ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირიან მერცხალაძე
ჟანრი: პოეზია
29 აპრილი, 2020


ცოცხალი ლექსი


ჩამორეცხილი ჭრილობების მრჩება ჭუჭყი და,
თავს რაღა ვუყო აღარ ვიცი სენტიმენტალურს.
მე შენი ყველა ფოტო დავწვი ჩემი უჯრიდან,
და მკერდს მიმშვენებს უშენობის ვერცხლის მედალი.


დარდმა რა იცის რა ფერია ბედნიერება,
ვეღარც მიზეზებს ვერ ვიდედებ რამე კოკრეტულს,
მოვალ მე უხმო გაზაფხულით, როგორც ვედრება,
და გამწვანებულ გაზონებში მნახავ მაკრატლით

ხელში თუ როგორ შევუსწორებ სიზმრებს ბალახებს.
როგორ წამოვა დაბადება ჩემი დარდიდან,
როგორც ჩანჩქერში მიმავალი,
ზემოთ კალმახი,
საკუთარ თავში მოფართხალე
ფიქრებს ვამდიდრებ.

რომ კვლავ დავივლი ჭიანჭველებს სველი
თითებით,
და ბავშვობაში დაგროვებულ პროტესტს,
სადისტურს...
ჩვენს განშორებას ჩაუდგება სულში ტიტები,
და პოეზიაც დალაგდება ჩვენს
წინ სადილად.


ჩვენ ვერ ვიპოვით ვერავითარ
ნათელ დიაგნოზს,
თუ კი საშური არ ვიშოვეთ სადმე კავშირი
იქნებ შენ შენი საკუთარი - შენში მიაგნო,
მაგრამ მე ნუღარ დამიწუნებ ჩემში ნაშენებს.

მაშინ როდესაც ველოსიპედს ორი პედალი,
და ერთი საჭე იმიტომ აქვს რომ წინ ბიჭები
უნდა იჯდენო, ასეთია სენტიმენტალურ
ფილმში ნანახი რეჟისორის ბრმა ნაბიჯები,

მე კი ნახადი ჭრილობების მრჩება ჭუჭყი და,
თავს რაღა ვუყო აღარ ვიცი სენტიმენტალურს,
მე ყველა შენი ფოტო დავწვი ჩემი უჯრიდან,
და მკერდს მიმშვენებს განშორების ვერცხლის მედალი.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები