სიბერე გავს კუნძულს, რომელიც გარშემორტყმულია სიკვდილით.
- ვიცი ვინც ხარ.. - აღელვებული ხმით ამბობს მოხუცი და სიკვდილს შინ ეპატიჟება, თბილ რძესა და დაძველებულ ორცხობილაზე, - აქამდეც მოვკრავდი ხოლმე თვალს შენ სრულყოფილ შავ მოსასხამს. ყოველ დღე უფრო მიახლოვდებოდი და რა თქმა უნდა ისიც კარგად ვიცოდი, რო ერთ ღამესაც კარზე მომიკაკუნებდი. გამახარე, ახლა შემიძლია ამ მივიწყებულ ადგილას ვინმეს დაველაპარაკო. პატარა დაძველებული სახლის ცენტრში, სანთლის შუქზე, მოხუცი სიკვდილს მიუთითებს რო ჩამოჯდეს და ხელების კანკალით თბილ რძეს ალუმინის ჭიქაში ასხამს. შემდეგ თვითონაც ჯდება და დაბნეულად ამბობს, რო ვერასდროს წარმოიდგენდა თუ მისი ცხოვრების რაღაც პერიოდს მსგავს ადგილას გაატარებდა. - მზე მიყვარდა, აქ კი გამუდმებით ნისლია. მოღრუბლული, მოღუშული ამინდები. ხანდახან იმაზეც ვფიქრობდი რო მკვდარი ვარ და ეს ჯოჯოხეთი ინდივიდუალურად, მხოლოდ ჩემთვისააა შექმნილი. მაგრამ შენ თუ აქ ხარ, ესე იგი ჯერ ცოცხალი ვარ. ადრე სიკვდილი იმის გამო არ მინდოდა, რო ყველაფერი რაც კი მიყვარდა, აქ იყო, სიცოცხლეში, ახლა კი უბრალოდ მარადიული სიბნელის მეშინია. არ ვიცი რა უნდა ვაკეთო უკუნით სიბნელეში. არ ვიცი რით გავირთო თავი. შენ, სიკვდილი ხარ, და აზრზეც კი არ ხარ როგორ მენანები ამისთვის, მენანები, იმიტო რო ჩემი მეგობარი ხარ. შენ არ განგიცდია რა სასიამოვნო შეიძლება იყოს უბრალოდ ჯდომა და სიცოცხლის შეგრძნება. უყურებდე უკიდეგანო სივრცეს, მაღლა, ცაში, ხო ხვდები, მთვარის ლურჯი სიმკრთალე გადაგკრავდეს სხეულზე და მდუმარების სიღრმეში იძირებოდე. საერთოდ გინახავს ზღვა? ან მშვიდი ზღვის ზედაპირზე ახალი მთვარის ანარეკლი?! ახლა ვხვდები რო ეს ყველაფერი ლამაზი შენი წყალობითაა, ანუ, იცი, რო ერთხელაც მთვარის ლურჯი ნათება ჩაქვრება, იმიტომ, რომ შენ მიხვალ მასთან. ყველაფერი, მთელი სამყარო კვდება მაშინ, როცა ერთი ადამიანი კვდება დედამიწაზე, არ აქვს მნიშვნელობა ვინ, არც მის რელიგიურ ამღსარებლობას, რასას, ასაკს თუ სქესს. არ ვიცი... ამ გადმოსახედიდან ყველაფერი ძალიან ლამაზი და სასიამოვნოა, თუნდაც ის, ბეისბოლის ბურთის ზომის სიმსივნე გქონდეს მარცხენა ფილტვში, იწვე ლოგინზე, უსმენდე ზბიგნევ პრაისნერის ლაკრიმოსას და თვალდახუჭული წარმოიდგენდე თუ როგორ ვრცელდება შენს ორგანიზმში კიბოს მეტასტაზები. ნებისმიერი რამე! უბრალოდ ჩაისთვის წყალს ადუღებდე და აკვირდებოდე წყლის ზედაპირზე ამომხტარ ბუშტებს... უყურებდე იმ ადამიანის თვალებს, რომელთანაც მძიმე ემოციური კავშირი გაქვს და ამით ინსპირირებას იღებდე რაიმეს შექმნის, ან უბრალოდ სამყარო გახსენდებოდეს, მთელი სამყაროს გიჟური აგებულება. ძალიან მინდა ჩემი გესმოდეს მიუხედავად იმისა, რო კარგად გამჯდარი მაქვს სისხლში და ხორცში ის იდეა, რო თუ უთქმელად ვერ ხედავენ, თქმითაც ვერ დაინახავენ! რატომ არ შეიძლება ყველა ერთნაირად ვგრძნობდეთ?! ყველა ჩვენგანი მარტოობისთვის ვართ განწირულნი, ყველა ჩვენ კუნძულზე ვართ, მიუხედავად იმისა რო შეიძლება მეგობრების გარემოცვაში ვიჯდეთ და განვიხილავდეთ ათასნაირ თემას. ჩვენი კუნძულები ძალიან განსხვავდება, ზოგან მზე აჭერს სამარადისოდ, ზოგან ღამეა და ბნელა, მარა ყველა ჩვენგანი აქედან გაღწევას ვცდილობთ, უბრალოდ გვინდა რო საერთო კუნძული გვქონდეს და იქ ყველა ერთად ზღაპრულად ვცხოვრობდეთ. არავინ ვიყავი. უბრალოდ ვოცნებობდი. მინდოდა 66 ე გზატკეცილი ბაიკით გამევლო, მტვრიანი ფეხსაცმელებით და დაძონძილი ტყავის ქურთუკით, მცხუნვარე მზის ფონზე. ლედ ზეპელინი მოგწონს? ლედ ზეპელინის ეს ჩემი დროა სიკვდილისთვის?! ამ მუსიკაზე მუდამ ჩემი მოგზაურობა მახსენდებოდა, გაუქმებული გზა, დაჟანგული ბენზინ გასამართ სადგური, მე და ჩემი საუკეთესო დრო სიკვდილისთვის. არ ვიცი, შეილება იქ მიღებული ემოციებისგან მოვმკვდარიყავი ამის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, როცა დავინახავდი კანიონებს შორის როგორ ამოდის მთვარე, მერე როგორ ჩადის უკან, და თან ისე, ვარსკვლავებიც რო მას მიყვებიან, მარა ჯობდა ყველაფერი ასე დამთავრებულიყო. ამ სანთლის შუქზე სიკვდილს კი ჯობია, არა?! ხო, სანთლის შუქი არასდროს მიყვარდა, ძალიან ნეგატიური იყო ეს ჩემთვის ყოველთვის. აი, ბაროკოს სტილის კლასიკას მაგონებს, მომხიბვლელია, მარა მისი მოსმენა პოზიტიური ენერგეტიკისთვის არ ვარგა. მარა შენ ალბათ მოგწონს, ისე მშვიდად გრძნობ ახლა თავს. ერთ ქალს მაგონებ, ისიც შენსავით ავადმყოფურად გაფერმკრთალებული იყო, გეგონებოდა გვამს უყურებდი. ის იყო ძალიან ჩუმი და სწორად ამ სიჩუმით ლაპარაკობდა თან ისე, ბევრ ყბადაღებულზე მეტს ამბობდა… ყველაზე მეტს ამბობდა. ჩემ მსგავს კუნძულზე ცხოვრობდა, მუდამ ნისლით გარშემორტყმულზე, მარა ჩემი ქოხისგან განსხვავებით მისი გოთიკური სტილის სახლი ტაძარს გავდა, სადაც მარტო იყო, სადაც ყველაფერი ძველდებოდა და ყველაფერს აბლაბუდა ედებოდა. მუდამ ფანჯრიდან იყურებოდა, ოღონდ რეალურად არ იცოდა რისი დანახვა სურდა, ალბათ, მზის?! ადრე ჩვენი კუნძულები ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყო, არასდროს შევხებივარ მას, არასდროს მინახავს მისი თვალები ახლოდან, მარა შეგვეძლო ფანჯრის რაფიდან მდუმარებით გვესაუბრა, დამეთვალიერებინა შორიდან მისი კუნძული, და მას, ჩემი. სხვებისგან განსხვავებით მე ტივის ააწყობა იმისთვის არ მინდოდა რო ამ უკიდეგანო ზღვისთვის დამეღწია თავი, არამედ მის კუნძულზე გადასასვლელად, რატომ არ შეიძლებოდა გავცლილიყავით ამ ჭაობს და ძალიან გრძელ, მზიან გზაზე დავდგარიყავით იმისთვის, რო არასდროს გავჩერებულიყავით?! ჩემი ზღაპრული ცხოვრების ნაწილი ყოფილიყო?! მასთან ერთად მეყურებინა იმ ყველაფრისთვის, რასაც ვხედავდი?! ხო, ერთისმხრივ ყველაფერი ძალიან აყროლებულია, მარა ვერაფერს ვუშვრები მთვარის მკრთალ ნათებას, ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას, მდუმარების სიღრმით საუბრით ტკბობას, სამხედრო შუქურების მკრთალ და მკაფიო განათებას მიყრილ მიმოფანტულ ბორცვებზე, თანამგზავრების მოგზაურობას, რაც ყველას უცხო პლანეტელთა ჰომალდი გონიათ, (რადგან ასე უფრო საინტერესოა), მზის სისტემის დასალიერს მოფარფატე ასტეროიდებზე ფიქრს, პულსარები, ვარსკვლავები, პლანეტები, უბრალოდ ჩვენი სახლის ოთახები, ან ფანჯრიდან სხვისი ოთახების თვალიერება, თითქოს ყველა სხვის ოთახში როგორი სიმშვიდე და იდილიაა, არა?! ნაპირზე მარტოდ ხეტიალს, აისსს, დაისსს, და წყლის მადუღარას, რომლის ზედაპირზე ბუშტები სკდება... - ახლა ერთ ღერს გავაბოლებდი ამბობს მოხუცი, სიკვდილი კი სანთელს სულს უბერავს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. სადაურია შენი ბაბუა? სადაურია შენი ბაბუა?
2. როგორი შთამბეჭდავი მუსიკა მოჰყვა ტექსტს- პრაისნერის "ლაკრიმოსა" და ლედ ზეპელინის "in my time of dying".
არ იყო ცუდი, თუმცა, მგონია, რომ ავტორი ვერ ასცდა ადამიანის და სიკვდილის შეხვედრის ტრადიციულ ბანალურობას. ბოლო ფრაზა და კადრი იყო მკაფიო და ზუსტი.
როგორი შთამბეჭდავი მუსიკა მოჰყვა ტექსტს- პრაისნერის "ლაკრიმოსა" და ლედ ზეპელინის "in my time of dying".
არ იყო ცუდი, თუმცა, მგონია, რომ ავტორი ვერ ასცდა ადამიანის და სიკვდილის შეხვედრის ტრადიციულ ბანალურობას. ბოლო ფრაზა და კადრი იყო მკაფიო და ზუსტი.
1. ნინო რამიშვილი რომ 90 წლის გახდა, შვილიშვილმა უთხრა, რა ხანგრძლივი ცხოვრება განვლეო. ნინომ უპასუხა, რომ იცოდე, რა ცოტააო. :))) 5
ნინო რამიშვილი რომ 90 წლის გახდა, შვილიშვილმა უთხრა, რა ხანგრძლივი ცხოვრება განვლეო. ნინომ უპასუხა, რომ იცოდე, რა ცოტააო. :))) 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|