 | ავტორი: აიობ ჟანრი: პოეზია 24 აპრილი, 2020 |
სადაც ვნების ქარავნებით ვერცხლს და ხორბალს ზიდავს ქარი, სადაც ყვითელ ანარეკლებს და აჩრდილებს თესავს მზე. სადაც ქალებს აბნევიათ ზურმუხტი და მინანქარი, საიდანაც დასაბამი ეძლეოდათ გზებს. სადაც მდოგვი დაითესა, სადაც ღვინო დაიწურა სადაც ხორბალს დაელეწა ბზე. სადაც პალმის ფოთლებისგან ოქროს გვირგვინს ჭედდა ხალხი, სადაც დიდ დოქს მოგაწვდიან მოგზაურობისგან დაღლილს. და სადაც დღის შუქი ყველაფერს ალაგებს, და ანაწილებს ადგილს თუ ალაგებს, აშენებს სოფლებს, კოშკებს თუ ქალაქებს, წამო წავიდეთ. სადაც ვნების ქარავნებით ვერცხლს და ხორბალს ზიდავს ქარი, სადაც ყველა სახელურით გაიღება ერთი კარი, სადაც ყველას უკეთია ზურმუხტი და მინანქარი, სადაც არ გჭირდება ფარი, სადაც არ გჭირდება ქოლგა, სადაც არ გჭირდება ბარი, რომ დათვრე და გაიღიმო. სადაც ვნების ქარავნებით ვერცხლს და ხორბალს ზიდავს ქარი, არ გეგონოს ის ზღაპარი, ზღაპარია აქ რაც არი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. სხვათაშორის მზის ზღაპარი იყო სახელის ერთერთი ვერსია :) სხვათაშორის მზის ზღაპარი იყო სახელის ერთერთი ვერსია :)
6. რა ლამაზი კადრებია...წარმოსადგენად.
ზღაპარია :)
რა ლამაზი კადრებია...წარმოსადგენად.
ზღაპარია :)
5. მადლობა ხალხო შეფასებისთვისაც დაფასებისვისაც :) მადლობა ხალხო შეფასებისთვისაც დაფასებისვისაც :)
4. ანანეს ვეთანხმები ანანეს ვეთანხმები
2. მომწონს როდესაც შემოდის მუსიკა, რომელის განსხვავებულად ხვდება ყურს. ამ მუსიკის შექმნა ცოტა ავტორს შეუძლია. მომწონს როდესაც შემოდის მუსიკა, რომელის განსხვავებულად ხვდება ყურს. ამ მუსიკის შექმნა ცოტა ავტორს შეუძლია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|