 | ავტორი: ეკატერინე ჟანრი: პოეზია 17 თებერვალი, 2009 |
ეს ლექსი ძალიან დიდი ხნის წინ დავწერე. როგორც ხშირ შემთხვევაში, არ ვიცი საიდან მომივიდა თავში ასეთი ხილვა. წეღან ვკითხულობდი ძველ კრებულს და ეს გამოვარჩიე თქვენი სამსჯავროსთვის. სათაური ახლა დავარქვი.:))
რეპორტაჟი ჯოჯოხეთიდან, ანუ ღამის კლუბიდან
ღამის ფესტივალებს მართავენ ლანდები, და ქორწილს უხდიან ჯიშიან კენტავრებს, დედოფალ სირინოზებს თეთრი მოლანდებით უცქერს სატანა და სიამით ნეტარებს. ველური როკვით იმსხვრევა მასკარადი ცოფიან ცხენების ცეცხლოვან მარულად, ჰაერში ფრიალებს კაბა გადამსკდარი, შემცბარი სირცხვილი სადღაც გაპარულა. ეკალი ეტმასნება სხეულზე კასანდრას, ძუძუსთავს აჰკვრია ავაზა ტორებით, ტუჩებს ატეხილი კოცონის დასადარს, ტყისკაცი ულოშნის ვნებიან ზმორებით. გათანგვით დაფერფლავს მენადა ანაშებს, ბახუსის ქარებით აფრებს შლის ორგია, ღამის ფესტივალზე ვიღაცა „ამლაშებს”, წესრიგის დამცველი ქაჯები მორბიან...… და ლეწავს სივრცეებს ლხინი თავგასული, ცოდვის მხურვალება ვნებებს ანეტარებს, ზეცა ღრიანცელის ტალღით გაბასრული, მამაღმერთს უდეპეშებს განგაშის ეტრატებს. წამით გათენება... მამლის ნაყივარი... დგება გათენება მზისფერ აალებით, ქრება გარდასული წამთა სატკივარი, სივრცეებს შერევია სიზმრის დალალები. ლანდები ამზადებენ მორიგ „მისტერიებს,” მორიგ გაგიჟებას ახალი ღამისთვის, ცისფერ სივრცეებში სტეხენ ისტერიებს, სიყვარულს სწირავენ სულიერ დრამისთვის.
1992 წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. შემცბარი სირცხვილი სადღაც გაპარულა. კარგი ხარ, ეკა... :) ++ შემცბარი სირცხვილი სადღაც გაპარულა. კარგი ხარ, ეკა... :) ++
15. ღამის ფესტივალებს მართავენ ლანდები, და ქორწილს უხდიან ჯიშიან კენტავრებს, დედოფალ სირინოზებს თეთრი მოლანდებით უცქერს სატანა და სიამით ნეტარებს. ველური როკვით იმსხვრევა მასკარადი ცოფიან ცხენების ცეცხლოვან მარულად, ჰაერში ფრიალებს კაბა გადამსკდარი, შემცბარი სირცხვილი სადღაც გაპარულა.
ძალია საინტერესოა და ლამაზი :) გიო ზედვაკელსაც ვეთანხმები, ძალიან ორიგინალური მიგნებებიააა... :)
ნეტა, არ დამპატიჟებენ? :))
ღამის ფესტივალებს მართავენ ლანდები, და ქორწილს უხდიან ჯიშიან კენტავრებს, დედოფალ სირინოზებს თეთრი მოლანდებით უცქერს სატანა და სიამით ნეტარებს. ველური როკვით იმსხვრევა მასკარადი ცოფიან ცხენების ცეცხლოვან მარულად, ჰაერში ფრიალებს კაბა გადამსკდარი, შემცბარი სირცხვილი სადღაც გაპარულა.
ძალია საინტერესოა და ლამაზი :) გიო ზედვაკელსაც ვეთანხმები, ძალიან ორიგინალური მიგნებებიააა... :)
ნეტა, არ დამპატიჟებენ? :))
14. ეს ისე არ მომეწონა, მაგრამ კარგია...:) ეს ისე არ მომეწონა, მაგრამ კარგია...:)
13. 5555შენა, ძალიან მომეწონა 5555შენა, ძალიან მომეწონა
12. საუკეთესოა.... არ ვიცი, შენი პოეზია მართლაც რომ გამოირჩევა თანადროილებისგან.. :) მე მიყვარს ასეთი მრავალფეროვანი და ემოციით სავსე ლექსები... მარად შენი ერთგული მითხველი :):) საუკეთესოა.... არ ვიცი, შენი პოეზია მართლაც რომ გამოირჩევა თანადროილებისგან.. :) მე მიყვარს ასეთი მრავალფეროვანი და ემოციით სავსე ლექსები... მარად შენი ერთგული მითხველი :):)
10. ეკალი ეტმასნება სხეულზე კასანდრას, ძუძუსთავს აჰკვრია ავაზა ტორებით, ტუჩებს ატეხილი კოცონის დასადარს, ტყისკაცი ულოშნის ვნებიან ზმორებით.
მაგარია! 5 ეკალი ეტმასნება სხეულზე კასანდრას, ძუძუსთავს აჰკვრია ავაზა ტორებით, ტუჩებს ატეხილი კოცონის დასადარს, ტყისკაცი ულოშნის ვნებიან ზმორებით.
მაგარია! 5
9. ოხხ, მე არ შემიშვებენ იქ ამიტომ არ ვიცი არ არის საჩემო :D ოხხ, მე არ შემიშვებენ იქ ამიტომ არ ვიცი არ არის საჩემო :D
8. ყოჩაღ შენნნნ :) ყოჩაღ შენნნნ :)
7. :? ვერ გავიგე, ანუ ღამის კლუბის რეპორტაჟი ახლა შეურჩიე და როცა დაწერე არ ყოფილა ღამის კლუბიდან წამოსული აღქმაა? :) ძალიან გადამეტებული ლექსია :) :? ვერ გავიგე, ანუ ღამის კლუბის რეპორტაჟი ახლა შეურჩიე და როცა დაწერე არ ყოფილა ღამის კლუბიდან წამოსული აღქმაა? :) ძალიან გადამეტებული ლექსია :)
6. გენაცვალე >:D< გენაცვალე >:D<
5. საინტერესოა, კი, მაგრამ არ მიყვარს ასე გადატვირთული ლლექსბი. საერთოდ კი, ეკას შემოქმედება მომწონს:) საინტერესოა, კი, მაგრამ არ მიყვარს ასე გადატვირთული ლლექსბი. საერთოდ კი, ეკას შემოქმედება მომწონს:)
4. ჰაერში ფრიალებს კაბა გადამსკდარი, შემცბარი სირცხვილი სადღაც გაპარულა. ეკალი ეტმასნება სხეულზე კასანდრას, ძუძუსთავს აჰკვრია ავაზა ტორებით, ტუჩებს ატეხილი კოცონის დასადარს, ტყისკაცი ულოშნის ვნებიან ზმორებით -კარგად ხატავ სურათს, თუმცა ცოტა უკეთესად შეიძლება..4
ჰაერში ფრიალებს კაბა გადამსკდარი, შემცბარი სირცხვილი სადღაც გაპარულა. ეკალი ეტმასნება სხეულზე კასანდრას, ძუძუსთავს აჰკვრია ავაზა ტორებით, ტუჩებს ატეხილი კოცონის დასადარს, ტყისკაცი ულოშნის ვნებიან ზმორებით -კარგად ხატავ სურათს, თუმცა ცოტა უკეთესად შეიძლება..4
3. მე - მომეწონა! გაიხარე, ეკა! 5 მე - მომეწონა! გაიხარე, ეკა! 5
2. ლექსიკა კარგი გაქვს. ლექსს კი ხელისშევლება უნდა.თან საკმაოდ.4:)ანუ სიტყვების სიჭარბე და ალაგ ალაგ რახარუხი უკარგავს ლექსს სიმსუბუქეს. და მაპატიე,ცოტა ადგილებში ლექსი ''წაუგოიმებს''.:) ლექსიკა კარგი გაქვს. ლექსს კი ხელისშევლება უნდა.თან საკმაოდ.4:)ანუ სიტყვების სიჭარბე და ალაგ ალაგ რახარუხი უკარგავს ლექსს სიმსუბუქეს. და მაპატიე,ცოტა ადგილებში ლექსი ``წაუგოიმებს``.:)
1. 1992 წელში ეგ პონტი იყო აქ?
მომეწონა,საინტერესო მიგნებებია:) 1992 წელში ეგ პონტი იყო აქ?
მომეწონა,საინტერესო მიგნებებია:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|