რომანი პროლოგი კაცი წამოდგა მძიმედ და ტყავის პიჯაკიდან მოუთმენლად სველი ქვიშა ჩამოიბერტყა. მანქანიდან ჩამოხტომისას მხრები მწვანე და ლურჯ ფერებად შეეღება. მთელი მარცხენა გვერდი ტკიოდა, მაგრამ ეს არაფერი იყო, რადგან მისთვის მნიშვნელოვანი ამ წუთას 5000 დოლარი იყო. იგი ფრთხილად დაადგა ვიწრო გზის ციცაბო კიდეზე. აპრილის დასაწყისში თოვლი იდო ირგვლივ მთებზე და ტალახი გზაზე, თუმცა ქვემოთ ყინული წყლად გადაქცეულიყო და პატარა მდინარის სახით შრიალით ვნებიანად მიედინებოდა კლდოვან ქვაბულში. ეს მხარე განწირული იყო მარტოსულობისთვის ამ პერიოდში. ვარძიის სამონასტრო კომპლექსი იყო საკმაოდ შორს და ბერები ძალიან იშვიათად თავიანთ გაყინული სენაკებიდან გარეთ გამოდიოდნენ. ტურისტული სეზონი დიდიხანია ჯერ კიდევ არ დაწყებულიყო. კაცმა ამოიხვნეშა. აქ, მთიან სამხრეთში ტურისტულ სეზონზე საუბარი შეიძლება? ჩრდილოეთ აღმოვსავლეთ საზღვარი თურქეთთან ოც კილომეტრზე ნაკლები მანძილით იყო დაშორებული. ფრიალო კლდეებზე გაყვანილ ვიწრო გზებზე გართულებული მგზავრობა უფრო მეტ ნახირს მოასწავებდა, ვიდრე მანქანებს, მცირე რაოდენობით დამსვენებლები ამოდიოდნენ. მაისიდან, უფრო სწორედ ივნიდან, როდესაც ცხელოდა და მზე სხივებს შიშველ კლდეებს გულუხვად ესროდა, ერთი წყვილი ამოდიოდა. ისინი მოდიოდნენ მონასტრის, ფრესკების, სავარაუდოდ ასევე მარტოსულობის გამო. მგზავრობდნენ შორიდან ჯიპებით, მინიბუსებით და გრძნობდნენ თავს უცხოდ, როგორც ის. მანქანა ეგდო დამტვრეული ხრამში.აფეთქება იყო ძლიერი, ის თითქოს უკმაყოფილო იყო და სამი გაზის ბალონის დამატებას ფიქრობდა. როდესაც მთებში სუსტი ხმა გაისმა, იგი უკვე გზაზე გარბოდა, რათა სწრაფად ჩასულიყო ქვემოთ. ასი მეტრის ქვემოთ დავარდა ავტომობი ლი, მეტი თუ არა. აქ ხალხი ღვედის გარეშე მოძრაობს, მაგრამ დასავლეთელმა დებილმა ქალმა გაიკეთა.კაცს თავისთვის ჩაეცინა. დასავლეთების ამ წესს იგი არასერიოზულად უყურებს, ჩანს სად მიჰყავს ადამიანი. გვამი ისე დაიწვა, რომ ამოცნობა რთულია. კაცმა კმაყოფილმა დააქნია თავი.5000დოლარი. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ცხინვალიდან გაიქცა, როდესაც საქართველოს რუსეთმა გადაუარა. ეს არის ომი, რომლის გამომწვევ მიზეზებზე და პიროვნებებზე ბევრს კამათობენ.ჟურნალისტები, დეპუტატები ადგილობრივი ხელისუფლებიდან, თუ ევროპარლამენტიდან გაუჩერებლად ამაზე ბევრს საუბრობენ, შესაბამისად განუწყვეტლივ იქმნება თეორიები გამომწვევ მიზეზებზე. ამ სიტუაციაში სწრაფად გაჩდნენ ანგარებიანი ხალხი. ისინი იბრძოდნენ, ნებისმიერის გვერდით, არა ამ მოვლენის გამო მტრისთვის თავის შესაწირვად, ან გამარჯვებისთვის, არამედ საკუთარი თავის გადასარჩენად.ისინი თანხმდებოდნენ გარკვეული თანხის სანაცვლოდ ტყვეების აყვანას, ან ვინმეს მკვლელობას.თუნდაც ეს მთელ სოფელ შეეხებოდა. ომის BIG BUSINESS. თავად სამხრეთ ოსეთში ცხოვრობდა, ქართულ სოფელში, ეროვნებით ქართველი და ეს მხარე მიატოვა, როგორც ლტოლვილმა, ცოლთან და ორ ვაჟთან ერთად. ერთს ოსეთის მილიციისგან თავში ტყვია მოხვდა, დაჭრა, გადარჩა, მაგრამ დარჩა ინვალიდი, დებილი. მეორე შვილი ჯერ კიდევ სკოლაში დადიოდა. უმუშევარი იყო, არ ჰქონდათ არსად დასარჩენი და ოჯახი დასახლდა ავტობანის ჩრდილოეთით თბილისს და გორს შორის მოწყობილ ლტოლვილთა დასახლებაში, ქოხმახში, რომელიც ფეხსაცმელის ყუთს ჰგავდა და სადაც თითეულ მოსახლეს ჰქონდა ქიმიური ტუალეტი. ცოლს არ შეეძლო დარდისგან მუშაობადა საყვარელი ორსულად იყო მისგან. კაცს სასწრაფოდ ჭირდებოდა ფული. შავი ბოლი ამოვიდა ხრამიდან. კაცმა, რომელიც თავის თავს მკვლელად არასდროს მოიხსენიებდა, სიგარეტი ჩაიდო პირში. ძლივს. დასავლეთი რათქმაუნდა პასიური მწეველი იყო. კაცმა გააბოლა. სავარაუდოდ ის გამონაბოლქვს ვერ აიტანდადა არ ენდომებოდა, რომ ფანჯარა გაეხსნა, რადგან გარეთ ციოდა. ქალი სანამ ცოცხალი იყო, ის დიდი სიამოვნებით გაუპატიურებდა და გაძარცვავდა, მაგრამ არა სამხრეთელებთან ეს უფრო ადვილია და თავის შეკავება საჭიროა. იგი ამ წუთას 5000დოლარზე ფიქრობდა. მხოლოდ ამაზე. იდიოტი შვილის და დეპრესიული ცოლის მკურნალობის თანხა უნდა გადაეხადა.ამის გარდა ჭამა-სმაც საჭიროა. ნელ-ნელა დაიწყო თოვა. ფიფქები გრუნტის გზაზე დნებოდნენ და ტალახად იქცეოდა. ახლა უმჯობესი იყო იყო წასულიყო. ამ მიგდებულ მხარეში თითქმის შეუძლებელია თვითმხილველი ყოფილიყო, თუმცა ზუსტად არავინ არაფერი ზუსტად არ იცის. კაცი მიტრიალდა და დაადგა გზას უკან ჩრდილოეთით. 20 წუთის შემდეგ იპოვნა კლდის ნაშალი, სადაც ერთი დღით ადრე მოტოციკლეტი დამალა. ძრავა დაქოქა და დაიძრა. შვებამოგვრილმა გაზს მიაჭირა.სურდა ამ ადგილს მალე გაცლოდა, უცბად მოეჩვენა, რომ მოესმა მთის სუნთქვა. შემდეგ ზიგზაგისებურ მოსახვევთან გაჩერდა, მოტრიალდა და ბოლოჯერ შეხედა შავ ღრუბელს, რომელიც შიშველი ფერდობებს შორის ტერიტორიიდან ამოდიოდა, გულგრილად მიტრიალდა და გააგრძელა გზა.
1 ოლის საფლავი მორცხვად მიჭდომილი იყო ნარინჯისფერ ვარდისფრად შეღებილ პატარა ეკლესიაზე. ეს სამლოცველო არის ბაიერნში ბაროკოს სტილის მსგავსი. ასეთ ნაგებობებს როგორც წესი ხახვის გუმბათი ადგამთ. იდილიას მსუსხავი ქარი არღვევდა, რომელიც აღმოსავლეთიდან ვრცელდებოდა და ჩემ განწყობას აფუჭებდა. ჩვენ ვიდექით სამნი ღია ორმოსთან, სადაც დახმარე პერსონალი სპეციალურ უნიფორმებში ჩაცმულნი თხელ, შავ კუბოს მიწაში უშვებდნენ. ჩემს მარჯვენა მხრიდან მესმოდა ჯულიანეს სუნთქვა. ის იყო ჩემი საუკეთესო მეგობარი, დედინაცვალი და გაჭირვების ტალკვესი. მარცხნივ მედგა ნერო კელერი რომელიც ცხოვრების თანამგზავრზე მეტი იყო ჩემთვის, გამომყვა რათა დოლი შტრაიტბერგი უკანასკნელ გზაზე გაგვეცილებინა. გამოთქმა „უკანასკნელ გზაზე გაცილება“ ნეროს კონსერვატორულ სამყაროს ზუსტად უხდებოდა. ის იყო მთავარი კომისარი მიუნხენის რეგიონის კრიმინალური პოლიციის და კიბერთავდასხმების საქმეებს იძიებდა, რაც ისეთივე რეალურნი იყვნენ, როგორც ეს შავი კუბო, რომელიც ქვემოთ დაუშვეს და ახლა მიწას აყრიდნენ. ჩვენს მოპირდაპირე მხარეს იდგა დოლის ვაჟი.ის 30 წლის ხდებოდა და სულის შემკვრელად ლამაზად გამოიყურებოდა. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდრილვარ და ყველა მათგანი მაინტერესებდა : გარეგნულად ზემოდან ქვემოთ,მოკლედ შინაგანად და ვიზუალურად, მაგრამ საშა (დოლის ვაჟი) აშკარად ყველას ჯობდა. მოყვანილ ტანზე იდგა, თითქმის გამხდარი, გამოხატულ სიფერმკრთალამდე მისული და ფენომენალურად პირმწმინდად მოპარსული წვერით. გრძელი თმები ტალღისებურად ედო ვიწრო თავზე. მარცხენა ყურზე ეკეთა ვერცხლისებური საყურე. მუქი თვალები უხერხულობის საბურველში შეხვეული ბრწყინავდნენ. -ჩემი დისშვილს სადაც არის ცრემლები წამოცვივა.ჩამისინა ჯულიანმა. მას სწამს რომ ქალებთან მიმართებაში ეს კარგი ქმედება. -მე არ ვიცოდი სიმართლე რომ გითხრა, დოლის შვილი ჰყავდა. -მარტო ეს ჰყავს. გააგრძელება იქნება
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ციმციმა ეს იმდენად მომაბეზრებელი რომანია, პირადად ჩემთვის რომ აღარ გავაგრძელე. ციმციმა ეს იმდენად მომაბეზრებელი რომანია, პირადად ჩემთვის რომ აღარ გავაგრძელე.
10. ეს თუ პროლოგია, რომანი რამხელა იქნება)) ერთჯერ გადაიკითხეთ და ცოტა წინადადებებში სიტყვების წყობას გადახედეთ. საინტერესო თარგმანია. ალბათ ავტორი თანამედროვე მწერალია. ეს თუ პროლოგია, რომანი რამხელა იქნება)) ერთჯერ გადაიკითხეთ და ცოტა წინადადებებში სიტყვების წყობას გადახედეთ. საინტერესო თარგმანია. ალბათ ავტორი თანამედროვე მწერალია.
9. გაგრძელება აღარ გითარგმნიათ? საინტერესოა.
გაგრძელება აღარ გითარგმნიათ? საინტერესოა.
8. ძალიან შრომატევადი და რთული ნაშრომია. დიდ საქმეს შეჭიდებიხართ. "ამ წინადადებას,ცოტათი დახვეწა და გამარტივება მოუხდებოდა :" ის იყო მთავარი კომისარი მიუნხენის რეგიონის კრიმინალური პოლიციის და კიბერთავდასხმების საქმეებს იძიებდა, რაც ისეთივე რეალურნი იყვნენ, როგორც ეს შავი კუბო, რომელიც ქვემოთ დაუშვეს და ახლა მიწას აყრიდნენ." საინტერესოა გაგრძელება. წარმატებებს გისურვებთ.
5 -ჩემგან.
ძალიან შრომატევადი და რთული ნაშრომია. დიდ საქმეს შეჭიდებიხართ. "ამ წინადადებას,ცოტათი დახვეწა და გამარტივება მოუხდებოდა :" ის იყო მთავარი კომისარი მიუნხენის რეგიონის კრიმინალური პოლიციის და კიბერთავდასხმების საქმეებს იძიებდა, რაც ისეთივე რეალურნი იყვნენ, როგორც ეს შავი კუბო, რომელიც ქვემოთ დაუშვეს და ახლა მიწას აყრიდნენ." საინტერესოა გაგრძელება. წარმატებებს გისურვებთ.
5 -ჩემგან.
7. აი, 2 მაგალითი: 1. „კაცი წამოდგა მძიმედ და ტყავის პიჯაკიდან მოუთმენლად სველი ქვიშა ჩამოიბერტყა. “ კაცი მძიმედ წამოდგა და ტყავის პიჯაკიდან მოუთმენლად ჩამოიბერტყა სველი ქვიშა. 2. „ და ბერები ძალიან იშვიათად თავიანთ გაყინული სენაკებიდან გარეთ გამოდიოდნენ. “ და ბერები ძალიან იშვიათად გამოდიოდნენ გარეთ თავიანთი გაყინული სენაკებიდან. ტექსტი გასამართია. რადგან ახლა იწყებთ გამოქვეყნებას და, შესაძლებელია, საინტერესო ნაწარმოებია, დავწერე 4. წარმატებას გისურვებთ!
აი, 2 მაგალითი: 1. „კაცი წამოდგა მძიმედ და ტყავის პიჯაკიდან მოუთმენლად სველი ქვიშა ჩამოიბერტყა. “ კაცი მძიმედ წამოდგა და ტყავის პიჯაკიდან მოუთმენლად ჩამოიბერტყა სველი ქვიშა. 2. „ და ბერები ძალიან იშვიათად თავიანთ გაყინული სენაკებიდან გარეთ გამოდიოდნენ. “ და ბერები ძალიან იშვიათად გამოდიოდნენ გარეთ თავიანთი გაყინული სენაკებიდან. ტექსტი გასამართია. რადგან ახლა იწყებთ გამოქვეყნებას და, შესაძლებელია, საინტერესო ნაწარმოებია, დავწერე 4. წარმატებას გისურვებთ!
6. მადლობა ასეთი კომენტარისთვის ქალბატონო მზია, რადღანაც 4 დამიწერეთ, ესეიგი მთლიანად ტექსტი არა გასამართი, გთხოვთ მითხრათ, სად არის გაუმართავი სიტყვები. მადლობა ასეთი კომენტარისთვის ქალბატონო მზია, რადღანაც 4 დამიწერეთ, ესეიგი მთლიანად ტექსტი არა გასამართი, გთხოვთ მითხრათ, სად არის გაუმართავი სიტყვები.
5. მე 4 ქულას დაგიწერთ. დასაწყისია. მართალი გითხრათ, ასეთი ავტორი არ გამიგია. ეცადეთ და თარგმნისას წინადადებები ქართულად გამართეთ.
მე 4 ქულას დაგიწერთ. დასაწყისია. მართალი გითხრათ, ასეთი ავტორი არ გამიგია. ეცადეთ და თარგმნისას წინადადებები ქართულად გამართეთ.
4. ავტორიც მივაწერე ახლა ალექსანდრე ავტორიც მივაწერე ახლა ალექსანდრე
3. მიწერა დამავიწყდა. ფრიდერიკე შმიოე მიწერა დამავიწყდა. ფრიდერიკე შმიოე
2. . ავტორი ვინაა? . ავტორი ვინაა?
1. ნურავინ ნუ მეტყვით სათაურში სიტყვები რატომ არის მიბმულიო რადგან, ორიგინალშიც ესე არის და არ დავარღვიე თარგმნის დროს ნურავინ ნუ მეტყვით სათაურში სიტყვები რატომ არის მიბმულიო რადგან, ორიგინალშიც ესე არის და არ დავარღვიე თარგმნის დროს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|