 | ავტორი: წერტილი. ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 29 აპრილი, 2020 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
'და აქაა ძალი ნებისა - ძალი წარუვალი, ვინ ჩახვდება მისი ნების საიდუმლოს? ღმერთი ძალაა უდიადესი, წარმომჩენი საგანთა არსისა. კაცი არც ანგელოსს, არც სიკვდილს დამორჩილდება სრულიად, თავისივე ნების უღონობა შეიწირავს მხოლოდ.'
(ჯოზეფ გლენვილი)
ამ სიტყვებით იწყება ედგარ პოს მოთხრობა 'ლიგეა'. ეს არის ნაწარმოები იდუმალ, სადუმლო ცოდნით მოცულ ქალზე, რომელიც ეტრფის სიცოცხლეს - მაგრამ ბედისწერა სიკვდილს მოუვლენს. (უკეთ გასააზრებლად ვისაც არ წაგიკითხავთ წაიკითხეთ პატარა მოთხრობაა, ლიგეას ბუნების სიღმეზე და ქვეცნობიერ ძალაზე ყველაფერს ვერ დავწერ აქ , უბრალოდ აუცილებლად სათქმელს ვიტყვი იდეის სწორად გაგებისთვის) სიკვდილის წინ ლიგეა ამ ლექსს წერს -
' ჰა, წარმოდგენა ისევ ღამისა, წყეული წლები კი ისევ რბიან! ანგელოსთ ბურავთ შავლეგა ნისლი, ბნელში მიყუჟულთ ცრემლები სდიან. სხედან დარბაზში თეატრონისა ხილვად თამაშის - იმედის, შიშის. კვნესის გიტარა სიმდაწყვეტილი და თვლემს მუსიკა სფეროთა ჩრდილში.
მიმოსნი საღვთო ფერისცვალებით - მარიონეტნი ზეციურ მხარის ხელების ქნევით, ფართო თვალებით მიმოიძვრიან ფრთების ქარებით; თურმე ამ ღამით ესენი ისევ სცვლიან სცენარებს, და გააფთრებით ფურცლებსა ხევენ, მერე მალიად გადახვეტავენ კონდორის ფრთებით.
ჰოი, მრავალფეროვანი დრამა! დაუვიწყარი დარჩება მარად, ვერ დაიჭერენ აჩრდილთა დასებს ველად მძვინვარე ქარებს დარად, და მროკავი ბრბო წრეგადასული კვლავ უბრუნდება ჯადოქმნილ წერტილს. შეცოდებათა სიშლეგე სრული - იმ სიუჟეტის სულია კრული!
მაგრამ ეს რაა... მიმოსთა წრეში მოიგრაგნება, რაღაც ხმიანი.. ფერად წითელი, ვეება ეშვით მოიჭრა იგი აქ გაშმაგებით - მიმოსთა დღეა სიკვდილიანი! ჰა, სისხლიანი ჯოჯოს ეშვები.. ჰაი, ქვითინი სერაფიმების!
ჩადგა შავფერი ქარი წყეული, დაეცა არეს წყვდიადის დამბლა. შავი შრიალით ფარდა ხვეული მაშინვე, უცებ დაეშვა დაბლა. და ანგელოსნი მწუხარე ზარით განაცხადებენ ასე, ხმამაღლა: ტრაგედიაში „ადამიანი“ გამარჯვებული გმირია მატლი. '
ლიგეას გარდაცვალების შემდეგ, მეორე ცოლს მოიყვანს მისი ქმარი, რომელიც მთხრობელია . ამ ყველაფერს ქმრის პერსონაჟის ენით გვიყვება პო. ამ ქალს, რომელიც 'ლიგეას ფეხის ფრჩხილად არ ღირს' და ასე ფიქრობს მთხრობელი, უეცრად სრულიად ჯანმრთელ ადამიანს სენი შეეყრება და მოკვდება - მის სხეულში კი ლიგეას სული გაიღვიძებს. ( მისი ქვეცნობიერი ლიგეამ მარტივად დაამარცხა, სიკვდილამდე ეს მისტიური ქალი სწორედ ამ თემებს იკვლევდა და ეს და სხვა პოს მოთხრობებიც ქვეცნობიერ ძალას აღწერს, თუნდაც ადამიანის 'ნებელობის' სიძლიერეს , 'მეს' სიძლიერეს - გურჯიევისეული გაგებით). ( https://youtu.be/CK9RZ9qgSfg - ვისაც უყვარს ეს მითხრობა კარგი სიმღერაა ♥ ).
ზოგადად პოს შემოქმედება დატრიალებს სიკვდილის თემას. ცნობილი 'ყორანიც' სწორედ ამაზეა, სასოწარკვეთილი პო , რომელმაც რეალურ ცხოვრებაშიც დაკარგა სატრფო - თავისი შემოქმედების უმეტეს თემატიკად სწორედ ამას იყენებს. მაგრამ ყორანი - რეალობის მაცნეა, სიკვდილის მაცნე , რომელიც შეყვარებულ კაცს ლენორას მომლოდინეს ჩაჩხავის - არარას - აღარასოდეს რომ აღარ მოვა მისი საყვარელი - ლენორა. ყორანი - წარმავლობის უხეში გამოტახვაა. ამ ლექსში პო სიკვდილს-რეალობას ამარჯვებინებს, მაგრამ აი ლიგეამ შეძლო თავის სხეულზე მაღლა დადგომა და სიკვდილის დამარცხება. სულიერი გაცოცხლება მოახერხა. ქვეცნობიერი ძალის გაძლიერებით, რა პრაქტიკებსაც ატარებდა ეს 'იდუმალი' ქალი - მოახერხა წარმავლობის რგოლიდან გაძრომა. პოს შემოქმედება ზოგადად ძალიან სიმბოლისტურია და სიღრმისეულად უნდა ვეცადოთ მის გაგებას, ძირითადად ადამიანის ქვეცნობიერი სახე ხატების ამოტანა და მისი გაცნობიერების მცდელობებია. ამიტომაც ვამბობ ხოლმე პო საუკეთესო 'გამხსნელია' თქო - ფსიქიკის. ( ლიგეამ კი, ფიზიკური სიკვდილით შეძლო 'მარადი სულად' ყოფნა - როგორც ქრისტემ).
ადამიანში წარმავლობის მოკვდავობის საკითხი ძალიან მტკივნეული რამაა. სიკვდილი ისაა რაც ყველაფერს აბსურდად უაზრობად აქცევს,რაშიც ჩავარდნა ეგზისტენციალურ კრიზისს იწვევს ადამიანში და მის ცხოვრებას უფერულს ხდის . (ამიტომაც ეგზისტენციალიზმი პირველი საფეხურია, ამის შემდეგ უკვე ადამიანი 'ფიზიკური' სამყაროს , სხეულის უარყოფის შემდეგ - ტრანსედენტული ფსიქილოგიით უნდა დაინტერესდეს რომ შემდეგ საფეხურზე შეძლოს ასვლა ( მირჩა ელიადე კარგად აღწერს ეგზისტენციალიზმის გამომპალ იდეებს ამ ყველაფრის ფონზე ). თუმცა პომ საკითხი ლიგეაში, ძალიან მკვეთრად გადაწყვიტა და გადაჭრა - მტკიცე სულის ადამიანი, ის ვინც თავის თავში მარადიულ ყოფიერებას შეერწყმება სიკვდილს ამარცხებს - რადგანაც ადამიანი არ არის მხოლოდ სხეული და ფიზიკურობა.
ამ თემებს წლებია ვიკვლევ და უამრავი რამ არის ჯერ რაც არ ვიცი, თუმცა ნამდვილად ღირს რომ ყველაფერი შევისწავლოთ და შევიმეცნოთ ადამიანის შესახებ რომ 'ჩვენივე ნების უღონობამ' არ შეგვიწიროს. ის რაზეც გურჯიევი თავის 'მეს' შექმნაზე, სულის შექმნაზე საუბრობს ( ის თვლიდა რომ ყველას არ აქვს სული და სული უნდა მოიპოვო) პირდაპირ ეხმიანება პოს ამ იდეებს . 'რწმენით კლდეს გადადგავ' - სახარებისეული გააზრება ჯვარცმის, სხეულზე გამარჯვების და სულის 'აღდგომისაც' ამ თემებზეა . ლიგეა ერთგვარი ქრისტეს სახეა. მისი გზა კი მატლური, პრიმიტიული არსებობისგან თავის დაღწევის გზაა - პირველი, რა თქმა უნდა, ამ სამყაროს წარმავლობის, საკუთრების, დამკვიდრების, მოპოვების - ამ ყველაფრის უაზრობის გააზრებაა, ამიტომაც კამიუს , სარტრის , კაფკას გააზრების, განცდის - ამით ცხოვრების გარეშე ვერ მიხვალ აქამდე - შემდეგი ნაბიჯი ედგარ პოა - მსგავსი სახის ფილოსოფიები და ბოლოს უკვე - ტრანსედენტური ფსიქოლოგია, ის ავტორები რომელიც თავისი სულიერი წვრთნების შესახებ აღწერენ.
ეს ყველაფერი ამ მუსიკოსზე გამახსენდა და ეს ადამიანიც ღრმა 'სულიერ რყევებშია'. ამიტომაც მის ვიდეოსაც აქ დავურთავ - https://youtu.be/XwsJlUdklmk (რატომ გამახსენდა - იმიტომ რომ sopor aeternus- იც ქრისტეს, ლიგეას გზას ადგას ).
ეს ხელოვანი ჯერ ქალად გადაკეთდა, მერე საერთოდ მოიშორა სასქესო ორგანოები და უსქესო არსება გახდა. ძალიან საინტერესო გამოვლინებაა სამყაროში ასეთი ადამიანი, რეალურად შინაგანად ადამიანი ორივე სქესის მატარებელია და ამ ორივე სქესის შინაგანი შერწყმით ხდება მხოლოდ - ლიბიდოს გაჩუმება, ეს კი მხოლოდ ისეთი ღრმა ურთიერთობის დახმარებით და მერე უდიდესი შინაგანი მეტამორფოზებით შეიძლება მოხდეს. ანუ თითქმის შეუძლებელია. სამყაროს დეპრესიას , უცნაურობას, შეუცნობლობას - აი ამ ტკივილებს ყველაზე მაგრად აღწერს ეს ადამიანი, ( ვისაც ჯერ კიდევ არ გაუაზრებია კაცობრიობას რა სჭირს - ან უკეთ უნდა გააზრება https://youtu.be/_5Hr1C62Smk ეს ნახოს აუცილებლად, ისეთი დოკუმენტური ფილმია რომელიც ვალდებულიც კია რომ იცოდე) იმიტომ რომ სწორედ რომ 'თავის ტყავზე' გადაიტანა ყველაფერი. ძალიან მძიმე ცხოვრება ჰქონდა, რის გამოც ღრმა ბავშვობიდან მოუწია გაეაზრებინა რომ 'ყველაფერი ამაოა' , განსაკუთრებით ფიზიკური სამყარო და ამიტომაც ძალიან ადრე მოუნდა 'სულად ყოფნა'.
ერთგვარი ყვირილია ამ ადამიანის მუსიკა სამყაროს წინააღმდეგ მიმართული, ლიბიდო როგორც დაგვატარებს დაგვათრევს აქეთ-იქით გოლდმუნდური წოწიალით თუარ იხეტიალე და ჯურღმულებში არ იარე მანამდე რომ არ ჩუმდება მისი ყვირილი, როგორ გვინდა ადამიანურები სულიერები გავხდეთ და ამ დროს ამ დონის უსაზღვო ლიბიდო გვმართავს რომელიც ჩვენი ყველა ქმედების მაკონტროლებელი ელემენტია და ყველაფერს ჩრდილავს. (ლიბიდოს - წოწიალი სომერსტ მოემის დონჟუანის ინტერპრეტაციაში - 'სულნი სალხინებელნი' - უძლიერესადაა გადმოცემული - პატარა მოთხრობაა და ვისაც ეს თემები აინტერესებს აუცილებლად წაიკითხოს. დონ ჟუანი შეგვიძლია ვთქვათ , რომ ქვენა სურვილთა მოშორებას - ოშოს ტექნიკით ცდილობს, ანუ 'გააკეთო იქამდე სანამ გული არ აგერევა ' - მიზანი ერთია, მაგრამ გზაა სხვა ).
აგრესია სექსუალობაზე , პრიმიტიულ სურვილებზე, იდენტობაზე - სულიერად მოაზროვნე და მგრძნობიარე ადამიანის უდიდესი წინაღობაა , ურთულესია ამ პრობლემის დამუშავება და ამ ადამიანის 'ყვირილი' ჩვენი ყველას ყვირილია - ჩვენში არსებული სულიერი ენერგიის სასოწარკვეთილი ჩხავილი ჩვენშივე არსებული ნეშომპალური საწყისების მიმართ, რომელიც მხოლოდ ორგანიზმთა გამრავლების და დამპალი გენეტიკური კოდის თვითგადარჩენის ინსტიქტით მოძრავია. ის რაც ადამიანში არის, მუდმივობის სულიერების სამყაროს გონის - შერწყმის სინათლე , რომელიც ძალიან მკრთალია და ზოგიერთი მას საერთოდ ვერ ხედავს და ცხოველური ინსტიქტების დონეზე უბრალოდ - 'მრავლდება' - ეს გადაშლილობის სურვილი განწმენდის და ჩაყვინთვის ყოფიერების ძირში - თითქმის შეუძლებელი ხდება - ლიბიდოს - მიწის ენერგიის გამო. ( ლიბიდოს ენერგია ორპოლუსოვანია - სიკვდილის და სიცოცხლის ენერგიებს იტევს) ფროიდმა მხოლოდ სიკვდილის ბოლო დღეებში დაიწყო კვლევები ლიბიდოს - როგორც სიკვდილის ენერგიის გააზრებაზე, მაგრამ რადგანაც ორი დღის სიცოცხლე დარჩენოდა ალბათ მთელს თავის შრომებს ვერ გადაუსვა ხაზი და ეს კვლევაც თავის ლიბიდოს თეორიით ახსნა.
მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ლიბიდოს ენერგია - სიკვდილის ენერგიააცაა, ნეშომპალური საწყისის განვრცობის, გენეტიკურ კოდში აყროლების - ამიტომაც სექსი ჯანმრთელობაა - კიარა სტანდარტული სექსი სიკვდილის იმიტაციაა (როგორც ძილი) , რომლითაც ადამიანი თავის სიკვდილს ეგუება ფსიქიკურად უშვებს თავის მოკვდავობას . მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი ლიბიდოს ენერგია - სიკვდილიდან სიცოცხლისაში გადაიზარდოს - თუკი ადამიანის ლიბიდო სექსუალურ იმპულსებზე კიარ 'აღიგზნება' არამედ სულიერ - ემოციურ ინსტიქტებზე, ანუ გამარადიულების, სამყაროს გონთან, უსასრულობასთან შერწყმის - სურვილთან. ამიტომცაა პორნო ინდუსტრია დამღუპველი, ენაგადმოგდებული მცდელობა ადამიანებისა იყვნენ 'სექსუალურები' , რეალურად ის, რასაც ეძახიან ჯანსაღი ცხოვრების წესს და ჯანსაღ 'სექს' არის მხოლოდ გამრავლების დონეზე - ჯანსაღი, თორემ მსგავსი ცხოვრების სტილით ადამიანი უფრო მეტად ეგუება თავის სიკვდილს - ვგულისხმობ არა ფიზიკურს - სულიერსად - ერთადერთ გადაშლილობას მუდმივობაში. რადგანაც დროის უმეტეს ნაწილს თავისი სხეულისგან 'სულიერების ამოცლაში' ატარებს და ხდება არსება, რომელიც ჯანსაღად იკვებება , ჯვავს , ფსავს, კარგად ძინავს, სექსი აქვს .
სულიერი ტექნიკის ერთ ერთი სახე - იმიტომაა სექსის უარყოფა (გასაგებია იმდენად იშვიათი ორი ისეთი ადამიანი შეხვდეს ერთმანეთს, რომლებსაც არ უნდათ თავიანთ ლიბიდოში ჩაკვდნენ და იმდენად არ უნდათ რომ ფიზიკური სიკვდილის გზას ადგანან - ამიტომაც მსგავს 'გამრავლების' მსურველ ურთიერთობებს - სჯობს საერთოდ აკრძალოს ადამიანმა სექსი, ვინც სულიერი წვრთნის გზაზეა შემდგარი - თუ ვერ ნახა პარტნიორი, რომელიც ასევე - 'სულით არის დაავადებული' და სექსუალობაც - სიყვარულად უნდა აამაღლოს) , და მეორე რასაც 'უტევს' სულიერება - ჭამაა - მარხვები , ესეც იგივე მოტივით , რომ შენი სხეული კიარ გმართავდეს შენ , არამედ შენ მართავდე მას . და მესამე - ძილი - ესეც იგივე მოტივით, ძილი ფაქტობრივად ინსცენირება კიარა პატარა სიკვდილია. ანუ ლიბიდო, კვება და ძილი - ეს რომ კითხო დღევანდელ სამყაროს პირველი სასიცოცხლო საჭიროებებია, მაგრამ ეს სხეულისთვის - დღეს რატომ 'ვკვდებით' და რატომ მივდივართ გადაშენების გზაზე ვხვდებით ალბათ - ფიტნესმოწამლული სხეულების ჯგრო რომ დადის გარეთ, სექსუალურად მიმზიდველი სხეულების ჯგრო - ცარიელი სხეულების , დახვეწილი ფორმების , რომელიც ადამიანში მხოლოდ ფიზიკურ 'ერექციას' იწვევს დანახვისთანავე და პირდაპირ თიშავს - სულიერებას. რეალურად კაცობრიობა შეცდომაშია შესული, რომ გონია ეს დიდებული სამეულია - 'სიცოცხლისთვის' საჭირო რამეები. ეგ სიცოცხლე არაა - სიცოცხლე, ეგ უბრალოდ 'გაძლებაა' - მექანიკური ყოფა. ყოფიერება კი , საკუთარ თავში - მხოლოდ ფიზიკური მოთხოვნილებების მიღმა სფეროთა გაძლიერებით შეიძლება განიცადო.
სიცოცხლე - მარადიულობაში - არსებობის სიღრმეში გადაჭდობილი შერწყმა - ამ ყველაფრის მეორე მხარეს დგას და ამ სამეულის მხოლოდ ისეთი სულიერი გარდასახვით შეიძლება მოხდეს, როგორიც არ გულისხმობს უარყოფას - ამ ყველაფრის ისევ ადამიანის მარადიულ არსთან შერწყმის სამსახურში ჩადგომა - ანუ როცა ძილი, საკვები, სექსი - ისევ ადამიანის 'გასულიერებას' ემსახურება. ამიტომაც სხეულის 'დატანჯვა' - სექსის გარეშე ყოფნით, კვების გარეშე თუ ძილის გარეშე - ადამიანს მარადიულ საწყისთან გადაჭდობაში ეხმარება. ამიტომაც ჰქონდათ მსგავსი პრობლემები ყველა იმ ადამიანს ვისაც საერთოდ ყოფიერებაზე უფიქრია, უბრალოდ უმეტესობას ფსიქიკა შეერყა რადგანაც უკიდურესობაში უწევდათ გადავარდნა .(უამრავ მწერალს , ფილოსოფოსს ,მხატვარს - რატომ ჰქონდათ სექსუალური პრობლემები?რატომ იყო ძალიან ბევრი ფრიგიდული, უუნარო? ზუსტად ამიტომ რომ მათ არ შეეძლოთ 'ცარიელ სხეულებად ყოფნა' მათ არ შეეძლოთ ემოციის გარეშე ყოფნა მეორე ადამიანთან და 'ცარიელ სხეულად ყოფნა') ( 'ყოფის აუტანელი სიმსუბუქეც' - სავსეა ამ თემებით, როგორ აუტანელი ხდება ყოფიერება - როდესაც ლიბიდო გმართავს და როგორი მძიმე - თუკი მას არ ჩაეჭიდები,ნუ მაგ წიგნიდან ცალკე მილიონი რამის გარჩევა შეიძლება და დაკავშირება, მაგრამ ამჯერად თავს შევიკავებ რადგან პირდაპირ მთლად არ ეხმიანება ამ საკითხს).
ამ ყველაფერში ბალანსის დაცვა ურთულესია, მაგრამ თუ არ ეცდები ფიზიკური სიკვდილი კიარა - ნეშომპალა იქნები, მატლურ საწყისს რომ ვერ გაცდა , თანაც ისეთი მატლი რომელმაც თავის თავში 'ღმერთი მოგუდა' რომ მოეფსა მოეჯვა და ეჭამა, გამრავლებულიყო, ეს 'ღმერთი' მონელებაში უშლიდა ხელს თურმე.
ამიტომაც, ჩემი აზრით, ძალიან ძალიან მაგრად უნდა განიცადო ადამიანმა ამ მუსიკოსის შემოქმედება - რადგანაც ეს მუსიკოსი ადამიანი კიარა - უკვე სხეულიდან გამოსული სულია - რომელიც სამყაროს შეჰყვირის და სასოწარკვეთილი ეჩხუბება - რომ დაუბრუნოს თავისი არსი, შეეწყას მარადისობას და მიწისკენ ნუ ექაჩება, მისი გზა ტანჯვა და უკიდურესობაა - მაგრამ 'გადახრა' პრობლემის არსს ყოველთვის ძალიან მკვეთრი სიზუსტით გამოხატავს ხოლმე. ჰოდა , უგრძნობლობაა - ამ შემოქმედის არ ცოდნა, არ დაფასება, არ განცდა - ნუ ვისაც ჯერ სული თავის თავში არ მიუხრჩვია ,რა თქმა უნდა, მსგავსი ადამიანები ასეთ მუსიკას იმიტომ ვერ უსმენენ და იმიტომ იქცა ჩვენი საუკუნე ელექტრონული მუსიკის აღზევების საუკუნედ - ლიბიდოდ რომ არის ქცეული უკვე ხელოვნება - ზუსტად ესაა, მუსიკა კიარა სიკვდილის შიშის ჩხავილია დღევანდელი მუსიკა , მაგრამ ესეთი ძირეული შემაზანზარებელი მუსიკა - უარყოფილია და ერთეულები უსმენენ მხოლოდ , რადგანაც ძალიან რთულია იმ განცდებით იცხოვრო რაც მასში დევს, ძალიან რთულია ყოველ დღე შენი სულის ღრიალს, კვნესას , ტირილს , განწირულ ჩხავილს უსმენდე - რომელიც თავის ნეშომპალურ საწყისს ვერ შეგუებია და ცაში აჭრა, მარადიულ არსთან შერწყმა უნდა შენ კი ამ დროს მას უბრალოდ 'აყუჩებ' რომ ძილი ჭამა სმა და გამრავლება შეძლო. ვერ გაქაჩავ დიდხანს ზეცისკენ ხელებგაჩაჩხული იოზეფ კ. - სავით ჩვენს საუკუნეში, ვერც ცას შეყვირებ - რომლის მიღმაც იცი რომ არაფერია.
ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანს და მადლიერებით და თანაგრძნობით ვარ მის ტკივილებთან სავსე - რადგანაც არც მე მინდა ჩემს გენეტიკურ კოდში ავყროლდე და ჩემი 'ისტორიის' გამგრძელებელ 'შთამომავლად' ვიქცე. მეტსაც ვიტყვი - დედასშევეცი ეგეთი არსებობის. მე ჩემს ცხოველურ ინსტიქტებზე მეტს ვგრძნობ ჩემს თავში და ეს სინათლე რაც მეტად გავრცელდება ჩემში მით უმეთესი, თუნდაც ამ სინათლემ ჩემს ფიზიკურ არსებობას დედა უტიროს, ძაან მკიდია - ჩვენს ფიზიკურ სხეულს ისედაც ორ წამიანი არსებობა აქვს და მე მას ნამდვილად ვერ ვუფოფინებ თავზე. რაც მოსაფრთხილებელია - ეს მარადიული 'მეა' - სულია (პროსტა ამ სიტყვის აღქმას რელიგიურმა იდეოლოგიებმა კარგის ტრაკი მოუტყნეს, ამიტომაც რთულია მისი გამოყენება ისე რომ ადამიანმა 'რელიგიურ' მრევლად და ფანატიკოსად არ შეგრაცხოს, მაგრამ მაგ სიტყვაში მე სულ სხვა რამეს ვგულისხმობ და ვინც ვერ იგებს რას, უბრალოდ თავის ნეშომპალურ საწყისებს მიხედოს - ახსნას აზრი არ აქვს , ვისაც რელიგიური კომპლექსები აქვს და აგრესიები რელიგიის მაინც აგიშარდება. ).
ჯვარცმა - რელიგიური მისტერია კიარაა - ადამიანის სხეულის შეწირვაა - სულის მოპოვების გამო. ჰოდა ნუ შეეცით ამ ქრისტეს და 'ღმერთად' ნუ დაისვით. კაზანძაკისის არ იყოს 'ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის' - მარადიულად ჩვენში . სულ სხვა გააზრება სჭირდება ქრისტეს,ბუდას , კრიშნას , თუ ნებისმიერ წმინდანს , რელიგიებს რომლებიც სახელმწიფოების მართვის საშუალებებად , ხალხის დაზომბირება-დაპროგეამება-დამორჩილების საშუალებებად აქციეს, ხელოვნებას და ხელოვანებს (ფსიქიკურ აშლილობებად რომაა დღეს გასაღებული ადამიანთა ძიებები, რომლებიც ასე ცდილობდნენ 'განმღრთობას' და თავის ნეშომპალურ საწყისში ვერ ეტეოდნენ) - ყველა ეგ ადამიანი თავის გენეტიკური კოდიდან ამოძრომას და მარადიულ გონთან, ყოფიერებასთან გადაჭდობას ცდილობდა - ნუ ღმერთის ენერგიაც შეგვიძლია დავარქვათ და ღმერთებიც არიან - მაგ გაგებით, მაგრამ რასაც 'ღმერთობაში' კაცობრიობა გულისხმობდა - ისინი ნამდვილად არ არიან. მეეჭვება ამ საკითხებზე ბევრი ფიქრობდეს და ბევრს აინტერესებდეს, თუმცა ამ ადამიანის პატივისცემის გამოხატვა ძალიან მინდოდა. მესმის, გგრძნობ, გითანაგრძნობ, განგივდი და მარტო არ ხარ. ვისაც მსგავსი თემები 'გტკივათ' კიდევ - გაიზიარეთ და ეზიარეთ :) .
ჩვენი სულები ერთმანეთს უნდა გადავაჭდოთ ყოფიერების არსს რომ მივწვდეთ და მასში მივეცეთ სამუდამო 'სიფხიზლეს'. 'დაიწვი ჩემში ან აჭამე შენს სხეულს სული' - მეთქი - აი ესაა სიყვარულის მდგომარეობა - ლიგეამაც 'სხეულის' დაწვა - სიყვარულის ძალით მოახერხა.
ბევრი შეიძლება არ დამეთანხმოს ამ ყველაფერში, მაგრამ ეს ის თემებია, რომლებიც ყველას გვეხება და ყველაზე 'ტყდება' ამიტომაც სერიოზული დაფიქრებაა საჭირო და ყველაფრის სიღრმისეულად გააზრება. იმ 'საიდუმლო' დაფარული ცოდნების შეცნობა, რომელიც კაცობრიობამ დააგროვა ეს იქნება უძველესი მისტიური ბურუსით მოცული კულტურები, თუ რელიგიები, რომელიც ისე დაამახინჯეს რომ ის ნამდვილი ღირებულება დაუკარგეს რაც სულიერი წვრთნის გზაზე ჰქონდა და აქვს, საერთოდ მისი აღქმა და გააზრება როგორიც არის ეგ ყველაფერი იდეის 'გაუპატიურებაა' ძალადობაა. დოსტოევსკი რომ ამბობს - წლების მერე შენს იდეას იპოვნი სხვაგან გასაცოდავებულს და კარიკატურად ქცეულსო აი ეგაა - ამიტომაც ისე გავიგოთ ყველფერი როგორც 'გვტენიან' პირდაპირ აბრკოლებს ადამიანის ცნობიერების განვითარებებს, ყველაფერს ეჭვის თვალით უნდა მიუდგე და იმაზე შორს იაზროვნო ვიდრე სხვები აზროვნებენ იმ საკითხებში - სხვაგვარად ნეშომპალურ საწყისში აყროლდები და 'ტრაგედიაში ადამიანი გამარჯვებული გმირი - მატლი ' იქნება ყოველთვის.
წერტილი.
(ნინო დიდებაშვილი)
20/09/2019
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ეს გუშინ წავიკითხე გარედან, დღესაც იგივე შეგრძნება მაქვს, როგორც გუშინ, გაჭედილი ვარ სიბნელეში. რაღაცებში ვერ გეთანხმებით. მაგრამ თქმას მაინც არ აქვს აზრი, მკითხველთან ასეთ კონტაქტში არ ხართ. თქვენ შრომას ვაფასებ, თუმცა ახლა ქულების გარეშე დავტოვებ ნაწერს, მგონია რომ ეგ საერთოდ არ გადარდებთ, მაგრამ ალალად ვამბობ, ბევრ კითხვას აჩენს და არაფერს პასუხობს. უბრალოდ ამბობს, მენდეთ. ეს გუშინ წავიკითხე გარედან, დღესაც იგივე შეგრძნება მაქვს, როგორც გუშინ, გაჭედილი ვარ სიბნელეში. რაღაცებში ვერ გეთანხმებით. მაგრამ თქმას მაინც არ აქვს აზრი, მკითხველთან ასეთ კონტაქტში არ ხართ. თქვენ შრომას ვაფასებ, თუმცა ახლა ქულების გარეშე დავტოვებ ნაწერს, მგონია რომ ეგ საერთოდ არ გადარდებთ, მაგრამ ალალად ვამბობ, ბევრ კითხვას აჩენს და არაფერს პასუხობს. უბრალოდ ამბობს, მენდეთ.
1. გამარჯობა, ნინო :)
გულწრფელად გეტყვით - არ წამიკითხავს ახლა მე ეს, მხოლოდ თვალი გადავავლე და ესეც საკმარისი აღმოჩნდა, იდუმალი წერტილის ვინაობა რომ გაგვეგო. :)
თუმცა, არსებითი მნიშვნელობა არც ჰქონდა ამას.
გამარჯობა, ნინო :)
გულწრფელად გეტყვით - არ წამიკითხავს ახლა მე ეს, მხოლოდ თვალი გადავავლე და ესეც საკმარისი აღმოჩნდა, იდუმალი წერტილის ვინაობა რომ გაგვეგო. :)
თუმცა, არსებითი მნიშვნელობა არც ჰქონდა ამას.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|