 | ავტორი: წერტილი. ჟანრი: პოეზია 15 აპრილი, 2020 |
https://youtu.be/Vm3bXNT_te0
კვლავ შევიშალე წმინდანად და თუკი შენც , განაგრძობ - შენს თავში ხტომას, იცეკვე!
დღეს მთვარე ხუმრობის ხასიათზე იყო და ადამიანზე ბევრი სასაცილო ისტორია მომიყვა. მერე ჩემს სხეულს ვარსკვლავები შემოხვია და ჩვენ ვიცეკვეთ.
ცეკვაში - ნაჩურჩულებს სიტყვებად დავღვრი.
მისმენ?....
იკისკისე - შენს ილუზიურ - ჩვენებებზე ადამიანო !
... მათ ჰგონიათ, რომ მოკვდებიან და შიშით - ერთ ამოსუნთქვასაც ვერ ახერხებენ, ჰაერს ფილტვებში იგუბებენ, წლებად ანაწილებენ - იზოგავენ, იმას რაც ულევია, რომ ეყოთ..
მკვდრადშობილთა სიცოცხლე.
როგორ მოკვდები ადამიანო, როცა საკუთარი დაბადებაც არ გახსოვს? -კისკისებდნენ ვარსკვლავები.
ვიცინოდით ჩვენ - რადგანაც ჩვენ მხოლოდ - სიცოცხლე გვახსოვს, მხოლოდ არსებობა - მხოლოდ ახლა - ამწამს - ვსუნთქავთ.
ყველაზე უღრმესი უფსკრულებიდან ამოვარდნილ - ენერგიას ვიხუტებ და მისი არსებობის სიღრმეს - სხეულით შევისრუტავ.
ჩემი არსებობა - დანაწილებულია ნებისმიერ არსში, რამდენჯერაც არ უნდა - მოვკვდე - იმდენჯერ ვიბადები და ვიცინი ნებისმიერ - გამოვლინებაში.
ქარისგან ახმაურებულ ხეებად, ფოთლების შრიალად და ჩემს სიცილთან ერთად - ვარსებობ .
ორისხეულის - სიყვარულად შერწყმულ არსებას - თვითწარმოქმნადობის აფეთქებად ვცეკვავთ.
ურთიედთამაპირისპირებელ ემოციებს ვაჯახებ და ბოლო ხმაზე ვყვირი !
ნაწილაკებად დაშლილ ცნობიერებას - მძივებად ავაწყობ.
შეხების ვნებად - ვერწყმი სიცარიელეს, ვივსები - მზით და მთვარე ისევ განაგრძობს ჩურჩულს.
შენ მზისა და მთვარის შვილი ხარ ისინი - ერთმანეთს მარადიულად ერწყმიან, შენ კი იბადები .
ტირილსა და სიცილში გაერთიანებული სამყარო, გაკვირვებით შემოჰყურებს მის პირმშოს, რომელიც სიყვარულის ანთებული თვალებით კისკისებს და ბედნიერების სხივებს - ბოლომდე ისრუტავს თავის არსში.
ვიკარგები და მპოულობენ - ჩემი ერთდროს უიმედოდ მიმოპნეული მარგალიტები, მაბრუნებენ არსში.
ჩვენ ყოველთვის აქ ვართ, შენ შეგიძლია მარადიულად დანაწევრდე და აეწყო.
სამყარო თვითწარმოქმნადი ორგანიზმია და ჩემივე თავის მშობელმა კიდევ ერთხელ - ამოვისუნთქე სიცილით - აცეკვებულ სიგიჟედ.
მეცეკვე - თუკი გსურს - სასაცილოდ არ გეყოს, შენი მთელი ინტელექტუალური ნძრევები.
შენი ლოგიკური არგუმენტების - ნაკუწნაკუწ დაქუცმაცებით ისევ გავერთობი.
და როცა ფიქრს დაიწყებ - ბუმ.
შემიძლია სიყვარულით მოგკლა, შენივე - სიცოცხლისათვის.
და ისევ სასაცილოდ არ მყოფნის - შეგრძნებებგამოცლილი - გასხივოსნება.
დაიკიდე - დაიკიდე - მიზნებად მოხრჩობილი სურვილები და აყროლებული განწყობები, დაეკიდე დაეკიდე სამყაროს და ჩემთან ერთად - აუხარხარდი არსებობას !
იტრიალე - დაუსრულებლად, პლანეტებთან ერთად აცეკვდი გადაბმულობად.
ბლაბლაბლაბალაააბლაააა - სიცილით თუ მოვკვდი - სიცოცხლეში გადავსხვაფერდები.
შენი არსის ნაპრალებში - შემომაჭყიტე - სიყვარულად ვაპირებ დაღვრას.
მხოლოდ ახლა, თუ - ამ წამს - ყოფნა შეგიძლია.
თვალებსთუდახუჭავ- შეიძლება - ცოტახნით შემოგახედო.
სხეულზე შემოხვეულ გველებად, შხამიან სიყვარულად, მენდე.
ხტუნვა ხტუნვით - არარაში მიმავალ შეშლილ წმინდანს, სასაცილოდ არ ყოფნის ეგზისტენციალური კრიზისებისგან ატირებული კაცუნები, ოპა - აბრაკადაბრა მეგობრებო, პეპლებად იქეცით!
არარაში მყინავ სიცარიელეს, გარდასახვის საიდუმლოს -ვუჩურჩულებ.
ბუმ - შიშები ქრებიან , როცა იცი, რომ შენი არსებობა - ყოველთვის იკისკისებს გამთენიისას და ძილისპურულზე იავნანას უმღერებს - ეულ მაძიებელს.
დიდ ბრჭყვიალა თვალებში, ვარსკვლავური ნაპერწკლების - სითბოსგან გადამწვარ სულს - ღმერთის ცრემლებად დაღვრილი სევდა - ეფერება.
ხელისჩაკიდებით სამყაროს თუ შემოვირბენთ, ვის აინტერესებს - ფიქრის - რეალურობა?
თვალებში შემოხედვით გონებას გაგიქრობ - ვნებებად და გაღიმებით - მეტყველების უნარს დაგიკარგავ - სიყვარულად.
ო ლა ლა -
შენ უკვე აქ ხარ!
და მე -
მიყ - ვარ - ხარ . :))
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|