემთვისაც - მიაძახა ბიჭმა და ისიც შევიდა თავისი სახლის ჭიშკარში. სკოლაში ლევანი და მარიანა რამდენჯერაც შეხვდებოდნენ, იმდენჯერ უფრო მეტჯერ უნდებოდათ ერთმანეთის ნახვა და უფრო მეტი ხნით. ისინი ვერ ხვდებოდნენ, რა იყო ეს,მათ ეგონათ, უბრალოდ მეგობრები იყვნენ. მთელი ამ დროის განმავლობაში, ლევანი ცდილობდა მარიანას კლასელებთან დაახლოებას. უმეტესობამ თავიდან როგორც უცხოს, ისე შეხედა,მაგრამ შემდეგ ნელნელა დაუმეგობრდნენ მას. მარიანას კლასში თხუთმეტი ბავშვი სწავლობდა: ათი ბიჭი და ხუთი გოგონა . ამ თხუთმეტიდან სამი კარგად სწავლობდა: ორი გოგო და ერთი ბიჭი. ესენი იყვნენ : მარიანა , ესმა და ლაშა. დანარჩენები ოთხოსნები, სამოსნები და ოროსნები იყვნენ. ესმას ეზარებოდა სწავლა,მაგრამ იძულებული იყო, კარგად ესწავლა,რადგან მარიანას ეჯიბრებოდა. სურდა, რაღაცაში მაინც გამოჩენილიყო მასზე კარგი,მაგრამ ვაი, ბედუკუღმართობას რა ვუთხარი, მასწავლებელი ორივეს ერთ დონეზე აყენებდა , როგორც ფრიადოსან მოსწავლეებს. ესმა მარიანასთან შედარებით გაჭირვებული ოჯახიდან იყო. მისი მშობლები დილაადრიან მიდიოდნენ სამსახურში,რათა ოჯახის სარჩენი ფული ეშოვათ . ესმა იძულებული იყო, ხანდახან სკოლაში ფეხით ევლო,რადგან მის მშობლებს ყოველთვის არ ჰქონდათ ავტობუსის ფული. როდესაც იგი მივიდოდა სკოლის შესასვლელთან, ამ დროს დაინახავდა ქვემოთ გაჩერებულ მანქანას და იქიდან გადმოსულ მარიანას. ყველაზე საშინელება ის იყო, რომ მარიანას ყოველთვიურად სხვადასხვა ფერის ძვირფასი კაბები ეცვა, ესმა კი ერთი უბრალო კაბით დადიოდა სკოლაში, რომელსაც სწავლის დაწყების წინ თუ უცვლიდნენ მშობლები. მარიანა ძალიან კონტაქტური და მხიარული გოგო იყო, ამიტომ მასთან ყველა კარგად იყო, აი ესმა კი, ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასკოლო ოთახში დაბოღმილი შედიოდა, მერე ამ ბოღმას ხან ვისზე ანთხევდა, ხან ვისზე. კლასში კი არა, სკოლის მერე ეზოში ჩასულიც ასე იქცეოდა. ამიტომ იყო რომ მას ერთი დაქალის მეტი სხვა მეგობარი არ ჰყავდა. მას ინგა ერქვა. ორივე ყოველდღიურად უკმაყოფილო იყო ამ ცხოვრებით და შეხვედრისას ერთმანეთზე ანთხევდნენ ბოღმას. მართალია, ესმას კი შურდა მარიანასი,მაგრამ ჯერ არ ჰქონდა მიზეზი, რომ მისთვის რაიმე დაეშავებინა. დღეს დღე მისდევდა. ბავშვები ჩვეულებრივად დადიოდნენ სკოლაში, სწავლობდნენ, სახლში მიდიოდნენ. სკოლის გარეთ ლევანი და მარიანა იშვიათად ხვდებოდნენ, ისიც, თუ დედა გადაიყვანდა გვერდით მეზობელთან. ერთხელ, როცა გადავიდა დედა-შვილი, გოგომ უთხრა ბიჭს, რომ მისთვის რაღაც უნდა ეჩვენებინა.ბიჭიც დათანხმდა. მარიანამ ლევანი საკუთარ ტანსაცმლის კარადასთან მიიყვანა. იქ უამრავი ტანსაცმელი ეკიდა. ზოგი თეთრი ფერის, ზოგი ლურჯი, ზოგი კრემისფერი.უამრავ ტანსაცმელს შორის იყო ერთი წითელი ფერის უცნაური სამოსი, რომელიც ლევანის აქამდე არ ენახა. -ეს რა არის? -ეს ინდური სარია. სახლში ცეკვის დროს ვიყენებ ხოლმე. -ქართულ ცეკვებზე ინდური სარი რაში გჭირდება? - გაოცებულმა იკითხა ლევანმა. -მე ინდურ ცეკვებს ვცეკვავ, ინდური ცეკვებისთვის ვიყენებ. -ინდურ ეროვნულს ? -არა, დებილო, ბოლივუდურს. კლასიკური ცეკვები რთულია და ჯერ მაგ დონეზე არ ვარ,რომ ვისწავლო. ხვალ საღამოს გაკვეთილებს რომ ვისწავლი, უნდა ვიცეკვო მოდი დაესწარი. -მოვიდოდი დიდი სიამოვნებით ,მაგრამ ჯერ არ ვიცი, მშობლები თუ გამომიშვებენ,მერე კიდევ, რომ გამიბაზრდეს,ხალხი რას იტყვის? - ისე ამბობ, მშობლები გამომიშვებენო,თითქოს სადღაც შორს ცხოვრობდე, გვერდზე ცხოვრობ,რათქმაუნდა, გამოგიშვებენ. ეგ მეორეჯერ აღარ გაიმეორო, გაფრთხილებ. მეორეც, მე მინდა, რომ დაესწრო, აირჩიე, ან ხალხის აზრი,ან მე. ამ შემთხვევაში ლევანი,რათქმაუნდა, პირველს აირჩევდა,მაგრამ ეს რატომღაც ისეთი შემთხვევა იყო, რომ შინაგანმა ძალამ აიძულა, მეორე აერჩია. -კარგი მოვალ. ზუსტად რომ ვიცოდე, რომელ საათზე? -ზუსტად არ ვიცი. სავარაუდოდ საღამოს რვაზე. ნომრები გავცვალოთ, საღამოს რვაზე დამირეკე და მერე გეტყვი ზუსტად. ბიჭმა და გოგომ ნომრები გაცვალეს. მეორე დღეს საღამოს ცხრის ნახევარზე მივიდა ლევანი მარიანასთან. იქ უამრავი ბავშვი დახვდა. მათ შორის იყო მარიანას კლასელი ორი ბიჭი,ლევანის კლასელი სამი ბიჭი, მარიანას ოჯახის დანარჩენი წევრები და ნათესავები. ყველას სურდა მარიანას შესრულებული ცეკვის ნახვა. როდესაც მარიანა ცეკვავდა, ყველა აღფრთოვანებული იყო მისით . იმ ღამეს ლევანი კმაყოფილი სახით მივიდა სახლში. -მოგეწონა ცეკვა შვილო ? - ჰკითხა ლევანის დედამ -კი, დედა. ასე მეგონა, ცეკვის ჯადოქარი იდგა და ცეკვავდა. - შვილო, შენ ცეკვა მოგეწონა თუ ის გოგო? -ცეკვა დედა,მარიანა მხოლოდ ჩემი მეგობარია! თან ყველას ჩემსავით ასე ეგონა,ესეიგი ყველას მოსწონს მარიანა? - იცრუა ლევანმა. მარიანას ცეკვის ამბავი ბავშვებში სწრაფად გავრცელდა. ყველა ამბობდა: ,,მარიანა, მართალია, მათთვის ჯერ კიდევ უცნობ ცეკვებს ცეკვავს,მაგრამ ისე ასრულებს, რომ ეს ერთი დიდი სანახაობაა“. ამის გამო მარიანას ცეკვის ნახვის მსურველების რაოდენობა გაიზარდა. ბოლოს იმდენი გახდა, რომ გოგონას რომ არ ეთქვა, უკაცრავად ვერ მიგიღებთ , ჩემს სახლში ვერ დაეტევითო,გადაწყვიტა, ცეკვის საღამოები სკოლის დარბაზში გაემართა,სახლში კი უბრალოდ რეპეტიციები ჩაეტარებინა. ესმამაც გაიგო,რათქმაუნდა, მარიანას ცეკვის შესახებ. იგი არცერთ ცეკვის საღამოზე არ მისულა . „ახლა მომეცა საშუალება, ვაჯობო ამ გიჟს და გადარეულს“, ფიქრობდა ესმა, „ხალხის წინაშე ვიცეკვებ ნებისმიერ პოპულარულ ევროპულ ცეკვას და მაყურებელს წავართმევ იმ გიჟს. ევროპული ცეკვა უფრო მეტად პოპულარულია, ვიდრე ინდური ! ‘’ . იგი ცეკვისთვის არ მომზადებულა,რადგან ფიქრობდა, რომ მაზურკა იყო ის ცეკვა, რომელსაც ყოველგვარი მომზადების გარეშე კარგად იცეკვებდა. პარასკევს საღამოს ესმას სახლში არც ისე ბევრი ადამიანი შეიკრიბა. ამ ადამიანების უმრავლესობა იყო ესმას ოჯახის წევრები,ნათესავები, ესმას დაქალი, რამდენიმე კლასელი, რომელთაც მართალია, არ ეპიტნავებოდათ ეს გოგო,მაგრამ ინდური ცეკვის ყურებას ევროპული ერჩივნათ.კლასელებს შორის იყო ასევე მარიანა. როგორც კი ესმამ ცეკვა დაიწყო, უცბად ხალხმა სტვენა დაიწყო დაძახილი, რომ ჩამოსულიყო და აღარ ეცეკვა.მუსიკა შეწყდა. ესმა გაჩერდა. უკმაყოფილო ხალხი მალევე წავიდა. იმ დღის მერე, ადრე თუ ესმაზე მარტო ბოღმიანს და შურიანს იძახდნენ , ახლა დაემატა კიდევ ესმას შიშველ,ტრუსიკის ამარა ცეკვაზე ლაპარაკი. 3 დღეები დღეებს მისდევდა,ბავშვები სკოლაში დადიოდნენ, შემდეგ სახლში მიდიოდნენ და გაკვეთილებს ამზადებდნენ. მარიანამ და ლევანმა უკვე იცოდნენ, რომ გრძნობა, რომელიც ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ, მეგობრული სიყვარული კი არ იყო, არამედ უფრო მეტი. ისინი ხვდებოდნენ , რომ უფრო მეტად ძვირფასები იყვნენ ერთმანეთისთვის, მაგრამ ჯერ კიდევ არ უტყდებოდნენ ერთმანეთს თავიანთ გრძნობებში ,რადგან ლევანის ჯერ კიდევ ეჭვები აწუხებდა ,იქნება მეგობრული გრძნობაო.მარიანა კი , როგორც კონსერვატორულად მოაზროვნე ადამიანი , ბიჭისგან ელოდა პირველ ნაბიჯს. ლევანის გრძნობებში გამორკვევის დროს ისეთი არაფერი მომხდარა მაშინ იქ გარდა იმისა , რომ ერთხელ ესმამ მარიანას ჩანთაში ბაყაყი ჩაუსვა გაკვეთლის პროცესში.მან ეს იმიტომ გააკეთა ,რომ საამისოდ ძალიან გაბოროტებული იყო. მარიანასთვის ვერ ეპატიებინა, რომ მის, როგორც თვითონ ამბობდა“ გიჟურ ცეკვას“ უამრავი მაყურებელი ჰყავდა და თავის ცეკვამ კიდევ კრახი განიცადა. ყველა ვინც კი მას პატივს ცემდა ,ან უფრო მეტი მეგობრად თვლიდა, გიჟს ეძახდა, („ ადამიანი , რომელიც გიჟურ ცეკვას ცეკვავს გიჟია , და ის ვინც უბრალოდ მას პატივს ცემს, მეგობრობაზე აღარაფერს ვამბობ, ის უფრო მეტად გიჟია“ ამ ლოგიკიდან ჩანს ჯერ მარტო,რატომ არ ჰყავდა მას სხვა მეგობარი გარდა ერთი დაქალისა. ) გარდა ერთისა. ის ერთი ლევანი იყო.. ესმას ძალიან მოსწონდა მისი გარეგნობა და ცდილობდა ბიჭის გულის მოენადირებინა. იგი გრძნობდა, რომ მარიანა და ლევანი შემდგარი წყვილი იყო მაგრამ გულის სიღრმეში ასევე იმედი ჰქონდა , რომ ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამოდა ,რადგან მისი წარმოდგენით ისეთ ბიჭს, როგორც ლევანი იყო არაფერი ესაქმებოდა გიჟ და შეშლილ ხალხთან . ცუდი ის იყო , რომ იგი ლევანისგან მოშორებით ცხოვრობდა,მარიანა კი გვერდზე . შეიძლება იმ „მათხოჯს“ ამით ესარგებლა , სასწაული მოეხდინა და თავის სასურველი ბიჭი თავის ჭკუაზე გადაეყვანა, რაც იმას ნიშნავდა, რომ თავის „რჩეულ მეორე ნახევარს“ კარგავდა. თუ ეს მოხდებოდა, ესმას უკვე მიზეზი მიეცემოდა , იმ „ გიჟი შეშლილი და მათხოჯი „ გოგოსთვის რამე დაეშავებინა. სამწუხაროდ იმ საწყალმა ჯერ არ იცოდა, რომ თავის „სასურველი სასიძო“მარიანას ჯერ არაოფიციალურად ეკუთვნოდა. .ბიოლოგიის გაკვეთილის წინ დიდი შესვენება იყო. მარიანამ ისარგებლა ამ შესვენებით და თავის დაქალთან ერთად, რომელსაც ლიკა ერქვა, ქვემოთ ბუფეტში ჩავიდა . ისინი ლაპარაკში ისე გაერთნენ , რომ ზარის ხმა ვერგაიგონეს. ამ დროს ზემოთ მასწავლებელი შევიდა კლასში და ბავშვები მიუსხდნენ თავიანთ მერხებს. მარიანას ჩანთა ბედუკუღმართობის გამო ღია დარჩენოდა და ესმა მის უკან დაესვა მასწავლებელს ლაპარაკის გამო . ესმამ ისარგებლა შემთხვევით და ბაყაყი ჩაუსვა მას ჩანთაში, შემდეგ ჩანთა შეკრა ელვა შესაკრავით, ოღონდ ბოლომდე არა, რომ შიგ მოხვედრილი არსება უჰაერობისგან არ გაეგუდა. როდესაც მარიანა და ლიკა კლასში შევიდნენ, გაკვეთილი დაწყებული იყო. -ზარი რომ დაირეკა საკლასო ოთახში რატომ არ შემოხვედით? - იკითხა გაბრაზებულმა მასწავლებელმა -ბუფეტში ვიყავით მასწ, ბოდიში, დაგვაგვიანდა. - ახლა დაჯექით,მაგრამ აღარ დააგვიანოთ.ორივემ ამოიღეთ სახელმძღვანელოები. მარიანას ერთი ცუდი თვისება ჰქონდადა ეს იყო გულმავიწყობა და ოდნავ სიზარმაცე, კერძოდ, როდესაც პირველი გაკვეთილი დაიწყებოდა და წიგნს და რვეულს ამოიღებდა, ჩანთის შეკვრა ავიწყდებოდა ხანდახან, არც შემდეგ იწუხებდა თავს ჩანთის შეკვრაზე. ბიოლოგიის გაკვეთილზე მერხთან დამჯდარი რომ დაწვდა იგი თავის ჩანთას,რადგან ბიოლოგიის სახელმძღვანელო ამოეღო, ჩანთა დაკეტილი დახვდა,ოღონდ ბოლომდე არა. „მე მახსოვდა, რომ ჩანთა ღია დავტოვე, თურმე დამიკეტავს, მაგრამ მთლიანად არა, არაუშავს, გავხსნი ‘’ - ფიქრობდა მარიანა, რომელსაც არაფერი ცუდის შიში არ ჰქონდა იმ წუთას. მან გახსნა ბოლომდე ჩანთა და იქიდან ამოძვრა ბაყაყი ყიყინით. ხტუნვა ხტუნვით მოიარა ყველა მერხი, ბოლოს კი მასწავლებელს დაჯდა ზედ თავზე. ბავშვები ამაზე გასკდნენ სიცილით. შერცხვენილი მარიანა მასწავლებელს მივარდა და თავიდან ბაყაყი მოაშორა. - მარიანა, დატოვე საკლასო ოთახი და ხვალ მშობლის გარეშე არ დაგინახო მოსული ! - ამ ამბავს შემდეგ რაც მოჰყვა, აზრი აღარ აქვს მოსაყოლად, რადგან რაც მთავარი იყო, ის მოხდა - ესმამ „ შური იძია“ მცირეოდენი წარმატებები კარგია,მაგრამ მთავარია იმ მიზნის შესრულება, რაც გაქვს ცხოვრებაში, თუნდაც ის ერთადერთი იყოს და ყველა სხვა მიზანი მისგან გამომდინარეობდეს. შურისმაძიებელი, გაბოროტებული გოგოს შემთხვევაში ეს იყო ლევანის დაკერვა. მისი გული რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაეპყრო, რომ არ დაესწრო მის კონკურენტს ან თუ აღმოჩნდებოდა კიდევ სხვა, რომელიც მის რჩეულს სხვანაირად უყურებდა. ამის გამ ის ხშირ-ხშირად წერდა ლევანის. თუნდაც არ ჰქონოდა ნასწავლი გაკვეთილები, ბიჭს ეუბნებოდა,რომ უკვე ყველაფერი იმეცადინა,რათა ეჩვენებინა მისთვის, თუ რა მაგარი იყო. ერთადერთი, რაც მას აწუხებდა ის იყო, რომ ძვირფასი კაბების, მაკიაჟის, მანიკურის და პედიკურის ფული არ ჰქონდათ მშობლებს, რომ ესმას საკუთარი ჰქონოდა და დედამისს საკუთარი. დედამისი საკუთარ ზემოთხსენებულ ნივთებს შვილს არ აკარებდა. შესაბამისად, იგი იძულებული გახდა ბუნებრივი სახით ემოქმედა. მას ძალიან ეშინოდა, ლევანს გარეგნობის გამო არ დაეწუნა. მეორე, რაც აღელვებდა მას ძალიან ის იყო, რომ ლევანისთვის არ ეთქვა ისეთი რამე,რაც მას არ მოეწონებოდა. ლევანს არ მოსწონდა ესმა, მეტიც, თავს აბეზრებდა თავისი ხშირი მესიჯობით,მაგრამ ზრდილობიანი ბიჭი იყო და ამას არ იმჩნევდა-ჩვეულებრივ პასუხობდა. მარიანას და ლევანის გაცნობის დღიდან ორი წლის თავზე ორივე უკვე საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ერთმანეთი უყვარდათ,მაგრამ ისინი ერთმანეთს გრძნობებში ისევ არ უტყდებოდნენ. მარიანა ამ დროს მეთერმეტე კლასელი იყო და გამოცდებისთვის ემზადებოდა, რომელიც სასწავლო წლის ბოლოს ელოდებოდა. ლევანს ეს გამოცდები უკვე ჩაბარებული ჰქონდა, ახლა მეთორმეტე კლასში იყო და ეროვნულებისთვის ემზადებოდა,რათა უმაღლესში ჩაებარებინა. თუ ვერ ჩააბარებდა ეროვნულებს, მას გადაწყვეტილი ჰქონდა, ჭიდაობისთვის მიეძღვნა ცხოვრება. ლევანი რომ წერდა ესმას და მარიანას პარალელურად, ან მარტო ესმას, სინდისი ქენჯნიდა,მაგრამ მაინც წერდა, არ უნდოდა ცუდი ბიჭი გამოსულიყოვინმეს თვალში.მისი აზრით, ამ სიტუაციაში გამოსავალი იყო მარიანასთვის სიყვარულის ახსნადა ესმასთვის იმის შეტყობინება, რომ ბოლოსდაბოლოს ჰყავდა შეყვარებული და არავინ სჭირდებოდა სხვა. ერთხელ,როდესაც მარიანა სახლში იჯდა და გაკვეთილებს სწავლობდა, უცბად აწკრიალდა მისი მობილური ტელეფონი. „ნეტა ვინ არის“- გაიოცა გოგონამ. როდესაც მივიდა ტელეფონის ასაღებად და საპასუხოდ, ჯერ დახედა ნომერს და შემდეგ უპასუხა. „ლევანი,ნეტავ რა უნდა?! დღეს სკოლაში ხომ ვნახე, რეპეტიცია ჯერ არ მაქვს დაგეგმილი“ -ალო,გისმენ ლევან. -გარეთ გამოდი ერთ წუთს, საქმე მაქვს შენთან, აქვე ვდგავარ,შენი სახლის კართან. -ახლა ვმეცადინეობ და ცოტა მერე რომ იყოს? -არა, მერე მეჩქარება, საჩქარო საქმეა. მარიანას გული უგრძნობდა , რომ ლევანის სიყვარული უნდა აეხსნა, ამიტომ სირბილ-სირბილით გაიქცა გარეთ. მან არ მიაქცია დედის ძახილს ყურადღება: „მარიანა, სად მიდიხარ,იმეცადინეო!“ მარიანა ჭიშკრიდან რომ გავიდა,ლევანი იქვე დახვდა. -რაღაც მინდა, გითხრა. რაც გაგიცანი, გული რაღაც უცნაურად ამიჩქროლდა, თავიდან ეს მეგობრობა მეგონა,მაგრამ ახლა ვხვდები, რომ მე შენ უბრალოდ მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ. - არა,მე არ გეხუმრები,მე სერიოზულად გეუბნები, რომ მიყვარხარ. -არც მე გეხუმრები, სულელო, მეც სერიოზულად გეუბნები, რომ მიყვარხარ! -დღეიდან მე და შენ შეყვარებულები ვართ! -ჰო. უცბად გაისმა მარიანას დედის ძახილი, რომელიც მტკიცედ მოითხოვდა, რომ მარიანა სახლში შესულიყო. -ახლა სახლში უნდა შევიდე, ბოდიში, დედაჩემი მეძახის - თქვა მარიანამ და მიბრუნდა სახლისკენ. -კარგი, არაუშავს - თქვა ლევანმა და ისიც სახლისკენ გაიქცა. ლევანს ახლა მეორე საქმე დარჩა მოსაგვარებელი. პირველი, რაშიც ეჭვი ეპარებოდა, წარმატებით დასრულდა, ახლა მეორე დარჩა, რომელიც მისთვის შედარებით მარტივიიყო, ვიდრე პირველი. იმ დღესვე მისწერა ესმამლევანს : „როგორ ხარ ? ‘’ ლევანმაც არ დაახანა და პასუხად შემდეგი სახის მესიჯი მისწერა გოგონას ფეისბუკში: ,,ესმა, მე და მარიანა შეყვარებულები ვართ, შემეშვი. თუ გინდა, ვიმეგობროთ,მაგრამ არანაირი იმედი არ გქონდეს სხვა ურთიერთობის“ . ესმამ ეს მესიჯი რომ წაიკითხა, საკუთარ თვალებს არ დაუჯერა.მან რამდენჯერმე გადაიკითხა ერთიდაიგივე მესიჯი,შემდეგ რომ დარწმუნდა, არ ეჩვენებოდა, გაშმაგდა. ესმას ათასი ცუდი აზრი უტრიალებდა თავში. ჯერ ფიქრობდა, მარიანა მოეკლა,შემდეგ უბრალოდ, რამე დაეშავებინა. ცოტა რომ დამშვიდდა,გადაწყვიტა, ჩვეულებრივად მიწერა გაეგრძელებინა ლევანისთვის და რაღაც მიზეზები გამოეძებნა, რომ მას რამენაირად შეხვედროდა. „ მაგრამ სანამ მე ლევანს დავკერავ,მანამდე რომ მარიანა ითხოვოს ცოლად,მერე რაღა ვქნა?!“ უცბად დაფიქრდა ესმა. საქმეს ის ართულებდა, რომ ახლახანს საკლასო ოთახში მომხდარი ინციდენტის შემდეგ,მარიანამ გაიგო, ვინ ჩაუსვა ბაყაყი მას და ვერ იტანდა. რომ დაენახა ისინი ერთად,ლევანს მოსთხოვდა, მისთვის თავი დაენებებინა,ისიც დამყოლი ბიჭია და ესმა მიზანს ვერ მიაღწევდა,რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მეტიც, ის იყო, რისთვისაც დადიოდა სკოლაში, სწავლობდა და რის გამოც უმაღლესში უნდოდა ჩაბარება. ესმას დაქალმა იცოდა თავისი ახლობლის გულისნადები.ინგა ლევანის ახლო მეგობარი იყო. მას ნაკლებად აინტერესებდა სწავლა-განათლება და შესაბამისად, მასწავლებლები სულ სამიანებს ან ოთხიანებს უწერდნენ. მიზეზი არ ჰქონდაუბრალოდ, რომ ესწავლა. იგი იმიტომ დაუმეგობრდა ლევანს, რომ მასთან კონტაქტი ჰქონოდა და ესმას დახმარებოდა. 23 აპრილსინგას დაბადებისდღე იყო. მან ისარგებლა ამით და მოითხოვა - ლევანი და ესმა ჩემს დაბადებისდღეზე ერთად მოვიდნენ, თუ არადა, არცერთს შემოვუშვებო. მოთხოვნა შესრულდა.ლევანი და ესმა ერთად მივიდნენ ინგას დაბადებისდღეზე. დიდებული სუფრა გაეშალათ ინგას მშობლებს. სტუმრებიდან პირველები ესმა და ლევანი იყვნენ. -დანარჩენებიც მოვლენ,მანამდე ცოტახანი გავერთოთ. მოდი, კარტი ვითამაშოთ -წამოაყენა წინადადება ინგამ. -კარგი - თქვა ესმამ. -მე არ მინდა - თქვა ლევანმა. ლევანი სკამზე ისე იჯდა, როგორც ეკლებზე,რადგან ცხოვრებაში ჩაიდინა ისეთი რამ,რასაც თავის თავს არასდროს აპატიებდა -მოიტყუა.კერძოდ,იცოდარა, რომ მარიანას ცუდი რეაქცია ექნებოდა ესმას და ინგას გვერდით მის ყოფნაზე, შეიძლებოდა დაშორებოდა კიდეც, ამიტომ მას დაუმალა დაბადებისდღეზე რომ მიდიოდა. მაშინ, როდესაც მოტყუებულ მარიანას ეგონა, რომ ლევანი სახლში იყო, იგი სულაც არ იყო სახლში. ლევანს ის აღელვებდა, მისი აქ ყოფნა როგორმე დაფარული ყოფილიყო, ან თუ გაიგებდა ვინმე, ეს ამბავი შეყვარებულის ყურამდე არ მისულიყო. ამას მარიანა თუ გაიგებდა,იგი აუცილებლად დაშორდებოდა, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ იგი ვერ იტანს ტყუილს და მოტყუებას არავის პატიობს,მეორეც, იგი ახლა ისეთ ადამიანების გარემოცვაშია, რომელსაც მარიანა ვერ იტანს და შესაბამისად, არ ესიამოვნება ნებისმიერი მისი ახლობელი მათ გვერდით,შეყვარებულზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია უცბად ზარის ხმა გაისმა. - აი მოვიდნენ - თქვაინგამ, - წავალ, კარებს გავაღებ. იგი გავიდა და კარები გააღო. -გამარჯობა,როგორ მიხარია თქვენი დანახვა,შემობრძანდით,თავი იგრძენით, როგორც საკუთარ სახლში - ოთახში შემოვიდა სამი გოგონა. -ესმა, გახსოვს, ცეკვაზე რომ დავდიოდი, მაშინ ესენი ჩემთან ერთად ცეკვავდნენ. ბავშვებო, იცნობდეთ ერთმანეთს - ეს ესმაა, ეს ლევანი, ესენი კიდევ თინა, მაკა და ნინი არიან. ლევანს ოდნავ გულზე მოეშვა,რადგან მას ეგონა, მომსვლელი მეტი არავინ იქნებოდა. - ინგა, კიდევ უნდა მოვიდეს ვინმე? -იკითხა ნინიმ. -კი,ჩვენი პარალელურკლასელი გურამი, ასე თქვა რავი, ვნახოთ, შეიძლებაო,მაგრამ ისე ვთხოვე, დარწმუნებული ვარ,აუცილებლად მოვა - თქვა ინგამ. „გურამი მოვა?! ის ხომ მარიანას დეიდაშვილია! იმწამვსე მიუტანს ამბავს, აქ რომ ვარ! სად დავიმალო, რომ ვერ დამინახოს ?!“ - ხასიათი უარესად გაუფუჭდა ლევანს. უცბად ზარი დაირეკა და იუბილარი კიდევ ერთხელ გავიდა კარის გასაღებად. - გურამ, როგორ მიხარია, რომ მოხვედი. მთელი გულით მიხარია შენი დანახვა.შემოდი,თავი იგრძენი,როგორც საკუთარ სახლში! ლევანს ერთი სურვილიღა ჰქონდა ამ დროს- მიწა გასკდარიყო და თან ჩაეტანა,მაგრამ არადა არ შეუსრულდა ეს თხოვნა. როცა გურამი და ინგა ოთახში შევიდნენ, ინგამ გამოაცხადა,ყველანი ადგილზე ვართ,ახლა შეგვიძლია, სუფრას მივუსხდეთო. ასეც მოიქცნენ. გურამმა ლევანს თვალი თვალში გაუყარა. -გამარჯობა, ლევან! -გ ა მ ა რ ჯ ო ბ ა - ისეთივე დამარცვლით თქვა ლევანმა, როგორც ადრე, როცა შეშინებულს მოუწია, მოხუცს დალაპარაკებოდა. - დიდიხანია,რაც მოხვედი? -ა რ ა. ლევანს, იმედი რომ ჰქონდა, მისი აქ ყოფნა შეყვარებულის ყურამდე არ მივიდოდა, გურამის გათვალისწინება დაავიწყდა, ან უბრალოდ დაავიწყდა, რომ ის და ინგა საბავშვო ბაღიდან მეგობრობდნენ. ამ ბოლო დროს აღარ ჰქონდათ მათ ისეთივე მეგობრობა, როგორც ადრე, ჯერ ერთი, მარიანას სოლიდარობის გამო და მერე კიდევ, თვითონაც არ მოსწონდა ესმა. მარიანამ იცოდა, გურამს ვერაფერსაუკრძალავდა, ამიტომ, უბრალოდ რაც იყო,იმით დაკმაყოფილდა. შემდეგ მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. მარიანამ გურამისგან გაიგო ლევანის ყოფნის შესახებ ინგას დაბადების დღეზე. ამის გამო მარიანა და ლევანი დროებით გაბუტულები იყვნენ. მთელი ამ დროის განმავლობაში იგი ცდილობდა მარიანასთვის აეხსნა, რომ იცოდა,თუ როგორ მოექცეოდა იგი მას სიმართლეს თქმისგამო . მას არ უნდოდა მისი გაბრაზება, ამიტომ მოიტყუა. ბოლოს,როგორც იქნა,გააგებინა და შერიგდნენ. დღეს დღეს მისდევდა. ყველა დღე ერთმანეთს ჰგავდა.ბავშვები დილით სკოლაში დადიოდნენ, შემდეგ სწავლობდნენ და ღამეით იძინებდნენ. მარიანა, გარდა ცეკვისა, დამატებით ეცნობოდა ინდურ კულტურას. ერთ დღეს მისი ორგანიზებით ქალაქ საჩხერეში მოეწყო ჰოლის დღესასწაული. ამ დღესასწაულს ესწრებოდა უამრავი ადამიანი. მათ შორის, რათქმაუნდა, ლევანიც იყო. მან თავის რჩეულს ჰოლის დღესასწაულზე მწვანე ფერის სარი აჩუქა. ესმამ გაიგო ეს ამბავი, თან ამას დაემატა ის,რომ ლევანი მის არცერთ მონაწერს არ პასუხობდა და გაბოროტდა. მას უკვე საკმარისი მიზეზი ჰქონდა, მარიანასთვის რამე დაეშავებინა,მაგრამ გასათვალისწინებელი იყო,ამას შემდეგ რა მოჰყვებოდა:მშობლები რამდენიმე კვირით სახლიდან არ გაუშვებდნენ, ან სამუდამოდ სოფელში გაგზავნიდნენ, ყველაზე უარესი სასჯელი რაც შეიძლებოდა მოყოლოდა მის საქციელს,ის იყო, რომ შეიძლებოდა, ციხეში ჩაესვათ. ესმამ გადაწყვიტა,ჯერ ლევანს დალაპარაკებოდა, ემცნო თუ რას იზამდა,თუ შეყვარებულს არ დაშორდებოდა და შემდეგ ლევანის საქციელის მიხედვით ემოქმედა. მეორე დღეს, დიდ დასვენებაზე ესმა მივიდა მეთორმეტე კლასში. იქ რამდენიმე ბავშვი იყო,დანარჩენები აბიტურიენტობის დროს სკოლაში არ დადიოდნენ, ან იშვიათად შემოივლიდნენ ხოლმე. იმ რამდენიმეს შორის ლევანიც იყო. -ლევან, ერთ წუთს გამოდი, საქმე მაქვს - თქვა ესმამ. -კარგი - თქვა ლევანმა და გავიდა. -რომ გწერ ხოლმე ფეისბუკზე, რატომ არ მპასუხობ? დასინვის ღირსი ვარ შენგან? -ხომ გითხარი, შეყვარებული მყავს, კიდევ გიმეორებ, თავი დამანებე, მაინც არაფერი გამოგივა, მე მიყვარს მარიანა. -მართლა? თუ არ გინდა, მაგ შეყვარებულს რამე დავუშავო,უნდა დაშორდეთ ერთმანეთს, თუ არადა,ჩემს თავზე პასუხისმგებელი არ ვარ. იცი შენ, რომ შემიძლია! აირჩიე, ან ეგ სიყვარული, რომელსაც მაინც ჩავაქრობ, ან საყვარელი ადამიანის უსაფრთხოება - თქვა ესმამ და გაეცალა იქაურობას. მეორე დღეს დილიდან ელოდა მარიანა ლევანის ზარს,მაგრამ ის არადა არ რეკავდა. მერე იფიქრა, ალბათ დაავიწყდაო, მართალია, მასში ესეთი საქციელი არ ჯდებოდა,მაგრამ ყველაფერი ხდება ცხოვრებაში და თვითონ დაურეკა. ტელეფონი გამორთული იყო. „ტელეფონი გამორთული აქვს, ფეისბუკზეც არ მწერს. ეტყობა, ტელეფონი დაუჯდა,რაღაცას აკეთებს, არ სცალია დასატენად და ჩემთვის მოსაწერად“ - ფიქრობდა მარიანა. იგი ამ ფიქრებში იყო,მაგრამ თან გული ცუდს უგრძნობდა. მესამე დღეს მარიანა და ლევანი ფოიეში შეხვდნენ ერთმანეთს. -გამარჯობა ლევან,რომ მითხარი დაგირეკავო,რატომ არ დამირეკე? მე გირეკავდი და გამორთული გქონდა ტელეფონი, დაგიჯდა? -გამორთული მქონდა უბრალოდ და გთხოვ, აღარ დამირეკო და აღარც მომწერო საერთოდ. -რატომ?რა მოხდა, ლევან? -ისეთი არაფერი.შენივე უსაფრთხოებისთვის გეუბნები, აღარ დამირეკო ან მომწერო, აღარასოდეს შევხვდეთ დაგეგმილად,შემთხვევით თუ შევხვდებით, ტკბილი გამარჯობა - გაგიმარჯოს, მეტი არაფერი. -რაებს მეუბნები ლევან, მეხუმრები?! -არა,არ გეხუმრები,გთხოვ, ნუ ჩაეძიები,რატომ გეუბნები ამას. -არა, მინდა, ვიცოდე, რა გეტაკა, ამოღერღე ყველაფერი,იმ დამპლით მოიხიბლე ხო? - იკითხა მარიანამ და ატირდა. -არავის მოვუხიბლივარ. -ჩემში არ მოგეწონა რაიმე და იმიტომ მშორდები? - უმატა ტირილს მარიანამ. -არა,შენ კარგი გოგოხარ, უბრალოდ აჯობებს, დავშორდეთ. -ამოღერღე რას მიმალავ,რამოხდა? - აჯობებს, არ იცოდე! -არა, თქვი! უნდა ვიცოდე, რა მოხდა ! -ესმა მოვიდა და მითხრა,თუ არ დაშორდები, მაგ გოგოს რამეს დავუშავებო. მე არ მინდა შენს უსაფრთხოებას რაიმე საფრთხე დაემუქროს. ვიცი, რისი გამკეთებელიცა, ამიტომ უნდა დავშორდეთ. - მე არ მჭირდება შენნაირი მშიშარა და ლაჩარი შეყვარებული, რომ შევხვდებით,არც კი მომესალმო,თორემ იცოდე, გატირებ! - თქვა გაბრაზებულმა და ატირებულმა მარიანამ. როდესაც იგი ამ სიტყვებს ამბობდა, მის ნათქვამში ბრაზი იგრძნობოდა, მარიანას თვალში უკვე არარაობაიყო ლევანი,მაგრამ გულის სიღრმეში იგი თავს მაინც ცუდად გრძნობდა. რამდენიმე დღეში ლევანი სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად. ამის შემდეგ მარიანას იგი აღარასდროს უნახავს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ბატონო ალექსანდრე მაგის მერე 9 მოთხრობა კიდევ დავწერე. ყველა შეგიძლიათ ნახოთ აქ. ბატონო ალექსანდრე მაგის მერე 9 მოთხრობა კიდევ დავწერე. ყველა შეგიძლიათ ნახოთ აქ.
4. ორი დღე ვკითხულობდი) ეს ნაჭერზე ცუდად მეტყველებს. სამოყვარულო კამერით როა ქართული კინოები იმას გავს. არც სიუჟეტია კაი არც თემატიკა. უფრო სწორად ძველია თუ გაცვეთილია თუ ბანალურია თუ რავი საპნის ოპერა სიუჟეტი რათ გინდა. დადებითი მხარეები აქვს ტექსტს შრომა და ნებისყოფა ეტყობა და უკეთესების მოლოდინს აღძრავს) +3,5)) საინტერესოა როგორ გაგრძელდება შენი დებიუტი) ორი დღე ვკითხულობდი) ეს ნაჭერზე ცუდად მეტყველებს. სამოყვარულო კამერით როა ქართული კინოები იმას გავს. არც სიუჟეტია კაი არც თემატიკა. უფრო სწორად ძველია თუ გაცვეთილია თუ ბანალურია თუ რავი საპნის ოპერა სიუჟეტი რათ გინდა. დადებითი მხარეები აქვს ტექსტს შრომა და ნებისყოფა ეტყობა და უკეთესების მოლოდინს აღძრავს) +3,5)) საინტერესოა როგორ გაგრძელდება შენი დებიუტი)
3. მადლობა ქალბატონო მზია მადლობა ქალბატონო მზია
2. საინტრესოა. სკოლა გამახსენა. 5 ნაჩქარევად დამთავრდა ეს პირველი სიყვარული.
საინტრესოა. სკოლა გამახსენა. 5 ნაჩქარევად დამთავრდა ეს პირველი სიყვარული.
1. ეს ნნაწარმოები არეის სადებიუტო მოთხრობა, ამიტომ მაღალი შეფასების იმედი არ მაქვს. ახალი ჯერ არ დამიწერია ეს ნნაწარმოები არეის სადებიუტო მოთხრობა, ამიტომ მაღალი შეფასების იმედი არ მაქვს. ახალი ჯერ არ დამიწერია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|