| ავტორი: შაკსონკინგი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 4 მაისი, 2020 |
სად ვარ? საით მივდივართ? მალე მივალთ, ცოტაც მოიცადე, მოგეწონება. უკან მალე დავბრუნდებით? თქვა დაბნეულმა რომელსაც ფეხსაცმელები უჭერდა ისე ძლიერ რომ ის ის ცნობისმოყვარეობა რომელიც ყოველივეს ძლევს აღარ ჰქონდა შემორჩენილი მაგრამ ვერც თავის გასაჭირის თქმას ბედავდა, არა იმიტომ რომ საფრთხე ემუქრებოდა, არამედ იმიტომ რომ არ უნდოდა გული სტკენოდა დეიდა მეის, რომელმაც გასასეირნებლად ფეხსაცმელები უყიდა არტურს. ყველაფერი ბუნდოვანი იყო, მეხსიერება მხოლოდ დეტალებს მაწვდის, ის ქუჩები, მოსიარულე საზოგადოების ვიზუალური სტილი. რამდენი წლის ვარ დედა? 4 წლის ხარ, იცი რამდენია 4 თითებზე? არა არ ვიცი.................................. რამდენი წლის ვარ ოლია დეიდა? 7 წლის ხარ, შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ. სკოლაში მალე წავალ? იქ ხომ დიდი ბავშვები დადიან? მე თუ უკვე დიდი ვარ, ესეიგი იქ უნდა ვიყო?! ესე არ არის? კი ესეა, როდესაც შენი მშობელი მოვა დაველაპარაკები აუცილებლად. მადლობა ოლია დეიდა. ხომ არ იცით მალე მოვა? კი მალე მოვა არტურ, მალე მოვა. გაიფიქრა გულში ახალგაზრდამ, ნუთუ მართლა მოვა მალე? ალბათ მოვა იმიტომ რომ სკოლაში წამიყვნოს, მაგრამ სახეზე რომ ვერ ვიცნო? სიზმრებში მყავს ნანახი, ძალიან სათნო ღიმილი ჰქონდა. არტურს ნამდვილად გაუმართლა, მალევე გაზაფხულს, მაისი თვეში უეცარმა და ომახიანმა ხმამ რომელიც დერეფნიდან ისმოცა: არტურ ჩამოდი ეზოში, სტუმარი გყავს. არტურმა სასწრაფოდ ჩაირბინა კიბეებზე და თან ფიქრობდა, მე სტუმარი? ალბათ ეშლებათ, მაგრამ თუ არ ეშლებათ? ვინ შეიძლება იყოს? როდესაც არტური ეზოში გავიდა, უმალვე იცნო დედის თბილი სახე, რომელიც უხერხული მაგრამ დიდი ბედნიერი თვალებით უმზერდა იმ პატარა ვაჟს რომელსაც ძალიან რცხვენოდა უბეც და თამამაც მივარდინილო მშობელს და შემოხვეოდა, იდგა ახლოს და ბედნიერი მზერით მისცქეროდა მშობელს და გაუჩნდა შიში, შიში რომ ისევ მოვიდოდა დამშვიდობების დრო და არავინ იცოდა კიდევ როდის შეხვდებოდა მას. ასევე არ ასვენებდა ფიქრი რომელიც ახსოვდა ოლიდა დეიდასგან, მოვა მშობელი და სკოლაზე დაველაპარაკებიო. ეს საფუძველს აძლევდა არტურს რომ შიში არ ჰქონოდა რადგან თუ ის სკოლაში ჩაირიცხებოდა, მშობელთანაც ახლოს იქნებოდა. რამდენი წლის ხარ არტურ? 11 მას. და რატომ აცდენ გაკვეთილებს? გინდა ახლავე დავურეკო შენს აღმზრდელს ბავშვთა სახლში და გაგრიცხო სკოლიდან? უკვე მერამდენეთ გაგაფრთხილე რომ ასე მოვიქცეოდი, წადი მიბრძანდი დაჯექი შენს ადგილას და ყველაფერი გადაიკითხე. არ მჭირდება კუნძი კლასში, ასეთი სამაგალითო კლასი მყავს და ეს კუნძი რას მიკეთებს. არტურს ესმოდა მისი პედაგოგის, რომ საუკეთესო პედაგოგის ასპარეზზე უნდა იყო მკაცრი და დისციპლინირებული, და ამ სტატუსის შესანარჩუნებლად ვინმე არტურს ბავშვთა სახლიდან ხელს ნამდვილად არ შეაშლევინებდა. იჯდა არტური და გამუდმებით ფიქრობდა, რომ, რისთვისაც არ უნდა შეეხედა, ნებისმიერი მოვლენა და დეტალი ყოველთვის რაღაცას ახსენებდა, შესაძლოა ფანტაზიის უნარის გამო ან სიბნელე, სიბნელე სადაც გამოსახულებები იყო, გამოსახულებები განვლილი ცხოვრებიდან, ყველა ის დეტალი და მიმსგავსებული სახეები, ის ამოუცნობი სიზმრები როდესაც გაღვიძების დროს ძალიან აშინებდა ან თრგუნავდა, მაგრამ არავინ იყო ახლოს იმ მომენტში რომ სახე რომელიც რამოდენიმე თავიანი არსების ეგონა, სინამდვილეში უბრალოდ შორიახლო ქუჩის გადასწვრივ დამწვარი ლამპიონი იყო, ან უცაბედი გაღვიძება როდესაც ოთახში შორიახლოს მყოფი განათების შუქი შემოდის და დიდ სივრცეში მარტო ხარ, გესმის უბნებიდან ძაღლების ყეფა, ფეყა რომელიც მეგობარი იყო სიყრუეში, და ინტერესი თუ შეეძლო მყეფარე ძაღლს ის შეესვა ზურგზე და შორს წაეყვანა, იქ სადაც ლამაზი ვარსკვლავები მუდამ კაშკაშებდნენ, იქ სადაც ლამაზი ფორმის ღრუბლები გამუდმებით ნოსტალგიაში აგდებდნენ. რამდენი წლის ხარ არტურ? 13 მწვრთნელო.
გაგრძელება... 02.05.2020.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ნუთუ ასეთი უხეშები არიან მასწავლებლები ბავშვთა სახლში მცხოვრები მოსწავლეებისთვის. შემეცოდა არტური. ნუთუ ასეთი უხეშები არიან მასწავლებლები ბავშვთა სახლში მცხოვრები მოსწავლეებისთვის. შემეცოდა არტური.
1. რა სევდიანია
რა სევდიანია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|