ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აბრრაგი.
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2020


როცა მე დავიმარხები

გუგები-ცრემლის არხებით
წამლეკავს ნიაღვარები.
როცა მე დავიმარხები
თმას გაიშლიან ქარები.

ცრემლები თვალს დააოსებს
დაჰყრიან ხეებს კვირტები.
ამოხვალ სასაფლაოზე
და ჩუმად ამიტირები.

ეყრება ხავსის ლოდები.
დაიძვრებიან ქანები.
მე იქით დაგელოდები
შენ აქეთ დაგენანები.

მერე სიზმარი ახდება
იქნება ცხარე გოდება.
ეგ მხრები აცახცახდება
და გული დამეკოდება.

თვალებში ცრემლის არხებით
სიკვდილი ძვლებსაც დამახრის
მე როცა დავიმარხები
ის როცა ცრემლებს დამაყრის.

ეყრება ჩვენი ტანები
როგორაც ხავსის ლოდები
ო,როგორ დაგენანები
ო,როგორ შემეცოდები

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები