ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
15 ივნისი, 2020


მოხუცი ქალაქში

როგორც  ტუსაღი შესციცინებს
სარკმლით მოზღუდულ ზეცის ნაგლეჯს,
სწორედ ისე ესათუთება
კორპუსებს შორის უასფალტოდ გადარჩენილ
მტკაველ მიწაზე მცენარეებს
და ამ ნამცეცით ცდილობს დაიცხროს
მისი მიწასთან სიახლოვის დიდი შიმშილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები