ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აბრრაგი.
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2020


მეფესავით

აღარ მინდა თქვენი ხმა და
თქვენი გლოვა მესმოდეს.
ნეტა ვინმე მოვიდოდეს
ნეტა ვინმე მესროდეს.
ნეტა ვინმემ დამასვენოს.
ნეტა ვინმეს ჯეროდეს
ნეტა წვიმამ გამასვენოს
ნეტა ქარი მღეროდეს
სულო ჩემო, ჩემო ჯანყო
თმებში თოვლს რომ ჩამაწნავ
სიცოცხლეებს ავეჯანყო
სიკვდილს სილა გავაწნა
ჯიხვის ყანწით ავეტორო
ჯავრის დავალევინო
დავეჯახო,დავეტოლო
უკან დავახევინო.
სანამ დარდებს ავიშლიდი
ამ ციდან და ამ წლიდან,
ხელებს ქარი გამიშლიდა
სისხლი თვითონ დამცლიდა.
და მუსიკა იქროლებდა
უბერავდეს ქარი რომ.
რამდარირო რიმდარირო
დარი რარი რარი რო.
სანამ ისევ ვდგავარ ფეხზე
დღეებს დრონი დენიან
სანამ სისხლზე, სანამ ლექსზე
მეტი ჩამიდენია..
სანამ სული გამეყრება
და დამტოვებს აული
და მქონია და მექნება
სანამ დანაშაული..
იმდენს ვიტყვი,იმდენს ვიზამ
იმდენ რამეს ჩავიდენ
პოეეტებმა მომცენ "ვიზა"
მეფესავით წავიდე..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები