 | ავტორი: ავტ2 ჟანრი: პროზა 26 მაისი, 2020 |
"სენ-ბენო", ეს იყო ის პირველი სიტყვა, რაც მონღოლურად მოვისმინე მონღოლური ავიახაზების თვითმფრინავში სტიუარდესასგან. გამორჩეულად ეგზოტიკური და ლამაზი ადამიანი იყო და მისი ხორციანი ტუჩებიდან ნატყორცნმა პირველმა მონღოლურმა სიტყვამაც უმალ შესაბამისი ადგილი დაიკავა ჩემს მეხსიერებაში. მონღოლები (გამომდინარე იქედან, რომ ჩინეთის მოსაზღვრე ქვეყანაა) უფრო ჩინელების გარეგნობის წარმომედგინა, თუმცა თვითმფრინავშივე მივხდვი, რომ უფრო მეტად იაპონელებს გვანან. და მართლაც, ვფიქრობ, რომ ყველაზე ლამაზები აზიურ სამყაროში იაპონელი ან მონღოლი ქალბატონები არიან. მონღოლურ გარეგნობაში იკითხება ჩინგიზ ხანის სიმკაცრე და ძლევამოსილება შორეული წარსულიდან შეზავებული ღირსებასთან (რომელიც ასე გაიშვიათდა დღევანდელ კაცობრიობაში) და ამავე დროს ბუდას სიმშვიდე შედარებით უახლესი რელიგიური გავლენიდან. მონღოლური უხეში ენაა და მასში მრავლად ურევია ისეთი თანხმოვნები, როგორიცაა ც,ხ და ჩ. რომ უსმენ გგონია სიტყვა "ხარჩოს" და "ცხრას" ატრიალებენ ყველა ბრუნვაში და მათ შორის მარჯვნიდან მარცხნივაც კითხულობენო, წარმოუდგენლად საყვარლები არიან მონღოლი ნაზი ქალბატონები, როცა თავისი ტკბილი და კრიალა ხმით ასეთ უხეშ ენაზე საუბრობენ... სხვათა შორის მონღოლები საკმაოდ ინტელექტუალური ხალხია, უბრალოდ მათემატიკა არ ეხერხებათ. ჩემი სასტუმროს ადმინისტრატორის არ იყოს, რომელმაც დაახლოებით 20 წუთი ითვალა, რამდენი უნდა გადამეხადა და ბოლოს მაინც ისე დათვალა, რომ 80 დოლარით ნაკლების გადახდა მიწევდა. გაუხარდა, როცა შევუსწორე კალკულაცია. ისე რთულია მონღოლურ ფულში არ აიბნე, ვინაიდან დაახლოებით ისეთი კურსია, როგორიც ჩვენი "ბაბუ"-ს დროს იყო კუპონებზე... აეროპორტში ჩემი მონღოლი კოლეგა უნდა დამხვედროდა. ძალიან გამიკვირდა, როცა კიმ ჩენ ინი შევნიშნე, რომელსაც ხელში ჩემდა გასაკვირად ტრაფარეტი ჩემი გვარით ეჭირა.. სწორედ ეს ადამიანი აღმოჩნდა ჩემი კოლეგა ამარხუუ გუნგაა. ესეთი მსგავსება ნამდვილად არასდროს მინახავს.. ამარხუუმ მონღოლური ალალი ღიმილით გამიღიმა და მითხრა "მე ვარ ამარხუუ გუნგაა, რაც ნიშნავს It's easy". ამის თქმა იყო და სახე კიდევ უფრო გაებადრა და უფრო მეტად დაემსგავსა კიმ ჩენ ინს. ეს აზიელები ყველა ერთმანეთს გავსო, რომ ამბობენ არ ვეთანხმებოდი, მაგრამ აჰა... სენ ბენო, ღიმილითვე მიუგე მე და ხელი ჩამოვართვი. როგორც აღმოჩნდა ყველა მონღოლურ სახელს შესაბამისი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად ზემოთხსენებულ სტიუარდეასას სარანგერელი ერქვა, რაც მთვარის შუქს ნიშნავს. ქალბატონების სახელები ძირითადად სამკაულებთან, ძვირფას ქვებთან და ბუნებასთან არის დაკავშირებული. მამაკაცებს უფრო მეტად მკაცრი სახელები ქვიათ, როგორიცაა მაგალითად ტომორბაატარ (რკინის გმირი), ნარანბაატარ (მზის გმირი) და ასე შემდეგ, თუმცა ჩემ დამხვედრ კოლეგას მარტივად "ეს მარტივია" ერქვა... ულანბატორის აეროპორტიდან სასტუმრომდე მისვლას დაახლოებით საათნახევარი მოვანდომეთ. ძალიან გავს ულანბატორი თბილისს უსისტემოდ აშენებული მაღალი კორპუსებით, საცობებით და მარჯვენარულიანი ტოიოტა პრიუსებით. აქაც ისევე, როგორც ჩვენთან ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი დედაქალაქში ცხოვრობს და ქალაქის მაცხოვრებელთა რაოდენობა ბოლო 20 წელია სულ უფრო და უფრო იზრდება. ძალიან ბევრი ტაქსია და ტაქსების უმრავლესობას ქალი მძღოლები მართავენ... სასტუმროში სულ რაღაც 4 საათი მქონდა დასასვენებლად და შემდეგ უკვე გერმანულ დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ სადილზე მიწევდა მისვლა. არ მიყვარს ოფიციალური სადილები, ვინაიდან ძირითადად იმაზე ფიქრობ, ვის რა უნდა უთხრა და ამავე დროს ვერც კი არმჩნევ გემრიელია თუ არა საკვები, რომელსაც ცდილობ ზე-არისტოკრატიულად მიირთვა. არადა ქართველებს როგორ გვიყვარს ჭამა, განსაკუთრებით ხინკლის, მწვადის და ერთმანეთის... რაც შეეხება მონღოლურ კერძებს, ვისაც ხორცი და ისიც ცხიმიანი უყვარს ის მონღოლეთში ბედნიერი იქნება. მონღოლეთში არ არსებობენ ვეგეტარიანელები და ყველა სიამოვნებით მიირთმევს ხორცს. საველე პიკნიკის დროს ჩვენი ნაზი, თხელი და სათნო მონღოლი კოლეგა სახელად ოქროს ყვავილი ისე ხრავდა ბატკნის ნეკნს და თან ცხიმიანი თითებს ისე ილოკავდა, რომ ცოტა არ იყოს შევცბი. თეფშისკენ თავჩახრილი პერიოდულად თავის ლამაზ და წვრილ შავ თვალებს ქვევიდან ამოანათებდა ხოლმე და ქოქოსის ფერი კბილებით შემოგვციცინებდა.. ეხ ბატკანი, ბატკანი - პოსტ საბჭოური ტვინით მეფიქრებოდა მე... (პირველი თავის დასასრული)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მადლობა მუხა :) გეთანხმები, მაგრამ ამით შეიძლება უფრო მეტად შეუნარჩუნე სიმსუბუქე ამ მოთხრობას მადლობა მუხა :) გეთანხმები, მაგრამ ამით შეიძლება უფრო მეტად შეუნარჩუნე სიმსუბუქე ამ მოთხრობას
7. კარგია, მაგრამ დასაწყისი , უფრო მხატვრულ-ლიტერატურულად , რამდენიმე წინადადებით და ცოტა ფანტაზიის ჩართვით რომ დაგეწყო, ჩემი სუბიექტური აზრით პროზად აღვიქვამდი . თხრობა კარგი იყო და მოწონებას ვტოვებ. კარგია, მაგრამ დასაწყისი , უფრო მხატვრულ-ლიტერატურულად , რამდენიმე წინადადებით და ცოტა ფანტაზიის ჩართვით რომ დაგეწყო, ჩემი სუბიექტური აზრით პროზად აღვიქვამდი . თხრობა კარგი იყო და მოწონებას ვტოვებ.
5. მე 5 ქულას დაგიწერთ და ვნახავ გაგრძელებას.
მე 5 ქულას დაგიწერთ და ვნახავ გაგრძელებას.
4. ბატკანი თუ ყავთ რად უნდათ ცხენის და აქლემის ჭამა? :)
მახსოვს ადრე ერთ სულ მოსახლეზე 25 ცხვარი მოდიოდა მგონი ბატკანი თუ ყავთ რად უნდათ ცხენის და აქლემის ჭამა? :)
მახსოვს ადრე ერთ სულ მოსახლეზე 25 ცხვარი მოდიოდა მგონი
3. მადლობა, რომ წაიკითხეთ :)
ნ-ი-კ-ი ცხოველები უხვად ყავთ, მათ შორის აქლემები, ცხენები და ყველაფერს ჭამენ :))
მადლობა, რომ წაიკითხეთ :)
ნ-ი-კ-ი ცხოველები უხვად ყავთ, მათ შორის აქლემები, ცხენები და ყველაფერს ჭამენ :))
2. ჯერჯერობით მთლად პროზა ვერ არის, მაგრამ საინტერესო უდავოდაა - მონღოლეთზე იშვიათად თუ იწერება ჩვენში .
ჯერჯერობით მთლად პროზა ვერ არის, მაგრამ საინტერესო უდავოდაა - მონღოლეთზე იშვიათად თუ იწერება ჩვენში .
1. :)))))))) “ეხ, ბატკანი, ბატკანი...“ მარჯვენარულიანი - საჭე
მხოლოდ ცხვრები ყავთ მონღოლეთში თუ თხებიც? ანუ ციკნის მწვადები თუ იციან :)
და რატომ მონღოლები ან იაპონელები? აკი ვიეტნამელები და კორეელებიო? ( ქალების მომხიბვლელობას ვგულისხმობ )
საინტერესოა მონღოლური ამბები
როგორც პროზა რა გითხრათ და როგორც მოგონებები, საინტერესოა ჩემთვის :) მოგყვებით
:)))))))) “ეხ, ბატკანი, ბატკანი...“ მარჯვენარულიანი - საჭე
მხოლოდ ცხვრები ყავთ მონღოლეთში თუ თხებიც? ანუ ციკნის მწვადები თუ იციან :)
და რატომ მონღოლები ან იაპონელები? აკი ვიეტნამელები და კორეელებიო? ( ქალების მომხიბვლელობას ვგულისხმობ )
საინტერესოა მონღოლური ამბები
როგორც პროზა რა გითხრათ და როგორც მოგონებები, საინტერესოა ჩემთვის :) მოგყვებით
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|