ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
9 ივნისი, 2020


დედაპლატა

ვარ მოქცეული " დედაპლატაში "
ვირტუალური მე ვარ " მატრიცა "
მე ვწევარ თითქოს დიდ პალატაში
და როგორც გიჟი წესებს არ ვიცავ.

სამყარო არის ვირტუალური,
მე გადმოვიტან წუხილს ტილოზე.
ვამბობ; რომ ჩემშიც არის ქალური
ვერ გავექეცი ციკლის ჭრილობებს.

ყოვედლღე მაჭრის ღმერთი არათითს,
თითო ჭრილობა - თითო სამოთხე.
მეხსიერების მე ვარ ბარათი,
რომ ამ ნიღაბში სული ამომხდეს.

ვირტუალური მე ვარ სენსორი,
შენ საოცარი " შრიფტი " ნატურის.
ენერგიაა მე და შენს შორის,
როგორც თითებზე კლავიატურის....

მიზიდულობა, წესებს არ ვიცავ,
ჩემს სხეულს მიწის სხეულს არ ვადრი.
ვირტუალური მე ვარ " მატრიცა "
და სული ჩემი ბიოსკაფანდრი.

გრავიტაციის მე ვარ სოლისტი,
ვბერავ ელიფსურ სულის ტრომბონებს
ვარ სივრცეების ვარსკვლავთშორისი
და ვუერთდები უცნობ კომპონენტს.

ვშობ კოდინგთონის ლამაზ ნისლეულს
მე ვარ კომეტა, მე ვარ კვაზარი.
მე ეს თამაში ისე მივსებს სულს,
რომ " დედაპლატას " შევაზანზარებ.

დრო არის ყველა კვერცხის აღდგომის,
ვარ " ყავისფერი ჯუჯა " პლანეტა.
მე ვარ პულსარი, ირმის ნახტომი,
ენერგიამ რომ გადაამეტა.

ვამბობ; კაშკაშა " სუპერნოვა " ვარ
როგორც მაგნიტი ჰო, მაგ ნეტარით...
ვიზიდავ ყველა ახალ მომავალს
წარმონაქმნებით და " მაგნეტარით "

და როგორც გიჟი წესებს არ ვიცავ,
გრავიტაციის მე ვარ სოლისტი.
ვირტუალური მე ვარ " მატრიცა "
და უშნო ქმარი ლამაზ ცოლისთვის.

ყოვედლღე მაჭრის ღმერთი არათითს,
უცქირეთ სულებს, ხორცის ასტრონომს.
მეხსიერების მე ვარ ბარათი
და " დედაპლატა " მუდამ მპატრონობს.

მე პირამიდის ყველა ტექსტი ვარ,
მე პირამიდის ყველა შრიფტი ვარ.
მე იდეა და ინტელექტი ვარ
და რაღაც სხვისკენ მუდამ მივდივარ.

მთვარის ღმერთი ვარ, ეს მე ვარ " ხონსუ "
მე სებეკი ვარ, მოველ ნიანგად
და ვგავარ ახლა იმ გონზემოსულს
სიმარტივით, რომ კოსმოსს მიაგავს.

მე ვარსკვლავური ომები მშობენ,
დროში მცურავი მე ვარ თევზი მზის.
დროის ბანკომატს კი არ ვაჯობე
არამედ ტვინი მფრინავ თეფშში ზის

და როგორც გიჟი წესებს არ ვიცვავ,
ჩემი სხეული " გიზას " ტვინია.
ვირტუალური მე ვარ " მატრიცა "
კოსმოსი კარგი დიზაინია.

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2020 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები