 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 3 ივნისი, 2020 |
,,დარჩი სახლში'' ნიშნავს დარჩი სადაც მოგიხერხდება. ეს ტერიტორია ისეა გაშლილი, როგორც ვიღაცის ხელისგული, და ზედ კვერცხის ნაცვლად იწვება ვაგონი. როცა მზე აცხუნებს, ვაგონი რომელიც დგას. ქარის დროს ქანაობს, ჭრიალებს, ბორგავს, შიგნით ფუსფუსია შიშის ეს ხელის გული ვისია? ვინ ცხოვრობს საწოლში ეპილეფსიით? ან ტრიალ მინდორზე ვინ პატარავდება, ვინ უახლოვდება ვაგონს? ხელით მოქანავე ჭურჭელში წვნიანი თითქოს ლავასავით ღელავს, მზად არის სამზე გაიყოს, მზად არის სამზე გაიყოს, მზად არის მუდამ სამზე გაიყოს. ერთი ზის, მეორე ისევ წევს, პრინციპში მეორე მუდამ წევს. სისოცხლის სასჯელი მოხდილია. კოვზების ისე დამიზნება მათლაფებისთვის როგორც აქ ხდება, არავის აბნევს. დაღამებამდე ნაფოტების მომარაგება თადარიგია. სინათლეც იქნება, სითბოც იქნება, მერე კი ძილიც. კარები დაკეტვის ფუნქციას კარგავს. სხვა გაჩერება აღარ არსებობს დიდი ხანია. ვაგონი არსაით მიდის. ეს ტერიტორიაც ვაგონში მიძვრება მოლოდინივით და გათენება გადაზელვაში მოყოლილებს, მოჩვენებითად უმსუბუქებს ახალ უძრაობს. აი როგორია მათი ნუგეშის თვისობრივი მოდელი.
29 აპრილი 2020 წლის
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. შუა და ბოლი ბევრად კარგია.++ შუა და ბოლი ბევრად კარგია.++
2. კარგია. ძალიან ძლიერი მეტაფორები და კარგი შედარებები გაქვს +2. კარგია. ძალიან ძლიერი მეტაფორები და კარგი შედარებები გაქვს +2.
1. თითქოს ანიმაცია იყო...
თითქოს ანიმაცია იყო...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|