ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აბრრაგი.
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2020


რა სიცივეა

გუბდება დარდი ფილტვებში და ველოსიპედით,
აღარ დაჰქრიან და ბავშვები აღარ კივიან.
წვიმების გარდა სხვა პოეტებს ვერ მოგისმენდით
რა სიცივეა..

მიბერავს ქარი თვალებში და აღარ ვსველდები.
(შენ ალბათ, თოვა გირჩევნია  ისევ არ თოვას)
და თუ ოდესმე (ამ ამინდში გაგახსენდები)
რომ მე მარტო ვარ.

აიშლებიან სუიციდზე ფიქრის ჯარები
აღარ დაჰქრიან  ბავშვები და აღარ კივიან.
გამაცილებენ და ჩემ ლექსებს შეიყვარებენ.
მაგრამ მანამდე, ღმერთო ჩემო,რა სიცივეა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები