ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დ ო მ ი ნ ო
ჟანრი: პოეზია
21 აპრილი, 2020


სათაური

ზამთარი

ეს ის დროა, როცა ნაძვები, ჭადრები, ალვები
და ძმანი მისნი,
დღესასწაულს აწყობენ ერთი განსაზღვრული წესით, - ყველას თეთრი ქურთუკები უნდა ეცვას...

რწმენა

მშვილდი დაუმიზნეს და ესროლეს,
სანამ ისარი მისკენ მოჰქროდა
ირწმუნა, რომ უხილავი ძალა შეაჩერებდა მას...
წელი ასტკივდა ისარს და
შუა გზაზე კუნძთან ჩამოჯდა...

ჯორდანო ბრუნო

არავინ მიჯერებს, რომ დედამიწა ბრუნავს,
მაგრამ ერთ საღამოს, როდესაც სარკეში ჩავიხედე
ვიპოვე ადამიანი, ვისაც სჯეროდა ჩემი...

***
დრო... ვიღაცისთვის
შვიდიათასევროიანი
მაჯის საათი...

***
ის მოკვდა,
დარჩა მაგიდაზე სათვალე და
წამლების ყუთი...

***
ჩემს შვილიშვილს ყვავილები უყვარსო,
ამბობს ბებია,
და რწყავს ქოთნებში მარიხუანას...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები