ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბელა-ჩელა
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2009


აფორიაქდნენ ღრუბლები

აფორიაქდნენ ღრუბლები,
გადმოდგნენ მთების ბანასა,
არაგვისპირას ნისლები
იწყებენ თმების ბანასა,
ახალფეხადგმულ სიოსა
ტყე უხსნის ანა-ბანასა,
ქვევით არაგვი ბრაზდება,
ხევნი აძლევენ ბანასა.
        *  *  *
ჩემში ათასამდე მზის სხივია,
იქნებ ათასამდე გლოვის ზარიც,
ჩემში ჯერჯერობით ღიმილია,
მოდით, გაღიმებულს მომისწარით...
        *  *  *
შეაწყდა ზეცას მკერდზე ვარსკვლავი,
ღამე უბელო ფიქრმა მობელა,
მალე სხეულის საპყრობილედან,
გამოვფრინდები როგორც პეპელა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები