რასაც ახლა მოგიყვებით, რამდენიმე წელია მტანჯავს.
ვასაჯაროვებ ამ ამბავს იმის იმედად, რომ ამის მერე ოდნავ მაინც მომეშვება. ჩათვალეთ, რომ ეს ნაწერი მხილებაა საჯაროდ, იმისთვის, რომ ასეთი შეცდომა ამის მკითხველმა არ დაუშვას.
აღსარება
- ოპერატორი ლადო გაფრინდაშვილი გისმენთ - ლადო გამარჯობა, იცით რა მაინტერესებს, ჩემს სახელზე თქვენს ბანკში უნდა იყოს ჩარიცხვა, დაახლოებით სამი წლის წინ. შეგიძლიათ მითხრათ ეს გზავნილი კიდევ არსებობს თუ არა. - უკაცრავად, ამ ინფორმაციისთვის ფილიალში უნდა მიბრძანდეთ, სამწუხაროდ ამ ინფორმაციის გაცემა ჩვენ შეზღუდული გვაქვს - კარგით და კიდევ რა მაინტერესებს, ეს თანხა შენარჩუნებული იქნება? - სამწუხაროდ მაქსიმუმ ერთი თვე ნარჩუნდება თანხა - და შემიძლია გავიგო ეს თანხა მართლა ჩამირიცხეს თუ არა? - დიახ, შეგიძლიათ ფილიალში ამონაწერი გააკეთებინოთ და შეამოწმოთ - გასაგებია, მაგრამ თუ მართლა ჩარიცხული მქონდა და გზავნილი ერთ თვეში გაუქმდებოდა, ეს თანხა სად წავიდოდა? - გადმომრიცხავს ანგარიშზე დაუბრუნდებოდა - და თუ ეს ადამიანი გარდაცვლილია?
დუმილი და ცოტა ხანში მპასუხობს: - ანგარიშზე ექნება ან შეგიძლიათ განცხადება დაწეროთ და გადახედავენ - გასაგებია, მადლობთ, კარგად ბრძანდებოდეთ
*** 25 ივნისი. დილით ვიღვიძებ, ცალი თვალით როგორც ყოველთვის, ინსტიქტურად ტელეფონს გადავწვდი საათი მენახა და ძილი გამეგრძელებინა. ფეისბუქზე უცნობი ქალის წერილი დამხვდა ინგლისური შრიფტით, სანამ წავიკითხავდი მერე ვუპასუხებთქო ვიფიქრე, მაგრამ დასაწყისშივე ისეთი რამ ეწერა, რომ...
- თემო ოთხმოცდამეათე ფსალმუნი ატარე სულ, სამ წელიწადში ავარიაში მოყვები -და მოვკვდები? -არა დაიმტვრევი, თუ ფსალმუნს ატარებ აღარაფერი დაგემართება -და საიდან მოიტანე ეს? -ვხედავ მომავალს -მეეჭვება -კაი -და ჩემზე როგორ ნახე მაინცდამაინც -თემო ფსალმუნი ატარე, მეტს არაფერს გეტყვი -თუ არაფერს არ მეტყვი არაფერს არ დავიჯერებ. მე ფაქტების და დასაბუთების გარეშე არაფერი მჯერა, იურისტი ვარ. -კაი შენი ნებაა -ისეთ რამეს წერ ადამიანს, რომ შეაშინო და მეტი ხმის ამოღება აღარ გინდა??? -მეტს ვერაფერს გეტყვი, შენი ლექსები მიყვარს და მინდა კარგად იყო -კარგი
ტელეფონი საწოლზე დავაგდე. რაებს აღარ მწერენთქო და ჩავიცინე, მაგრამ ვეღარ დავიძინე.
3 სექტემბერი. მწერს ლექსებზე, არ ვპასუხობ.
12 სექტემბერი. -იცი როგორ მესმის ზუკასი, შენმა მეგობარმა თავი რო მოიკლა, მეც იგივე მდგომარეობაში ვარ, ვენები გადავიჭერი მაგრამ არ მოვკვდი, საშინელებაა ცხოვრება, დაუნდობელი -ეგ გამოსავალი არაა -აბა რა არის გამოსავალი
დავფიქრდი, რასაც მწერს სიმართლე რომ იყოს რა ვქნათქო. მის პროფილზე გადავედი, 45 ის იქნებოდა, ხატები, იესო, ღვთისმშობელი. ჯობდა რელიგიას მივწოლოდი.
-ღვთის გზა, რომელიც სუიციდისკენ არ მიდის -მე მწამს უფალი თან ძალიან -წადი მონასტერში და იქ იცხოვრე, მოშორდები სამყაროს და სუიციდს ჯობია არა? -შვილებს რა ვუყო თორე წავიდოდი -შე კაი ადამიანო ვენებს რომ იჭრი იმ დროს ფეხებზე გკიდია შვილები და მონასტერში ღმერთს რომ თავი მიუძღვნა მაგ დროს იძახი შვილებს რა ვუყოვო? -ხოოოო, მართალი ხარ -ჰოდა შეგძლებია სწორად ფიქრი და სისულელეებს გაანებე თავი, ეგ ხსნა რომ იყოს პირველი პატრიარქი იზამდა -ღმერთი შენსკენ, გაიხარე
15 სექტემბერი. -თემო მიშველე ისეთ დღეში ვარ შეიძლება მეშვიდე სართულიდან გადავხტე ან ხვალ ოჯახი უნდა დავანგრიო რომელს მირჩევ მარა სიკვდილი მინდა თემოო მიშველე გთხოვ კაი, მე ვიცი რასაც გავაკეთებ - ოჯახი თუ დასანგრევია უნდა დაინგრეს, თორემ მოვა დრო, თვითონ დაინგრევა და მერე ნანგრევებში მოყვები, სადაც სიყვარული არაა იქ ღმერთიც არაა. -ხოდა ხვალიდან თავისუფალი ვიქნები, მეტის ატანა აღარ შემიძლია, რა სიყვარული ცემაში ვყავარ ქმარს.
16 სექტემბერი თემო მიყვარხარ გულთან არაფერი მიიტანო 23 ოქტომბერი -თემო გილოცავ, ბედნიერებას გისურვებ ჩემო კარგო
არ ვპასუხობ არაფერზე.
4 ივლისი -თემო ინგლისური იცი? -კი ნორმალურად, რატომ? -საქმე მაქვს შენთან, გეტყვი ახლა -გისმენ -კადაფის შვილი გავიცანი, ციხეში ზის, გადამკიდებია ათი მილიონ ოთხასი ათასი ამერიკული დოლარი უნდა გამოგიგზავნოო, სანდო ადამიანი ნახე, ვისაც დაელაპარაკება ჩემი ადვოკატი, ქართული ცოტა იცის. მე შენ მიმაჩნიხარ სანდო, თუ ეს საქმე გამოვა ერთ მილიონს შენ მოგცემ
კინაღამ გადავვარდი სიცილით. აქ კი მივხვდი, რომ საქმე ფსიქიურად დალაგებულთან არ მქონდა, მაგრამ კარგად კი გამახალისა. -არ ვიცი ასეთ დონეზე ინგლისური, რომ კადაფის შვილს ველაპარაკო, სხვა ვინმეს უნდა უთხრა -კარგი და თუ რამეა მაინც მოგცემ ფულს ვნახოთ -გაიხარე
იმ საღამოს მეგობრებთან ვხუმრობდი, რომ გავმდიდრდი და რომ კიდევ ერთი გიჟი ავიკიდე, რომელიც საოცრებებს მწერს.
10 ივლისი. 7 დეკემბერი. 16 დეკემბერი. -თემო მამა ღმერთის გარდა არავინ იცის, როდის მოვა უფალი, შენ დავალებული გაქვს დაწერო ხელთუქმნელი ხატი. უფალი შეგაძლებინებს, შენ გეუბნები ამას, რომ შეხვდები იესოს. ემოციური ხარ, გულს გაუფრთხილდი
არც ერთ წერილზე არ ვუპასუხე, არც ამ ბოლოზე, მაგრამ იმდენი ვიცინე და ვაცინე სხვებიც, რომ კმაყოფილი ვიყავი.
16 დეკემბერი, საღამო -თემო მარტო ერთ სასწაულს გეტყვი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ხდება, ანგელოზების გალობა მესმის, დიდება მაღალთა შინა ღმერთსა.. მესმის დედა მარიამი რას ფიქრობს, ყველა ადამიანი შევიცანი, ვერ წარმოიდგენ რამდენი ფარისეველია. გულში ვიფიქრე ფარისეველი მე ვარ თუ ვარ, რამდენს ვიცინი ამის წერილებზე და ეგ რაღატო ვერ გაიგოთქო.
- უფალი შეგეწიოს, კარგი სულის ადამიანი ხარ, სულ იესოს ვესაუბრები. სატანა რომ მებრძვის ვტირივარ, კრუნჩხვებში ვვარდები და პერიოდულად ფსიქიატრიულში მაწვენენ, ვერ ვაჯერებ დედამთილს რომ სატანა მებრძვის, მაგ დროს თვითმკვლელობასაც მაიძულებს. მეუბნება ვინც ყველაზე მეტად გიყვარს ცოცხლად დავწვავ მანქანაშიო ან თავი მოიკალიო, უკვე ყველაფრის გაკეთება შეუძლია, მაგრამ ღმერთი უძლეველია, კარგი თავს არ მოგაბეზრებ, მიყვარხარ ძაან. - მადლობა. უფალი მართლა უძლეველია. ებრძოლე ბოროტს და მოგვიხსენიე ლოცვებში.
დავდე ტელეფონი და ამაზეც კარგად ვიცინე, რა გარეკილი აქვსთქო. კადაფის შვილის მილიონებიც არ ჩანდა. ხელთუქმნელ ხატზეც მუშაობა უნდა დამეწყო. ეს ამბავიც ახლო მეგობრებს მოვუყევი და ისინიც ვაცინე.
მალევე მომწერა, რომ ჩემი მეგობრისთვის, რომელიც ცუდად იყო, გზავნილით 20 ევრო დამირიცხა ლიბერთი ბანკში და მისთვის მომეხმარებინა, რა თქმა უნდა არც შემიმოწმებია.
ამის მერე ორი წლის განმავლობაში გამუდმებით, ორ კვირაში ერთხელ მაინც ძალიან გრძელი წერილები მხვდებოდა მისგან, რაზეც ძალიან იშვიათად და მოკლედ ან საერთოდ არ ვპასუხობდი, როგორც წესი მწერდა მისი ლოცვის ძალაზე, როგორ დაეხმარა ლოცვით სხვადასხვა ოჯახს, როგორ მოიყვანა წინა მთავრობა სათავეში და როგორ დააკარგვინა მათ ყველაფერი, რადგან თავში აუვარდათ, როგორ გააქცია მიშა ქვეყნიდან, როგორ დასჯის ილია მეორეს ღმერთი, თუ საპატრიარქო მას არ დააფინანსებს, როგორ ესროლა მამამთილს ნივთი თავში, როგორ დაწვა სატანამ ბებიამისი ცოცხლად, რადგან მან თავი არ მოიკლა, როგორ დაუხატა სურათზე მეგობარს ადამიანი, ვისთანაც ღალატობდა ცოლი, როგორ კითხულობდა ადამიანის აზრებს, როგორ გადაწვა რუსეთი და მოსკოვთან როგორ შეაჩერა ცეცხლი ლოცვით, როგორ აცილებდა შვილებს სკოლაში და მერე ტიროდა, რომ შვილები დაკარგა, ბავშვები კი ქვას უშენდნენ და დასცინოდნენ, რომ დავით მეფის შთამომავალია და როცა იესო ქრისტეს მის თვალწინ ჯვარზე აკრავდნენ დაიფიცა, რომ მეორედ მოვიდოდა ცხოვრებაში, რომ ძალიან შევუყვარდი ადამიანურად და ახლა სატანა მეც დამიწყებდა ბრძოლას და რომ მტკიცედ ვმდგარიყავი.
არც ერთ წერილზე აღარ მიპასუხია. მხოლოდ ვიცინოდი და სხვებს ვაცინებდი, რადგან მის ფანტაზიებს საზღვარი არ ჰქონდა. ყველა ჩემმა ცნობილმა მეგობარმა, ვისაც ამგვარ წერილებს წერდა დაბლოკა. პასუხი კი ის იყო, რომ ვეღარ უძლებდნენ მის უთავბოლო წერილებს.
ამ სხვადასხვა დროს მოწერილ ბოლო წერილებზე კი არათუ არ მიპასუხია, საერთოდ არც წამიკითხავს:
- თემო, არასდროს დასცინო გიჟებს გთხოვ, ფსიქიატრიულში რომ ვიწექი, იცი როგორ გიჟებს ვეფერებოდი და ვკოცნიდი, ექიმები რო ვერ ეკარებოდნენ. გრძნობდნენ სითბოს და წყნარდებოდნენ. ადამიანების უგულობის ბრალია ჩვენ რომ ასე ვართ, ჩვენ ჩვენი სამყარო გვაქვს და უფალთან უფრო ახლოს ვართ. არაუშავს ეს ცხოვრება დამცირებით უნდა გაიარო, რომ ზეცაში გაბრწყინდე. - თემო, არაფერს არ მწერ, მითხარი მაგარი გიჟი ხართქო გამიხარდება, თუ ჩათვლი სწორად წამშალე მეგობრებიდან მაინც მეყვარები. - თემო რამე ლექსი დადე ან ვიდეო გთხოვ.. მარტოობაზე. - ნურაფერს მეტყვი, უსიტყვოდაც შენ გულს გავუგებ და აგისრულებ ყველა ნატვრას, ყველა ოცნებას.. ოღონდ მომენდე, შემიყვარე ასეთი გიჟი, როგორიც ვარ და გეფიცები ჯვარს რომ მაცვან არ მიგატოვებ.. ძმა არ მყავს და შენ დად მიგულე. - თემო მიშველე - თემოოო - თემო გილოცავ იუბილეს, ბედნიერი და გახარებული მენახე სიხარულო - გულს მატკენ თუ არ მომწერ თემო...
ამის მერე გავიდა რამდენიმე კვირა და ვიფიქრე, რომ როგორც იქნა თავიდან მოვიშორე. გავიდა კიდევ რამდენიმე თვე და მისგან მისთვის დამახასიათებელი უგრძელესი წერილები, ათასი სისულელით, აღარ ჩანდა. მის პროფილზე გადავედი, აღარაფერი დაუდია 16 აპრილის მერე. მეუცნაურა. საერთო მეგობარს მივწერე,
- ის ქალი ხო გახსოვს, წინასწარმეტყველი რო იყო, კადაფის შვილს ფული რომ უნდა ეჩუქებინა? :D :D - კიიი - სად წავიდა ეგ, სად დაიკარგა - თავი მოიკლა - ხუმრობ? - არა ფანჯრიდან გადმოხტა - აუუუუუუ მეხუმრები? - არა, ბოლოს ფსიქიატრიულში ყოლიათ, პრობლემები ჰქონია, გარეკილი ქონდაო
გავითიშე. 3 წლის მანძილზე არც ერთი ჩემი დაბადების დღე, არც ერთი დღესასწაული, არც ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა არ გამოუტოვებია ისე, რომ არ მოეწერა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომ არ ვპასუხობდი, ესე გრძელდებოდა მუდმივად და ამ ყველაფერის მერე ვერ წარმოვიდგენდი, რომ მისი სიტყვები გულისტკენაზე უკანასკნელი იქნებოდა. გაოგნება, შოკი, სინდისის ქენჯნა, საცოდაობის განცდა, სინანული, ცრემლები... ყველაფერი ერთმანეთში ამეზილა. თუ ამდენს ხედავდა, ჩემშიც ხომ უნდა დაენახა ფარისეველი, მაგრამ ალბათ გულწრფელი სიყვარული გაბრმავებს ადამიანს. არც ერთი წამი არ ვიყავი ღირსი მისი სითბოსი, სიყვარულის თუ თანაგრძნობის. რამდენჯერ ღამე გამხსენებია და მასთან მისაუბრია. ყელში ბურთმობჯენილმა სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და ფეისბუქზე ერთადერთი სიტყვა მივწერე: მაპატიე... ვიცი, რომ პასუხს ვეღარასოდეს დამიბრუნებს, მაგრამ ზუსტად ისე უიმედოდ დაველოდები მთელი ცხოვრება, როგორც თავად ელოდებოდა ხოლმე.
ორი წელი ისე გავიდა, იმ 20 ევროს ამბავი საერთოდ არ გამხსენებია, რამდენიმე დღის წინ გამიელვა თავში, ვიფიქრე ამ ფულს გამოვიტან და მისი სულისთვის გაჭირვებულებს დავურიგებთქო, ბანკში გავარკვიე გზავნილი გაუქმებული დამხვდა, მაგრამ მართლა ჩაურიცხავს. შესაძლოა სიკეთისთვის გაღებული ეს 20 ევრო, მისი მთელი ქონება ყოფილიყო.
ამის მერე ავდექი და დავუწყე ძებნა იმ ადამიანებს, ვისაც უჭირდათ, შენი სულისთვის ჩემო მეგობარო. ამ დღეებში 40_ზე მეტ ოჯახს დავეხმარე ან ისინი დამეხმარნენ, ეგეც არ ვიცი.
გუშინ ერთ ქალთან ვიყავი, მომწერა პატარა შვილისთვის იქნებ საკვები მომიტანო, ცოტა უფროსებს პურზეც გადავატანინებ ამ დღეებსო. შენი ასაკის იქნებოდა, ბედის ირონიაა და შენი სახელი ერქვა. პროდუქტები როცა მივაწოდე გაიღიმა და თვალებში ღმერთი გამოუჩნდა, ზუსტად ის ღმერთი რომელიც ამ წლების მანძილზე შენ მოგყავდა ჩემთან.
გიჟი - თავის უფალია..!
უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი, ყველა ჩემი ნაბიჯი გეძღვნება შენ!
ხო მართლა, ზუსტად სამ წელიწადში საზარელ ავარიაში მოვყევი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. რის შეფასებს გვთხოვს ავტორი: ამბის თუ ნაწერის
ამბავი ლამაზია, ნაწერი-არაფერი რის შეფასებს გვთხოვს ავტორი: ამბის თუ ნაწერის
ამბავი ლამაზია, ნაწერი-არაფერი
18. სარგებელი ალბათ თქვენთვის არ არის ნინა. სარგებელი ის არის, რომ ასეთი ადამიანები, თუნდაც ცნობადი ადამიანების ირგვლივ ძალიან ბევრნი არიან, ისინი ამაზე არ ფიქრობენ, ადამიანები მათ გამო უბედურდებიან, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. თან ისე ხდება, რომ ამ ადამიანების "გაუბედურება" ცნობადების ბრალი თან არის, თან არ არის. თუნდაც ეს ღირს დაფიქრებათ, ეს ერთი პატარა მომენტი. ამას გარდა ეს მოთხრობა ნამდვილად დოკუმენტურია და სხვა დეტალებზე არ დავიწყებ საუბარს. რაც შეეხება გამხატვრულებას, მგონია გამხატვრულება არ მოუხდებოდა იმას რაც ნამდვილია, ნამდვილი ნამდვილია ნამვდილი რეალობით. კარგი იქნებოდა კონკრეტულ დეტალებზე გაგემახვილებინათ ყურადღება, ეს მეც წამადგებოდა. და რაც შეეხება ნიკის კომენტარს, ავტორს გაცილებით დიდი დახმარების გაწევა შეეძლოო, მოდი ამაზე არაფერს არ ვიტყვი. არ ღირს. თუმცა მადლობა აზრის გამოთქმისთვის ყველა თქვენგანს რაღა თქმა უნდა ❤️ სარგებელი ალბათ თქვენთვის არ არის ნინა. სარგებელი ის არის, რომ ასეთი ადამიანები, თუნდაც ცნობადი ადამიანების ირგვლივ ძალიან ბევრნი არიან, ისინი ამაზე არ ფიქრობენ, ადამიანები მათ გამო უბედურდებიან, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. თან ისე ხდება, რომ ამ ადამიანების "გაუბედურება" ცნობადების ბრალი თან არის, თან არ არის. თუნდაც ეს ღირს დაფიქრებათ, ეს ერთი პატარა მომენტი. ამას გარდა ეს მოთხრობა ნამდვილად დოკუმენტურია და სხვა დეტალებზე არ დავიწყებ საუბარს. რაც შეეხება გამხატვრულებას, მგონია გამხატვრულება არ მოუხდებოდა იმას რაც ნამდვილია, ნამდვილი ნამდვილია ნამვდილი რეალობით. კარგი იქნებოდა კონკრეტულ დეტალებზე გაგემახვილებინათ ყურადღება, ეს მეც წამადგებოდა. და რაც შეეხება ნიკის კომენტარს, ავტორს გაცილებით დიდი დახმარების გაწევა შეეძლოო, მოდი ამაზე არაფერს არ ვიტყვი. არ ღირს. თუმცა მადლობა აზრის გამოთქმისთვის ყველა თქვენგანს რაღა თქმა უნდა ❤️
17. ჰოდა, მეც მაგიტომ ვამბობ რომ გული დამწყდა, იხილეთ ჩემი პირველი კომენტარი. მე სხვანაირად შევხედე ამ ნაწერს და არაფერს დამატება აღარ მსურს კომენტარის სახით, რადგან ნამდვილი ამბავია და ვინც გვიყვება ისიც ადამიანია.
ჰოდა, მეც მაგიტომ ვამბობ რომ გული დამწყდა, იხილეთ ჩემი პირველი კომენტარი. მე სხვანაირად შევხედე ამ ნაწერს და არაფერს დამატება აღარ მსურს კომენტარის სახით, რადგან ნამდვილი ამბავია და ვინც გვიყვება ისიც ადამიანია.
16. მე კონკრეტულად თქვენთვის არ მიპასუხია, ნინა. ისევ ზოგადად გავაანალიზე „აღსარება“ და რჩევაც დავურთე, რომლის მიცემის უფლებაც, წესით, არა მაქვს. თქვენ კითხვას რაც შეეხება. იქნებ ავტორს დოკუმენტური მოთხრობის დაწერა სურდა?
მე კონკრეტულად თქვენთვის არ მიპასუხია, ნინა. ისევ ზოგადად გავაანალიზე „აღსარება“ და რჩევაც დავურთე, რომლის მიცემის უფლებაც, წესით, არა მაქვს. თქვენ კითხვას რაც შეეხება. იქნებ ავტორს დოკუმენტური მოთხრობის დაწერა სურდა?
15. მზია, თქვენ ვერ გაიგეთ მე რას ვამბობ, ბიძია სემს ვეკითხები რატომ არ გაამხატვრულე-მეთქი, ვის რა მოუტანა ამბავმა-მეთქი? განა იმას ვამბობ რომ მე უკეთესებს ვწერ? ნამდვილი ამბავი აქ რა მოსატანი იყო, თუ სარგებელს ვერ მოიტანს-მეთქი? არც იმ ქალის გადარჩენას ვლამობ და არც არავის ვამტყუნებ. ავტორს ვეკითხები, აღსარება აღსარებისთვის? საერთოდ რას გულისხმობს სიყვა „აღსარება“?, ვიცით ხომ ყველამ? მე ვამბობ გული დამწყდა რომ ნაწარმოები არ იყო ისე დახვეწილი რომ მომწონებოდა. მე სულ სხვა ამბებზე - თქვენ ფსიქოტროპულ აბებზე.
მზია, თქვენ ვერ გაიგეთ მე რას ვამბობ, ბიძია სემს ვეკითხები რატომ არ გაამხატვრულე-მეთქი, ვის რა მოუტანა ამბავმა-მეთქი? განა იმას ვამბობ რომ მე უკეთესებს ვწერ? ნამდვილი ამბავი აქ რა მოსატანი იყო, თუ სარგებელს ვერ მოიტანს-მეთქი? არც იმ ქალის გადარჩენას ვლამობ და არც არავის ვამტყუნებ. ავტორს ვეკითხები, აღსარება აღსარებისთვის? საერთოდ რას გულისხმობს სიყვა „აღსარება“?, ვიცით ხომ ყველამ? მე ვამბობ გული დამწყდა რომ ნაწარმოები არ იყო ისე დახვეწილი რომ მომწონებოდა. მე სულ სხვა ამბებზე - თქვენ ფსიქოტროპულ აბებზე.
14. ვერაფრით დაეხმარებოდა, რადგან მასზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა. კიდევ გავიმეორებ, პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა ბოლომდე. „მოესმინა და გულთან მიეტანათი“ არ დამთავრდებოდა. მას უკვე ბევრჯერ მოუსმინეს. ის ქალი ჩაებღაუჭებოდა ამ პიროვნებას(ვიცი, რასაც ვამბობ) და რაღაც მომენტში ამ ადამიანს ისევ უნდა მოეშორებინა ის ქალი. ფინალი იგივე იქნებოდა ნებისმიერ შემთხვევაში. უფრო მძიმედ გადასატანი ორივესთვის. ეს იქნებოდა ვითომ „გულმოწყალება“. ფსიქოტროპულ წამლებს კი არავის ვურჩევ, ექსპერიმენტებია ტვინზე. ნანახი მაქვს შედეგები. არავინ იცის, ვისზე როგორ იმოქმედებს. არა და ტვინი განაგებს ადამიანს. აქვე დავსძენ, რომ ეს ჩემი არაკომპეტენტური აზრია, რომ არა ვარ ექიმი და სამედიცინო განათლება არ მიმიღია.
ვერაფრით დაეხმარებოდა, რადგან მასზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა. კიდევ გავიმეორებ, პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა ბოლომდე. „მოესმინა და გულთან მიეტანათი“ არ დამთავრდებოდა. მას უკვე ბევრჯერ მოუსმინეს. ის ქალი ჩაებღაუჭებოდა ამ პიროვნებას(ვიცი, რასაც ვამბობ) და რაღაც მომენტში ამ ადამიანს ისევ უნდა მოეშორებინა ის ქალი. ფინალი იგივე იქნებოდა ნებისმიერ შემთხვევაში. უფრო მძიმედ გადასატანი ორივესთვის. ეს იქნებოდა ვითომ „გულმოწყალება“. ფსიქოტროპულ წამლებს კი არავის ვურჩევ, ექსპერიმენტებია ტვინზე. ნანახი მაქვს შედეგები. არავინ იცის, ვისზე როგორ იმოქმედებს. არა და ტვინი განაგებს ადამიანს. აქვე დავსძენ, რომ ეს ჩემი არაკომპეტენტური აზრია, რომ არა ვარ ექიმი და სამედიცინო განათლება არ მიმიღია.
13. პერსონაჟს არავინ სთხოვს ექიმობას. მგონია რომ მხატვრულ პროზაზე ვსაუბრობთ და არა დოკუმენტურზე, პრობლემა რატომ ვერ გადაუჭრა აღმსარებელმა, იმაზე კი არ ვთხოვთ პასუხს, ან თავის მართლებას? არა! მე ვკითხულობ ვის რა სარგებელი მოუტანა ამ ნამდვილმა ამბავმა? წავიჭორავეთ და გავიარეთ?! მკითხველი იტყვის მართლა გიჟი იყოო და გაივლის. შესაძლოა სუბიექტური ვარ, მაგრამ მე მინდოდა მკითხველს სიბრალულის გრძნობა გასჩენოდა ამ ქალის მიმართ, არა მხოლოდ იმიტომ რომ გარდაიცვალა :( ან ზღვარზე მყოფმა იგრძნოს თავი ისე, რომ სამუდამოდ გადაიფიქროს თვითმკვლელობა. შესაძლოა არა, ძალიან სუბიექტური ვარ და გეუბნებით, ექიმზე არანაკლებად შველის სიტყვა, ნაწარმოები, მწერალი, ეს არაა სომატური დაავადება რომ აბები აგვარებდეს საქმეს. ს ი ტ ყ ვ ა ! პერსონაჟს არავინ სთხოვს ექიმობას. მგონია რომ მხატვრულ პროზაზე ვსაუბრობთ და არა დოკუმენტურზე, პრობლემა რატომ ვერ გადაუჭრა აღმსარებელმა, იმაზე კი არ ვთხოვთ პასუხს, ან თავის მართლებას? არა! მე ვკითხულობ ვის რა სარგებელი მოუტანა ამ ნამდვილმა ამბავმა? წავიჭორავეთ და გავიარეთ?! მკითხველი იტყვის მართლა გიჟი იყოო და გაივლის. შესაძლოა სუბიექტური ვარ, მაგრამ მე მინდოდა მკითხველს სიბრალულის გრძნობა გასჩენოდა ამ ქალის მიმართ, არა მხოლოდ იმიტომ რომ გარდაიცვალა :( ან ზღვარზე მყოფმა იგრძნოს თავი ისე, რომ სამუდამოდ გადაიფიქროს თვითმკვლელობა. შესაძლოა არა, ძალიან სუბიექტური ვარ და გეუბნებით, ექიმზე არანაკლებად შველის სიტყვა, ნაწარმოები, მწერალი, ეს არაა სომატური დაავადება რომ აბები აგვარებდეს საქმეს. ს ი ტ ყ ვ ა !
12. ავტორი არ ვიცი რამდენად შეძლებდა დახმარებას, მაგრამ მოთხრობის იმ პერსონაჟს, რომელსაც წერილებს წერდა უდიდესი დახმარების გაწევა შეეძლო. გაცილებით მეტის, ვიდრე იმ ექიმებს, სადაც ის ჰყავდათ გამომწყვდეული თან ძალიან მცირედი დანახარჯებით. მოესმინა და ცოტა ახლოს მიეტანა გულთან მისი საუბრები მაგრამ სამწუხაროდ მოხდა ასე და შემეცოდა ის გმირი არ გამემეტა სიკვდილისთვის :(
ავტორი არ ვიცი რამდენად შეძლებდა დახმარებას, მაგრამ მოთხრობის იმ პერსონაჟს, რომელსაც წერილებს წერდა უდიდესი დახმარების გაწევა შეეძლო. გაცილებით მეტის, ვიდრე იმ ექიმებს, სადაც ის ჰყავდათ გამომწყვდეული თან ძალიან მცირედი დანახარჯებით. მოესმინა და ცოტა ახლოს მიეტანა გულთან მისი საუბრები მაგრამ სამწუხაროდ მოხდა ასე და შემეცოდა ის გმირი არ გამემეტა სიკვდილისთვის :(
11. სამწუხაროდ, ზოგიერთს ვეღარც პროფესიული დახმარება შველის.
სამწუხაროდ, ზოგიერთს ვეღარც პროფესიული დახმარება შველის.
10. ავტორი ვერანაირად ვერ დაეხმარებოდა იმ საბრალო ქალს, მას პროფესიონალის დახმარება სჭირდებოდა. როგორც ჩანს, საქართველოში სათანადო დახმარება ჭირს. კარგი იქნებოდა, ფსიქიატრებს, ფსიქოთერაპევტებს, ფსიქოლოგებს, ვისაც კერძო პრაქტიკა აქვს, უფასო საათები გამოეყოთ გაჭირვებულებისთვის. ზოგჯერ ადამიანს ამოთქმამ შეიძლება შეუმსუბუქოს მდგომარეობა, ზოგჯერ შესაბამისმა პროფესიულმა გამხნევება/დარიგებამ. მე მრავალი წლის განმავლობაში ვთარგმნიდი ფსიქოთერაპევტებთან და ფსიქიატრებთან ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა კუთხიდან ჩამოსული ადამიანებისთვის. ბევრი რამ მაქვს ნანახი და მოსმენილი. თანხებს სოციალური სამსახური იხდიდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაცინვა სისასტიკეა. თუმცა ფბ–ზე იმდენი ტიპის ადამიანი იწერება უცნაურობებს/ ეს ქალი ხომ სხვებსაც სწერდა, ისინი ბლოკავდნენ/ და იმდენი განსაცვიფრებელი ტექსტი შეგხვდება, რომ გაუთვითცნობიერებელი პიროვნებისთვის ძნელია ამ „ზღვაში“ უცებ გარკვევა.
ავტორი ვერანაირად ვერ დაეხმარებოდა იმ საბრალო ქალს, მას პროფესიონალის დახმარება სჭირდებოდა. როგორც ჩანს, საქართველოში სათანადო დახმარება ჭირს. კარგი იქნებოდა, ფსიქიატრებს, ფსიქოთერაპევტებს, ფსიქოლოგებს, ვისაც კერძო პრაქტიკა აქვს, უფასო საათები გამოეყოთ გაჭირვებულებისთვის. ზოგჯერ ადამიანს ამოთქმამ შეიძლება შეუმსუბუქოს მდგომარეობა, ზოგჯერ შესაბამისმა პროფესიულმა გამხნევება/დარიგებამ. მე მრავალი წლის განმავლობაში ვთარგმნიდი ფსიქოთერაპევტებთან და ფსიქიატრებთან ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა კუთხიდან ჩამოსული ადამიანებისთვის. ბევრი რამ მაქვს ნანახი და მოსმენილი. თანხებს სოციალური სამსახური იხდიდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაცინვა სისასტიკეა. თუმცა ფბ–ზე იმდენი ტიპის ადამიანი იწერება უცნაურობებს/ ეს ქალი ხომ სხვებსაც სწერდა, ისინი ბლოკავდნენ/ და იმდენი განსაცვიფრებელი ტექსტი შეგხვდება, რომ გაუთვითცნობიერებელი პიროვნებისთვის ძნელია ამ „ზღვაში“ უცებ გარკვევა.
9. მინუსები ისა აქვს, რომ მოთხრობას ნაკლებად ჰგავს უფრო მოყოლილი ამბავია მეგობრებში მოსაყოლი
გიჟი არანაირად არ მგონია ის ქალი, სავსებით ნორმალური და კარგი ადამიანია და სამწუხაროდ შველა ჭირდებოდა მთხრობელმა კი რაღაცნაირად შორს დაიჭირა თავი და გაწირა დასაღუპად საშინელი გულცივობის ამბავია მოყოლილი
შემეცოდა ის ქალი
კადაფის ფულის ამბები კი ხშირად ტრიალებს ხალხში და იმის გამო რომ ადამიანებს რაღაც კარგის მოლოდინი აქვთ ხოლმე იჯერებენ ხშირად ეგ სატყუარაც ხომ ამაზეა აგებული
4-ს დავწერ, ისიც იმ პერსონაჟის ხსოვნის ხათრით
ვფიქრობ შეძლებ გამოთხრობებას
თორემ ასე რეალობას უფრო ჰგავს
უკეთესის მოლოდინით
მინუსები ისა აქვს, რომ მოთხრობას ნაკლებად ჰგავს უფრო მოყოლილი ამბავია მეგობრებში მოსაყოლი
გიჟი არანაირად არ მგონია ის ქალი, სავსებით ნორმალური და კარგი ადამიანია და სამწუხაროდ შველა ჭირდებოდა მთხრობელმა კი რაღაცნაირად შორს დაიჭირა თავი და გაწირა დასაღუპად საშინელი გულცივობის ამბავია მოყოლილი
შემეცოდა ის ქალი
კადაფის ფულის ამბები კი ხშირად ტრიალებს ხალხში და იმის გამო რომ ადამიანებს რაღაც კარგის მოლოდინი აქვთ ხოლმე იჯერებენ ხშირად ეგ სატყუარაც ხომ ამაზეა აგებული
4-ს დავწერ, ისიც იმ პერსონაჟის ხსოვნის ხათრით
ვფიქრობ შეძლებ გამოთხრობებას
თორემ ასე რეალობას უფრო ჰგავს
უკეთესის მოლოდინით
8. საინტერესო იქნება როგორ სრულყოფდით ამ ნაწერს თქვენ, მოვისმენდი თქვენს პოზიციას, პლიუსებს და მინუსებს. თუ მინუსებს ვერ ხედავთ ძალით ნუ გამოიგონებთ საინტერესო იქნება როგორ სრულყოფდით ამ ნაწერს თქვენ, მოვისმენდი თქვენს პოზიციას, პლიუსებს და მინუსებს. თუ მინუსებს ვერ ხედავთ ძალით ნუ გამოიგონებთ
7. საინტერესო იქნება როგორ სრულყოფდით ამ ნაწერს თქვენ, მოვისმენდი თქვენს პოზიციას, პლიუსებს და მინუსებს. თუ მინუსებს ვერ ხედავთ ძალით ნუ გამოიგონებთ საინტერესო იქნება როგორ სრულყოფდით ამ ნაწერს თქვენ, მოვისმენდი თქვენს პოზიციას, პლიუსებს და მინუსებს. თუ მინუსებს ვერ ხედავთ ძალით ნუ გამოიგონებთ
6. ნინა, მე პირიქით მგონია, მკითხველს საკმარისად უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმისთვის, რომ გიჟი იყოს და პირიქით, რომ არ იყოს. ეს ქალბატონი რეალური პერსონაჟია და დღემდე არ ვიცი მართლა გიჟი იყო თუ არა. თუმცა ისე გამოდის, რომ თქვენ გიჟი უფრო დაინახეთ მასში. საბოლოო ჯამში მადლობა სწორი კომენტარისთვის, დამაფიქრა დოზები ხომ არ ავურიე. დიდი მადლობა ამისთვის ❤️ ნინა, მე პირიქით მგონია, მკითხველს საკმარისად უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმისთვის, რომ გიჟი იყოს და პირიქით, რომ არ იყოს. ეს ქალბატონი რეალური პერსონაჟია და დღემდე არ ვიცი მართლა გიჟი იყო თუ არა. თუმცა ისე გამოდის, რომ თქვენ გიჟი უფრო დაინახეთ მასში. საბოლოო ჯამში მადლობა სწორი კომენტარისთვის, დამაფიქრა დოზები ხომ არ ავურიე. დიდი მადლობა ამისთვის ❤️
5. ნეტა კადაფი არ გეხსენებინათ, მაშინ უფრო შევშფოთდებოდი, ახლა კი, მე მკითხველმა, დავიჯერე რომ ის გიჟი იყო და რა გამოვიდა? სინანულზე კი გვესაუბრება მთავარი გმირი, მაგრამ მათ არ ითვალისწინებს, ვინც ოდესმე თავის მოკვლის ზღვარზე ყოფილა. სწორედ მათ "შესაშინებლად" არ უნდა ყოფილიყო ის "გიჟი", საკუთარ თავზე თვითონ რომ ამბობს ეგ არაფერს ნიშნავს, მაგრამ თქვენც გვიდასტურებთ, კადაფის ხსენებით, რომ ასე იყო. სტატისტიკა არ ვიცი, მაგრამ მგონია რომ თვითმკვლელთა ძალიან დაბალი პროცენტი უნდა იყოს "გიჟი". ანუ სიმძაფრე დაეკარგა ნაწერს. ცოტა გული დამწყდა :( სათაურს 100%-ით ამართლებს.
ნეტა კადაფი არ გეხსენებინათ, მაშინ უფრო შევშფოთდებოდი, ახლა კი, მე მკითხველმა, დავიჯერე რომ ის გიჟი იყო და რა გამოვიდა? სინანულზე კი გვესაუბრება მთავარი გმირი, მაგრამ მათ არ ითვალისწინებს, ვინც ოდესმე თავის მოკვლის ზღვარზე ყოფილა. სწორედ მათ "შესაშინებლად" არ უნდა ყოფილიყო ის "გიჟი", საკუთარ თავზე თვითონ რომ ამბობს ეგ არაფერს ნიშნავს, მაგრამ თქვენც გვიდასტურებთ, კადაფის ხსენებით, რომ ასე იყო. სტატისტიკა არ ვიცი, მაგრამ მგონია რომ თვითმკვლელთა ძალიან დაბალი პროცენტი უნდა იყოს "გიჟი". ანუ სიმძაფრე დაეკარგა ნაწერს. ცოტა გული დამწყდა :( სათაურს 100%-ით ამართლებს.
4. გიჟი მისი ტერმინი იყო თოლია ჯონათან გიჟი მისი ტერმინი იყო თოლია ჯონათან
3. რომელი ძალით ხდება „წინასწარმეტყველება“ ან სხვა ქმედებები?
თქვენი საქმიანობა მისასალმებელია.
რომელი ძალით ხდება „წინასწარმეტყველება“ ან სხვა ქმედებები?
თქვენი საქმიანობა მისასალმებელია.
2. გუშინ წავიკითხე ეს ამბავი სხვა სივრცეში, თვალსაც ვადევნებ, რასაც აკეთებთ..
"ამ დღეებში 40_ზე მეტ ოჯახს დავეხმარე ან ისინი დამეხმარნენ..."- ეგაა.
ოღონდ "გიჟი" არა.
გუშინ წავიკითხე ეს ამბავი სხვა სივრცეში, თვალსაც ვადევნებ, რასაც აკეთებთ..
"ამ დღეებში 40_ზე მეტ ოჯახს დავეხმარე ან ისინი დამეხმარნენ..."- ეგაა.
ოღონდ "გიჟი" არა.
1. სასვენი ნიშნებისთვის და გრამატიკული ამბებისთვის წინასწარ ბოდიში. ნაწერზე სიამოვნებით მივიღებ ჯანსაღ კრიტიკას სასვენი ნიშნებისთვის და გრამატიკული ამბებისთვის წინასწარ ბოდიში. ნაწერზე სიამოვნებით მივიღებ ჯანსაღ კრიტიკას
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|