დრო შემოაკვდა ჩემო ძმაო ნიკო ფიროსმანს, ეპოქას უნდა უმეცრების ჩრდილი გავხადო, იმათი დედაც, (აბებს ვსვამ და კიდეც ვიყნოსავ) ვისაც კაპიკად არ უღირდა მისი ნახატი...
ხვდებოდნენ ხიდთან კვირკველიას, უბრად, უტიფრად და დასცინოდნენ დაკერებულ შარვლის ტოტებზე, ხოდა იმათიც, თუმანი რომ აღარ უღირდათ, წალენჯიხელის მხიარული გავლა პროსპექტზე...
სანამ ბებერი მთვარე ოთახს ისევ მინათებს, რენტგენზე სანამ გაშუქდება ღვიძლი დაშლილი, არ შევიკავებ აქაც თავს და ერთი იმათიც, ვინც ძველ ჩოხაში ვეღარ იცნო რაზიკაშვილი...
მე ვწერ და ჟამმა გაარკვიოს სტილი და ჟანრი, არც თავმდაბლობა აღარა მაქვს ოდენ იოტის, კიდევ იმათი, ტროტუარზე, ვინც ნახა მთვრალი და სახლამდე არ მიაცილა გალაკტიონი...
ვუმტვრევთ დარაბებს ბრმა ეპოქას, ყეფენ ძაღლები, დღეს პოეზიის ამბიონზე სხვა მზე ანთია, ბოლოს იმათიც, ვინც სიმღერა, ძველი ვალები და გენიოსთა ამბოხება არ გვაპატია...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. ლექსიც კარგია და ადრესატი უკეთესი. ლექსიც კარგია და ადრესატი უკეთესი.
13. დიდი მადლობა ყველას დიდი მადლობა ყველას
10. პერფექტ! +5 პერფექტ! +5
9. დერვიშ, მოკითხვა ჯიგარსონ )) <3 დერვიშ, მოკითხვა ჯიგარსონ )) <3
8. რთულია მიძღვნები ასეთი კონკურენციის პირობებში, როცა ადრესატი გვაერთიანებს :) ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა :) მოკითხვა ავტორსაც და ადრესატსაც! ლექსი-პერფექტ! რთულია მიძღვნები ასეთი კონკურენციის პირობებში, როცა ადრესატი გვაერთიანებს :) ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა :) მოკითხვა ავტორსაც და ადრესატსაც! ლექსი-პერფექტ!
7. რა მაგარი შესრულებაა, ბრავო... მიყვარს ასეთი სტილი, ასე თქმული... რა მაგარი შესრულებაა, ბრავო... მიყვარს ასეთი სტილი, ასე თქმული...
6. კარგი ლექსია კარგი ლექსია
5. 5 ეს ძალიან კარგი ლექსია
5 ეს ძალიან კარგი ლექსია
4. მადლობა დიდი <3 კარგი კვირაა ნამდვილად :)) მადლობა დიდი <3 კარგი კვირაა ნამდვილად :))
3. მიძღვნისთვის მადლობა! იხარე! რა თქმა უნდა ჩემგან ფრიადი:) მიძღვნისთვის მადლობა! იხარე! რა თქმა უნდა ჩემგან ფრიადი:)
2. მიძღვნების კვირეულია როგორც ჩანს :) კარგია! და მიხარია :) მიძღვნების კვირეულია როგორც ჩანს :) კარგია! და მიხარია :)
1. ეს მშვენიერება თითქოს სადღაც წავიკითხე და ჩამრჩა. 5 ეს მშვენიერება თითქოს სადღაც წავიკითხე და ჩამრჩა. 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|