 | ავტორი: მათე ჟანრი: პოეზია 18 თებერვალი, 2009 |
რაც არ ითქმოდა, იქ... ნამთვარებ სტრიქონთა მიღმა, იყო ჩურჩულით შრიალი ფურცლის?.... რაც ითქვა თითქოს... და რა?... რაღას ვწერ? ხაზთა მარულას რა დამიმშვიდებს, ძილმოწყურებულ თვალთა ციმციმი რომ დაუღლია?!...… გამეორება… გადაუხაზავს საშველს, მისსავე უსაშველობას.… სიტყვით თამაში, არა კამათი!... თუ?... ყველაფერი ერთი წუთია... ერთი წუთია ნუთუ საშველის გახსნილი კვანძი და მერე? მერე ვიწყებ თავიდან,… ჩაკეტილ წრეში ტრიალი კი ვის მოუშლია?!... რაც ითქვა, ის ხომ თითქოს წაიღო ნაშველმა დრომ და ნაწოლმა სივრცემ... რა სიჩუმეა!... წკაპ!... და წავიდა ახალი ხაზი, სევდით ნაქარგი, დაულამბავი…და სწორი, სწორი! ვითომ ნასწორი?!... ო, ჩასწორება-გამოსწორების სიხალისე, ნახარხარები... როცა ნარჩენი არაფერი აღარ იქნება! ყველა ნაფიქრი, როცა ითქმება, დამიტოვე სივრცე სასუნთქი! თორემ… დავმუნჯდი! სიყვარული ვით გაგიყვია?... გასაყოფი არის ნაკოცნი?!... ჩემ ნაფერები, ნაალერსალი, ნაელვარები ნაამბორალი... რამდენი სიტყვა გაგიძარცვავს? და... რა?... არც არა! რაც არ ითქმოდა, თუ ითქმოდა?... უკვე ნათქვამი, სტრიქონთა შორის გამოკეტილი, დარჩა ნახატი! ასე განაწირს, თვალმიპარებით ნუ მეფერები, მაინც არ გეტყვი! რა დავიტოვე, იქ... ნამთვარებ სტრიქონთა მიღმა, იმ თეთრ მწკვარეში?!...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. !................ !................
19. რა თქმა უნდა, კარგია. ძალიან ნაზი და სათუთი სულის შემოქმედი ხარ და შენი სიტყვის თითოელი მარცვალი თითქოს სიოს უბრალო შებერვით ათრთოლებულ ყვავილთა სუნთქვაა... გრძნობისმირია ლექსის პათოსი, მუსიკა, შინაარსი, ფორმაც კი... რა თქმა უნდა, კარგია. ძალიან ნაზი და სათუთი სულის შემოქმედი ხარ და შენი სიტყვის თითოელი მარცვალი თითქოს სიოს უბრალო შებერვით ათრთოლებულ ყვავილთა სუნთქვაა... გრძნობისმირია ლექსის პათოსი, მუსიკა, შინაარსი, ფორმაც კი...
18. მაგარი ხარ მათე-ბიჭო! მაგარი ხარ მათე-ბიჭო!
17. მოგიკითხე, თბილოოოოოოოოოო 555555555555555 მოგიკითხე, თბილოოოოოოოოოო 555555555555555
16. რაც ითქვა, ის ხომ თითქოს წაიღო ნაშველმა დრომ და ნაწოლმა სივრცემ... რა სიჩუმეა!...
რაც ითქვა, ის ხომ თითქოს წაიღო ნაშველმა დრომ და ნაწოლმა სივრცემ... რა სიჩუმეა!...
15. მაიკო, სათუთი და ჭკვიანი ხარ... ;;) მაიკო, სათუთი და ჭკვიანი ხარ... ;;)
14. გმადლობთ ყველას... რაც შეეხება ბოლო კომენტარებს, ლალისას, მხოლოდ ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ბოლომდე ყველაფრის თქმა არ შემიძლია, :)ანუ უნდა დამრჩეს კიდევ რაღაც გამოუთქმელი... სივრცეს სიტყვით ვწურავ, ვკუმშავ უთქმელობით და ხაზებს შორისით... რა ვიცი... ალბათ, იმიტომ რომ მაინც სასწორი ვარ და ყველაფერი წონასწორობს უსასრულოდ, თუ? ... მოკლედ, ეს არის, მეტი?... მეტი მერე....გმადლობთ! :) გმადლობთ ყველას... რაც შეეხება ბოლო კომენტარებს, ლალისას, მხოლოდ ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ბოლომდე ყველაფრის თქმა არ შემიძლია, :)ანუ უნდა დამრჩეს კიდევ რაღაც გამოუთქმელი... სივრცეს სიტყვით ვწურავ, ვკუმშავ უთქმელობით და ხაზებს შორისით... რა ვიცი... ალბათ, იმიტომ რომ მაინც სასწორი ვარ და ყველაფერი წონასწორობს უსასრულოდ, თუ? ... მოკლედ, ეს არის, მეტი?... მეტი მერე....გმადლობთ! :)
13. და კიდევ სივრცე ცოტა შეკუმშე ხოლმე ლექსში. დიდ ფართობზე იფანტება თითქოს. არ ვიცი გამიგებ თუ არა ,რას გეუბნები. აი ასე უცნაურად გგრძნობ. და კიდევ სივრცე ცოტა შეკუმშე ხოლმე ლექსში. დიდ ფართობზე იფანტება თითქოს. არ ვიცი გამიგებ თუ არა ,რას გეუბნები. აი ასე უცნაურად გგრძნობ.
12. ნიჭიერი ხარ,კარგი ლექსიკა გაქვს.კარგი ადამიანი და ჩემი მეგობარი. ლექსებში კი სულ მაკლდება რაღა,არ ვიცი რა.ანუ შენიშვნა არ მაქვს,ყველაფერი წესრიგშია.იცი რა მგონია აი სულ თუხთუხებს შენში შიგნით და რაღაც ბიძგი უნდა რომ ლავასავით ამოიფრქვეს.იქნებ ეს მაკლია?ანუ სულ ბოლომდე ამოფრქვევა,დიდი ფეიერვერკი და ბოლომდე გადაწვა?აი ამ ლექსშიც ვგრძნობ შინაგან დუღილს და ბოლომდე გამოუშვი,ნუ იჭერ:) დამეხმარე.. ნიჭიერი ხარ,კარგი ლექსიკა გაქვს.კარგი ადამიანი და ჩემი მეგობარი. ლექსებში კი სულ მაკლდება რაღა,არ ვიცი რა.ანუ შენიშვნა არ მაქვს,ყველაფერი წესრიგშია.იცი რა მგონია აი სულ თუხთუხებს შენში შიგნით და რაღაც ბიძგი უნდა რომ ლავასავით ამოიფრქვეს.იქნებ ეს მაკლია?ანუ სულ ბოლომდე ამოფრქვევა,დიდი ფეიერვერკი და ბოლომდე გადაწვა?აი ამ ლექსშიც ვგრძნობ შინაგან დუღილს და ბოლომდე გამოუშვი,ნუ იჭერ:) დამეხმარე..
11. ძალიან დიდი მადლობა შენ... ძალიან დიდი მადლობა შენ...
10. ბევრჯერ ნათქვამის კიდევ ერთხელ თქმის მორიგი მცდელობა. ჩანაფიქრი კარგი, განოხრციელება -1 ბევრჯერ ნათქვამის კიდევ ერთხელ თქმის მორიგი მცდელობა. ჩანაფიქრი კარგი, განოხრციელება -1
9. კარგია მათევ,ასე ვიტყოდი: შენებური:)
მოგიკითხე ღიმილებით:):):) კარგია მათევ,ასე ვიტყოდი: შენებური:)
მოგიკითხე ღიმილებით:):):)
8. მამეწუნა ლექსი :D კარგია,,
უკვე ნათქვამი, სტრიქონთა შორის გამოკეტილი, დარჩა ნახატი!
პატივისცემით, მაჰათმა განდი. არწივი. მამეწუნა ლექსი :D კარგია,,
უკვე ნათქვამი, სტრიქონთა შორის გამოკეტილი, დარჩა ნახატი!
პატივისცემით, მაჰათმა განდი. არწივი.
7. ყველაფერი ერთი წუთია... ერთი წუთია ნუთუ საშველის გახსნილი კვანძი და მერე? მერე ვიწყებ თავიდან,… ჩაკეტილ წრეში ტრიალი კი ვის მოუშლია?!... რაც ითქვა, ის ხომ თითქოს წაიღო ნაშველმა დრომ და ნაწოლმა სივრცემ... რა სიჩუმეა!...
... !5!
ყველაფერი ერთი წუთია... ერთი წუთია ნუთუ საშველის გახსნილი კვანძი და მერე? მერე ვიწყებ თავიდან,… ჩაკეტილ წრეში ტრიალი კი ვის მოუშლია?!... რაც ითქვა, ის ხომ თითქოს წაიღო ნაშველმა დრომ და ნაწოლმა სივრცემ... რა სიჩუმეა!...
... !5!
6. თორემ… დავმუნჯდი! სიყვარული ვით გაგიყვია?... გასაყოფი არის ნაკოცნი?!... ჩემ ნაფერები, ნაალერსალი, ნაელვარები ნაამბორალი... რამდენი სიტყვა გაგიძარცვავს? და... რა?... არც არა! რაც არ ითქმოდა, თუ ითქმოდა?... უკვე ნათქვამი, სტრიქონთა შორის გამოკეტილი, დარჩა ნახატი!
ძალიან მომეწონა, მათე-ბიჭო! 5
თორემ… დავმუნჯდი! სიყვარული ვით გაგიყვია?... გასაყოფი არის ნაკოცნი?!... ჩემ ნაფერები, ნაალერსალი, ნაელვარები ნაამბორალი... რამდენი სიტყვა გაგიძარცვავს? და... რა?... არც არა! რაც არ ითქმოდა, თუ ითქმოდა?... უკვე ნათქვამი, სტრიქონთა შორის გამოკეტილი, დარჩა ნახატი!
ძალიან მომეწონა, მათე-ბიჭო! 5
5. შემოგევლე შენა!!! არაჩვეულებრივიააა!!! შემოგევლე შენა!!! არაჩვეულებრივიააა!!!
3. თორემ… დავმუნჯდი! სიყვარული ვით გაგიყვია?... გასაყოფი არის ნაკოცნი?!... ჩემ ნაფერები, ნაალერსალი, ნაელვარები ნაამბორალი... რამდენი სიტყვა გაგიძარცვავს? კარგია ზალიან...5 თორემ… დავმუნჯდი! სიყვარული ვით გაგიყვია?... გასაყოფი არის ნაკოცნი?!... ჩემ ნაფერები, ნაალერსალი, ნაელვარები ნაამბორალი... რამდენი სიტყვა გაგიძარცვავს? კარგია ზალიან...5
2. ხაზთა მარულას რა დამიმშვიდებს...
რამდენი სიტყვა გაგიძარცვავს?...
სტრიქონთა შორის გამოკეტილი, დარჩა ნახატი!...
დასამახსოვრებელი ფრაზები... ხაზთა მარულას რა დამიმშვიდებს...
რამდენი სიტყვა გაგიძარცვავს?...
სტრიქონთა შორის გამოკეტილი, დარჩა ნახატი!...
დასამახსოვრებელი ფრაზები...
1. ხაზთა მარულას რა დამიმშვიდებს, ძილმოწყურებულ თვალთა ციმციმი რომ დაუღლია?!...… ხაზთა მარულას რა დამიმშვიდებს, ძილმოწყურებულ თვალთა ციმციმი რომ დაუღლია?!...…
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|