ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
31 მაისი, 2020


ქალები

კი, კი არსებობენ ძლიერი ქალები,
სუსტებიც,
კეთილნიც,
ცბიერნიც,
მშიშრებიც
და გამბედავებიც,
რომელთა თავები,
რომელთა გულები,
რომელთა ხელები
ძლიერ ერთგულები,
ვნებით ნაფერები
მიდიან,
მირბიან დასახულ მიზნისკენ,
გატკეპნილ ფიქრისკენ,
რისკისკენ,
რისკისკენ
ზოგჯერ ჰო...რისკისკენ
მიდიან...
იბრძვიან
შერჩენილ ძალებით,
შერჩენილ იმედით
მცირედით,
მცირედით,
შიშველი ღიმილით,
შიშველი თვალებით
და არა ფარებით, ხრიკით ან წამებით
იბრძვიან
ათასჯერ ნაცადი ძალებით,
ხელახლა,
თავიდან
და ასე წვალებით
და ასე მოთმენით
იმ ომსაც იგებენ...
იგებენ, იგებენ!
და ის მეორენიც
ცბიერნი, მაცდურნი
ისინიც იგებენ,
ისინიც კი არა,
ისინი იგებენ
სიცრუით გართულნი,
სიყალბე ასხმულნი
და გადაპრანჭულნი!
და არსებობენ სხვაგვარი ქალებიც
გრძნობებით,
ვნებებით
ვერ შენაკავებით,
მაგრამ მშიშრები და უჩინარ ძალებით
ჩრდილს შეფარებულნი,
ჩრდილს შენაფარებნი!
........
კი, კი არსებობენ ძლიერი ქალები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები