ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დ ო მ ი ნ ო
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2020


უბედური მებადური ბაადური

შემოდგომის ფოთლები,
დროთა გარდაცვალება,
პლანეტები - ქოთნები,
ცა განიცდის ცვალებად

ამინდებს და ადრეა,
გამოჩენა ლანდების,
მაჯებზე არტერეა,
სისხლით განაწვალები...

მებადურებს ახლია,
ბადრი ბადეს დამგები,
უბედური ქარია,
გაგახსენებს განდეგილს,

ვინც ამბობდა: "გერჩიან
ტალღები, დაეყუდე",
შენ მყუდრო მორჩილება,
უარყავი მეხუთედ...

სულმა როგორც ხალათი,
გაიხადა სხეული,
ფარდის მიღმა განახლდი,
დაივიწყე სნეული

ცხოვრება და ღმერთია
გვერდით, ფეხებნატკენი,
კაცთა ფიქრი ერთია,
მოვა და კვლავ ატკენენ...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები