ვიჯექი ჩემთვის და თითქოს თვალის ჩინი ახალი დაბრუნებული მქონდა , მოწყურებული ვუყურებდი ირგვლივ ვაგონში ყველას . მივდიოდი აღმოსავლეთით . ვუყურებდი ერთ მოხუც კაცს და ჩემთვის ვფიქრობდი , რომ შვილიშვილებთან მიდიოდა ან იქნებ არც კი . ვერაფრით აღმოვაჩინე მის სახეზე ან სიხარული , ან სევდა . იჯდა , ცდილობდა ჩაეძინა , ვერ იძინებდა . მეგონა ძალიან ეჩქარებოდა . შემშურდა ორი პატარა ბავშვის , დაწაფულნი უყურებდნენ ფანჯრიდან მდინარეებს და არამარტო , მამას კი , რომელიც იქნებოდა ალბათ ორმოცის , სიგარეტის მოსაწევად გასულს - ელოდებოდნენ ისე ღიმილით , რომ მოეყოლათ ირგვლივ ნანახი . მომენატრა ჩემი ბავშვობა , ვაკის პარკი , წითელი ხრეში . გაზაფხულის ფერი კაბა ეცვა ერთ ძალიან ლამაზ ქალს , ჩუმი იყო ქალი და უკარება , დიდხანს ვუყურე , არ შემომხედა . ვიჯექი ჩემთვის და ირგვლივ იშლებოდა საქართველო , მთები , ველები , წყლები , ტყეები , მე კი ვაგონში ვიყურებოდი , მომწონდა იქაც .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. რაღაც მომხიბვლელობა აქვს. 5 "და არამარტო" - არაპოეტურად მეჩვენა
რაღაც მომხიბვლელობა აქვს. 5 "და არამარტო" - არაპოეტურად მეჩვენა
1. მშვენიერი, ცოცხალი კადრები მშვენიერი, ცოცხალი კადრები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|