მას მამის ნებიერას ეძახდნენ, თუმცა, ყველა ანებივრებდა.მაინც, მამის ნებიერას ეძახდნენ. სუსხი არასდროს უგრძვნია.მხოლოდ,გაზაფხულს ხედავდა. გაზაფხულის სილამაზეს ,კი, რა შეედრებაროცა .სიცოცხლე ნავარდობს, როცა,.ნიავი არ გასვენებს..გაიღვიძეთო. ფოთლებს რომ შეერევა და აშრიალებს.მზის სხივები, ოქროსფრად მოწნულ ბადეში, გაგახვევს,. ფრინველების გნიასი რომ .ისმის და ბუდეებიდან, მოშიებული, პირდაღებული , დედების მომლონდინე,ყვითელნისკარტა, ბარტყების და ბახალების სხავილიც აჰყვება, ხოლმე.. ,.“რა , სილამაზეაო“.როგორი მოხატულიაო იტყოდა,ხოლმე მამის ნებიერა.“როგორი ლამაზიაო, გაზაფხულს მოჰგავსო“--ჩურჩულებდნენ სხვები მასზედ. ის კი ნებივრად ნავარდობდა ეზოში.ვარდებსა და ჟასმინებს,სუსამბარებსა და ჟუნჟუკროებს შორის. ბუჩქებთან ჩამოჯდებოდა.დიდხანს უცქერდა,ნაზად თითებით ეხებოდა, ეალერსებოდა გვირგვინის ფურცლებიდან, ვერცხლისფრად მოელვარე ნამს ,ხელის გულზე იგროვებდა და სახეზე იპკურებდა: „მეც, ასეთი ლამაზი ვიქნებიო“-გულიანად იცინოდა. ..რა ლამაზია გაზაფხულიო და სცენაზეც თან, გაიყოლებდა ხოლმე ... .ოვაციები...მხურვალე აპლონდისმენტები....ზღვა ყვავილები, , თაყვანისმცემელთა ბარათები... ცეკვავდა,ცეკვავდა ....ხან ციცინათელას, ხან კი ...ყვავილიდან , ყვავილზე გადაფრენილ პეპელას ემსგავსებოდა.გაშლიდა ფიქალისებრ მკლავებს და მზის სხივებს დასდევდა დასაჭერად... სცენაზეც გაზაფხული დედოფლობდა. „როგორი ლამაზიაო, გაზაფხულს მოჰგავსო“---გახშირდა ხმები, მომრავლდნენ უიმედოდ მოტრფიალენი. მამის ნებიერა,კი ვერავის ხედავდა ,ვერავის ამჩნევდა. მხოლოდ, ზღაპრულ მზეჭაბუკს.ელოდა. ფანჯრიდან გაჰყურებდა სივრცეს და რაშზე ამხედრებულ, უფლისწულის გამოჩენაზე ოცნებობდა სახლობდა გაზაფხულში, სახლობდა ზღაპარში.... აი, შორს რაღაც წერტილივით მოსჩანს, თანდათან უახლოვდება, თეთრ რაშზეა ამხედრებული. ლამაზი და მოხდენილი.მართლაც დევგმირს ჰგავს...მოდის, მოჰქრის, მისკენ მოიჩქარის, ისიც ოქროსფერ თმებს სარკმელიდან გადმოიშლის გიშრისფერი წამწამებიდან ფირუზისფერ თვალებს ოდნავ მოხუჭავს, გაირინდება, როდის გაიტაცებს, ციხე კოშკიდან რჩეული მისი.რაინდმა, დეზი ჰკრა და რაშიც გაფრინდა.მზეთუნახავი გაიტაცა და გაუჩინარდა.... „ასეთი ლამაზი დედოფალი არასდროს გვინახავსო“, „გაზაფხლზე მშვენიერიო“--გაავრცელეს ხმები ჩიტებმა. სადედოფლო კაბამ , კიდევ უფრო დაამშვენა ნებიერას ბრწყინვალება. თვალისმომჭრელმა სილამაზემ დაჩაგრა გაზაფხული. იყო მილოცვები, იყო ბედნიერი წუთები .იყო ულევი ზღვა სიხარული...იყო, იყო. ...დრო გადიოდა..გაზაფხულს მოჰყვა ზაფხული, . ....საჭიროებამ მოითხოვაო, სწავლა საზღვარგარეთ უნდა გავაგრძელოო--განუცხადა მეუღლემ.მერე შენც წაგიყვან და სულ ერთად ვიქნებითო.გადაწყდა და გზას გაუდგა შემოდგომისას. მერე, გაზაფხულის დედოფალი გზისკენ კიარა, ყურმილისკენ იხედებოდა...მერე, ტელეფონი ზარს ელოდებოდა, .შორიდან ეფერებოდა,თვალები უბრწყინავდა, საალერსო სიტყვებს ჩასძახოდა. ასე გაგრძელდა დიდხანს. დიდხანს ბოლოს, მოლოდინს ვეღარ გაუძლო.სევდა დაეპატრონა, ვეღარც ყვავილებს ამჩნევდა, აღარც ფრინველთა ხმა ესმოდა. შვილი იყო მისთვის სამყაროს სილამაზე, შეუდარებელი.ყველა დარდის გამქარვებელი და სიყვარულის დიდი ძალა. მაინც დაეპატრონა სევდა... დაიმონა.სილაღე სადღაც გაქრა., ბავშვზე ზრუნვა, ანიჭებდა ბედნიერებას.უკვე, ტელეფონზე საუბარიც აწუხებდა.სულ, ერთი და იგივე.... დაიღალა. ყველაფერმა დაღალა შორიდან მოჭვრიტინე ცნობისმოყვარეთა ჩურჩულმაც, და ,მისი სილამაზით მოხიბლული თაყვანისმცემლების ფარულად ადევნებულმა მზერამაც. . განმარტოვდა.ოთახიდანაც აღარ გამოდიოდა ბოლოს კი, , ხშირად მეუღლის დანატოვარ გასაღებს,ხელჩანთიდან ამოიღებდა, ხელს მოუჭერდა, ჩაფიქრდებოდა და ისევ შეინახავდა. გადაწყდა...თავად ჩავა იქ. .წასვლას მის დაბადების დღეს დაამთხვევს.. კვლავ, ერთად ვიქნებით.ჩაიკრავს ჩვენს ვარსკვლავბიჭუნას.იგიჟებენ,.იჭიდავებენ ერთად, ფეხბურთს ითამაშებენ...ღიმილმა გადაუარა. თვითმფრინავის .სალონში ყველა თვლემდა. .მკერდზე ჩაძინებული შვილი მიიკრა და ოქროსფერ თმებზე ეამბორა.... გამოერკვა ფიქრებიდან,. შეკრთა.შეშინდა...დაფრთხა.ნეტავ ახლა როგორია?, ვიცნობ? რა უნდა ვუთხრა...მინდა კი, მისი ნახვა?.ებრძვის ორეული,.თავს არ ანებებს.ლამაზი თვალები ცრემლით ევსება...რა უაზრო ფიქრებია. თვალები ამოიმშრალა.....დადგა წუთი, ოცნების ასრულებისა.ვერაფერი დააშორებთ, ის მისი ,ერთადერთი რჩეულია.დიდი სიყვარული და მონატრებაა.ნეტავ,რას აკეთებს ახლა.ხო, ჯერ კიდევ სამსახურშია.თავისი საქმის დიდოსტატი...ვამაყობ.. ..ქმრის მოსვლამდე მოწესრიგდა, არეული ოთახი მიალაგა. .ამოალაგაჩასაცმელი.ოთახი მის გემოვნებით შეცვალა, გადაადგილა ნივთები.მაგიდა, შუაგულში დადგა, სუფრაც გადააფარა და საგანგებოდ დამზადებული, მისი საყვარელი ნუგმარი და ნამცხვარი დაალაგა.ორი თეფში ,ორი ლამბაქი, წითელი ღვინო, ფერადი სანთელი და ლამბაქით ყვავილები.ესეც საკმარისია შეყვარებული წყვილისთვის.მერე სარკეში ჩაიხედა.იქედან ნამდვილი მზეთუნახავი უღიმოდა. როგორ გაიწელა დრო.სიურპრიზით უნდა გაახაროს მეუღლე..ის ,არ ელოდება მამის ნებიერას? .საათს დახედა.“უკვე, დროაო“-თქვა და შუქები გამორთო. მაგიდაზე სანთლები აციმციმდნენ... და აი, კარის ღრიჭოში გასაღები ამოძრავდა . ნაცნობი ხმაც.მოესმა .“ის არის.,“, გული, ლამისაა, ამოუვარდეს..“როგორც ჩანს, მარტო არაა.“ ..., კარიც გაიღო.შუქი აინთო. მეუღლეს ხელთ სანოვაგით სავსე ჩანთა ეჭირა. მოულოდნელობისგან გახევდა. .“.ძვირფასო...ძვირფასო, შენ ხარ?“ .დრო გაჩერდა..ბავშვი დედას აეკრა. . სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. მეუღლის მკლავზე ჩაჭიდებულ უცნობ ქალს სახეზე ღიმილი შეჰყინვოდა და გაკვირვებული მზერით ათვალიერებდა სახლში შემოჭრილ დაუპატიჟებელ სტუმრებს.. სანთლის ალი ლიცლიცებდა და კედელზე გაურკვეველ ფიგურებს ხლართავდა. . გარეთ ციოდა. გაზაფხულამდე დიდი დრო იყო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ძალზე მტკივნეული და გახშირებული რეალობაა. ცოტა სტილისტურად მიხედეთ. პუნქტუაციაც გასასწორებელია. 5 ძალზე მტკივნეული და გახშირებული რეალობაა. ცოტა სტილისტურად მიხედეთ. პუნქტუაციაც გასასწორებელია. 5
5. ცოტათი ხელის შევლება არ აწყენდა. ბანალურია, მაგრამ მაინც , იმოქმედა.
უკეთესიც იქნება,მჯერა. ცოტათი ხელის შევლება არ აწყენდა. ბანალურია, მაგრამ მაინც , იმოქმედა.
უკეთესიც იქნება,მჯერა.
3. ოჯახის დანგრევა ცალკე თემაა
მაგ კონკრეტულ შემთხვევაში დაშორებამ დააჩქარა უბრალოდ ის, რაც ისედაც მოხდებოდა ადრე თუ გვიან ოჯახი, რომელიც ორი ადამიანის მხოლოდ ერთი შეხედვით სიყვარულზე და ნატვრისმიერ მოლოდინებზეა დამყარებული 99%-ით განწირულია დანგრევისთვის
გაცილებით ძლიერია ოჯახი, როცა მომავალი მეუღლეები დიდი ხნის განმავლობაში იცნობენ ერთმანეთს ოჯახის შექმნამდე და ერთმანეთის ყველა ჩვევა და წვრილმანი იციან კარგად
საზღვარგარეთ უფრო ასეა ხოლმე ქართულ რეალობაში კი მენტალიტეტიდან გამომდინარე ( მხოლოდ კაცების მენტალიტეტი არ არის ცუდი საქართველოში, არანაკლებ ცუდია ქალებისაც ) ქალებს ერთი სული აქვთ გათხოვდნენ და ოჯახი შექმნან დანარჩენი კი დალაგდება მერეო ან შევეჩვევიო და აქ იწყება სწორედ გაუგებრობები
სამწუხაროდ ოჯახის დანგრევა ცალკე თემაა

სამწუხაროდ
2. ნ-ი-კ-ი უამრავი ოჯახი დაინგრა დაშორებით. ეს მაწუხებს დღესაც. მართალია, ეს არის 2000 წლამდე მომხდარის მიხედვით.
გასაღების საკითხს გავითვალისწინებ. მადლობა. ნ-ი-კ-ი უამრავი ოჯახი დაინგრა დაშორებით. ეს მაწუხებს დღესაც. მართალია, ეს არის 2000 წლამდე მომხდარის მიხედვით.
გასაღების საკითხს გავითვალისწინებ. მადლობა.
1. ჩვეულებრივი ამბავია ალბათ გამხატვრულება არც ღირდა სავარაუდოდ იმ დროს ეხება, როცა მობილურები არ არსებობდა და ინტერნეტიც არ იყო ასე ადვილად წვდომადი
რადგან თუ ასე არაა და თანამედროვებაზეა საუბარი, ნეტავ როგორია, თუ ვიცნობ და მსგავსი კითხვები არ გაუჩნდებოდა ამ ტექნიკური რევოლუციის ეპოქაში
გასაღების დატოვებაც ცოტა უცნაურია და ბუნდოვანი. რისი გასაღები დაუტოვა ან როდის? მონაყოლიდან არ ჩანს, რომ ჩამოვიდა როდესმე და შესაბამისად წასვლისას ვერ დაუტოვებდა იმის გასაღებს რაც მანამდე არ არსებობდა ეს ალბათ იმისთვისაა გაკეთებული რომ ფინალში მოხვდეს ცოლი ქმრის ოთახში
რა ვიცი, სუსტია ჩემი აზრით და მხოლოდ წამახალისებელ 2 ქულას დავწერ უკეთესის მოლოდინით
ისე კი ხშირია შემთხვევები, მითუმეტეს ქართულ რეალობაში, როცა თეთრ რაშზე ამხედრებული, თეთრ ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი რაინდი აქლემად გადაიქცევა ხოლმე ( “ ქორწინება მირაჟია .... " ფრაზის პერიფრაზი )
ჩვეულებრივი ამბავია ალბათ გამხატვრულება არც ღირდა სავარაუდოდ იმ დროს ეხება, როცა მობილურები არ არსებობდა და ინტერნეტიც არ იყო ასე ადვილად წვდომადი
რადგან თუ ასე არაა და თანამედროვებაზეა საუბარი, ნეტავ როგორია, თუ ვიცნობ და მსგავსი კითხვები არ გაუჩნდებოდა ამ ტექნიკური რევოლუციის ეპოქაში
გასაღების დატოვებაც ცოტა უცნაურია და ბუნდოვანი. რისი გასაღები დაუტოვა ან როდის? მონაყოლიდან არ ჩანს, რომ ჩამოვიდა როდესმე და შესაბამისად წასვლისას ვერ დაუტოვებდა იმის გასაღებს რაც მანამდე არ არსებობდა ეს ალბათ იმისთვისაა გაკეთებული რომ ფინალში მოხვდეს ცოლი ქმრის ოთახში
რა ვიცი, სუსტია ჩემი აზრით და მხოლოდ წამახალისებელ 2 ქულას დავწერ უკეთესის მოლოდინით
ისე კი ხშირია შემთხვევები, მითუმეტეს ქართულ რეალობაში, როცა თეთრ რაშზე ამხედრებული, თეთრ ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი რაინდი აქლემად გადაიქცევა ხოლმე ( “ ქორწინება მირაჟია .... " ფრაზის პერიფრაზი )
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|